-
პოსტები
683 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Blaugranator
-
ჩემი აზრი ექსტრემიზმის საფრთხეზე
Blaugranator replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"ლიბერალიზმს ამოფარებული ადამიანი ანტიეროვნულ იდეებს უწევს პროპაგანდა - აგიტაციას არის ფსევდო ლიბერალი. ილიას გზა იმიტომაცაა საუკეთესო და სწორედ ამ გზით იმიტომაც უნდა ვიაროთ რომ იგი ნამდვილი ლიბერალიც იყო და ნამდვილი მართლმადიდებელიც! -
ჩემი აზრი ექსტრემიზმის საფრთხეზე
Blaugranator replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სანამ ეს ფსევდო ფარისეველ სნობ ლიბერალები ამ ქვეყანაში არიან, მანამდე მმკ-ც იარსებებს. ის რაც დეისაძემ გააკეთა, მაგისთვის კი არის კარგად მისაბეგვი. არანაირი სიტყვის თავისუფლება ამნაირ ახვრებს -
ირაკლი ალასანიას ახალი გადაწყვეტილება
Blaugranator replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვერ გამიგია რაც სააკაშვილში არ მომწონს, იგივე რატომ უნდა მომეწონოს ალასანიაში? მართლა მესია კი არ არის ეს კაცი -
ირაკლი ალასანიას ახალი გადაწყვეტილება
Blaugranator replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უბილეთოთ მოძრაობს. გუშინ ვნახე კონტროლიორმა 15 ლარიანი გამოუწერა -
ირაკლი ალასანიას ახალი გადაწყვეტილება
Blaugranator replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
+1 -
და ამ წაგებული არჩევნებით რომ კიდევ დიდი ხნით იპრავებენ ნაცები თბილისს იმას თუ ხვდებიან ნეტავ? მოკლედ რა
-
და თუ უკვე იცით რომ წაგებულია (ან გაყალდებული) ეს არჩევნები რატომ მიდიხართ ვერ გამიგია რა. და პარტიები რომ წაგებულ არჩევნებში მისვლას რატომ მოუწოდებენ ამომრჩევლებს ვერც ამას მივხვდი
-
მე თუ არა შარი მაინც იტყოდა ამას, ასე რომ მხოლოდ დავასწარი დაწერა
-
აი ალასანიას პროგრამა მაგრად მკიდია პირდაპირ რომ გითხრათ, მერი რომ გახდება 2013 წლამდე აპირებს თუ არა მოცდას, ეს მაინტერესებს მხოლოდ.
-
ძალიან კარგად ილაპარაკა ირაკლიმ!
-
ალიანსის (ალასანიას) წინასაარჩევნო ჰიმნი
Blaugranator replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მიშა მოვდივართ! -
ალიანსის (ალასანიას) წინასაარჩევნო ჰიმნი
Blaugranator replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
SHARI მოკლედ ამას ვერ ეშვები რა, ბოლომდე გრეჩიხისტად დარჩი -
ალიანსის (ალასანიას) წინასაარჩევნო ჰიმნი
Blaugranator replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რავი აბა არ მჯერა რომ სიმღერებით და ჰიმნებით ვინმეს მიიმხრობ ან აზრს შეაცვლევინებ. თუმცა რავი, ეს ხომ საქართველოა -
ალიანსის (ალასანიას) წინასაარჩევნო ჰიმნი
Blaugranator replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საერთოდ ესეთ რაღაცეებს პირადად მე ყურადღებას არ ვაქცევ არჩევნების წინ. რავი მგონი ყველა უკვე ჩამოყალიბებულია თავის არჩევანში და არამგონია ჰიმნებმა და სიმღერებმა რამე შეცვალოს -
ალიანსის (ალასანიას) წინასაარჩევნო ჰიმნი
Blaugranator replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ მევასება რა ესეთი რაღაცეები, სულ მიხოს მაგონებს. იმას უყვარს ესეთი ტიპის პიარი -
Hehe bratci es meore posti naxet ra, chveni sastavidanaa vinme? mgelia ra http://forum.ge/?showtopic=34108208&st...;#entry19312547
-
მინდა! შარი დამეთანხმება რომ კარგად იხდიან ეგენი, 37 მანეთი დღეში
-
გონაშვილის საკონსტიტუციო პროექტით პრეზიდენტს,
Blaugranator posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
გონაშვილი-ბოძაშვილის საკონსტიტუციო პროექტით, საქართველოს პრეზიდენტს ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობა ეძლევა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი, რომლის ინსტიტუტის შემოღებასაც საკონსტიტუციო კომისიის წევრების გონაშვილი-ბოძაშვილის პროექტი ითვალისწინებს, პრეზიდენტთან ერთად, მისივე უფლებამოსილების ვადით (ხუთი წელი) აირჩევა. ამასთან, პროექტის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორი მომდევნო ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი პრეზიდენტის უფლებამოსილებას უკვე ასრულებდა 2 წელზე მეტი ვადით. ამ შემთხვევაში მას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს მხოლოდ ერთი მომდევნო ვადით. ვასილ გონაშვილისა და ლევან ბოძაშვილის საკონსტიტიციო წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, კონსტიტუციას 69 პირველი პრიმა მუხლი დაემატება, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მის საქმიანობაში დახმარებას ვიცე-პრეზიდენტი გაუწევს, რომელიც კონსტიტუციით და კანონით მისთვის დაკისრებულ, ასევე პრეზიდენტის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს. პრეზიდენტის ანალოგიურად, ვიცე-პრეზიდენტად შეიძლება, აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. პროექტის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას პრეზიდენტობის კანდიდატი ასახელებს. არჩეულად ჩაითვლება პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის ის კანდიდატები, რომლებსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი წარმოთქვამენ საპროგრამო სიტყვას და ხალხის წინაშე დებენ ფიცს. ფიცის შინაარსი ორივესთვის ერთი და იგივეა. სახელისუფლებო გუნდი, რომელმაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი დაიწუნა და იგი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელად მიიჩნია, პროექტის საკუთარი ვარიანტის მომზადებით დაკავდა. საპარლამენტო კულუარებში იმათავითვე ითქვა, რომ ხელისუფლების ალტერნატიული პროქტის ავტორი სწორედ საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვასილ გონაშვილი იყო. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...82&Itemid=1 რას იტყვით იუზერებო? რას გვიმზადებს მიშა ბიძია? -
shamili არა ბატონო, ეს ქვეყანა რუსეთის და ამერიკის საჯიჯგნად ნამდვილად არ მემეტება
-
ასეთ ასაკში რომ ლოთობას დაიწყებს კაცი, მე იმის აშენებული ქვეყნის არ მჯერა. ეგა ხართ რა ეს ოპოები, ლოთებო!
-
Hehe aq xart zmebo, Cemi mglebiiiiiiiiiiii yvelaze dzerskebiiiiiiiiiii aeeeeeeeee bozebs yoveltvi moetynebat deda :eshmak:
-
newstudio როგორც ინტერვიუებიდან ჩანს 1) არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას რადგან აზრი არ აქვს. ოპო მერი რომც აირჩიონ ეს თვით მართველობის არჩევნები არაფერს წყვეტს ქვეყანაში, შიზოფრენიკი პრეზიდენტი და მისი ბანდა მაინც რჩებიან სკამებზე. ქვეყანაში კი რეალური თვითმმართველობაც არ არსებობს, ვინაიდან მათ არ გააცნიათ საკუთარი ბიუჯეტი. მერად გახდომის შემთხვევაში ალასანიას ან ისევ საპროტესტო აქციების მოწყობა მოუწევს (ქალაქისთვის ფულის გამოსაყოფად) ან სააკაშვილის თანაპარტიელობა + ამას უკვე ნათლად ჩანს რომ ნაცები გაყალბებისთვის ემზადებიან 2) არც ბიშკეკიზაციაში, რადგან მათი აზრით ეს ქვეყნის დაღუპვის ტოლფასი იქნება 3) ფორუმი პარტიებს სთავაზობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობაზებაზე მუშაობას, რადგან სააკაშვილს შეუძლია რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებიც დანიშნოს და ისიც უპრობლემოდ გააყალბოს. სანამ წესიერი გარემო არ იქნება მიღწეული, აზრი არ ექნება არჩევნებში მონაწილეობას. ამ გარემოს ცვლილებაზე მუშაობას კი უნდა მოჰყვეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. თუ როგორ და რანაირად უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, ამას მაისი დასაწყისში პარტიიი ყრილობაზე გამოაცხადებენ. ეს აზრი გამოვიტანე მათი ინტერვიუებიდან, მეტი არაფერი არ ვიცი, ვინაიდან პარტიის წევრი ნამდვილად არ ვარ დანარჩენს ალბათ პრეკურსორი შემოვა და დაწერს
-
გუბაზ სანიკიძე: "ქართულ მხარეს სისულელეების გარდა აფხაზებისთვის "შემოსაბრუნებელი" არაფერი შეუთავაზებია" "პირველი" "ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივნის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ქართულ მხარეს სისულელეების გარდა აფხაზებისთვის "შემოსაბრუნებელი" არაფერი შეუთავაზებია. როგორც სანიკიძემ დღეს "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, ჯერ კიდევ 5 წლის წინ აფხაზებს ქართველების მიმართ სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა ჰქონდათ იმის შესახებ, "რა გავაკეთეთ მათ შემოსაბრუნებლად". "აფხაზებს გადარჩენის პრობლემა აქვთ და ამ დროს ჩვენ მათთვის სისულელეების გარდა, რაიმე ფასეული არაფერი შეგვითავაზებია. სააკაშვილის "ცელქობის" გამო კი დღეს აფხაზები და ოსები ერთ ფრონტზე იბრძვიან", - განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი პოლიტიკურ ერთეულად საქართველოს ექს-პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს აღარ ითვლებოდა, თუმცა, მას ეს სტატუსი სააკაშვილმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღუდგინეს. "ფორუმი" ოპოზიციურ სპექტრს საქმის ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიყვანას სთავაზობს "პირველი" "ეროვნული ფორუმი" ოპოზიციურ სპექტრს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის ბრძოლას და საქმის ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიყვანას სთავაზობს. ამის შესახებ "ფორუმელების" იდეოლოგიურმა მდივანმა გუბაზ სანიკიძემ დღეს "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. "1995 წლიდან ერთი და იგივე პოლიტიკური ბანდა აყალბებს არჩევნებს. ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის ბრძოლას და საქმის ვადამდელ არჩევნებამდე მიყვანას. "ფორუმი" პოლიტიკურ პარტნიორებს სწორედ იმ ნიშნით აირჩევს, ვინც ამ საკითხში დაგვეთანხმება, თუმცა, ერთადერთი, ვის გვერდითაც არ დავდგებით, ნოღაიდელია", - განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, "ამის გაკეთების შანსი ოპოზიციას გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა, საქმე ბოლომდე არ მიიყვანა". გუბაზ სანიკიძის შეფასებით, "ქართველი ოპოზიციონერების მოსკოვური ვოაჟები არაფრის მომტანი და უშედეგოა" "პირველი" "ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივნის, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერები რუსეთში ტყუილად დადიან. როგორც სანიკიძემ დღეს "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, არ თვლის, რომ ნოღაიდელი ან სხვა რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც კრემლის წარმომადგენლებს ხვდება, ან მომავალში შეხვდება, მოღალატეა, თუმცა, თვლის, რომ მათი მოსკოვური ვოაჟები არაფრის მომტანი და უშედეგოა. "რუსეთთან ურთიერთობა ახალი ხელისუფლების პირობებში უნდა აღდგეს. ამჯერად კი ამ საკითხის დადებითად გადაჭრას არანაირი პერსპექტივა არ აქვს", - განაცხადა სანიკიძემ, რომლისთვისაც გაუგებარია, "როგორ უნდა მოაგვაროს ოპოზიციამ დევნილების კოდორსა და ახალგორში დაბრუნების საკითხი". გუბაზ სანიკიძე: "თბილისში ბიშკეკის მოვლენების განმეორების რეალური საფრთხე არსებობს" "პირველი" "ეროვნული ფორუმის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თბილისში ბიშკეკის მოვლენების განმეორების რეალური საფრთხე არსებობს. ამის შესახებ სანიკიძემ დღეს “პრაიმ-თაიმის” პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და დასძინა, რომ ბიშკეკის მოვლენების გამეორებას თბილისში ვითარების უკიდურესი დაძაბვა მოჰყვება. "საქართველოში არიან ჯგუფები, რომლებიც არ ჩანან და უცებ გამოჩნდებიან ხოლმე. ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გავლენა ჯერ კიდევ არ შემცირებულა. ბიშკეკის მოვლენების განმეორება რეალური საფრთხეა და ამის მცდელობა იქნება კიდეც, რასაც ძალიან ცუდი ამბები – დახვრეტები, სახლში შევარდნები და სისხლისღვრა მოჰყვება, რაც ქვეყანის არსებობას დაასრულებს", - განაცხადა სანიკიძემ. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი შიშობს, რომ თბილისში ბიშკეკის მოვლენების განმეორებას ხელისუფლების ნაწილი შეეცდება და სიტუაციის პროვოცირება მათ მიერ მოხდება. "ეს ხელისუფლება უკვე ფინიშის ზღვარზეა, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა ისაა, როგორ გავუშვებთ მას - სისხლით თუ უსისხლოდ. იფიქროს ხელისუფლებამ ამ ყველაფერზე, ჩაატაროს წესიერად არჩევნები, რა შემთხვევაშიც აუცილებლად წააგებს", - დასძინა სანიკიძემ. გუბაზ სანიკიძის შეფასებით, უცხოელი დამკვირვებლები მხოლოდ სტატუსს ამართლებენ "პირველი" "ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივნის, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, უცხოელი დამკვირვებლები მხოლოდ სტატუსს ამართლებენ. როგორც "ფორუმელების" ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ის საერთაშორისო დამკვირვებლებისგან არაფერს ელის. "დასავლეთს საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგული აქვს. უცხოელი დამკვირვებლების მხრიდან არაფერს ველი, ისინი ჩამოვლენ, დააკვირდებიან და წავლენ, ეს არის და ეს", - განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, დღეს საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება პრეზიდენტ სააკაშვილის და საქართველოს მიმართ იდენტურია და “ეროვნული ფორუმის” ამოცანა სწორედ ამ ტენდენციების დაშორიშორებაა. გუბაზ სანიკიძე: "საზოგადოებამ არჩევანი "ეროვნულ ფორუმსა" და ზურაბ ნოღაიდელს შორის უნდა გააკეთოს" "პირველი" "ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივნის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, საზოგადოებამ არჩევანი "ეროვნულ ფორუმსა" და "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერს - ზურაბ ნოღაიდელს შორის უნდა გააკეთოს. ეს განცხადება სანიკიძემ "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. "დღეს საკითხი ასე დგას: "ფორუმი" თუ ნოღაიდელი. ჩვენ მასთან ერთად არ დავდგებით, ამიტომ საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი ჩვენსა და ყოფილ პრემიერს შორის უნდა გააკეთოს", - განაცხადა სანიკიძემ. ამასთან, მან “დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძესა და ნოღაიდელს შორის არსებულ განსხვავებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ერთმანეთისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობით განსხვავდებიან. "ბურჯანაძემ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამით პირველ რიგში, საკუთარი თავი აზარალა, თუმცა მასსა და ნოღაიდელს შორის განსხვავება ისაა, რომ ბურჯანაძეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გააჩნია, ნოღაიდელი კი საქართველოს ეკონომიკის ხერხემალში გადატეხვის თავიდათავია", - დასძინა სანიკიძემ. გუბაზ სანიკიძე ალიანსსა და "ფორუმს" შორის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას ადასტურებს "პირველი" "ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე "ალიანსს საქართველოსთვის" და "ეროვნულ ფორუმს" შორის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. ალიანსთან უშედეგო მოლაპარაკებების შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა დღეს "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა და შეუთანხმებლობის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ "ფორუმს" დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი. "ალიანსი დაგეგმილ არჩევნებში მათ მხარდაჭერას გვთავზობდა, ჩვენ კი შევთავაზეთ, რომ მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ მოხერხდა", - განაცხადა სანიკიძემ. http://forumi.ge/