Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. თუ ოდესმე ერთად სუფრაზე მოვხვდით, თამადად ნაღდად შამილი უნდა ავირჩიოთ, მაგარ სადღეგრძელოებს ამბობს
  2. asds ეხლა წარმოიდგინე ერთი რამ, ჩვენი მშობლები ასე თუ ისე უფრო პატიოსან საზოგადოებაში გაიზარდნენ ვიდრე ჩვენ, თუმცა ჩვენი თაობა მოვიდა, რომელმაც ამდენი უბედურება მოიტანა. ეხლა წარმოიდგინე ჩვენს მერე თაობა რა მოდის ნარკომანების, მომპარავების, კორუმპირებულების და "პატრიოტული" ბანაკების ტვინგარეცხილ, ნამუსგარეცხილი ნაშიერები. ამიტომ მესმის შენი შეშფოთება, რომ ჩიხში ვართ და ამას მეც ვხედავ. თუმცა სწორედ ამიტომ უფრო მეტი უნდა ვცადოთ, რომ რაღაც გამოვიდეს და ეს კატასტროფა რაც მოგველის იქნებ ავიცილოთ. თუ წყნარად ვუყურეთ კატასტროფა გარდაუვალია. გლობალური სამყაროა და წუმპეში ხალხის ყოლა უფრო რთული გახდა. აბსოლუტურად შეიცვალა ცხოვრება. ვფიქრობ სდაზოგადოების ზრდა უფრო ადვილია დღეს ვიდრე ადრე შეიძლებოდა. შესაძლო საფრთხეების გამო გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეიძლება. მეც ვიცი, რომ გააყალბებენ, მაგრამ გაჩერება არ შეიძლება. ანუ რეალობების შეფასებებში პრაქტიკულად ყველაფერში გეთანხმები, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც უნდა ვცადოთ.
  3. მიშიკო, რომ მოდიოდა ტეხასმოტრის გაუქმებას და აფხაზეთის დაბრუნებას დაგვპირდა, მერე გზაში აერია, ხოდა აფხაზეთი გაგვიუქმა და ტეხასმოტრს დაგვიბრუნებს.
  4. asds ეგრე თუ მივუდექით საკითხს, მაშინ დროული არასდროს იქნება და ვიტრიალებთ წრეზე. თუ გაყალბდება და მშვიდობით ჩაივლის და მომიწოდებ, რომ არ გავაპროტესტო მაშ როგორ უნდა გაიზარდოს საზოგადოება, რომ ოდესმე მზად იყოს? დასაშვები თუ იქნა გაყალბება და დღედაღამე ვიდეოპატრულს და ტელესერიალებს უყურებს ხალხი არადროს არ იქნება დროული. არ მგონია დღევანდელი საქართველო მე-18 საუკუნის ამერიკაზე ბევრად ჩამორჩენილი იყოს. თუ მათ შეძლეს და რაც მთავარია, როგორც ჩანს ეკუთვნოდათ დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ რატომ ვერა? ან მაშინ როდის. თუ სულ ესე ვიღაცამ უნდა წყვიტოს ჩემს მაგივრად. რატომ ჩემზე კარგად იცის მე რა მინდა? არ გეთანხმები.
  5. ავტომანქანის სავალდებულო დაზღვევა ალბათ საჭიროა, თუმცა, რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ სადაზღვეო კომპანია ბექაურის, ან კეზერაშვილის, ან მათი მსგავსი "ამაგდარი მამულიშვილის" იქნება და სხვებს არ გააჭაჭანებენ. ვფიქრობ საფუძვლიანი ეჭვია.
  6. ისე რატომღაც ის კადრი დამიდგა თვალწინ მატრიცას პირველ სერიაში სახურავის თავზე ნეოს რომ ესვრიან და ტყვიებს იცილებს, ხოდა წარმოვიდგინე კობა ეგრე რომ იცილებს კვერცხებს, კარგი სანახავი იქნებოდა.
  7. babuagiorgi კარგი რა ბაბუ, აბონ ციციაშვილი რო რეიგანს ერჩოდა ისე ერჩი ალასანიას. კვანტურ ფიზიკაზე რომ გახნან თემა იქაც ალასანიას გალანძღავ ალბათ
  8. ნუ ერთი ვაშაძეა ამ ოთხიდან, მარა დანარჩენი სამი ნეტა ვინ არის? დავიჯერო ვაშაძე სხვადასხვა ნიკებით ჩალიჩობს???? არადა ეს კაცი მაგრად საუბრობს. ყველაზე მეტად ვაშაძის მოსმენა მსიამოვნებს. სადღეგრძელოებს ამბობს სულ ტვ-ში რომ გამოდის. მე არჩევნების მერეც გავაგრძელებდი ამ კაცის ჩვენებას. რა ვანოს შოუს აღარ აჯობებს თუ რა?
  9. ცხონებული ცხოვრებაში სულ შეთქმულების თეორიებს უარყოფდა და ამიტომ არაფერს ვამბობ, თორემ მართლა გამიჩნდა ეჭვები მის გარდაცვალებაზე. ცოტა ხნით ადრე გამოკვლევები გაიკეთა და ჯანმრთელი იყო, თითქოს არაფერი აწუხებდა, ამიტომ მაქვს ეჭვები. --------------- კარგად ვიცნობდი ლევანს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ესეთ ღირსეულ ადამიანს ჯერ არ შევხვედრივარ.
  10. მე მგონია, რომ აღლუმით ჯარისკაცებს უფრო შეურაცხყოფას მიაყენებნ ვიდრე პატივს მიაგებენ. -------------------------------- პ.ს. ისე ჩვენში დარჩეს და მეხანძრეებმა რა დააშავეს? თუ პოლიციას აქვს აღლუმი მეხანძრეებს ან ვთქვათ გინეკოლოგებს რატომ არ შეიძლება ჰქონდეს აღლუმი? რატომ არის ჩვენ სახელმწიფოში პოლიციელი უფრო დაფასებული ვიდრე მასწავლებელი? პოლიციელი უფრო საჭირო პროფესიაა თუ რატომ??
  11. SHARI მოიცა ეხლა ბაბუაგიორგი მოვა და გცემს, ხო იცი შავი ქამარი და მეცხრე დანი აქვს ალასანიას ლანძღვაში
  12. 100%-იანი მახსოვს დაჟე პარლამენტის დებატებს ვუყურე, ბერძნები დაახლოებით 11 კაციანი შემადგენლობა (სოციალისტური პარტია, თუ არ ვცდები) გაიხენ შუაზე ისე იცავდნენ რუსებს, მაგრამ დიდი უმეტესობით მაინც გავიდა რეზოლუცია სადაც მახსოვს, რომ ოკუპაციაზე იყო საუბარი.
  13. Saturn დარწმუნებული ხარ? მე მახსოვს რომ ადრეც იყო. ომი ახალი დამთავრებული იყო და ევროპარლამენტმა დადგენილება მიიღო, კარგად მახსოვს საბერძნეთის დელეგაცია რუსეთს უჭერდა მხარს და ბლოკავდა პროექტს, თუმცა უმეტესობით მაინც გავიდა. და ნაღდად ევროპალრლამენტი იყო. უბრალოდ ზუსტი ტექსტი არ მახსოვს დადგენილების
  14. FRIDRIX კარგია, რომ რაღაცაზე მაინც ვთანხმდებით. ისე მთავრობის მხარდამჭერებისგან არ ვარ მიჩვეული ესეთ საქციელს და იმიტომ გამიკვირდა. როგორც წესი ორმაგი სტანდარტებით სარგებლობენ ხოლმე და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ყველა საქციელს ამართლებენ. როდესაც არგუმენტი არ აქვთ მაშინ კი "აბა გრეჩიხა გინდოდას" ამბობენ ხოლმე, გეგონება გულზე მახატია და უკანონობას იმიტომ ვაპროტესტებ, რომ "გრეჩიხა მინდოდა".
  15. ისე ერთი შეხედვით ადამიანის ლანძღვა ცოტა უხერხულია, ყველას შეიძლება წამოგვცდეს სისულელე, ამიტო ამ გოგოს ძაან ნუ გავლანძღავთ, მითუმეტეს, რომ ჩვენს მიმართ მას დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც უმეტესობა აღშფოთდით მეც მერიის საქციელი მადარდებს და ეგ არის გასაპროტესტებელი. ისე პირველად მომეწონა FRIDRIX, კარგია, რომ დამნაშავის დასჯას ითხოვ და კარდუსავით "აბა გრეჩიხა გინდოდა"-ს არ ამბობ.
  16. ისევ თავისუფლების მოედნის მხრიდან ბრუნდებიან?
  17. asds გაიხარემ მივხვდი რო ეგეთ საიტზე იყო გაკეთებული და დილის მერე ვეძებდი მაგ საიტს
  18. კი მარა რა ქნა ესეთი, თბილისში არ ვარ და ვერ ვადევნებ დეტალურად თვალს. რა ქნა ესეთი არასწორი.
  19. Private Nodari ამის მერე გულდასმით უნდა ვიკითხო შენი პოსტები, იქნებ სადმე რამე არ მომეწონოს და "დამსახურებულები" გითხრა ხოლმე, მარა მე PM-ში მოგწერ ხოლმე ეგეთებს.
  20. ეტყობა გასული წლების პრაქტიკაზე დაყრდნობით გასცა ამ 64% ასეთი პასუხი
  21. ეგ ხუმრაბაა ჩემო კარგო, როგორც შენ მიპასუხე ეგ სურათი ოპოზიციის მიტინგიაო და გამეცინა და საპასუხოდ ნაცმოა თქო, აი ეს ხუმრობაა და არა უზრდელობა. თანაც მე არ მითქვამს ეგ 2173 კაცია ამ სურათზე თქო, კარგად ნახე. ეხლა რამდენი ამ ფორუმზე ვინმე რამეს ხუმრობით იტყვის ან სურათს დადებს თუ ვდიე და იმდენი შეგეცი ვეძახე შორს ვერ წავალთ. თუ ვერ ხვდებით რო ეგრე არ უნდა მოემართა, მაშინ რამდენი იხუმრებთ იცოდეთ მე იქ ვიქნები და გეტყვით მაგ საამურ სიტყვებს.
  22. Saturn მაგარი იდიოტური პასუხი იყო და მაგაზე უკვე დავწერე. რა გინდა ეხლა მეც მაგ სტილში გიპასუხოთ თუ რას ელოდები რატო იმეორებ მაგ სისულელეს ვერ გავიგე. თუ გგონია მე ვერ ვიტყვი ცუდ სიტყვას და ხელი ამიკანკალდება. იუმორსა და უზრდელობას შორის ზღვარს ნუ დაკარგავთ. ვის ვეუზრდელე ისიც მითხარი მაშინ
×
×
  • შექმენი...