Jump to content
Planeta.Ge

Blaugranator

პლანეტელი
  • პოსტები

    683
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი Blaugranator

  1. უბრალოდ ჩვეულებრივი მედროვეები არიან (უმეტესობა) :friends:
  2. გილოცავ, მრავალს დაესწარი ჯანმრთელად და ბედნიერად, ძლიერ საქართველოში!
  3. უნდა ითქვას რომ პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილი არჩევნებში მონაწიობას არ იღებს. ამ გარკვეულის მხარდამჭერები და თანამოაზრეები კი ჩემი აზრით მეტნი არიან იმ კანდიდატების ამომრჩევლებზე რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას (უგულავას ჩათვლით). ჩემი აზრით სწორედ მოსახლეობის ეს სეგმენტი გადაწყვეტს აქტიურობის დონესად და საერთოდ შედეგებს (გაუყალბებლობის შემთხვევაში რაც ძალიან მეეჭვება)
  4. ეგ მეც კარგად ვიცი მაგრამ თბილის ქალაქში ყველაფერი შესაძლებელია მოკლედ ეს ბავშვებიც როგორი პოლიტიზირებულები არიან ხომ ხედავთ რა ხალხო
  5. შეეშვან მაგ ძიძიგურს და სასტავს საერთოდ რა. მაგათ რაღაც ახირება აქვთ და რა არგუმენტებიც არ უნდა მოუყვანო მაინც თავიანთ აზრზე დარჩებიან. მე მხოლოდ ის მაინტერესებს ამჟამად თბილისში ალასანიას უფრო მეტი რეიტინგი აქვს თუ გრეჩოს.
  6. მოიცა აბა რა ვქნათ ეხლა ალასანია არაფერში არ გამოვცადოთ და მხოლოდ მის გაწონასწორებულობას და დიპლომატიურობას ვენდოთ? მიიღოს მონაწილეობა და გვანახოს ერთი რა შეუძლია ან რამდენი მხარდამჭერი ჰყავს ქალაქში
  7. და რა აქვს ჩემს პრეზიდენტს ვინმეს შესაცოდი? ან ვინ იყო ჩერჩილი მიშასთან შედარებით? ჩემი პრეზიდენტი არამარტო აღმოსავლეტშია არამედ მთელ ირმის ნახტომის გალაქტიკას იგი აკონტროლებს
  8. რა თქმა უნდა ჩემი პრეზიდენტის!
  9. ჰოჰო, მეტი არგუმენტი რომ არ გაქვთ მთავრობის წინაამღდეგ ახლა ფილმს მიადექით არა? ძალიან კარგი ფილმია
  10. დიახ ბატონებო, ქართველი ხალხი ბანძია, ჩამორჩენილი და განუვითარებელი! :papa:
  11. მეზობელი ფორუმის იუზერების პიზდეც ინტელექტუალური პოსტებით უკვე რეალ ტივი დაინტერესდა http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=re...02-2010%2013:54
  12. რაღა ალტერნატივა, ნაცებას დამატებაა ეს პარტია ისედაც. ფეისბიკზე ჩოლოყაშვილის კომენტარებს რომ ვკითხობ პალიკო კუბლაშვილის ნააზრევი მგონია :eeh:
  13. შარის გარდა ყველას გვიყვარს :papa:
  14. SHARI შენ ამ ოფისის (ორგანიზაციის) ძალიან კარგი მენეჯერი ხარ თუ რა ხდება? :vini:
  15. ვერ გამიგია ამ აჭარლებს რა გადაეკიდეთ. ქრისტიანები არ არიან თუ რა? ზემო აჭარაშიც უკვე მასობრივად მიმდინარეობს ხალხის მონათვლა
  16. ალიანსში არამგონია, მაგრამ ალბათ კოორდინაცია და ურთიერთობა ამ ორ პარტიას შორის უფრო გაღრმავდება
  17. ბატონო ბადრი მოდით დეზინფორმაციას ნუ გავავრცელებთ. ყველამ კარგად ვიცით საქონელი ვის მიმართაც იყო ნათქვამი
  18. გუბაზ სანიკიძე - “ხალხის ბედნიერებისთვის კი არ ვიბრძვი, არამედ იმისთვის, რომ ჩემი სამყარო - ჩემი ქვეყანა არ დაინგრეს!” “ეს არის ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რუსეთზე ჩაბარების ცდა, ოღონდ სტავროპოლის მხარის სტატუსით, რომელსაც პოლიტიკურ პარტიათა ერთი ნაწილი გამოთქვამს. ესენი ამბობენ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა აიწყოსო - რუსებსაც ზუსტად ეგ უნდათ. გვეუბნებიან, ვიმეგობროთ, გვიყვარხართ, პატივს გცემთ თქვენცა და თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასაცო. მაგრამ როგორც ლავროვმა განაცხადა, ამაში ცხინვალი და აფხაზეთი არ იგულისხმება. დიდი მადლობა, საინტერესო პოზიციაა!” - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თუ საჭირო გახდა, ხელისუფლებას დავამხობ კი არა, მეტსაც ვიზამ”. “მათ უნდათ სუფთა ფურცელი, ურთიერთობის დაწყებაც, ბაზრის გახსნაც, ლარსის გახსნაც, ოღონდ აფხაზეთსა და ცხინვალზე თქვენი ხმა არ გავიგოთო. ძვირფასო ქართველებო, იფიქრეთ ახლა, გინდათ ეს? მაშინ რუსებთან იდეალური ურთიერთობა გვექნება, რატომაც არა. ცხინვალსა და აფხაზეთზე კი კრინტი არ დაძრათო - “ფორუმი” ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენ მოდას აყოლილი პარტია არ ვართ... მიზეზი არც ნოღაიდელია, არც სააკაშვილი და რაც სხვა - შედეგის მიზეზი ქართული საზოგადოებაა, მიშა სწორედ ამ საზოგადოების შედეგია. კაცს რომ შეხედავ, უნდა მიხვდე, ნორმალურია თუ არა. მაგრამ მაშინ მოდაში იყო ის, რომ სააკაშვილმა ექვსი ენა იცოდა, თუმცა ბევრი სულელი პოლიგლოტი მინახავს. იმას, რაც ქართულ საზოგადოებას სჭირს, პოლიტიკური გოიმობა ჰქვია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე. “ამ ქვეყანას ორი ბასილის პრობლემა აქვს - ბასილ მკალავიშვილისა და ბასილ კობახიძის. ერთი ნაწილი მკალავიშვილის ჭკუაზე დადის, მეორე - კობახიძისა. შუაში არავინაა, არადა ჭეშმარიტება ყოველთვის შუაშია. მორწმუნეობა სიყვარულის გარეშე ფანატიზმია. ადამიანი როცა არ გიყვარს და ამბობ, ღმერთი მიყვარსო, ფანატიკოსი ხარ! ქართული კულტურა გამრუდებულია და ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი. სიმართლის ლაპარაკი ამ ქვეყანაში მომგებიანი აღარაა. კაცი დილას რომ გეუბნება, მიდი გუბაზ, მიაწექი, შენსკენ ვარო, საღამოს შენზე ჭორაობს, მერაბიშვილისგან 25 მილიონი აიღოო. არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ გულდაწყვეტილი ვარ. სწორად გამიგონ - ხალხის ბედნიერებისთვის კი არ ვიბრძვი, არამედ იმისთვის, რომ ჩემი სამყარო - ჩემი ქვეყანა არ დაინგრეს! ჩემი სამყაროს ნაწილი “გალობანი სინანულისანი” და დიდგორია. არაა ჩემი სამყარო ის, რომ დღეს ახალგორი საქართველოსი არაა. ამას ვერ შევეგუები”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთთან ურთიერთობა არ მოგვარდა, ქვეყანა ვერ შედგება. ამაში ვეთანხმები, მაგრამ როგორ ვაგვარებთ ურთიერთობას, თავ-ფეხიანად ვბარდებით თუ რაღაც პირობებს ვუყენებთ - განსხვავება ესაა და ამიტომ ამ პროცესს ვემიჯნებით. ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ ქვეყანას თუნდაც ერთ გოჯ მიწას დაუბრუნებს, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ ხერხით შესაძლებელია. სხვა გზაა მოსაძებნი - ხელისუფლებაში ეროვნული ძალის მოსვლა და რუსეთთან მერე ლაპარაკი. ოპოზიცია ამ საკითხს არ წყვეტს”, - დასძენს გუბაზ სანიკიძე. “ნოღაიდელმა ამით სეგმენტი დაიკავა. სწორიც ქნა. ამით მთელი ოპოზიციის არა, მაგრამ ერთი ნაწილის დისკრედიტაციას ნამდვილად ახდენს. რომლის - არ გეტყვით, ეს არაკოლეგიალურია. თუმცა მომხრე ვარ, ოპოზიციის ერთი ნაწილის დისკრედიტაცია მოხდეს - ქვეყანას სჭირდება ასე. ვისი დისკრედიტაციაც მოხდება, ე.ი. ასე იყო საჭირო. შესაძლოა ეს ჩვენც შეგვეხოს. მაგრამ არ მგონია, ეს მოხდეს, რადგან მართლები ვართ. ბევრს ჰგონია, პოლიტიკა ბინძური საქმეა, შესაძლოა მეთოდიკა იყოს ასეთი, თორემ პოლიტიკაში ყოველთვის სიმართლე და ლოგიკა იმარჯვებს. ინტერესია სხვადასხვა - ჩემი ინტერესი ქვეყნის ფეხზე დაყენებაა, ვიღაცისა კი პოლიტიკაში ყოფნა. ამიტომ “ფორუმი” პარტნიორებს ყოველთვის საერთო ინტერესების საფუძველზე შეარჩევს. ჩანს, “ფორუმთან” პოლიტიკური ქორწინება ყველას სურს, ეს ცუდი არაა. ახლა იმ მდგომარეობაში მაინც ვართ, რომ ჩვენ გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ეს პოლიტიკური ძალისთვის სერიოზული მიღწევაა”, - მიიჩნევს გუბაზ სანიკიძე, “ჩვენი გზაა ეროვნული დაუმორჩილებლობა, მეტს ვერ გაგიმხელთ. ოპოზიციაში ახალი დაჯგუფება იქნება. ნოღაიდელმა ამისთვის დიდი საქმე გააკეთა - ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ფრთა დაიკავა. ახლა იკვეთება პროდასავლური, პრორუსული და ეროვნული პოლიტიკური ძალები. ნოღაიდელმა დაიკავა პრორუსული, “ალიანსს” უკავია პროდასავლური, “ფორუმს” კი აქვს პრეტენზია ეროვნული ძალების კონსოლიდაციისა. მე ვიცი, “ფორუმი” სად დგას. ვფიქრობ, ვითარებიდან მხოლოდ ეროვნული ძალა გამოგვიყვანს, მეტიც - დიდი ეროვნული შეთანხმება ეროვნული სახელმწიფოს შექმნაზე აუცილებლად მოხდება. გამოკვეთილ სამ ფრთას ამისთვის ერთმანეთთან ინტენსიური ურთიერთობა ექნება, თუმცა ეს გაერთიანებას არ ნიშნავს. არის საკითხები, რაზეც ყველას ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს - მაგალითად, სააკაშვილის გაშვება ნებისმიერი ხერხით და შემდეგ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება”, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - “გაშვება თუნდაც ხელისუფლების დამხობის გზით?” - პასუხობს: “თუ მასშტაბური გამოსვლები დაიწყება, დამხობა საჭირო არ გახდება. ახლა, უბრალოდ, სპექტრი უნდა დაიწმინდოს. მივესალმები ნოღაიდელის პოლიტიკურ ინიციატივებს, მაგრამ მისალმება მის ჭკუაზე სიარულს არ ნიშნავს. მე მის ჭკუაზე არასდროს ვიქნები და არც მისი პარტნიორი გავხდები. ინტელიგენციაცა და ქართული ოპოზიციაც უნდა გაერკვეს - ამ კაცს ან არჩევნებით ვუშვებთ, ან მასობრივი გამოსვლებით. არჩევნების არ მჯერა, ჯერ ოპოზიციის გადაჯგუფება მოხდება და მერე რადიკალიზაცია. “ფორუმი” კი ამის ავანგარდში იქნება - აბა როგორ გინდათ, რაც ხდება, იმას ვერ შევეგუები. დამხობა შეიძლება აუცილებელი გახდეს. ყველაფერს ვიზამ, საქმე აქეთ არ წავიდეს, მაგრამ თუ აბდაუბდა გაგრძელდა, აბა როგორ იქნება? ეს საქართველოს დასჭირდება... რუსეთის ინტერესი ამ ქვეყნის ნაწილ-ნაწილ შეჭმაა და ჭამს კიდეც, ბოლოს თბილისშიც შემოვა, მიშა კი ჩაჯდება თვითმფრინავში და გაფრინდება. ეს უნდა მოხდეს მაინცდამაინც, რომ მივხდეთ - მიშამ რა ქნა? ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123841.html მოკლედ მე თითქმის ყოველთვის ვიზიარებ გუბაზის გამონათქვამებსა და ინტერვიუებს. :yes2: ამ შემთხვევაშიც ვეთანხმები. :yes2: თქვენ რას იტყვით? :rolleyes:
  19. ყველაზე მეტად ამის გამო არმევასება ირაკლი ბიძია :papa:
  20. ნუ ჩემთვის პირადად ჩვენი პრეზიდენტის მხარდაჭერა და მისი სიყვარულის გაძლიერება
×
×
  • შექმენი...