Jump to content
Planeta.Ge

Blaugranator

პლანეტელი
  • პოსტები

    683
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი Blaugranator

  1. ჰოდა ზუსტად შენი ყ** იდეოლოგია უნდა მოისპოს ამ ქვეყანაში, ეგ არის მთავარი მიზანია
  2. ეს კუკავა მაგარი გამო**** რა. გუბაზას თქმის არ იყოს ამ გაზაფხულზე ამ სამეულს (თუ ოთხეულს) დასამარება ელოდება
  3. გუბაზ სანიკიძე: ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ქართულმა მხარემ სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სანაცვლოდ გახსნა ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ქართულმა მხარემ სომხეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სანაცვლოდ გახსნა. აღნიშნულის ფიქრის საფუძველს სანიკიძეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ნალბანდოვის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება აძლევს იმის თაობაზე, რომ ოფიციალური თბილისი ზემო ლარსის პუნქტის გახსნით ეკონომიკურ სარგებელს არ ელის. "ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, რომ დარიალის პუნქტის გახსნისგან ქართული მხარე ეკონომიკურ სარგებელს არ ელის, პოლიტიკურ სარგებელზე კი არაფერი უთქვამს. მაშინ, რატომ გაიხსნა ის, როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული? მხოლოდ სომხეთის ინტერესების გამო? თანაც, ამ ტრანზიტ ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოს, ტვირთის გახსნის უფლება არ აქვს. რამდენად მიზანშეწონილია, ტვირთმა ჩვენ ტერიტორიაზე გაიაროს ისე, რომ ქართულმა მხარემ არ იცოდეს, რა სახის ტვირთია ეს, მით უმეტეს, რომ სომხეთში დიდი სამხედრო ბაზაა. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აღიაროს, რომ ლარსი სომხეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების სანაცვლოდ გახსნა", - განაცხადა სანიკიძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე და აქვე განმარტა, რომ აღნიშნული პუნქტის გახსნით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცოცავი ანექსია დაიწო. ამასთან, "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლის შეფასებით, დარიალის პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად იქნა მიღებული, რასაც შესაძლოა ყაზბეგის რაიონის ოკუპირებაც მოჰყვეს. "შესაძლოა, ყაზბეგის რაიონი გასროლის გარეშე აღმოჩნდეს ოკუპირებული და ეს ხელისუფლების უღირსობაზე მეტყველებს. არ შეიძლება, ერთი ხელით ებრძოდე მტერს და მეორეთი ტერიტორიებს აბარებდე. იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება ამას არ გააკეთებდა, რადგან ეს ანტიქართული ქმედებაა, თუმცა შევცდით", - განმარტა სანიკიძემ. შეგახსენებთ, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომელიც რუსეთის გადაწყვეტილებით 3 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, დღეს ამოქმედდა. http://ghn.ge/news-9329.html აქვე :gigi: "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს ოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს. ნოღაიდელის მოძრაობა თვლის, რომ "ლარსის გახსნა სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად სასარგებლოა". . "სწორედ ამიტომ მოითხოვდა ლარსის პუნქტის გახსნას ჩვენი მოძრაობის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბევრს ეს წარმოუდგენლად მიაჩნდა. ჩვენ მადლობლები ვართ აშშ-ის ადმინისტრაციის, რომელმაც ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის აღდგენისთვის 4 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან გაისმა კითხვები ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, როცა 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შედეგად, რუსეთის მძიმე ტექნიკა განლაგებულია საქართველოს დედაქალაქიდან, ასევე, ცენტრალური რკინიგზიდან და ნავთობ და გაზსადენებიდან 25-30კმ-ის დაშორებით, ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედება არ შეიცავს არავითარ დამატებით საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოსათვის და ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისათვის. პირიქით, მოძრაობის აღდგენამ შესაძლოა, მხოლოდ დადებითად იმოქმედოს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაზე", - აცხადებენ ყოფილი პრემიერის პარტიაში. შეგახსენებთ, რომ ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი დღეიდან ამოქმედდა. http://mynews.ge/index.php?option=com_news...l&id=124271 საღოლ მიშა,ზურიკოს პოლიტიკურ სურვილებს 5-იანზე ასრულებ. პუტინი დაგიფასებს :puke: :puke: :puke:
  4. ეგ პრორუსი და ქვეყნისთვის ყველაზე საშიში ადამიანი (შარტავასთან ერთად). სიმართლეს ვერ იტყოდა! გამორიცხულია! თან ამას დავუმატოთ ისიც რომ მსუქანია. მსუქნებს კი არ შეუძლიათ სამშობლოს სიყვარული
  5. როგორ ფიქრობთ ამ გასიებულ გუბაზას შეუძლია რამე ჭკვიანური თქვას? მე ვფიქრობ არა, ამიტომაც ჯობია პირდაპირ გინებაზე გადავიდეთ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გაზაფხულზე, ალბათ, არაერთი პოლიტიკური ძალა დასამარდება, არჩევნების შემდეგაც და იქამდეც - ზოგს, ხალხი არ მისცემს ნდობის მანდატს, ზოგიერთი კი თავად გამოუტანს საკუთარ თავს პოლიტიკურ განაჩენს. რომელი ლიდერები დაკარგავენ ლიდერობას, ამაზე საუბარს უკვე თავად ოპოზიციაშიც აღარ გაურბიან. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე პირდაპირ აკეთებს მინიშნებას, რომ პარლამენტიდან კარგა ხნის წინ ქუჩაში გადანაცვლებული ძიძიგური-კუკავა-დავითაშვილის ტრიადისთვის, შესაძლოა, ადგილი ქუჩაშიც აღარ აღმოჩნდეს, რისი მიზეზიც მათ საკუთარ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებონ. სანიკიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაზე ერთი უპირატესობა ჰქონდა - ზნეობრივი და ისიც დაკარგა... - ბატონო გუბაზ, ცნობილია, რომ "ეროვნული ფორუმი" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. როგორ ფიქრობთ, იმ კონტექსტში, როცა არჩევნები პოლიტიკური ბრძოლის კლასიკური მეთოდია, გარკვეული ოპოზიციური ძალების თამაშგარეთ ყოფნა ხელისუფლების პოზიციას ხომ არ ამყარებს? - გეთანხმებით, რომ არჩევნები პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთი მეთოდია, მაგრამ ეს ხომ არჩევნები არ არის. ეს არის ფსევდოარჩევნები, არჩევნების პროვოკაცია, არჩევნების იმიტაცია. ჩვენ სამი არგუმენტი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ვმონაწილეობთ ამ არჩევნებში. პირველი ის არის, რომ ქვეყანაში რეალური თვითმმართველობა არ არსებობს (საერთოდ, თუ ვინმეს აინტერესებს, დემოკრატია ორ რამეზე დგას - თავისუფალ სასამართლოზე და თვითმმართველობაზე. თვითმმართველობა რა არის? - თვითმმართველ ერთეულებს ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი. ჩვენთან არ აქვს. ამიტომ, თეორიულად დავუშვათ და ქალაქის მერი ოპოზიციონერიც რომ გახდეს, მას მხოლოდ ორადორი გამოსავალი ექნება - ან ისევ ქუჩაში გავიდეს, რადგან ხელისუფლება არ მისცემს ფულს, რომ ელემენტალურად ქალაქიდან ნაგავი გაიტანოს, ან შეეკრას ხელისუფლებას და გადავიდეს მის მხარეზე), მეორე - არცერთ პრობლემას, რაც საქართველოს აქვს: ქვეყნის დაშლა, ეკონომიკის მოშლა, ზნეობის დაცემა, დემოკრატიული პრობლემები, თვითმმართველობის არჩევნები ვერ აგვარებს (თვითმმართველობა არის მოწესრიგებული ცხოვრება ამა თუ იმ ერთეულში, მეტი არაფერი. აფხაზეთი, ცხინვალი, საგარეო ორიენტირი, ეკონომიკის სფეროს ფეხზე დაყენება კი თვითმმართველობის პრეროგატივა და კომპეტენცია) და მესამე მიზეზი - არჩევნები უკვე გაყალბებულია. ხელისუფლებას ამომრჩეველთა სიებში ერთი მილიონი კაცი ჰყავს გაფორმებული. დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, ოპოზიციური პარტიების წევრები გამოცვივდნენ და სიების გადამოწმების სურვილი გამოთქვეს. გადაამოწმეს, მაგრამ რამეს მიაგნეს? ვერაფერს და ვერც მიაგნებენ, რადგან ოჯახში, სადაც 15 კაცია მიწერილი, იმ 15 კაცის მიწერა დარღვევად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნას ჩათვლილი, თუკი ბინის მესაკუთრე იტყვის, რომ ის 15 კაცი ძალით ჩაუწერა "ნაცმოძრაობამ". არავინ ამას არ იტყვის, რადგან ასეთი ხალხი ჩაწერილი ჰყავთ თავიანთი მომხრეების ბინებში. ამიტომ, თუ დავაკვირდებით, ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც სიების გადამოწმება მიმდინარეობს, მხოლოდ ერთადერთი უზუსტობა იყო, თუ არ ვცდები სანზონაში აღმოჩენილი და ისიც სათავისოდ გადაწყვიტა ხელისუფლებამ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ამ ერთ მილიონ ხმას ოპოზიცია ვერ "ამოყრის". ჩვენ მათ შევთავაზეთ წინადადება, რომ დაგვეწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობა და ბრძოლა, რაც ასე აუცილებელია იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. პრობლემა რა არის ქვეყანაში? - სიყალბე, ანუ გაყალბებული არჩევნები. უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლება გაყალბებული არჩევნებით არ იცვლება და არც შეიცვლება. ოპოზიციის არგუმენტი კი, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ გააყალბებს სააკაშვილი კიდევ ერთ არჩევნებს, ცოტა უხერხული ამბავია. ეს იმას ჰგავს, თავს რომ გაალახინებ ძალით ვინმეს, თან ისე, რომ მაყურებლები წინასწარ გყავს დაქირავებული იმის საყურებლად, როგორ დაგასისხლიანებენ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. ხშირად საუბრობენ "სოლიდარობაზე", "განდიზმდე", მაგრამ ყველა გაურბის გამსახურდიას გამოცდილებას. საუკეთესო გამოცდილება ჩვენთვის სწორედ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლაა - შექმნა საარჩევნო გარემო, აიძულა "კომპარტია" და 6 თვით ადრე მოიგო არჩევნები. ნიჰილიზმის მთავარი განმსაზღვრელი რა არის? - ის, რომ ამას არჩევნებით ვერ მოუგებ და სწორიცაა, ამიტომ, რაც არის პრობლემა, იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ. შენ ისეთი რაღაცები უნდა შესთავაზო ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომ მართალი იყო. როცა ამბობ, რომ ბარიერი 50 %-იანი უნდა იყოს და არა, როგორც ხელისუფლება ითხოვს 30 %, ეს ბიბლიაში წერია? ეს არის სუბიექტური მიდგომა. ის უცხოელი აუცილებლად გეტყვის, ზოგად 30 %-ია, ზოგან 50 % და ზოგად საერთოდ არააო... - ანუ, "ეროვნულმა ფორუმმა" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციას ერთიანი ბრძოლა შესთავაზა და ის ამაზე არ წამოვიდა? - არა, სხვათა შორის, წამოგვყვა. პირიქით არის საქმე. იმ 4-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, ყველამ მოგვიწერა ხელი. ღრმა კინკლაობაში შესვლას არავისთან ვაპირებთ, რადგან ეს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს, თან ოპოზიცია ახლა იმდენად დანაწევრებულია, რომ ძნელია თავი მოუყარო, ამიტომ ყველასთვის მისაღები ერთადერთი ფორმულა, მათთვისაც ვინც არჩევნებში მონაწილეობს და მათთვისაც ვინ მას ბოიკოტს უცხადებს, ესაა ბრძოლა საარჩევნო გარემოსთვის. ამისთვის გამოვიყვანოთ ხალხი ქუჩაში და დანარჩენ მსოფლიოსაც დავანახოთ, რომ დემოკრატიისთვის ვიბრძვით - გვინდა წესიერი არჩევნები. მითუ მეტეს, ამის მასტიმულირებელია მეზობელ უკრაინაში ჩატარებული არჩევნები. თუ მათ მოახერხეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ? - ამ კონტექსტში, რამდენად მოსალოდნელია, რომ "ეროვნულმა ფორუმმა" არსებული ხელისუფლების პირობებში არც ერთ მომავალ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა? - ასეთ პირობებში არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ აქვს აზრი. წინასწარ გეტყვით რაც მოხდება: ხელისუფლება მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს, მათ შორის თბილისშიც, რომელიც ოპოზიციურ ქალაქად ითვლებოდა და ოპოზიციის სიბრიყვის გამო მას ჩვენ ვკარგავთ და მთელ მსოფლიოსაც დაანახებს, რომ გაყალბების გარეშე მოიგო. ხელისუფლება არ გააყალბებს 30 მაისს არჩევნებს - უკვე გაყალბებული აქვს და არ სჭირდება. ცოტა ხნის შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამოაცხადებს და იმაშიც გაგაპობს შუაზე. - თქვენ თქვით, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ერთიანი ბრძოლის შეთავაზებაზე ოპოზიცია წამოვიდა და შესაბამის დოკუმენტს ხელიც მოაწერა. საინტერესოა, მაშინ რატომ დარჩა თქვენი ეს შეთანხმება მხოლოდ ფურცელზე? - უბრალოდ, პიარტექნოლოგიის საკითხია, სხვა პროცესები განვითარდა - ალიანსის დაშლა, შეკრების ჩატარება.... ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად წამოვწევთ და ამ დღეებში მას კიდევ ერთხელ შევთავაზებთ ჩვენს კოლეგებს. - სხვათა შორის, არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით თქვენი პარტიის გადაწყვეტილების შემდეგ კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ "2007-ში, როცა ხელისუფლებამ ოპოზიციას "ლეიბორისტებსა" და "ეროვნულ ფორუმთან" გამიჯვნა ურჩია, ის ამაზე არ წავიდა", რის კომტექსტშიც მოგიწოდათ, გადაწყვეტილება შეცვალოთ და თბილისის მერობის ერთიან კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე კონსულტაციებში ჩაერთოთ. ერთი სიტყვით, ვალის დაბრუნებას გთხოვთ დავითაშვილი... - "ეროვნულ ფორუმს" არავის ვალი არ აქვს. თუ სააკაშვილს არ დაუჯერეს და ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, როგორიც მიიღეს, თავისთვის ქნეს კარგი. ამიტომ, მოდით რა, ნურავინ ნურაფერს დაგვაყვედრის - ჩვენ არავის ვალში არ ვართ, მათ შორის _ არც კობა დავითაშვილის და როცა ანგარიშები გავუწიეთ სხვებს, ყოველთვის კისერი მოიტეხა ამ ქვეყანამ. ამიტომაც, ანგარიშებს არავის აღარ გავუწევთ. მორჩა ეს. - როგორ ფიქრობთ, რატომ არის არეულობა ოპოზიციაში მაშინ, როცა არჩევნებამდე მხოლოდ 3 თვე დარჩა და თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი გიგი უგულავა წინასაარჩევნო მარათონში აქტიურადაა ჩართული? თქვენი აზრით, ვინ შეიტანა არეულობა არასაპარლამენტო უმცირესობაში? - არეულობის მაპროვოცირებელი იყო ირაკლი ალასანიას გასვლა ალიანსიდან. რამდენიც არ უნდა იძახონ არ გასულა, ნახევრად გასულია, ერთი მესამედით უკან გადადგა ნაბიჯი და მერე ისევ ცოტა წინ წაიწევსო, ეს ხალხისთვის გაუგებარია. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში არეულობა ალასანიამ შეიტანა. - ექპერტები ამ კუთხით ნოღაიდელის ფიგურაზეც ამახვილებენ ყურადღებას... ყოფილი პრემიერის "დამსახურებაზე" თქვენ რას ფიქრობთ? - რამდენიც არ უნდა იძახონ, ოპოზიციაში არეულობის შეტანა ნოღაიდელს არ უკავშირდებაო, უკავშირდება, რა თქმა უნდა, და მე ასეთი შეკითხვა მაქვს ჩემს მეგობრებთან, რომლებიც ახლა მასთან არიან: როცა აპირილის აქციები იგეგმებოდა და ჩვენი ინიციატივით, უარი ვუთხარით ნოღაიდელს იმ ერთობაში შემოსვლაზე, რომელსაც 9 აპრილის კომიტეტი ერქვა და მას მხარი სხვათა შორის, "კონსერვატორებმაც" დაუჭირეს და "ხალხის პარტიამაც", რა შეიცვალა მას შემდეგ? რა ხიბლი დაინახეს ნოღაიდელში, რომელი ივანე მარუშისძე ან ქუჯი ერისთავი ამოიცნეს? რა იციან ნოღაიდელის შესახებ? მეც მითხრან, იქნებ მეც გადავიდე მისკენ, მითხრან რა! მითხრან! რაშია პრობლემა - სავლე პავლედ გადაიქცა? ნოღაიდელის გაკეთებული საქმე მითხარით ქვეყანაში? ახლა რომ ამბობს, 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს ოპოზიციას უკან არ უნდა დაეხიაო, თვითონ ვინ იყო მაშინ, რა თანამდებობა ეკავა? საგანგებო მდგომარეობა მე გამოვაცხადე? თუ ბნელა კაცო, ასე ბნელა საქართველოში?... ქვეყნის დაქცევაში, ქონების გასხვისებაში ნოღაიდელი არის სააკაშვილის თანამონაწილე. საზოგადოებას კი, რომელიც განმასხვავებელს ვერ დაინახავს ნოღაიდელსა და კახა შარტავას შორის, პრობლემა აქვს... პოლიტიკურ ბიოგრაფიებს არ აქვს მნიშვნელობა ხალხო? ალეკო შალამბერიძე სამი თვის წინ რომ "ნაცმოძრაობაში" იყო და დღეს ნოღაიდელს და დავითაშვილს დასდევს, რაშია საქმე გამაგებინეთ? რაშია და უპრინციპობასა და უზნეობაში. - და მაინც, თქვენი აზრით, ვინ არის ნოღაიდელი, ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოს, როგორც პროექტს ისე უყურებს, თუ თავადაა ხელისუფლების პროექტი, რომლითაც სააკაშვილი მოსკოვთან საუბრობს? - ნოღაიდელი საქართველოს უყურებს, როგორც მანდარინის გასაყიდ პარტიას. მანდარინი გონია საქართველო და უნდა რომ გაყიდოს რუსეთში. პროცესი დაწყებულია. ნოღაიდელი და რუსეთი ერთად გვეუბნება ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო. ჩვენ ძმები ვართ, პირჯვარს ერთნაირად ვიწერთ, ბაზარიც უნდა გაიხსნას და საჰაერო მიმოსვლაც, ერთად უნდა ვიტიროთ, უნდა აღდგეს ქართულ-რუსული ინტელიგენციის დიდი მეგობრობაო, მაგრამ თან პირობას გვიყენებს, გვეუბნება თქვენი ხმა არ გავიგო აფხაზეთსა და ცხინვალზეო. კონფედერაციას გვთავაზობენ. კონფედერაცია რა არის? ორი, ან რამდენიმე სახელმწიფოს ერთობა და აფხაზეთი და ცხინვალი მასზე რომ წამოვიდეს, ჯერ მათი დამოუკიდებლობა უნდა ვცნოთ. სწორედ ამის შემდეგ არის შესაძლებელი საქართველომ, აფხაზეთმა და ცხინვალმა სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი და რას მივიღებთ ამით? საქართველო დაპატარავდება, როგორც ჩვენი გონება და ზნეობაა დაპატარავებული და მერე სადღაც, გალის ერთ-ერთ რესტორანში ქართველი რომ გალახავს აფხაზს, აფხაზები შეიკრიბებიან და გამოაცხადებენ, რომ გადიან კონფედერაციიდან. როცა ასეთი შედეგია მოსალოდნელი, როგორ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან? სხვათა შორის, თვითონ რუსები წერდნენ, რომ აქამდე ქართულ პოლიტიკაში ვერ მოვძებნეთ ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც კონფედერაციაზე დავითანხმებთო. აგერაა ბატონო, აგერ - მატარებელი ჩამოდგა და ჭედვაა ზედ კონფედერატების. რა თაფლი სცხია ამ ნოღაიდელს გამაგებინეთ ხალხნო? ან ეროსი კიწმარიშვილს რა მორალური უფლება აქვს ვინმეს რამე ასწავლოს? ამ ვირთხას, მართლა ვირთხას. ნამდვილად ჭეშმარიტებაა ოქროს წესი, რომ სანამ საგარეო მტერს მოიშორებ, ჯერ საშინაოს უნდა გაუსწორდე. ხელისუფლებაშია ის, თუ ოპოზიციაში, მე უკვე აღარ მაინტერესებს. ეგენი ხელისუფლებიდან არიან ყველანი გამოქცეულები. გაივსო ოპოზიცია ხელისუფლებიდან გამოქცეული ხალხით და მე მეუბნებიან, ჩაიჩორე შენ, გუბაზ სანიკიძე, კიდევ მე უნდა მოვიდეო. სამი თვე არ შეუძლიათ ხელისუფლების გარეთ ყოფნა, როცა მე, 20 წელია ხვადი მგელივით დავრბივარ აღმა-დაღმა. ამ პოლიტიკურმა პუდელებმა და ტაქსებმა წალეკეს ქვეყანა. მართლა პოლიტიკური პუდელები არიან ესენი. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ არც ერთი იმ ჭორის სინამდვილეს, რომელიც ნოღაიდელზე დადის. ზოგი ამბობს მერაბიშვილის პროექტიაო, ზოგის აზრით პუტინის პროექტია, ზოგი იმას ამბობს, ზოგი - ამას, ყველასი მჯერა. ფაქტია, რომ იმას არავინ იძახის, ნოღაიდელი ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად არის მოსულიო... აი, ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებ. - როგორც ფიქრობთ, რითი მოახერხა ნოღაიდელმა გარკვეული ოპოზიციური ძალების გულის მოგება? - პირდაპირ გეტყვით, ფინანსებით, ფული, ფული. აბა, ახლა რომელი აპოლონ ბელვედერელია ნოღაიდელი, რომ გარეგნობისთვის მასთან გაიქცეს ხალხი? ფული - იშოვა 300 მილიონი და ხარჯავს ახლა... ასეთ ხალხს სცემენ პატივს ამ ქვეყანაში და ანგარიშს უწევენ. წავიდა, სადაა ზნეობა... - ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ძიძიგური, კუკავა და დავითაშვილიც ნოღაიდელის ფულებით არიან მოხიბლულნი? - მათ ჰკითხეთ და ისიც ჰკითხეთ, რა აღმოაჩინეს ნოღაიდელში, რა იდეებისთვის არიან მასთან ერთად? იძახიან არ ვართ მასთანო, აბა სად არიან? მაინტერესებს, ზვიად ძიძიგური, ჩემი მეგობარი, როდის იყო მართალი, როცა სამტრედიის ტრასა გადაკეთა თუ ახლა, მოსკვოში რომ აპირებს ჩასვლას? - იმ კონტექსტში, როცა "კონსერვატორებმა" და "ხალხის" პარტიამ თავის დროზე უფრო მაღალი ტრიბუნის გამოყენებაზე თქვეს უარი და იგივე ძიძიგურმა, კუკავამ თუ დავითაშვილმა დეპუტატის მანდატები დახიეს, თვითმმართველობაში მოსვლით ასე რატომ არიან დაინტერესებულნი? - გამოცანაა ჩემთვის, რა სურთ მათ. არ ვიცი. რატომ გავიდა ალასანია ალიანსიდან არც ის ვიცი, ვერ გეტყვით. ფაქტი ერთია, რომ შეუგნებელმა ქმედებებმა დაღუპა ეს ქვეყანა. პრობლემა ამ ეტაპზე სააკაშვილში კი არა, ოპოზიციაშია. ღრმა კრიზისშია პოლიტიკური უმცირესობა. ერთი რამეც გავითვალისწინოთ, ოპოზიცია არის ქართული საზოგადოების პროდუქტი - ქართული საზოგადოებაა, უპირველესად, ღრმა კრიზისში, ჭკუას ვერ ვსწავლობთ. დევიზი, "ოღონდ შევარდნაძე არ იყოს და ვინც გინდა მოვიდეს", ახლა შეიცვალა დევიზით, "ოღონდ სააკაშვილი არ იყოს და ვინც გინდა მოვიდეს" და დინამიკასაც დავაკვირდეთ - უარესი ცვლის ყოველთვის მის წინამორბედს, უარესისკენ მივდივართ. ქვეყანა მიდის უკან. თუ ასეთი ბრძენი და გადასარევი ხალხი ვართ, რატომ ვართ ასეთ დღეში, ნანგრევებში რატომაა ჩვენი ქვეყანა? თუ მარტო პოლიტიკური პარტიების ბრალია ეს? ყვარყვარეებითაა გამოტენილი ეს საცოდავი საქართველო... - რაც შეეხება ალასანიას ალიანსთან გამიჯვნას. თქვენი აზრით, რატომ მიიღო ალასანიამ წინასაარჩევნოდ პარტნიორების გამოცვლის გადაწყვეტილება და ნოღაიდელის მოძრაობასთან, "კონსერვატორებთან" და "ხალხის პარტიასთან გადანაცვლება ამჯობინა მაშინ, როცა მას, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს "მემარჯვენეების", "რესპუბლიკელებისა" და სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზის" სახით სამი პარტიის მხარდაჭერა ისედაც ჰქონდა? ნაკლებსავარაუდოა, რომ ალასანიაც ნოღაიდელის ფულებით მოხიბლულიყო... - მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ესეც გამოცანაა ჩემთვის. ვარიანტიც არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ სერიოზულ გაუგებრობაშია. დიდი მახე დაუგეს და ჭენებ-ჭენებით შევარდა ამ მახეში. - ანუ, ფიქრობთ, რომ ალასანიას მახე დაუგეს და ის დაქსაქსულობა, რაც ალასანიას გადაწყვეტილებამ გამოიწვია ოპოზიციაში, ვიღაცას ხელს აძლევს? ვის? - მახეა აბა რა არის. ალასანიას თავის გარშემო უნდა მოეკრიბა ხალხი და პოლიტიკური პარტიები. ეს პროცესი დაწყებული ჰქონდა და სათანადო რესურსიც გააჩნდა, თუმცა უცებ თავისი პოლიტიკური ბანაკი გააუქმა და ნოღაიდელის ბანაკში გადავიდა. ახლა, რამდენიც არ უნდა იძახოს ნოღაიდელთან ურთიერთობა არ მაქვსო, აბა ამას რა ჰქვია?... სასწაულები ხდება ჩემს სამშობლოში. მე რომ მარტივი ჭეშმარიტება მეგონა, ის თურმე საერთოდ არ არის ჭეშმარიტება, მითუმეტეს მარტივი. ქართველები მრუდე ლოგიკით ვცოვრობთ - ყველაფერის გამართლება შეგიძლია. სამწუხაროდ, ალიანსი დაიშალა, რაც "ფორუმის" ინტერესებში არ შედიოდა, იმიტომ, რომ იყო ძლიერი პარტნიორი. ჩვენ კი სწორედ ძლიერი პარტნიორებით ვართ დაინტერესებულნი. - ბატონო გუბაზ რამდენად გამორიცხავთ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ და ირაკლი ალასანიამ ორივემ იყაროს კენჭი თბილისის მერის არჩევნებში? სხვათა შორის, ალასანია დღემდე ამტკიცებს, რომ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც კი აღნიშნა, მზად ვარ ლევან გაჩეჩილაძესაც დავუპირისპირდეო. ალბათ, რაღაც ამბიციები გაჩეჩილაძეს ექნება და კონსულტაციებში მხოლოდ სხვისი კანდიდატურის ლობისტად არ მონაწილეობს... - არაფერია გამორიცხული. სიტყვას, საქართველოში ფასი უკვე აღარ აქვს. ხვალ შეიძლება ალასანიამ ან გაჩეჩილაძემ ისეთი ხაჭაპურები გამოგვიცხონ, რომ არ მოველით. ამ ყველაფერს მარტივ ენაზე სიცრუე ჰქვია. საქართველოში სიცრუეა გამეფებული. საქართველო სიცრუის იმპერიაა. ყველა საზოგადოებას ატყუილებს და იცით რატომ? ადვილად ტყუილდება და ადვილად ყლაპავს... ეს პოლიტიკური ელიტა მიზეზი კი არა, შედეგია. ჩვენ ჩვენი საზოგადოების პირმშოები ვართ. სააკაშვილიც პირმშოა ქართული საზოგადოების. ქართველი სულ უსვამს შეკითხვას სხვებს. წლები, ათწელულები გაივლის და საკუთარ თავს ერთხელ არ შეეკითხება, თავად ხომ არ შემცდარა, როცა 2004 წელს ენაგადმოგდებული გავარდა და სააკაშვილს მისცა ხმა. ხშირად გაიგებთ ქართველისგან შემდეგ ფრაზებსაც: "არ ვიცოდი", "არ მეგონა", "რომ მცოდნოდა"... დებილები ხომ არ ვართ კაცო? ტელევიზორში 5 წუთი შეგვეხედა სააკაშვილისთვის და თუ ჭკუა გვქონდა თავში, დავინახავდით, რომ ის, როგორც პრეზიდენტი არ ივარგებდა. - - თქვენ ახსენეთ, რომ ოპოზიცია ღრმა კრიზისშია. გამოსავალს რაში ხედავთ? - კრიზისიდან უნდა გამოვიდნენ, მაგრამ ვიღაცა გამოვა, ვიღაცა ვერა. ამ გაზაფხულზე ოპოზიცის ერთი ნაწილი დასამარდება და ეს იქნება დიდი წარმატება ამ ქვეყნისთვის. - რომელ ძალებს უწინასწარმეტყველებთ პოლიტიკურ დასამარებას? - ყოველშემთხვევაში "ფორუმს" არა. ეს უნდათ, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან. - ანუ, საბოლოო ჯამში, ფიქრობთ, რომ რაც არ უნდა ძლიერი კანდიდატი ჰყავდეს თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციას, მასში მონაწილეობა მაინც წაგებულ ომში ბრძოლას ნიშნავს? - ძლიერი კანდიდატი კი არა, დავით აღმაშენებელმაც რომ იყაროს კენჭი, მაინც მე-8 ადგილზე გავა. ასე იქნება ეს და მარტო იმიტომ არა, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია. ქართველები ახლა დავით აღმაშენებელს ხმას არ მისცემენ - მისცემენ გია ჭანტურიას, იმიტომ რომ ფული აქვს. ასეთი ხალხი ვართ ჩვენ - ნაცარქექიები ვართ. ქართველის ფსიქოტიპები ვინ არიან? ავთანდილი და ნაცარქერია - ორივე ნიჭიერია, ორივე ჭკვიანია, ორივე ეშმაკია, მაგრამ მათ შორის ერთი დიდი განმასხვავებელი ნიშანია - ავთანდილს ღირსება აქვს და დიდი იდეალებისთვის იბრძვის, ნაცარქექიას კი არანაირი ღირსება არ გააჩნია. ჩვენმა ხალხმა, 4-მა მილიონმა კაცმა ნაცარქექიობის გზა აირჩია და იმ გზაზე დახვდათ ნოღაიდელი, კიწმარიშვილი, სააკაშვილი, რაც ბუნებრივია, როცა ნაცარქექიობის გზაზე დგახარ... სხვა გზა, მეორე, ავთანდილობის გზა რთულია ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ნაცარქექიაში ხედავს თავის თავს. სააკაშვილი რატომ აირჩიეს პრეზიდენტად იცით? ბევრმა მასში თავისი თავი დაინახა - ბევრი ისე მეტყეველებს, ისე იცინის, ისე ჭამს, მაგის ჭამა არ გინახავთ თქვენ... - თქვენ გინახავთ? - სამწუხაროდ მინახავს... ძველ ბერძნებს და რომაელებს ჰქონდათ შეხედულება, რომ პოლიტიკურ ლიდერს 4 კეთილი თვისება უნდა ჰქონოდა: სიბრძნე, სიმამაცე, სამართლიანობა და თავშეკავება. შუასაუკუნეების ქრისტიანულმა სამყარომ მათ შემდეგ კიდეც ერთი - უფლის შიში დაუმატა. გეკითხებით, სააკაშვილს რომ თავი დავანებოთ, ქართულ პოლიტიკაში რამდენი კაცი იცით ბრძენი, სამართლიანი, მამაცი, თავშეკავებული და ღვთისმოშიში? ქართველებს რომ ჰკითხოთ, 300 არაგველების შთამომავალი ვართ და ამ დროს მერაბიშვილის ეშინიათ. რომ კითხოთ ეკლესიაში დადიან, პირჯვარს იწერენ, მარხულობენ, მართლდამიდებლები არიან, მაგრამ როგორც კი რამეს განსხვავებულს ეტყვი, შეიძლება თვალები ამოგჩიჩქნონ. მერაბიშვილს რომ ტელევიზორში დაინახავენ ღმერთი ავიწყდებათ, მერაბიშვილის ეშინიათ, ანუ წარმართები არიან. ჩვენი წინაპრები რატომ იყვნენ მამაცნი, იმიტომ რომ ღმერთის შიში ჰქონდათ, მეტი არაფრის. 300 არაგველი დაგვიანებული ჩამოვიდა წაგებულ ომში. დღევანდელი ქართველები წარმოგიდგენიათ წაგებულ ომში რომ შევიდნენ? მოგებულში არ შედიან, ნოღაიდელს დასდევენ... - ბატონო გუბაზ, და იმ ყველაფრის შემდეგ, რა შეხედულებაც თქვენც გაქვთ არსებულ ოპოზიციაზე და როგორც გააქილიკეთ კოლეგა ოპოზიციონერები, მაინც აპირებთ პოლიტიკური ძალებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული თქვენი პარტიისეული გეგმის კიდევ ერთხელ შეთავაზებას? - კი შევთავაზებთ. კრიტიკასა და ლანძღვა-გინებას შორის დიდი სხვაობაა, თუმცა ნოღაიდელს ჩვენ არაფერს ვთავაზობთ. არსებობს ასეთი პირობა - ნოღაიდელი არა. თუ ნოღაიდელი უნდათ და "ფორუმთან" ურთიერთობა არ უნდათ, ღმერთმა მშვიდობაში, გავლა-გამოვლაში მოახმაროთ და სადაც აღმოჩნდებიან 2-3 თვეში მაგასაც ვნახავთ - დიდ გაუგებრობაში. - ბოლო პერიოდში ხშირად წერენ, რომ შესაძლოა "ეროვნული ფორუმის", ასევე ბურჯანაძისა და ოქრუაშვილის პარტიების სახით ქართულ პოლიტიკურ არენაზე კიდევ ერთი ალიანსი გამოჩნდეს... - ტყუილია. არაფერი მსგავსი არ იგეგმება. "ფორუმზე" ხშირად ავრცელებენ ასეთ ჭორებს. ოქრუაშვილთან შესაძლო გაერთიანებაზე შარშანწინაც დაგვიგდეს ხმა. მე ვიძახდი, რომ არ გავერთიანდებით, ხომ ნახავენმეთქი. შემდეგ გუბაზ სანიკიძის ჯიპებზე და კახა შარტავას მილიონებზე დაიწყეს წერა. სადაა ის ჯიპი? მაჩვენოს ვინმემ, ნომერი მითხრან ჩემი ჯიპის. - დაბოლოს, საგარეო პოლიტიკური ვითარების კუთხით რა მდგომარებაშია ქვეყანა? ამ მიმართულებით მაინც თუ შეგვიძლია მშვიდად ყოფნა? - უძმიმეს მდგომარეობაში ვართ, ფაქტობრივად იზოლაციაშია ქვეყანა. საერთოდ, საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება და ეს ჩემი მოგონილი არ არის. ქართველი ერი, როგორც ისტორიული სუბიქტი და საქართველო, როგორც პოლიტიკური სუბიექტი არ არსებობს. ჩვენ ვართ ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე დასახლებული მოსახლეობა. ჩვენ ერი არ ვართ და ამას ნუ დავიჩემებთ. "ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე http://ghn.ge/news-9259.html
  6. არჩევნებში რომ მიიღეს მონაწილეობა 2008 ში რამე მოხდა ისეთი ცვლილება რო?
  7. shamili პატრიოტიზმი ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარიაო ამბობენ და საკმაოდ ხშირად ასეცაა
  8. ნაციონალიზმი აშკარად გვაკლია. ნაციონალიზმი და არა ფსევდო პატრიოტული ისტერია
  9. ისე არსებობს მგონი ეგეთი ორგანიზაცია http://www.aisiforce.org/main.html
  10. დაიჭირონ რა ეს დედამ****. ცალკე ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევა და ცალკე ტვინს ბურღავს. მაგრამ არსი რო მიშა ამის გამკეთებელი?
  11. სავარაუდოდ როგორც ყველა პარტია იქმნება იმისთვის, ხელისუფლების შესაცვლელად
  12. და რა უნდა ექნათ? წაგებულია და არ იღებენ მონაწილეობას, ეგ სხვებმა იკითხონ ეგრევე სააკაშვილის გადმოგდებულ "საჩუქრებს" რომ გაჰყვებიან
  13. ოპოზიციას წაგებულ არჩევნებში მიჰყავს მოსახლეობა" "ხელისუფლება ეცდება, რომ ისეთი კანდიდატი შეირჩეს, რომელიც მისთვის ნაცნობია, რომელთანაც ბრძოლა მოუგია და წარუმატებლობასთან ასოცირდება... იმ შემთხვევაში, თუ გაჩეჩილაძე გადაწყვეტს მონაწილეობას მერობისთვის ბრძოლაში, ხელისუფლება ეცდება, რომ ის იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი", - ამბობს "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საკუთარ თამაშში უკვე ირაკლი ალასანიაც ჩაითრია. კახა შარტავა: 2009 წელს საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და ამის შემდეგ დაინიშნოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ხოლო სხვა შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნულ არჩევნებში არავინ მიიღებდა მონაწილეობას. მას შემდეგ კი, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უნდა დაინიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აქ უნდა წაივარჯოშოს ოპოზიციამ, ვისწავლოთ ერთად დემოკრატია, ამის შემდეგ მაშინ შეკრებილმა ოპოზიციურმა სპექტრმა ჯერ კატეგორიული უარი განაცხადა, ხოლო როდესაც თარიღი გამოცხადდა საპროტესტო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უმალ რიგში ჩადგა მონაწილეობის მისაღებად. საარჩევნო გარემო და მასზე ბრძოლა უნდა გადაქცეულიყო გამაერთიანებელ ამოცანად, რაც მოგვცემდა პოლიტიკური ვითარების ცვლილებას და ე.წ. მერის არჩევნები იქნებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინაპირობა. ოპოზიციამ კი კანდიდატების დასახელება და ლიდერის შერჩევა დაიწყო, რაც არასწორია. "რეზონანსი": რატომ არ უნდა შეირჩეს საერთო კანდიდატი? კ.შ.: თუ საერთო კანდიდატზე ვილაპარაკებთ, კანდიდატურის შერჩევას დიდი აჟიოტაჟი არ სჭირდება და ადვილია იმის გარკვევა ვის ჰქონდა ყველაზე მეტი შანსი და რეიტინგი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო ირაკლი ალასანია და მასზე შეთანხმებას დიდი ბჭობა არ სჭირდებოდა. საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მივიღოთ არა საუკეთესო, არამედ უარესი კანდიდატურა, რომლის დამარცხება ხელისუფლებას არ გაუჭირდება. იმ პროცესმა, რომელიც წარიმართა ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით, გაერთიანების მაგივრად დაქსაქსვა გამოიწვია. "რ": ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ ერთიანი ლიდერი შეკრავს ამომრჩეველს... კ.შ.: ვფიქრობ, რომ ჯგუფმა რომელმაც ჭადრაკის სასახლეში შეკრება ჩაატარა, არ აირჩია სწორი გზა. ერთი მითიური ლიდერის ძიება გვაგონებს იმ სიტუაციას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. მაშინ ოპოზიცია გაცილებით პოპულარული იყო და მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობდა, მაგრამ იმის გამო, რომ არ იყო სათანადო გარემო, მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა. ახლა კი პრაიმერების და სოციოლოგიური კვლევების შემთხვევაში ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ ჩაერიოს და კანიდატად გამოიყვანოს ნებისმიერ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელსაც ან გამაერთიანებელი მუხტი არ ექნება ან იოლადაა დასამარცხებელი. რომელი ოპოზიციის გამარჯვებაზეა ლაპარაკი? დღეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს. ერთიანი კანდიდატის შერჩევა გარკვეულწილად ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული და არა იმისთვის, რომ საკუთარი სკამი აზარალოს, არამედ იმისთვის რომ ეს რეჟიმი დარჩეს. "რ": ბოლო პერიოდში გააქტიურდა ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც შესაძლოა საერთო კანდიდატის შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა კ.შ.: ვფიქრობ, რომ ლევანი აპირებს კანდიდატად იყაროს კენჭი. რამდენად სასარგებლოა ეს საზოგადოებისთვის, ერთია, მაგრამ ხელისუფლება ეცდება, რომ ისეთი კანდიდატი შეირჩეს, რომელიც მისთვის ნაცნობია, რომელთანაც ბრძოლა მოუგია, რომელიც წარუმატებლობასთან ასოცირდება, მიუხედავად მასშტაბური პროცესებისა და იმ შემთხვევაში, თუ გაჩეჩილაძე გადაწყვეტს მონაწილეობას, ხელისუფლება ეცდება, რომ ის იყოს ოპოზიციის კანდიდატი. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ეს პოზიცია შეთანხმებულია. ხელისუფლება ასევე ეცდება იმ მითის დამსხვრევას, რომლის მიხედვითაც ახალი ლიდერის გამოჩენა გააერთიანებს საქართველოს და ბევრი ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა ალასანია. ხელისუფლება ცდილობს ირაკლისაც მიაღებინოს ამ პროცესში მონაწილეობა. "რ": რაც შეეხება ალასანიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რას ემსახურება იგი და შეიძლება კი მან ამ სტრატეგიით გამარჯვება მოიპოვოს? კ.შ.: რამდენად სწორია ამას საქმე გვიჩვენებს. მე უბრალოდ გული მწყდება, როდესაც იქმნება გაერთიანება კონკრეტული საქმის გადაჭრისათვის და შემდეგ იშლება. ერთი ცხადია, რომ გამაერთიანებელი მუხტის ნაცვლად, დაბნეულობა და დაქსაქსვა შემოიტანა იმან, რა განცხადებებიც ჭადრაკის სასახლეში გაკეთდა. ეს ერთობა დაპირისპირების გამღვივებელი იქნება. "რ": ბოლო პერიოდში ნოღაიდელი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. ერთია, რომ ხელისუფლება მას მოღალატედ მოიხსენიებს, თუმცა ვრცელდება ვერსია, რომ ის სახელისუფლებო თამაშს თამაშობს... კ.შ.: სამწუხაროა, რომ მოხერხდა გადაჭარბებული ყურადღების აქცენტირება იმაზე, რისი განეიტრალებაც შეიძლებოდა. ზოგიერთებმა ისიც კი სცადეს, რომ ეს პერსონა წყალგამყოფად ექციათ, რაც არასწორად მიმაჩნია. ის, რაც ხდება, ხელს აძლევს ხელისუფლებას. მართულია თუ არა ნოღაიდელი, ეს სხვა თემაა, მაგრამ ხელისუფლებას რომ ხელს აძლევს - ფაქტია. ერთია, რომ ხდება ძალების მოგროვება იმ ფლანგზე, რომელიც ადვილად განადგურდება - "დაშალე და იბატონეს" გარდა ხელისუფლებას აქვს მეორე ტაქტიკა - "ერთად მოუყარე თავი და გაანადგურე", მანამდე კი იმიჯი უნდა შეულახო და ტალახში გასვარო. რამდენად გამოდგება ნოღაიდელი ამისთვის, მალე გამოჩნდება. "რ": თუმცა, ოპოზიციის ერთი ნაწილი კბილებით იცავს ნოღაიდელს, რა ინტერესი აქვთ? გაჩნდა ეჭვები, რომ ეს ფინანსურ დაინტერესებას უკავშირდება... კ.შ.: მსგავს სიტუაციებში ერთ-ერთი მთავარი დამაინტერესებელი შესაძლებლობების არმქონე პოლიტიკური სპექტრისთვის არის ფინანსური წყარო, თუ არ შემოდის ფასეულობათა სისტემა, რომელიც გაგაკეთებინებს არჩევანს, თუ ვისთან შეიძლება თანამშრომლობა. ამას ემატება პრორუსული განწყობების არსებობა, რომელსაც ეპიცენტრი სჭირდება და აი, არსებობს პიროვნება, რომელსაც საჯარო ურთიერთობები აქვს კრემლთან და ამით შეიძლება პოლუსის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვან პოზიციას დააკავებინებს პარტიებს, ვინც მის გვერდითაა. "რ": თქვენი პარტია ალსანიასადმი სიმპატიებს გამოხატავს, მაგრამ პროცესებისგან დისტანცირებულები ხართ. თუ აპირებთ ამ პროცესში ჩართვას? კ.შ.: არ ვაპირებთ და არც სხვას ვურჩევთ, მაგრამ ჩვენ ვთავაზობდით საზოგადოებას ალტერნატიულ პროცესს. არ მივყვეთ იმას, რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, არამედ რეალურად ვიბრძოლოთ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად. თუ საერთო ამოცანის ირგვლივ საზოგადოების დარაზმვას მოვახერხებდით, ეს გამოააშკარავებდა იმას, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და ხალხის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა. თუ გავიმარჯვებთ, მაშინ ჩატარდებოდა გაუყალბებელი არჩევნები - ჩვენ ამას ვთავაზობდით საზოგადოებას და არა იმ პიროვნებების ძიებას, რომელიც ბუნებაში არ არსებობდნენ. ასეთი საერთო ლიდერი რომ არსებობდეს, გამოჩნდებოდა. ხელოვნურად შერჩევა უარეს შედეგს იძლევა და ასეთი ხელოვნურად შერჩეული პიროვნებისადმი კრებითი ქარიზმის გადაცემა ძალიან რთულია. "რ": ძალთა ამ კონფიგურაციის პირობებში აქვს ოპოზიციას შანსი, რომ თბილისის მერი იყოს ოპოზიციონერი? კ.შ.: დღევანდელი მონაცემებით არანაირი შანსი არ აქვს. იმის მიხედვით, რასაც დღეს სხვადასხვა ტიპის კვლევა გვაჩვენებს, ოპოზიციას წაგებულ არჩევნებში მიჰყავს მოსახლეობა. არ არის გამოკვეთილი რისთვის სჭირდება ოპოზიციას ეს არჩევნები. წარმოდგენილი კანდიდატები არ იწვევენ იმის ასოციაციას, რომ იქნებიან გამოკვეთილი ფალავანი ამ რეჟიმის წინააღმდეგ და არგუმენტირებული განცხადებები არ კეთდება. "რ": უკვე ისმის განცხადებები, რომ მაისის არჩევნები გამოიწვევს დიდ ჭექა-ქუხილს. რამდენად გამართლებულია წინასწარ ამ განცხადებების გაკეთება და თუკი ოპოზიცია წააგებს, შეუერთდებით საპროტესტო აქციებს? კ.შ: თუ ოპოზიცია წააგებს არჩევნებს, ეს იმის ბრალი იქნება, რომ ვერ გათვალა საფრთხეები და წაგებას ვერაფერს უზამ. მაგრამ თუ იგებ და გართმევენ გამარჯვებას, ეს სხვა საკითხია. ამ შემთხვევისათვის წინასწარ უნდა ემზადებოდე და 30 მაისს ვერ დაიწყებ ამისათვის მზადებას. იმ დროს, როდესაც რეგიონებში არ აქტიურობს ოპოზიცია, ისევ თბილისი დარჩება მარტო და იმისათვის, რომ გამარჯვებულ არჩევნებში შეიყვანო ოპოზიცია, მარტო ლოზუნგები არ კმარა. ჯერჯერობით ეს პროცესი მიგორავს და მოსახლეობაში ბრძოლის ხალისს ვერ აჩენს, რადგან დამარცხებულ ბრძოლაში მიჰყავთ ხალხი. "რ": რას გეგმავს ფორუმი და ხომ არ უნდა ველოდოთ არჩევნებში თქვენს ჩართვას? კ.შ.: არჩევნებში არ ვეგმავთ მონაწილეობას. ახლა ადეკვატური პასუხი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლა. ეს ადგილობრივი არჩევნები შეგვეძლო გადაგვექცია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებად. ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ეს გაზაფხული სერიოზული გარდატეხის შემტანი მაინც იყოს. თუ ეს არ მოხდა, მომავალი წლები უმძიმესად წარმომიდგენია. თუ ისე მოხდა, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი მიეცა მერის არჩევნებში და ხელისუფლებამ ეს გააყალბა, მაშინ არავინ დარჩება განზე და არ აპატიებს გაყალბებას. ჯერ-ჯერობით კი ოპოზიცია, რომელიც არჩევნებზე მიდის, ისე აკეთებს ყველაფერს, რომ ხელისუფლებას გაყალბება არ დასჭირდეს. გიორგი ფუტკარაძე გაზეთი ”რეზონანსი” http://www.ambebi.ge/politika/17267-qopozi...sakhleobaq.html
  14. ანუ მიკი მაუსი მასონთა ლიდერია?
  15. მოკლედ ამხელა ხალხი ხართ და კიდევ ვერ გაგიგიათ რომ სამყაროს მართავენ მასონები! მასონები და სხვა არავინ!
  16. არც მე დამეზარება მაგრამ, ჩემთვის პირველი არჩევნებია და არ მინდა უკვე გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობა. ჯობს საპრეზიდენტოს და საპარლამენტოს დაველოდო (იმედია მალე იქნება)
  17. ესყ** გრეჩიხა რა ყველაგან ეტენება რა. კაცმა ვერ გაიგო რომ დამთავრდა ბლიად მაგის დროს, ჩაიარა უკვე მატარებელმა. ვაბშეტა მაგრად მკიდია რა, ეს არჩევნები ყალბდება, ხმებს რომ ვერ დაიცავენ ესეც კარგად ვიცით. ასე რომ არ ღირს უკვე გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობა
  18. გამოსავალი ერთია, უნდა გამოჩნდეს ისეთი პარტია რომელიც ნაცმოზე უკეთესი იქნება
  19. +1 ფული არ გათავდება. თუ ბიძია სემს გამოელია ფარა, მაშინ ძია ვოვა გადაწყვეტს დაფინანსებას. და ვიქნებით ასე კარგად და ბედნიერად "ერთმორწმუნე" რუს ძმებთან
  20. რა თქმა უნდა აუცილებელია და ეს ასეც უნდა იყოს თუ განვითარება და ცივილურ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, მაგრამ მე დასავლეთის ტ****-ში შეძრომილი ხელისუფლება და ეროვნულ ინტერესზე მაღლა მათი (ან სხვა ქვეყნის) ინტერესის დაყენება არ მინდა.
  21. მოკლედ ქართველები "პროებით" და "ისტებით" აზროვნებას ვერ მოვეშვით რა. არადა სწორედ ეს ღუპავს ქვეყანას
×
×
  • შექმენი...