Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. მეეჭვება ეგ ამბავი მე ვე ძახი დედალ და მამალ კარდუებს. მაგალითად კარდუ ხომ არის კარდუ, აი იქით ფორუმზეა ერთი არის ჩივავა, ხოდა იმას ვეძახი დედალ კარდუს
  2. Saturn ეხლა რესტორნიდან მოვდივარ მაგარი ნაჭამი და ამას ვერ მაჭმევ, თანაც ცომებს ვერიდები
  3. ზუსტად ვიცი როგორ ტარდება ესეთი კონკურსები. ვთქვათ მე და სატურნი დავაარსებთ კომპანიას დავარქმევთ "ეაპორთ ფეშენ კლაბ" ან რამე ამდაგვარს. მერე დავთქვამთ კონკურსის დღეს და მოსაწვევებს დავუგზავნით ქაჯურ აეროპორტებს, ვთქვათ თბილისის, დუშანბეს და სივტივკარს. ასე 100-150 აეროპორტს. აქედან 30 წამოეგება ამ შეთავაზებას, უფრო მეტიც, სიამოვნებით მიიღებს შეთავაზებას, ვინაიდან ქაჯ მოსახლეობაზე მოქმედებს "პერვაია ვადა ვ მირე". გადაიხდიან მონაწილეობის თანხას ზოგი 5 ათასს და ზოგი 20 ათასს. მერე მონაწილეებს შორის შევარჩევ გამარჯვებულებს. ანუ დუშანბეს და სივტივკარს მივცემ მეორე და მესამე ადგილებს, ხოლო თბილისს პირველს, იმიტომ, რომ 5-ის მაგივრად 20 ათასი გადაიხადა. ლამაზ სიგელსც დავუბეჭდავ ფერად პრინტერზე და ისიც იამაყებს მერე, რომ მოიგო კონკურსში. მეც ბედნიერი ვიქნები ვინაიდან ფულს ვაკეთებ. ასე მუშაობს სისტემა.
  4. ესეთ კონკურსებს ხშირად ატარებენ ევროპაშიც ვიღაც ვიღაც კომპანიები და ვინც ფულს გადაიხდის მონაწილეობაზე ყველა მოგებულია. ამ აფიორას ვერ მაჭმევთ. ესენი მუშაობს მხოლოდ ქაჯური ქვეყნებისთვის. მარკეტინგულ კომპანია არიაბიან რიჩს თუ ბაქოს აროპორტის ხელმძღვანელობა გადაუხდის ის გახდება მოგებული. საპრიზო ადგილები ნაწილდება იმის მიხედვით თუ რამდენს იხდის მონაწილე. ყველა მონაწილე ჯილდოვდება. ის რეკლამა ხომ გახსოვთ ქუთაისური ლუდი აია - ლას ვეგასში გამარჯვებული ლუდი. აი ესე არის მაგის საქმე. მოგიწოდებთ მოვითხოვოთ ინფო იმ თანხზეა რაც გადახდილი იქნა ჩვენი კაბრიოლეტის კონკურსში მონაწილეობისთვის.
  5. ეს უფრო სწორი პოლი იქნებოდა: ა) გინდათ ისევ ხალხის მოტაცება,ქურდული გაგება და 90-იანები? ბ) გინდათ ისევ ხალხის მოტაცება, უსამართლო დაპატიმრებები, მოსმენები, პოლიციური რეჟიმი და 2000-იანები? დ) არც ერთი მინდა და არც მეორე მე პასუხ დ-ს მივცემდი
  6. მეც ეგრე მგონია. ბებიაც კი წაყვანილი ყავს ჩემი ინფოთი.
  7. shamili ვფიქრობ ანალგინმა კარგად აგიხსნა თუ რა შუაშია ასაკი. მე ერთს დავამატებ. რაც ზემოთ დაწერე შეინახე და 10-12 წლის მერე წაიკითხე. დარწმუნებული ვარ მიხვდები, თუ რას ვფიქრობ მე ამას რომ ვკითხულობ.
  8. უჩენიე სვეტ, ა ვ იაიცახ სილა.... მაგარი ძალაა, ჩემმა მზემ ------ ცნობადი ცხვირი, თუ სიფათი, რა მაგარი გამოთქმაა არა?
  9. და კომისიის წევრები ვინ იქნებიან? პადოშა და რონდელი ალბათ, ისტორიულად სამართლიანობის დამდგენები უნდა იყვნენ ამ ისტორიული სამართლიანობის დამდგენ კომისიაში, რათა მოხდეს ისტორიული სამართლიანობის დადგენა.
  10. ისე ამ ფორუმის წევრი ვარ მგონი დაარსების დღიდან, თუმცა სულ 90-იოდე პოსტი მაქვს, სულ პოლიტგანყში. ეხლა აღმოვაჩინე, რომ ხმის მიცემის უფლება არ მაქვს
  11. ორშაბათამდე ვადა მქონია ხმის მიცემაზე, ხოდა მოვიცდი ცოტას და დავაკვირდები სატურნირო მდგომარებას , ვატყობ ყოველი ხმა გადამწყვეტია
  12. ჰე ვინ იგებს სად ვნახო რა მდგომარეობაა? ხმა არ მიმიცია. უკვე დამთავრდა, თუ ჯერ კიდე შემიძლია მივცე ხმა? ერთი-ორი ყალბი ცხვირადობის მოწმობაც მაქვს და რამოდენიმე ხმას ჩავყრი ერთად.
  13. საქართველოს ჰიმნის მაგივრად სულ პოლიციის ჰიმნს რატომ უკრავენ ნაცცუცუნ ტელევიზიები? რატომ მეხანძრეების ან მასწავლებლების ჰიმნს არ უკრავს არავინ? ნუთუ პოლიციელი პრივილეგირებულია სხვა სახელმწიფო მოხელესთან შედარებით ამ დემოკრატიულ შუქურაში? რატომ ხდება ნეტა? მონოლითია თუ არა ეს ორგანო არ ვიცი, მაგრამ ნეოლითურ ხანაში კი მგონია თავი.
  14. დღეს მიშას ვუყურე, ჩართვა იყო ნიუ-იორკიდან. მართალი გითხრათ პირველი 5 წუთი იმდენად დალაგებულად ილაპარაკა, რომ გაკვირვებული დავრჩი. ვიფიქრე სეზონური მკურნალობა ჩაუტარდა და ცოტა დაულაგდა შარიკები თქო. მაგრამ მერებზე საუბარზე, რომ გადავიდა მაშინ აუთამაშდა ყველაფერი და კიდევ ერთი სისულელე წამოროშა. ნიუ-იორკის დღევანდელ მერ ბლუმბერგს აქებდა და ახსენა თუ რამდენი რამე გააკეთა ამ კაცმა. ასევე თქვა განა წინანდელს ჰგავს ტყუილად, რომ ლაპარაკობდა და არაფერი კეთდებოდაო. როგორც მოგეხსენებათ წინა მერი იყო ჯულიანი, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი რესპუბლიკელი. გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატი რესპუბლიკელების მხრიდან მაგრამ საბოლოოდ მაკკეინი აირჩიეს კანდიდატად. ბევრი ანალიტიკოსისგან მომისმენია, რომ ჯულიანი, რომ დაეყენებინა რესპუბლიკელებს ობამას ნამდვილად გაუჭირდებოდა მოგება იმდენად მაღალი რეიტინგი აქვს ამ პოლიტიკოსს სწორედ ნიუ-იორკის კარგი მერობის გამო. ასევე შესაძლებელია ჯულიანი იყოს რესპუბლიკელების კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ხოდა ამ ყველაფრის მერე მიშიკომ ტყუილი ლაყაფისტი უწოდა. მერამდენედ უნდა წამოროშოს ამ კაცმა სისულელე. არ შეიძლება როგორმე გავაჩუმოთ. იძრომიალოს ხარაჩოებზე და ჩუმად იყოს.
  15. გერმანია-იაპონიის კავშირი უფრო დიდ პარანოიაზე იდგა ვიდრე სსრკ და გაცილებით მალე დაიშლებოდა. წარმოუდგენელი იყო რომ რამოდენიმე ათეულ მილიონიან კავშირს კონტროლი დაემყარებინა მილიარდზე მეტ მოსახლეობაზე დიდი ხნის განმავლობაში. დასავლეთი, რომ არ ჩარეულიყო გერმანია მაინც დამარცხდებოდა, უბრალოდ უფრო გვიან და ამ შემთხვევაში წითლები უფრო დიდ დივიდენდებს მიიღებდნენ. ფაშიზმი ნამდვილად იყო სამყაროს ყველაზე დიდი სიმახინჯე და მისი დამარცხება უდავოდ დადებითი მოვლენაა.
  16. მაგ ლოგიკით ასევე გაძლიერდა დემოკრატიული სამყაროც. აშშ-მ მილიონამდე ადამიანი დაკარგა მაგ ომში და რამოდენიმე მილიონი ვეტერანი ყავდა. ამერიკელები თვლიან რომ გაიმარჯვეს, ევროპელები თვლიან, რომ გაიმარჯვეს. ნაცმოძრაობა დამარცხდა მარტო როგორც ჩანს. დემოკრატიულმა სამყარომ გადაწყვიტა, რომ ფაშიზმი გაცილებით დიდი ჭირი იყო და ამიტომ ეომა ფაშისტურ გერმანიას. ჩერჩილი იყო ამის სულისჩამდგმელი. ფაშიზმს მოუგეს იმ დროში და იმ მეთოდებით, როგორ საფრთხესაც წარმოადგენდა იგი. ასევე ბოლშევიკებს მოუგეს იმ მეთოდებით და იმ დროში, როგორ საფრთხესაც წარმოადგენდა ეს უკანასკნელი. თუკი რამეს ვაშავებ ბანი დამადე. შეგახსენებ, რომ მუქარა არ შედის შენს, როგორც მოდერის ფუნქციებში.
  17. ბოლშევიზმი 1945 წელს არ დაწყებულა, უფრო ადრე დაიწყო. ფაშიზმი დამარცხდა ამ წელს და ფაშიზმი დამარცხების მიმართ დადებითი დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ბოლშევიზმის გამართლებას.
  18. ეს რა დაწერე???? ნუთუ ფაშიზმის დამარცხება ცივილიზებული სამყაროს გამარჯვებად არ მიგაჩნია? მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შენს პოსტებს ადრე უფრო სერიოზულად ვკითხულობდი. ამის დაწერის მერე, უნდა ვაღიარო, რომ ნაკლები სერიოზულობით მივუდგები შენს პოსტებს. მესმის, რომ შენი პოსტების მიმართ ჩემი ინტერესის უეცარი განელება შენ არაფერს დაგაკლებს, მაგრამ დამეთანხმე, არც მე არაფერი არ დამაკლდება, თუკი შენს მიშნაცცუცუნურ პოსტებს მხიარულად მივუდგები.
  19. მეორედ ვიხმარე ეგ ტერმინი და ვფიქრობ მაგრად უხდება მაგ პარტიას, ამიტომ ვაპირებ სულ ეგრე მოვიხსენიო მიშნაცცუცუნია აბ რა არის
  20. საინტერესო წასაკითხი იყო. სამწუხაროდ მაშინ მხოლოდ ემოციებით ცხოვრობდა ქართველობა. არავითარი პრაგმატიზმი. ეხლაც ეგრეა მაგრამ მაშინ მართლა განსაკუთრებით იყო. პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის ესეთი ემოციური აღწერა მხოლოდ მაშინდელ ჩინოსანს შეეძლო. ძალიან მშრალი ინფორმაცია და ბევრი ემოციები. დამერწმუნეთ ამით ბანდიტური გადატრიალების გამართლებას არ ვცდილობ. უბრალოდ ვცდილობ გავერკვე რატომ მოგვიგეს ბანდიტებმა. ემოციური ხალხი ვართ, თეატრი მუსიკა იცოცხლე, მაგრამ ... დარწმუნებული ვარ მიშნაცების (მიშნაცუცუნის ) აქტივის 99%-ს რომ მოვუყვე რამე ფაქტი და თან ყველაზე უმნიშვნელო მომენტზე გავაკეთო ემოციური აქცენტები და ამის მერე ჰკითხოთ თუ რა მოვუყევი მხოლოდ იმ ემოციურ მომენტს მოყვებიან და ძირითადი მონაყოლის დეტალები არ ემახსოვრებათ. 20 წლიანმა ომმა და გაწირვებამ დიდი დაღი დაგვასვა ქართველებს.
  21. თქვენც ქუთაისში აპირებთ პარლამენტის გადატანას?
  22. მე კი ბუშის ქუჩას დავარქმევდი "ბუშის და მასზე ნასროლი ფეხსაცმლის ქუჩას" http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/funny/bushandshoe.jpg
  23. საქილიკო არაფერია. მაკვირვებს ზოგი ფორუმელის მხიარული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. სამწუხაროდ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ყველა ვინც ხმას აიმაღლებს ამ ადამიანების დაცვის მიზნით იმსახურებს მხოლოდ დადებით დამოკიდებულებას. მაპატიეთ მაგრამ ის ადამიანი, რომლებიც ამას დასცინის არ მიმაჩნია სერიოზულ ადამიანად. მქონდა "ბედნიერება" დავსწრებოდი ზოგ პოლიტიკურ სასამართლო პროცესს და გაოცებული დავრჩი "მოსამართლეების" უსამართლობით.
×
×
  • შექმენი...