Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. და რატომ იკრიჭები მერე, თუ გამოუვათ კარგი, შენთვისაც ხომ კარგი იქნება??? თუ არ გამოუვათ კიდე შენთვისაც ხომ ცუდია და რა გახარებს ვერ გამიგია???????
  2. Shaten მაგალითისთვის 2006 წლის შემდეგ ყოველ წელს ფუტკრების მოსახლეობის 30% იღუპება, ანუ მაგალითს მოგიყვან მარტივად, რომ ავხსნა თუ 2006 წლის დასაწყისში სამყაროში პირობითად 1000 ფუტკარი არსებობდა 2013 წლის ბოლოს იქნება მხოლოდ 58. ჩვენი საკვების 1/3 შეადგენს მცენარეული ნაწარმი, რომელის არსებობაც პირდაპირ დამოკიდებულია ფუტკრების მიერ დამტვერვაზე. მსგავსი სიტუაცია ბევრი მიმართულებით და ვხედავ ადამიანები სირაქლემას პოზაში რომ არიან. კატასტროფისკენ მივდივართ, ყველა შეგნებული ადამიანი ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას და ჯიუტად გლობალური დათბობა მითიას ძახილი სულ ცოტა უცნაურად მეჩვენება.
  3. ყოჩაღ არ მეგონა თუ ოდესმე ურფინჯუსის და მისი კლონის პოსტები მომეწონებოდა. ვეკ ჟივი ვეკ უჩის.
  4. http://www.foodnutritionscience.com/pubdata/images/315.jpg http://1.bp.blogspot.com/-edei9cJZgP8/Th2x_ReAheI/AAAAAAAAAFs/W9XUWcTNEs0/s320/expired_6355755_s.jpg
  5. Giorgi Kiskeidze რას გულისხმობ ამით? მიშა უნდა იყოს მუდმივად ისე როგორც თურქმენბაში, თუ რა გინდა?
  6. დღეს დასრულდა მიშას მეორე საპეზიდენტო ვადით განსაზღვრული 5 წელი. რღეიდან ის ვადაგასულია http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/expired1_zps492b2b70.jpg http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/75461857-1_zpsa4cfd733.jpg http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/expired2_zps49993a83.jpg
  7. აბონ ციციაშვილი რომ იყო რეიგანზე გადაკიდებული ეგრეა ურფინჯუსი ბიძინაზე. კიდე წუგზარა ნიგლაურს მაგონებს.
  8. DonCaredo კაი ეხლა ნუ მიამიტობ, ხომ იცი, რომ ზოგს ქუდი რომ შეუგდო აბაზანაში არ შევა. წყალიც ექნება და გათბობაც და მაინც არ დაიბანს. ჰიგიენა ფეხებზე კიდია, დედამ არ ასწავლა, მამა კიდე ვირებს დღნამდა და არ ეცალა ბავშვებისთვის. რა საზოგადოებრივ ტუალეტში რომ მოჟვავს და არ ჩარეცხავს, იქაც ფული და ცხელი წყალი არ აქვს? შედი ზაბეგალოვკა სახინკლის ტუალეტში აბა და ნახე რა ხდება. ჩეჩმას არის მიჩვეული ტიპი და ჟეეცი თუ გინდა, არ რეცხავს. არც იბანს, რატო უნდა დაიბანოს, მაგაზე ტყუილად დროს ხომ არ დახარჯავს. მამაისი არ იბანდა, დედამისი არ იბანდა და საერთოდ არავინ არ იბანს მის გარშემო, ხოდა ტიპიც ყარს და ქოთს. თუ გინდა ფულს მივცემ წადი დაიბანე თქო და წავა და დალევს იმ ფულით, თან ალბათ ქართულ კულტურას დალოცავს.
  9. მე რაც მინახავს ავღანელები და პაკისტანელები ყველაზე მორწმუნე ერებია, თუმცა ჰიგიენასთან ჩვენზე მწყრალად არიან. აი შვედები მხოლოდ 10% მორწმუნე და ყველა დაბანილია. ამიტომ რწმენასთან და ვიღაცის ქადაგებასთან რატომ აკავშირებ ყველაფერს, რა #######ი რო უნდა დაიბანონ ამას ქადაგება სჭირდება? უბრალოდ როგორც ზემოთ გვირჩია ზოგიერთმა მეგობარმა არ უნდა ჩაჯდე ეგეთ მანქანაში და თან უნდა უთხრა, რომ ბაბუა ოსვენცინის ბანაკში გაზის კამერაში მოგიკლეს და პროტესტის ნიშნათ აქოთებულ ადგილებში არ ჩერდები. თუმცა ოსვენცინი არ ეცოდინება, ამიტომ უბრალოდ უთხარი რა იყო შენ მანქანაში ჯარმა ჩამოიარა და თან პარტიანკებს იქნევდნენ თუ რა ყარს ესე თქო?
  10. ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს პუტინი და ეს სულელი ქალი სპილოების გამო რუსდება სულ გამოქლიავდა ალბათ. სპილოებს არ კლავენ რუსები, ისინი მხოლოდ ჩეჩნებს კლავენ, არც ასადს უთქვამს სპილოები უნდა მოვკლაო, უბრალოდ საკუთარ ქალაქებს ბომბავს ავიაციით, თუმცა მკაცრი გაფრთხილება ჰქონიათ პილოტებს, რომ თუ სპილო დაინახეს სადმე არ დაბომბონ, მხოლოდ საკუთარი მოქალაქეები არიან სამიზნე. პ.ს. ისე ამ ყველაფრის გადმოცემა "ბოსხის სიურიალიზმის" გარეშეც შეიძლებოდა
  11. ეხლა კი ვიცი როგორ უნდა მოუდღნა ფორუმს სიფათი. 2-3 შიზოფრენიკი უნდა მიუსიო და სისტემატურად ზღრენი უნდა აქვეყნონ, ხოდა სხვებს შესვლის მუღამი დაეკარგება.
  12. მე ვარ ლიბერალური ღირებულებების მატარებელი, მემარცხენე, თუმცა არავითარი კავშირი არ მაქვს ლიბერტარიანელებთან. უფრო მეტიც, მაგალითად აშშ-ში ლიბერტარიანელები და კონსერვატორები ერთ პარტიაში არიან და ებრძვიან ლიბერალურ ცენტრისტურ საღ აზრს მაგ ქვეყანაში, სამწუხაროდ ჯერ მემარცხენე იდეოლოგია სუსტია აშშ-ში. როგორც წესი რესპუბლიკელი კონსერვატორები აკეთებენ საშინელებებს და თან ტვინგამოლაყებულ ურა პატრიოტ ამომრჩეველს უბრალოდ პერიოდულად გამოსვლებში ესვრიან ესეთ ფრაზებს: სამშობლო, იესო, ამერიკა, პატრიოტიზმი და ამათაც პავლოვის ძაღლებივით ნერწყვისდენა ეწყებათ ესეთ ფრაზებზე. ის პოლიტიკოსი, რომელიც მალმალე სამშობლოს სიყვარულში გვეფიცება საერთოდ უნდა მოვაშოროთ პოლიტიკას. სამშობლოს სიყვარული ჩვეულებრივი მოვლენაა და ამის აფიშირება ყოველ ორღობეში იაფფასიანი ხრიკია "პავლოვის ძაღლებისთვის".
  13. წარმოვიდგინე დიალოგი მამა ღმერთი რომ აგზავნიდა იესოს დედამიწაზე. თვითმკვლელობის მისია დედამიწაზე მოკლედ შვილო ჩემო, უნდა წახვიდე დედამიწაზე, თუმცა შენ კი არა მე უნდა წავიდე, შენ რას გეუბნები, შენ ხო მე ვარ. ხოდა იქ, შენი წამებით და მოკვლით, უნდა გამოსყიდო, თუმცა შენ არა მე უნდა ვქნა, იმიტო რო შენ ხო მე ვარ, ნუ როგორც არის, ადამიანის ცოდვები უნდა გამოისყიდო მოკლედ. ეხლა მთლად უმტკივნეულო არ არის ეს პროცესი, ცოტას გაწამებენ და გეტკინება, უფრო სწორად მე მეტკინება, ვახ სულ დავიბენი, ხოდა ამის მერე მოგკლავენ, უფრო სწორად მე მომკლავენ. ისე მე რატო უნდა ვაწამო საკუთარი თავი, ხომ ყოვლისშემძლე ვარ და რა ამის გარეშე ვერ ვიზამ რასაც მინდა. მარა არა, ეგრე ვქნათ მოდი წადი აბა დედამიწაზე და გააგზავნა თავისი ვაჟი, ანუ თავად თავის თავი ღმერთმა დედამიწაზე. პ.ს. ებრაელების მხარეს ხო ღმერთია არა და ეტყობა იმიტო უჭერს ილია მხარს. მაგათ ხომ ღმერთმა მისცა უფლება გენოციდების ჩატარების, წაიკითხეთ ბიბლია ვისაც არ სჯერა.
  14. Saturn ეეე, ეს რა პასუხია, უფრო დამაინტრიგე. სჯობდა სულ არ გეთქვა აარაფერი. ეხლა არ გინდა მოვლენების განვითარებას დაელოდო კაცი. თქვი ეხლა რას მალავ
  15. Nukriko ნორმალური ადამიანი სულ მთავრობის ოპოზიციაში უნდა იყოს. აბა ტაშისკვრამ რაც იცის ხომ ვნახეთ. მიშაც კარგად იწყებდა მარა ჩაატრაწა ტაშისკვრით. dire მოიცა დაიჭირეს ფრიდრიხაც? Saturn ჰა თუ რაღაცა იცი თქვი ბარემ
  16. კონკრეტულ დარღვევას თუ მოიხსენიებს ნოდია მაშინ მეც მხარს დავუჭერ იმ ადამიანის უპირობო გათავისუფლებას ვისაც სახელმწიფო დაჩაგრავს, მანამდე კი ესეთი ზოგადი საუბარი თუნდაც ლამაზი ენით იყოს დაწერილი მხოლოდ დემაგოგიაა, მითუმეტეს იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც 2003-2012 წლებში პროტესტი არ გამოუთქვამს არც ერთ დარღვევაზე, რაც საქართველოში ხდებოდა და შესაბამისად მის სიტყვას კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე არავითარი ფასი არ გააჩნია.
  17. მაგაზე ხომ ვთქვი ზემოთ ჩემი აზრი. არ ვეთანხმები ვეგეტარიანელებს. გორილას თავის ქალას შეხედეთ ყბა უზარმაზარია, ისე ვერ დაფქვავდა დიდი რაოდენობით მწვანე მასას და შესაბამისად უზარმაზარი თავის კუნთები დიდი ყბების სამოძრაოთ რაც მიმაგრებულია თავის ქალის ზედა ქორდაზე და ტვინისთვის დარჩა პატარა ადგილი. უზარმაზარი ქალაა და ტვინისთვის პატარა ადგილი. ბუნებრივი გადარჩევის შედეგია, რომ ჰომო საპიენსი ხორც ჭამს და ვფიქრობ, რომ ტვინის განვითარებაში ამას წვლილი მიუძღვის.
  18. mama სამართლიანი იქნება, რომ ჩემი კვება არ იყოს ქათმის ტკივილის და წამების მიზეზი.
  19. mama უსამართლოა როდესაც მე ვჭამ ქათამს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მას ვერევი, თუმცა კანონზომიერია.
  20. mama იცოცხლე კანონზომიერი არის თუმცა სამართლიანი ნამდვილად არ არის. ადვილია სამართლიანობაზე საუბარი როდესაც უმაღლეს საფეხურზე იმყოფები, თუმცა აბა სხვა სახეობებს კითხე, ზოგს ხომ სულაც გართობისთვის ვკლავთ. ისე მაგალითისთვის არსებობს მატლი სახეობა ლოა ლოა გავრცელებულია ინდოეთსა და აფრიკაში და მისი ცხოვრების ერთადერთი ადგილი ბავშვის თვალის გუგაა. სამართლიანია?
  21. Kaspar Schmidt დნმ-ით ბოსტნეულთანაც გვაქვს საერთო და იქნებ ბოსტნეულიც არ გვეჭამა ეგეც ხომ ნათესავია და კანიბალები გამოვდივართ მაინც? სრულად ვაცნობიერებ, რომ ჩემი ხორცის ჭამა სხვა არსებების ტკივილი და სიკვდილია, თუმცა ჩემი ცნობიერების თავად არსებობაც პირდაპირ დაკავშირებულია პრიმატების ჩვენი სახეობის არსებულ დიეტასთან და ჩვენ წინაპრებს რომ არ ეჭამა ხორცი და ვეგეტარიანელებად დავრჩენილიყავით, ვეგეტარიანელისთვის საჭირო ყბის ძვლის სიდიდის და უზარმაზარი სახის კუნთების გამო პატარა ადგილი დარჩებოდა ტვინისთვის და როგორც სხვა პრიმატი მაგალითად გორილა დავრჩებოდით ევოლუციის უფრო დაბალ საფეხურზე. ცხადია ადამიანის ჩამოყალიბებას კიდევ სხვა პირობებიც ჰქონდა, თუმცა კვებას უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის თავის ქალაში ტვინისთვის განკუთვნილი ადგილის ზომის ჩამოყალიბებაში. სამწუხაროა, რომ ბუნებრივი გადარჩევა უაღრესად უსამართლო პროცესია, თუმცა ჯერ ვერცერთმა სახეობამ ვერ მოახერხა მასთან გამკლავება. არც თქვენ გირჩევთ ამას.
  22. მეც ვერ ვპატიობ ფრიდრიხას შეღებილი კამერების სურათებს რომ გვიდებდა რა საამურია ციხეო და დაგვცინოდა რომ ვამბობდით ხალხს აწამებენო. მოვიდეს და გვითხრას რატომ იტყუებოდა. რამოდენიმე ვარიანტია, ან უტვინოა და ვერ ხვდებოდა ამ ამბებს და არ გვიჯერებდა (რაც მეეჭვება), თვალს ხუჭავდა ამ ამბებზე, რაც აბსოლუტურად ამორალური საქციელია, ან თავადაც იღებდა მონაწილეობას ამ სადიზმში. პ.ს. სატურნთან მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს.
×
×
  • შექმენი...