Jump to content
Planeta.Ge

Blaugranator

პლანეტელი
  • პოსტები

    683
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი Blaugranator

  1. ეგ ბიჭი სანამ ჭკუაზე არ მოვა, მანამდე მაგის ამომრჩეველი შეიძლება გაიყოს ორად. და რა ვიცით რომ ისევ ხელისუფლებაზე არ მუშაობს?
  2. ხელისუფლება და ნოღაიდელი რამ გაყო?
  3. მიშას მატარებელმა ძალიან ცუდად გადაუხვია და სამწუხაროდ ქვეყანასაც ტ***-ისკენ მიაქანებს
  4. დიახ ბატონებო, სწორედაც რომ აქ ვართ http://i011.radikal.ru/1002/8f/c30b9aa8549d.jpg
  5. რა რუსეთუმეები არ არიან ქვეყანაში თუ თვალს ვიბრმავებთ და სირაქლემას პოზიციაში ვდგებით? ახალია რომ ანტიდასავლური განწყობილებები იმატებს ნელ-ნელა საზოგადოებაში? 37 მანეთებიანები დაილია ამ ქვეყანაში? აქ არის შარტავას განცხადება მთლიანად, ვფიქრობ საინტერესოდ ილაპარაკა
  6. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების დადება რაღაც ახალი ტენდენციაა ? აგერ მთლიანი ინტერვიუ, რასაც მე პირადად ვეთანხმები. და თქვენგან მაინტერესებს რა არის ამ ინტერვიუში არასწორი? “პუტინის მიერ სადღეგრძელოში ნათქვამ სიტყვებთან დაკავშირებით ქართველ ხალხში არის ძალიან პოზიტიური განწყობა. ეს ასეა და თავი არავინ მოიტყუოს! პუტინის ამ სიტყვების შემდეგ გაჩნდა “პერსპექტივა”, რომ შესაძლებელია, რუსეთი საქართველოს გამთლიანებაზე წამოვიდეს, ოღონდ გარკვეული დათქმებით. რა არის ეს დათქმები, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინის ნათქვამი ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური მესიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. პუტინის ამ სიტყვებით პოლიტიკური ინიციატივა რუსებმა აიღეს ხელში. ახლა ჩვენი ხელისუფლება ძალიან გაურკვეველ ვითარებაშია”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: პუტინის ნათქვამ სადღეგრძელოსთან დაკავშირებით ქართველ საზოგადოებაში არის ძალიან პოზიტიური განწყობა! ცოტა ხანში ვნახავთ, მუხის კომბალი აჯობებს თუ მერაბიშვილის ხელკეტი! “მე ღიად ვამბობ და თუ გინდათ, ეს ზოგმა რჩევად ჩათვალოს და ზოგმა გაფრთხილებად: ქართველი ხალხის დიდი ნაწილი დღეს არის ანტიდასავლურად განწყობილი! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აგვისტოს ომის დროს ერთი ქართველი არ დათვრა და ქვა არ ესროლა რუსის ტანკს! ეს მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და ახალი ომი თუ დაიწყო, ქართველი ხალხი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს! დიახ! თავის ქვეყნის დაცვაში ჩვენი ხალხი მონაწილეობას არ მიიღებს! შეიძლება არაპოპულარულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეს ასეა. ჩვენი ხალხი არც მორალურად და არც ფიზიკურად ომისთვის მზად არ არის და ჩვენი ხალხი არ აპირებს ომს არც რუსეთთან და არც არავისთან! ეს არის შედეგი იმ 20-წლიანი ექსპერიმენტისა, რაც ხელისუფლებებმა ჩაუტარეს ქართველ ხალხს”. - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე. “სადღა აქვთ, ჩემო კარგო, ქართველებს სამშობლო? თავის სახლ-კარს იცავს ის ადამიანი, ვისაც სახლ-კარი აქვს, ქონება აქვს! ძველ სამყაროში მონა ჯარში არ მიჰყავდათ, იმიტომ რომ დასაცავი არაფერი ჰქონდა. რატომ იყვნენ ჩვენი წინაპრები უფრო მამაცი, ვიდრე ჩვენ ვართ? ამას ჰქონდა ორი მიზეზი: ისინი იყვნენ ჩვენზე მორწმუნე და სულის უკვდავებისა სჯეროდათ. დღეს ჩვენთან მრევლის რაოდენობა ძალიან გაზრდილია, მაგრამ დღეს ეკლესიაში სიარული უფრო მოდაა, ვიდრო ღვთის მოშიშობა! ჩვენს ხალხს უფლის რომ ეშინოდეს, მაშინ მერაბიშვილის ასეთი შიში არ ექნებოდა! ან ღმერთის უნდა გეშინოდეს, ან ვანო მერაბიშვილის! თუ უფლის შიში არ გაქვს და უფრო მერაბიშვილის გეშინია, ან გამგებლის, ან საგადასახადო ინსპექტორის გეშინია, ეს მორწმუნეობა არ არის, ეს წარმართობაა. ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ დასაცავი ქონება და იცავდნენ! დღეს საქართველო ქართველებს არ ეკუთვნით, არაფერი ჩვენი არ არის და ამიტომ ჩვენი ხალხი არ იომებს!”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “რასაც ახლა ვამბობ, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია. მაგრამ დღეს ქართველობა, სამწუხაროდ, თავის ქვეყანას არ იცავს და როგორც ჩანს, ვერც დაიცავს განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუ აქ შიგნით არ შეიცვალა ვითარება! მე გაგახსენებთ ამხანაგ ბჟეზინსკის განცხადებასაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მან თქვა: ქართველებს რომ ეომათ რუსებთან, ნატო ამ ომში ჩაერეოდაო, ანუ ამერიკელებს იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოში მეორე ავღანეთი იქნებოდა, რომ ქართველი ხალხი იომებდა რუსის ტანკებთან! ფაქტია ისიც, რომ ჯორჯ ბუში ეუბნებოდა ნიკოლა სარკოზის, დაანებე რუსებს თავი, აცალე, შევიდნენ თბილისშიო! მე არაფერს ვამბობ - სარკოზიმ გამოაცხადა, ბუშმა დამირეკა და მითხრა, ვინ გეკითხება თბილისის ამბებში რომ ერევი, აცალე რუსებსო! ჩვენ ვართ დიდი ექსპერიმენტის მსხვერპლი, რომელსაც დასავლეთის წრეები გვიტარებენ! ჩვენ ვართ მარტო, მაგრამ თუ ჭკვიანი ხელისუფლება მოექცევა ამ ქვეყნის სათავეში, ამის გამოყენება წარმატებით შეიძლება! რუსეთმაც ნახა, რომ ქართველი ხალხი მის წინააღმდეგ არ არის განწყობილი! რუსული ტანკი აგვისტოში რომელიმე ქართულ სოფელში ან ქალაქში რომ შევიდოდა, ქართველი მოსახლეობა გამოდიოდა და საჭმელ-სასმელი გამოჰქონდა. რა, არ ვიცით, ეს რომ ასე იყო? რომ ჩვენი გუბერნატორები მძღოლებად ედგნენ რუს გენერლებს?” - დასძენს გუბაზ სანიკიძე. “თავი არ მოვიტყუოთ, ძვირფასო ქართველებო! ჩვენ ვართ უმძიმეს მდგომარეობაში! არც მორალურად და არც ფიზიკურად ჩვენ დამპირისპირებლები არ ვართ არავისთან! ნებისმიერ მეზობელთან ჩვენ ომს წავაგებთ და ნებისმიერ მეზობელთან სამხედრო კონფლიქტი გამოიწვევს ჩვენთვის ახალი ტერიტორიების დაკარგვას და ახალ ლტოლვილებს! ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა! ჩვენა ვართ ავად! მარტო სააკაშვილი კი არ არის ავად! ჩვენ ყველა ვართ ავად! მოტივაცია არ გვაქვს, არ ვიცით, რა გვინდა! ეს ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის. დადის სააკაშვილი, ჩამოჰყავს არაბები და საქართველოს საზღვრისპირეთს ყიდის! ხომ ვიცით ეს ყველაფერი? ვიცით და ლამის ვზეიმობთ კიდეც. ჩვენი არ არის ეს ქვეყანა და რატომ უნდა იომოს ქართველმა კაცმა რუსის წინააღმდეგ? მორჩა, დამთავრდა კინო. ახლა ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი ამ მძიმე ვითარებიდან! მე კი ვიცი, რაც არის გამოსავალი, მაგრამ ამ გამოსავლისთვის არის ერთი უმთავრესი პირობა - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს!” - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი. “თავისით არსად არ წავა ეს ხელისუფლება, ჩვენ უნდა გავუშვათ. აქამდე იმიტომ ვერ გავუშვით, რომ არაორგანიზებული და უპრინციპო ვიყავით. ამ ქვეყენაში სააკაშვილის პრობლემა კი არ არის, ამ ქვეყანაში პირველი პრობლემა, რაც დროზე უნდა გადაწყდეს, არის უპრინციპო ოპოზიციის პრობლემა. სამწუხაროა ეს ჩემთვის, მაგრამ ეს არის ფაქტი! ოპოზიციაში მეც შევდივარ და ვაღიარებ შეცდომებს! შეცდომა ზოგმა მეტი დაუშვა, ზოგმა ნაკლები და ამიტომ ყველაფრის გადაფასება უნდა მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვატყობ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი რამის გადაფასებას აპირებდეს. “ეროვნული ფორუმის” გზა არის დაუმორჩილებლობის გზა. “ეროვნული ფორუმი” ემზადება სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების მესამე რაუნდისთვის, რომელიც უნდა დამთავრდეს ქართველი ხალხის გამარჯვებით”, - დასძენს გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - “დასასრულ, დადგა “ვარდების რევოლუციის” 6 წლისთავი. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?” - პასუხობს: “როგორ უნდა შევაფასო? ძალიან ცუდად, კატასტროფულად! ვარდი სეზონური მცენარეა, მე მუხა მიყვარს! ჩვენი წინაპარი ვარდს არ ეთაყვანებოდა, ჩვენი წინაპარი მუხას ეთაყვანებოდა! ქართველები მარადიულობასთან მოთამაშე ხალხი ვართ და სეზონურობა ჩვენი საქმე არ არის! ცოტა ხანში ვნახავთ, მუხის კომბალი აჯობებს თუ მერაბიშვილის ხელკეტი! მუხის კომბლებს დაიჭერს ხელში ქართველი ხალხი და ისე გარეკავს ამ “ვარდებს”!
  7. შეიძლება მიგაჩნდეს ეგრე მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ სწორი ნაბიჯი გააკეთა გრეჩიხებთან და ნოღოსთან მისვლით. ალიანსში უფრო დიდი რეიტინგი ექნებოდა ვიდრე მაგათი მხარდაჭერით ექნება. ჯერ ისიც კი არ არის გარკვეული ეგ იქნება ერთიანი კანდიდატი თუ სხვა. ასე რომ ყველამ უნდა ვთქვათ რომ ამ გადაწყვეტილებით დიდი შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომას სწრაფად დანახვა და გამოსწორება ჭირდება
  8. მოკლედ ალასანიამ უდიდესი უაზრობები აკეთად ნოღასთან და გრეჩიხებთან გაერთიანებით. ნუ აქ ზოგიერთები ნუ ცდილობთ ამ უაზრო ნაბიჯის გათეთრებას
  9. ზოგიერთი მართლაც და მიშმაკაკებივით ნუ იქცევით რა. გაანებეთ თავი ამ ალასანიას ბლინ. არ ვიცი შეცდომაშია შეყვანილი ეგ ბიჭი თუ სხვა რამე. მაგრამ აშკარად უაზრო ნაბიჯებს დგამს ამ ბოლო დროს
  10. ძალიანაც კარგი. სწორი ნაბიჯია, ბოიკოტი არჩევნებს! ადრეც დააფიქსირა კახამ ნოღაიდელზე თავისი აზრი
  11. მდაა, ხალხო მე მაგრად კი მკიდია ეს არჩევნები მაგრამ თქვენ რაზე ნერვიულობთ ეგ ვერ გამიგია. მთავარი ამ განცხადების შემდეგ არის მხოლოდ ერთი: ეს საერთოდ კანდიდატურა იქნება ალასანია თუ ვინმე სხვა. თუ ალასანია იქნება მაგ შემტხვევაში ხელისუფლებას მოუწევს გაყალბება (და გააყალბებს კიდეც) თუ ვინმე სხვა მაშნ უგულავა გაუყალბებლად მოიგებს არჩევნებს. სულ ეს არის. აგერ გუშინდელი შარტავას ინტერვიუდან ფრაგმენტი:
  12. ისე რესპების და ახლების მხარდამჭრი იუზერების აზრი ალასანიას შესახებ საინტერესო იქნება ყოველივე ამის შემდეგ
  13. საერთოდ მოეშვით რა ამ საერთოდ კანდიდატურებს და მერის არჩევნებზე ლაპარაკს. ხელისუფლება აყალბებს და შედეგად იგებს უგულავა, მორჩა და დამთავრდა. ამას დიდი ფილოსოფოსობა არ ჭირდება
  14. შესაძლებელია, მაგრამ თავიდან ალასანია სწორედ მაგათი გაქაჩულია. მე იმაზე ვფიქრობ ეხლა პრაიმერში ნოღომ ან საერთოდ ჭანტურიამ თუ გაიმარჯვა მერე რა მოხდება. და საერთოდ ისიც კი არ ვიცი თვითონ ალასანია რას გეგმავს მერად გახდომის შემდეგ. თუ 2013 მდე იცდის მაგრად მკიდია მაგის მერობა და საერთოდ ეს არჩევნებიც
  15. ნაღაიდელი თვითონ არც აყენებდა თავის კანდიდატურას, ალბათ ვინმე სხვას გამოძებნიდა. და როგორც შენ ამბობ ნოღაიდელი არ მიიღებდა მონაწილეობასო, მაგ შემთხვევაში რატომღა დაიშლებოდა ალიანსი? მაგ ვარიანტზე ხომ რესპებიც და მემარჯვენეებიც თანახმანი იყვნენ?
  16. და ამ პრაიმერში რომ ნოღაიდელის კანდიდატმა ან ძიძიგურმა რომ გაიმარჯვოს ერთი მაშინ მაინტერესებს რას იტყვით
  17. დაგასწარი 20 წამით ეხლა კი აგვიხსენი რა ხდება?! პუტინის ფულები მოუნდა არა ირაკლის?
  18. ინტერპრესნიუსი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიასთან. - ბოლო დღეების განმავლობაში “ალიანსის” ერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. არსებობს თუ არა დაშლის საფუძველი? - მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ერთიან კანდიდატზე შეთანხმების პროცესში ჩავერთო. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოვნახოთ პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთავს და არ მინდა რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს იბრძვის არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლისთვის, გამოკლდეს ამ პროცესს. “ალიანსში” გვაქვს თითქმის ყველა პოზიციაზე თანხვედრა, რომელიც უკავშირდება საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ასპექტებს, გავქვს შეთანხმებული პოზიციები, რომ მხოლოდ არჩევენების გზით უნდა იყოს მიღწეული ხელისუფლებუს ცვლა. თუმცა გვაქვს უთანხმოება, იმასთან დაკავშირებით, როგორი ფორმით უნდა გამოიკვეთოს ოპოზიციის საერთო კნდიდატი. მე ჩემი ნაბიჯით “ალიანსის” წევრებს ვაძლევ შესაძლებლობას, თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება. - ანუ თქვენ თანხმდებით პრაიმერში მონაწილოებას? - ჩემს პოლიტიკურ ძალას კვლავინდებურად აქვს ბევრი შეკითხვა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრაიმერის ჩატარება. გვაქვს შეთავაზება სხვა ფორმებზე. საზოგადეობასთან ერთად ჩამოვყალიბდებით, როგორი პროცესი იქნება უფრო მისაღები საზოგადოებისთვის. - “ალიანსი საქართველოსთვის” იშლება? - “ალიანსში” შემავალი პოლიტიკური ძალები მივედით დასკვნამდე, რომ, რადგან არ გვაქვს პოზიციათა თანხვედრა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის ფორმაზე, დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩავერთოთ თუ არა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში. - ეს ნიშნავს თუ არა “ალიანსის” დაშლას? - ეს ნიშნავს მოქმედების თავისუფლებას. რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთობის გაგრძელების სხვა ფორმას, ეს უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება. - “ალიანსი” როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას? სოზარ სუბარის პოზიცია როგორია? - “ალინსში” მოქმედების თავისუფლებაზე შეთანხმება მიღწეულია. სოზარ სუბარიც საქმის კურსშია, ის ახლა ჰააგაში იმყოფება და მიიღებს გადაწყვეტილებას, ისევე როგორც “ალიანსი”. ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ შევედით, რა თქმა უნდა, წინააღმდეგოგებით იქნება სავეს. მაგრამ ეს რაც არ უნდა რთული იყოს, მე ვდგამ პირველ ნაბიჯს. ყველა კარი ღიაა პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც კი თავის კანდიდატურას ასახელებს. ლაპარკი დიდი ხანია, მიდის ერთიანი კანდიდატის შეთანხმებაზე, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურ ძალებს, ერთმანეთთან წლების მანძილზე ჩამოყალიბებული უთხანმოებების გამო, უჭირთ. ჩემი ნაბიჯით მე მინდა დემონსტრირება გავუკეთო იმას, რომ ყველა კარი ღიაა და შეთანხმება ყველაფერზე შეიძლება. - ბატონო ირაკლი, იბადება კითხვა, როცა აყენებდით კანდიდატურას, მაშინ რატომ არ დაფიქრდით ამაზე? - მაშინ სხვა პოლიტიკური კონტექსტი იყო. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ვთქვით, რომ ვიღებთ არჩევენებში მონაწილეობას. ოპოზიციის დიდ უმრავლესობა არჩევნებზე იმ მოცემულ მომენტში არ ფიქრობდა. დღეს ამ იდეას ბევრი შემოუერთდა და ეს ჩვენმა ნაბიჯმაც განაპირობა. - მაგრამ ამ ახალ ბრძოლაში “ალიანსი” აღარ მოგყვებათ... - “ალიანსის~ დანარჩენი წევრები არ იღებენ მონაწილეობას იმ კონსულტაციებში, სადაც მე ჩემს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მივდივარ. კიდევ ვიმეორებ, მათი გადაწყვეტილება იქნება დამოუკიდებელი და ამ გადაწყვეტილებას გააცნობენ საზოგადეობას. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. “ალიანსი” პრაიმერში სახელისუფლო ჩარევის საშიშროებას ხედავს... - რჩებით თუ არა “ალიანსი საქართველოსთვის” კანდიდატად მერის არჩევნებზე? - ამ შემთხვევაში მე ვარ ჩემი პარტიის კანდიდატი. მათ შეაძლოა, სხვა გადაწყვეტილებაც მიიღონ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. - ყველა ოპოზიციური კანდიდატი იღებს მონაწილეობას კანდიდატის შერჩევის პროცესში? მათ შორის “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი გიორგი ჭანტურია, გოგი თოფაძე და სხვები? - ეს კარი ყველასთვის ღიაა. ჯერ უცნობია, ვინ მიიღებს მონაწილეობას. ვნახოთ, ვინ მოხსნის კანდიდატურას და ვინ დააყენებს.ეს უახლოეს დღეებში გამოიკვეთება. - კონკრეტულად, როგორ აპირებთ ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას? - ჩვენ შევთავაზეთ პოლიტიკური შეთანხმების ჩვენეული ვარიანტი. პრაიმერთან დაკავშირებითაც გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან. - ოპოზიციური ერთობა პანაცეააა? რამდენი პოლიტიკური ძალაა თანახმა თქვენს შეთავაზებაზე? - ეს გამოჩნდება კონსულტაციებზე, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება. ვნახავთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ - არა. ჩვენ ერთიან კანდიდატზე უნდა შევთანხმდეთ და არა - პოლიტიკურ გაერთიანებაზე. - ამ სცენარს, ახალა რაზეც თქვენ საუბრობთ, საზოგადეობაში დიდი ხანია, განიხილავენ და მას ზოგი ლევან გაჩეჩილაძის სცენარს ეძახის, ზოგიც - გიგა ბოკერიას ვარიანტს. . . - ეს არც გაჩეჩილაძის სცენარია და არც გიგა ბოკერიასი. ეს არის ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ გათითოკაცებული პარტიები წარმატების შანს ვუშვებთ ხელიდან. ჩვენ საზოგადეობას უნდა დავუდასტუროთ ერთი რამ, რომ არა მარტო ვიცით როგორ უნდა განხორციელდეს ცვლილებები, არამდე შეგვიძლია კიდეც ამის გაკეთება. ჩვენ არ ვთანხმდებით პოლიტიკურ ბლოკზე. ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ერთობას - ჩვენ მხოლოდ გვინდა შევთანხმდეთ ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის მოდელზე. ერთი კანდიდატი გამოიკვეთოს და ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. ამ შემთხევეაში წარამატების შანსი ცხადია იზრდება. ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენციითა და დეპატებით დავუდასტურებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომლის პოლიტიკური პლატფორმაა უფრო უკეთესი. - დაახლოებით, როდისთვის გამოიკვეთება ერთიანი კანდიდატი? - უახლოეს მომავალში უნდა დამთვარდეს ერთიანი კანდიდატის შერჩევის პროცესი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კამპანიას ვწყვეტ და ველოდები კანდიდატის გამოკვეთას. მე ვაპირებთ აქტიურად ვაწაარმოო წინასაარჩევნო კამპანია. კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ. - პრაიმერის საორგანიზაციო კომიტეტში ზურაბ ნოღაიდელიც მონაწილეობს, მასთან თანამშრომლობას აპირებთ? - ის არ აყენებს საკუთარ კანდიდატურას და ამ პროცესში შესაბამისად არც მონაწილეობს. თუკი ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადეობის წევრები შევლენ . - ამ პროცესიდან დისტენცირებული იქნება ზურაბ ნოღაიდელის ფინანსური რესურსი? - რა თქმა უნდა. აფსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნოღაიდელისგან წამოსული დაფინანსება. მისგან წამოსული ნებისმიერი დაფინანსება ჩვენთვის არის მიუღებელი და არანაირ მონაწილეობას მაგაში არ მივიღებთ. - ეს არის თქვენი პირობა? - რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი პირობა, რომელიც თუ არ შესრულდა იმ პროცესში მე არ წავალ. ჩემი პირობაა, რომ მხოლოდ საოზგადოებამ უნდა ჩაატაროს ეს პროცესს, იქნება დებატები და ამ გზით გამოვლინდება ერთიანი კანდიდატი. მე კამპანიას ვაწარმოებ მხოლოდ ჩემი პარტიის ფინანსური შესაძლებლობებით. სხვა ფული, მით უმეტეს ნოღაიდელის, რა თქმა უნდა ჩემითვის მიუღებელია. - თქვენი ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე აპირებს თუ არა საკუთარი კანდიდატურის დასახელებას მერობისთვის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში? - მე რამდენადაც ვიცი ლევან გაჩეჩილაძე დღეს არ არის მერობის კანდიდატი, მაგრამ თუ ის დააყენებს თავის კანდიდატურას, სწორედ ამ არჩევენებში დავამარცხებ ლევან გაჩეჩილაძეს. - პრაიმერში მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა მხოლოდ ოპოზიციურიად განწყობილი ელექტორატი დარეგისტრირდეს, რომელაც, შესაძლოა, თქვენ არ მოგანიჭოთ უპირატესობა. ასეთ შემთხვევაში რას აპირებთ? - ოპოზიციური ამომრჩეველიც დასარწმუნებელია, ჩვენს უპირატესობაში. ჩვენ გვჭირდება საზოგადეობის სრული მხარდაჭერა. დარმუწნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ, ამაზე ვისაუბროთ პრაიმერი რომ ჩატარდების შემდეგ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126168.html მოვიდნენ შარი და ჩეგესტო და აგვიხსნან რა ხდება!
  19. +1 +1 საქონელს საქონელი უნდა დაუძახო ასეა ეს :beach: საერტო ჯამში გამოკითხვის შედეგებს ვეთანხმები
  20. კახა შარტავა - საერთო კანდიდატი შეიძლება უარესი აღმოჩნდეს და ისე წააგოს, რომ ოპოზიციამ გაყალბებაზე საუბარიც ვეღარ შეძლოს! გაზეთი ”ვერსია”; 19-20 თებერვალი; 2010 წელი ავტორი მაია თეთრაძე როდემდე გაგრძელდება ოპოზიციური აურზაური, ეს კითხვა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ისეთივე მარადიული გახდა, როგორც ჰამლეტის - „ყოფნა-არყოფნა...“ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე ალასანიას ალიანსი მერობის საერთო კანდიდატის აუცილებლობაზე ალაპარაკდა და ახალი ფორმულით - „ყველა მინუს ნოღაიდელი“ კონსულტაციები დაიწყო. თუმცა ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ ძალასთან მანამდეც ჰქონდათ, არც ერთი სუბიექტი ამას არ ადასტურებს, მათ შორის, არც „ეროვნული ფორუმი“, რომლის ლიდერი კახა შარტავა „ვერსიასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს, რას აპირებს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალა და მიიღებს თუ არა მონაწილეობას ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაში. - ქართული პოლიტიკა, თუ ის ჯერ კიდევ არსებობს, განადგურების ზღვარზეა. პოლიტიკასთან ახლოს ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც პროცესი გარდაუვალ რეალობად აღიარო და იმ ძალების „მაჩანჩალად“ იქცე, სიტუაციას რომ განკარგავს. ხანდახან, ვინც ოპოზიციონერობას ვიბრალებთ, ალტერნატიული რეალობის შექმნასაც უნდა ვახერხებდეთ. თუ ეს ვერ შევძელით, მუდამ რეჟიმთან „მებრძოლები“ ვიქნებით, სინამდვილეში კი, ვიქნებით თამაშის მონაწილენი და ადგილობრივ არჩევნებში წამსვლელები მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სააკაშილმა თქვა. ჩვენს სამოქმედო გეგმებს მის გადმოგდებულ სიტყვაზე ვაწყობთ ხოლმე. ნაწილი, ვინც ამ ანკესს გადაყლაპავს, შეიძლება განადგურდეს, დანაჩენები პოლიტიკაში იტივტივებენ. მერე, როცა რეჟიმი დაკნინდება და გადაგვარებას დაიწყებს, თავისივე წიაღში ისევ შობს ფსევდო-ოპოზიციას, რომელიც ისევ ხელისუფლებაში მოვა და სულ ამ „პოლიტიკური ტურიზმის“ მაყურებლები ვიქნებით. აქედან გამოსავალს ეძებს ყველა, მაგრამ ბრძოლას რა მიმართულება ექნება, დამოკიდებულია მხოლოდ საკუთარ თავსა და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. - თითქოს დღემდე ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ ალასანიას ”ალიანსის” ინიციატივამ მერობის საერთო კანდიდატის შერჩევაზე, სიტუაცია თავდაყირა დააყენა. როგორც ალასანია აცხადებს, ამ თემაზე კონსულტაცია „ფორუმთანაც“ ჰქონია... - ჩვენ ამ არჩევნებში არ ვმონაწილეობთ და, შესაბამისად, არც საერთო კანდიდატის განხილვებში ვერთვებით. ვინც არჩევნებზე მიდის, ეს საკითხი მათ გაარკვიონ. საზოგადოებასაც მოყირჭდა გამუდმებით ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი. ჯერ ერთი, რატომ უნდა გაერთიანდეს და მეორეც - როგორ, როცა გამაერთიანებელი პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი არ არსებობს. ამის ხელოვნურად შექმნა სახიფათოა. სჯობს, გამაერთიანებელი ამოცანა ვიპოვოთ - მაგალითად, საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში თავის ისე წარმოჩენა, რომ გამარჯვების შანსიც იყოს. ჩვენ კოლეგებს ამ წინადადებით მივმართეთ კიდეც და შევთანხმდით, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლის დაწყება ღირს. უნდა შევიმუშავოთ კონკრეტული მექანიზმები, რაც გაყალბებისგან დაგვიცავს. საერთო პაკეტით შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მივმართოთ და ხელისუფლებას საზოგადოების კატეგორიულ მოთხოვნად გავუგზავნოთ. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული შემდგომი რეაგირება, რისთვისაც იმ ეროვნული კრების იდეის ამუშავებაც შეიძლება, რაც საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს აწუხებს. - ჯგუფს არა, ჯგუფებს, სადაც, ასევე, დიდი გაუგებრობაა. - დიახ, ბევრი რამ ბურუსითაა მოცული და არსებობს საფრთხე, ამ იდეის პროფანაცია მოხდეს. ვფიქრობ, გარკვეული ამოცანის ირგვლივ საზოგადოების ნაწილი თუ გაერთიანდება, გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულებისთვის კრება შეიძება გამოგვადგეს. თუმცა, ეს მომავლის საქმეა. ჯერ პროცესი უნდა დაიწყოს. მანამდე იდეებზე ჩაციკვლას აზრი არა აქვს. - მართალია, აცხადებთ, რომ ბურჯანაძესთან არ აპირებთ ბლოკის შექმნას, თუმცა, ფაქტია, თქვენი პოზიციები ერთმანეთს ხშირად ემთხვევა. - კი, თუმცა, შინაარსსა და შესრულების გზებს შორის დიდი განსხვავებაა და ამიტომ არ გამოდის დიდი პოლიტიკური ძალების ერთად დადგომა. თუ ერი თვითგადარჩენისთვის იბრძვის და მას მომავალი გააჩნია, მაშინ ქაოტურად, მაგრამ მაინც დაიწყება წინააღმდეგობის კერების შექმნა და ახალი ძალების წარმოქმნა. - თუ ალასანიას პარტიასთან მოლაპარაკებები არ გაქვთ, არც პრაიმერში მონაწილეობთ, ამ საარჩევნო პროცესში სად იქნებით, რას აპრებთ და თქვენი მომხრეები ვის დაუჭერენ მხარს? - არც ერთ მხარეს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მიზნად თბილისის მერის არჩევნებს არ განვიხილავთ და არც ამ პრაიმერებსა და საერთო კანდიდატების დასახელებაში ვაპირებთ მონაწილეობას. კონსულტაციები ”ალიანსსა” თუ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მხოლოდ საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლის დაგეგმვაზე გვექნება. ერთიან კანდადზე საუბრებში არ შევდივართ და არც შევალთ. - ნოღაიდელი თქვენს გეგმებშიც „მინუსია“? - რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ პიროვნებას, მის და მის ორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება დიდი ხანია პრაქტიკაში ხორციელდება. დანარჩენი იმ ძალებმა არკვიონ, ვინც არჩევნებში მიდის. ჩვენ არ გვაქვს ამ პიროვნებასთან ურთიერთობა და არც გვექნება. გაგახსენებთ იმასაც, რომ 2009 წლის აპრილის აქციების დროს სწორედ ჩვენ არ დავუშვით იქ მისი და მისი მეგობრების გამოჩენა... რატომ უნდა ყოფილიყო იქ? არა აქვს მნიშვნელობა, ვისი პროექტია. იგი იმ ხელისუფლებას წარმოადგენს, რომლის დროსაც ქვეყანა დაინგრა. ვისაც ქვეყნისთვის რაიმე სიკეთის გაკეთება უნდოდა და ვიღაცისთვის რაღაცის მიმტვრევ-მომტვრევა, იქ იყვნენ თავისი სკამებიანად და ამის კეთების მეტი საშუალებაც ჰქონდათ. ასე რომ, ამ ”პოლიტიკურ ტურიზმს”, რაზედაც წეღან გესაუბრეთ, ჩვენ არათუ ხელს შევუწყობთ, შევეწინააღმდეგებით. - კითხვას დავუბრუნდეთ, რატომ დაიწყო ერთიან კანდიდატზე ოპოზიციამ საუბარი, ამბობენ, ალასანია-გაჩეჩილაძე შეთანხმდნენ. ლევანი პრაიმერში აპირებდა მონაწილეობას, რაც ალასანიასთვის საფრთხეს წარმოადგენდა და შეთანხმების მიხედვით, საერთო კანდიდატი შეიძლება სწორედ გაჩეჩილაძე იყოსო? - სააკაშილი თბილისის პირწმინდად მოგებისთვის ემზადევბა და გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებს გაუჩნდათ შეგრძნება, რომ ცალ-ცალკე მომგები არავინაა. ამიტომ საზოგადოებას ის იდეა შესთავაზეს, რაც პოპულარულია. თუმცა, არსებობს სხვა საფრთხეც, რასაც ერთიან კანდიდატზე მოლაპარაკე სუბიექტები არ ითვალისწინებენ. საერთო კანდიდატი შეიძლება დამარცხდეს, რაც მთელი ოპოზიციის დამარცხება იქნება. საერთო კანდიდატი შეიძლება უარესი აღმოჩნდეს და ისე წააგოს, რომ ოპოზიციამ გაყალბებაზე საუბარიც ვეღარ შეძლოს. ვერ გეტყვით, ვინ როგორ მოიქცევა, ერთი ცხადია, ოპოზიცია ერთმანეთს უქმნის პრობლემებს. პრობლემები ”ალიანსსაც” ექმნება. მათ მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტი შანსი მათ კანდიდატს აქვს. ამავე დროს კი, დანარჩენი სუბიექტები გამუდმებით საერთო კანდიდატის საჭიროებაზე საუბრით, ”ალიანსს” საზოგადოების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. ამიტომაც, ისინი იძულებულები ხდებიან, ეს იდეა მიიღონ და მოახერხონ ისე, რომ ან ალასანია გახდეს საერთო კანდიდატი, ან, თუ მას შანსს არ უტოვებენ, როგორმე ღირსეულად გამოიყვანონ შექმნილი სიტუაციიდან. - გია ჭანტურიას რატომ არ უჭერენ მხარს, რომელიც ასევე პერსპექტიული კანდიდატია. ფაქტია, მის წინააღმდეგაც ილაშქრებენ და არის საფრთხე, ამ ძიძგილაობაში გამარჯვებული ისევ სახელისუფლებო კანდიდატი დარჩეს... - გია ჭანტურია ოპოზიციური სპექტრისათვის უცხო ფიგურაა და მასთან ურთიერთობები გარკვეული არავის აქვს. ამავე დროს, ჭანტურია არ აღიქმება პოლიტიკურ ფიგურად, რომელმაც მერობისთვის ბრძოლა უნდა გადაიტანოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ოპოზიციურ სპექტრზე ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რასაც ქმნის. ძირითადად, საუბრობს ნავთობბიზნესზე და ამასთან დაკავშირებულ კაპიტალდაბანდებებზე. თბილისის მერობასა და სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლასთან არ ასოცირდება, ამიტომ რჩება უცხო სხეულად და ოპოზიცია ვერ არკვევს, როგორ მიუდგეს. სჯობს, თავიანთ მოედანზე შემოიყვანონ, ვიდრე იქეთ შევიდნენ, რადგან, მისდაუნებურად, შეიძლება ჭანტურია ხელისუფლებამ გამოიყენოს... ახლა ისევ მხოლოდ საერთო კანდიდატზე იქნება ლაპარაკი. მერე, ვინც ამაზე არ ილაპარაკებს, მათი მხილება დაიწყება და ა.შ. ამ მორალური ზეწოლით ეცდებიან, ასეთი გაუცხოებული, მაგრამ შანსიანი კანდიდატები როგორმე ამ ველშ შემოიყვანონ და მასთან ურთიერთობა დაამყარონ სამომავლო პერსპექტივების გაანგარიშებით… რამდენად გამოვა ეს, ძნელი სათქმელია. თუმცა, ჭანტურიასთვის ეს სულაც არ იქნება პრობლემა, რადგან პოლიტიკურ ამოცანებს არ ისახავს და საჯაროდ არც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამბიციებს ამჟღავნებს. იგი თავისი გზით ივლის და მიიღებს იმას, რაც მისაღები აქვს. ჭანტურია ამ საერთო-ოპოზიციურ წვენში არ იხარშებოდა, პროცესში სხვა ამოცანით შემოვიდა, ამიტომ თავისუფლებაც აქვს და ძნელი მოსახელთებელიც იქნება. არ მინდა ცუდი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება. დასახელებულ კანდიდატებს შორის, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერ ვხედავ პიროვნებას, რომელიც ფალავანი იქნება და სააკაშილის რეჟიმს შეერკინება. არჩევნებში გამარჯვებას კი რეჟიმის მოცილებისთვის გამოიყენებს. საჭიროა ისეთი რამის მოფიქრება, რაც რეჟიმსაც მოგვაშორებს და თან ქვეყნის შენარჩუნების შესაძლებლობას მოგვცემს. - და ამისთვის ”ფორუმი” რას აპირებს? - ბევრ რამეს. ქვეყნის მასშტაბით ტოტალურ ბრძოლას. თუ საჭირო გახდა და რეჟიმი ვერ მიხვდა, რომ თანდათან უკან უნდა დაიხიოს, ვეცდებით, ეს ყველაფერი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში გადავიყვანოთ. მთავარი ამოცანა ახლა ამის აუცილებლობის გამოკვეთაა, პარტნიორებიც მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდებიან. თუმცა, ვიმეორებ, ერთი და იგივე ტერმინებით საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ საქმეს ერთი და იგივე გზით ვაკეთებთ. http://forumi.ge/index.php?option=com_cont...&Itemid=177
  21. თვითონ ქვეყნის შტატებად დაყოფა არ ვიცი და ზოგიერთს კი მართლა სურს ვგონებ თვით საქართველოს სხვა ქვეყნის შტატად გამოცხადება
  22. ჰო გააყალბებს, ზუსტად მაგას ვგულისხმობ. სამოქალაქო დაპირისპირება მე მაინც არ მგონია, ეროვნული დამოურჩილებლობა კი. (და თუ გააყალბებენ ამის უფლება ხალხს ნამდვილად ექნება)
  23. შანსი კი არა უგულავა მოიგებს. ნაცმო არც ისე დებილია თბილისი რომ სხვას დაუთმოს
×
×
  • შექმენი...