კოპირებაზეც არის გარკვეული გადახრები. მაგალითად თუ დისკიდან კოპიო პირდაპირ კეთდება მაშინ რთული იქნება თქვენი ბრალეულობის დამტკიცება. თუ დისკი დაცულია და თქვენ გატეხავთ დაცვას და დააკოპირებთ, ყველა ვარიანტში კანონდარღვევაა. არის კიდევ მესამე მომენტი, როდესაც იყენებთ სხვა კომპანიის მიერ დამზადებულ პროგრამას, რომელიც თავისუფლად მოიპოვება ინტერნეტში და ეს პროგრამა თვითონ აკეთებს კოპირებას (სავარაუდოდ ჯერ ტეხავს დაცვას), ამ შემთხვევაში რთული იქნება თქვენი ბრალეულობის დამტკიცება, ვინაიდან თქვენ იტყვით, რომ არ იცოდით იმის თაობაზე, რომ ეს პროგრამა ტეხავს დაცვას. მოკლედ ჩახლართული ამბავია.