Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. მე უბრალოდ სხვადასხვა რელიგიების სწავლება გაგიზიარეთ. ვფიქრობ საინტერესოა.
  2. Saturn შენ მახსოვს ეგვიპტეში ნამყოფი ხარ. თუ ვცდები? თევზი ჭამე?
  3. მოკლედ აჰა პატარა ისტორიული მოკვლევა სხვადასხვა რელიგიებიდან. ვიცავ ეთიკას და ჩვენზე არაფერს ვამბობ ------------------------------------------------------------- ა) ინდუიზმის მიხედვით კრიშნა დაიბადა სქესობრივი კავშირის გარეშე. "გონებრივი გადაცემა" მოხდა ვასუდევას (Vasudeva) მიერ და ის გონებით შევიდა დევაკის (Devaki) საშვილოსნოში და ასე დააფეხმძიმა დევაკი. ბ) ძველბერძნული საკულტო ღვთაება ატისი (Attis) აგდისტის (Agdistis) და Nana (ნანას) შვილი. აგიდისტს გააჩნდა ორივე მამრობითი და მდედრობითი სქესი. მაგრამ ოლიმპოს ღმერთებმა შიშით მოაწყვიტეს მამრობითი სასქესო ორგანო გადააგდეს. სადაც პენისი დაეცა იქ გაიზარდა ნუშის ხე და როდესაც მისი ნაყოფი დამწიფდა, ნანამ მოწყვიტა ნუშის ნაყოფი და ჩაიდო საშოში. ( ) ნუში გაქრა და ნანა დაორსულდა. ასე გაჩნდა ატისი. გ) ბერძნული მითოლოგიის ნახევარღმერთი პერსვსი იყო ზევსის და დანაეს შვილი. ზევსი ოქროს შხაპის ფორმით გამოეცხადა დანაეს და ესე დააორსულა იგი. ასე გაჩნდა პერსევსი. დ) ბუდა - გაუტამა სიდჰართჰა იყო დედოფალი მაჰა მაიას და მეფე სუჰოდანას შვილი. დედოფალს სიზმარში გამოეცხადა თეთრი სპილო ექვსი თეთრი ეშვით და სპილო დედოფლის გვერდში შევიდა. ასე დაორსულდა დედოფალი. ასე გრძელდება გაუთავებლად, თუმცა ერთსღა ვიტყვი, და ესეც ჩემი სიმპატია ამბავი ეგვიპტური ღმერთი ჰორუსი (Horus) იყო ქალღმერთი აისის (Isis) შვილი. მას შემდეგ რაც აისისის ძმამ სეთმა (Set) მოკლა აისის ქმარი ოსირუსი (Osiris) მან შეაგროვა გარდაცვლილი ქმრის სხეულის ყველა ნაწილი, გარდა ოსირუსის ასოსი რომელიც ნილოსში გადააგდეს და იქ ლოქომ შეჭამა . ამის მერე აისისმა გამოიყენა მისი მაგიური ძალა და აღადგინა ოსირუსი ოქროს ფალოსით, რათა დაფეხმძიმებულიყო. სხვა ვერსით აისის განაყოფიერებულ იქნა ღვთაებრივი ცეცხლის მიერ. მაგარია რა მთავარია კუტა არ იყოს მაგ ამბავში გარეული , გოთვერანი ლოქო, როგორ შეჭამა ნილოსის ლოქო არ ჭამოთ
  4. მართლმადიდებლები. გარდა მაგისა ჩემ გვარში ყველა წინაპარი მართლმადიდებელი მღვდელი იყო . მთელი სერიოზულობით გეუბნები. მე უფრო მეცნიერულად ვუდგები საკითხს და არც მჭახეს თქმით სახელის მოხვეჭა მსურს.
  5. ბებიაჩემს, რომ .... ქონოდა ხო იცი ეგ ამბავი მორჩა ვიწყებ, ვეღარ ვაკავებ ეშმაკს, ჩლიქები და რქები უკვე გამომივიდა :fridrix: ეხლა რამე ჩოთვერნობას დავწერ
  6. მე ღმერთის არ მჯერა და ეშმაკისას დავიჯერებ ეს თქვენ მორწმუნეებს გწამთ რქებიანი და ჩლიქებიანი (ნეტა ვინ შეუმოწმა) ეშმაკის არსებობა
  7. შეეშვით რა ძმურად რელიგიას, თორე საღერღელი მომეშლება და მოვხსნი გუდას თავს და მერე მორწმუნეებს გეწყინებათ სიმართლის გაგონება
  8. მე კიდე ტარიელ ჭანტურიას ლექსი გამახსენდა: "ჩვენ არ გვინდა კარტერ ომი, მხოლოდ გვინდა ცხელი ღომი, ხინკალი და ხაჭაპური, კარგად მოზელილი ცომით" :D :D
  9. ჩემი აზრით ისტორია არის მაგარი არაზუსტი და სუბიექტური მეცნიერება, ვინაიდან რეალურად შეუძლებელია გარკვეული ფაქტების დამტკიცება და სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ესა თუ ის ისტორიკოსი დასკვნებს აკეთებს და მერე ამ მის სუბიექტურ დასკვნაზე ხდება მთელი თეორიების ჩამოყალიბება. მერე მომავალი თაობა ამატებს კიდე და ასე შემდეგ. ანუ რეალობის მაგივრად ვიღაცის სუბიექტური ვარაუდებია ათვლის წერტილები. ამიტომ ისტორია არის არაზუსტი და ყველგან პროპაგანდისტული მეცნიერება. მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით დაფიქსირებული დღევანდელობა მისცემს მომავალ თაობებს უფრო რეალური ისტორიის დანახვის საშუალებას და გათხრებში ნაპოვნი ძვლებით არ იმსჯელებენ. თუმცა ესეც სადაო იქნება, ვინაიდან ამა თუ იმ მოვლენას და ფაქტს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვავს.
  10. კი ყავს, მოსახლეობის მასიური გაუნათლებლობა. ამაზე დიდი საყრდენი არ ყავს არც მიშიზმს და არცერთ სხვა ავტორიტარს საერთოდ. ამიტომ არის საჭირო ამ ადგილას დარტყმა. განმანათლებლები გვჭირდება, ილიას თაობა. რამენაირად ტელესერიალების, ჯეოსტარის და შაშკინის კლუჩნიკების განათლებიდან, რომ გამოვიდეს ხალხი. უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ თავისუფლებაზე დიდი არ არსებობს არაფერი და მისი შეზღუდვა "მტერი 40 კმ-შია" ან "აბა ედიკას დრო გერჩივნა" მიზეზით არის სამშობლოს ღალატი.
  11. უი დამავიწყდა ჩვენი ახალი წელთაღრიცხვა ხომ 2003 წლიდან იწყება
  12. გადამამუშავებელი საწარმო, რომ გააკეთო ადგილი უნდა იყიდო, საწარმო გამართო, ანუ კაპიტალური დანახარჯები არის საჭირო. და მე რომ ვიყო თხილის ბიზნესში, ამას არ ვიზამდი, ვინაიდან უკვე ქონება დაბმული მექნებოდა ერთ ადგილზე და ადვილი სამიზნე ვიქნებოდი ნაციონალებისთვის. ნედლეულის ექსპორტი კი იოლია. უცებ შეაგროვებ ფარდულში თხილს და გაიტან. მისცემ ერთჯერად ქრთამს ნაცბანდას და დაიმალები. აი ამიტომ არ კეთდება საწარმო, თორე წარმოიდგინე სადაც გააქვთ იქ რამდენად ძვირი დაუჯდება გადამუშავება, ვიდრე ჩვენთან იაფი მუშახელის პირობებში. მარა ამათ გამო ეგ არ იქნება. აი ეგ არის პრობლემა.
  13. Saturn სანამ ტყულს დამაბრალებ, მანამდე იკითხე 1988 წლის ნოემბრში დაწყებული აქციების შესახებ.
  14. მეტიც გვიმიტინგია. მინისტრი სახლს ვერ წაგართმევდა და სოციალური სამართალი გაცილებით მაღალ დონეზე იყო. ქუჩებსაც უფრო კარგად აგებდნენ და ხალხსაც სამსახური ჰქონდა. პოლიტიკური უფლებები კიდე არც ეხლა გვაქვს.
  15. კარგი ეხლა მეფის რუსეთი როგორ არ იყო რუსების პრივილეგიების მიმნიჭებელი არ გადამრიო. მთავრობა გაგიუქმეს და რუსები გმართავდნენ, ეკლესიაშიც კი ლოცვა აკრძალეს ქართულად. კომუნისტებმა დაუშვეს სახლემწიფო საქმეების და ეკლესიის ქართულად წარმოება, ხო არ გავიწყდება და მეფის რუსეთს აქკრძალული ჰქონდა.
  16. არ არის ეგრე. მსო-ს კანონები დაღეჭილი მაქვს. გეშლება. ექსპორტზე აქციზის შემოღება არანაირად არ დაარღვევს მსო-ს კანონმდებლობას. იმპორტზე შემოღება არღვევს -------------- ბაბუ უბრალოდ არ გეწყინოს მარა ექსპორტზე აქციზი ისეთი მაზალო რამეა, რო დაჟე არც უფიქრიათ მაგის მსო-ს კანონებში შეტანა. როგორც წესი ადგილობრივ წარმოებას ანიჭებს ქვეყანა უპირატესობას და იმპორტზე იღებს დამატებით გადასახადს და ეს არის ძირითადად დარეგულირებული მსო-ს კანონებით. ექსპორტის ნებისმიერი სახით შეზღუდვა საფუძველს მოკლებულია და იმიტომ. ის, რომ საქართველოში წარმოების გაკეთება არარენტაბელურია, ამას სხვა მიზეზები აქვს და სწორედ ის უნდა აღმოიფხვრას და არა აქციზის შემოღება. წარმოების გამართვა მრავალწლიანი ბიზნესია და ნაციონალების რეკეტის ხელში არ არის რენტაბელური. სწორედ ეს არის მიზეზი და ამას უნდა ვებრძოლოთ და არა ამ ზეწოლის ქვეშ წარმოების ადაპტირება მოვახდინოთ ანუ რასაც შენ გვთავაზობ. თუ აქციზი დაწესდა შედეგი ის იქნება, რომ ამათი შიშით წარმოებას მაინც არავინ შექმნის და ნედლეულიც (დაუმუშავებელი თხილი) გაძვირდება და არაკონკურენტუნარიანი გახდება. ანუ რაც არის ისიც დაიკარგება.
  17. "ჯერჯერობით"-ში სანამ საქართველო არ გახდება დემოკრატიული, შეიძლება ეგ იგულისხმეს
  18. მეგობარო რუსეთის იმპერიას და საბჭოთა იმპერიას ნუ ურევ. რუსეთის იმპერიაში ნამდვილად მეტი უფლებები ჰქონდათ რუსებს ვიდრე სხვა ერებს. აი საბჭოთა კავშირი სხვა იყო, ეს არ იყო ნაციონალურ იდეაზე შექმნილი იმპერია. იყო სხვა იდეოლოგიაზე შექმნილი, ამიტომ მიდგომა არის ეშმაკური და ნუ ურევ. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ სახელმწიფოებრივი თავისუფლება. თუ ეგრეა მაშინ მიშას რას ერჩი, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და სხვა ერის მონა არც ეხლა ვართ. პიროვნულ თავისუფლებებს რა ვუყოთ? აი მაგაზეა ლაპარაკი. ეგ იყო შეზღუდული საბჭოთა კავშირში და მაგიტომ იყო საპყრობილე. ეხლაც პიროვნულ უფლებებს როიმ ზღუდავს ეს მიშა თავგასიებული და იმის მხარდამჭერები, სწორედ მაგას ვაპროტესტებ. საბჭოთა კავშირი კი ნამდვილად უფრო სამართლიანი სახელმწიფო იყო ვიდრე დღევანდელი საქართველო და საკითხის არასწორად დასმის გამო ნუ დავიბნევით. ის ფქტი, რომ თავგასიებული მიშა ავადმყოფია და ავტორიტარი და შექმნა ჩაგვრის რეჟიმი, სულაც არ ნიშნავს, რომ საბჭოეთი კარგი იყო.
  19. იშლება არ იშლება არ ვიცი მარა აი ამაში 1000000% გეთანხმები.
  20. ჰეჰე ეს სტატია ნახეთ, ვანომ ვინც ხმას ამოიღებთ ინდირა განდის მკვლელობის ბრალდებით დაგიჭერთო. აბა ეს ლინკი ნახეთ ====> http://www.presa.ge/new/?m=news&NID=2114 მეეჭვება თავის თავის დაჭერას გეგმავდეს
  21. კაი ეხლა, აბა ერმაკის ლაშქრობა და ციმბირის შემოერთება რა ჩემი ფეხები იყო. სკოლებში როგორც ექსკურსია ისე ასწავლიან. 100 წლის მერე ეგრე ასწავლიან ჩეჩნეთის ეხლანდელ გენოციდსაც. ყველა მალავს თავის ისტორიის შავ ხვრელებს. ასე რომ მაგ სისულელეებს ნუ აყვები. რუსები ინგლისელების ველურობაზე საუბრობენ და ინგლისელები რუსების. ქართველები სულ ვამაყობთ დაპრობითი ომები არ გვიწარმოებიაო. აბა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე თავისით გახდა? არ გიფიქრიათ ამაზე? თუ თავისით შემოგვიერთდნენ . რუსებიც ეგრე ასწავლიან საქართველო თავისით შემოგვიერთდაო ეგრე მალავს ყველა თავის დანაშაულებს. ჩვენ რომ ეხლა 100 მილიონი ვიყოთ რუსებივით, წარმოიდგინე რამდენ უბედურებას მოვუტანდით სამყაროს , მარა ქალიშვილობის ინსტიტუტი მაგრად იცავს სამყაროს ამ უბედურებისგან დამპყრობელი ყველა დამპყრობელია და კარგი და ცუდი არ არსებობს.
  22. სტუდენტი სხვა საქმეა. სტუდენტმა უნდა იბობოქროს. მარა ესნი სკოლის ბავშვები არიან. ყველაზე გაუგებარ მდგომარეობაში. თითქოს თავისუფალი დაიბადე და იწყება მასწავლებლების, მშობლების, მეზობლების, მოძღვრების ზემოქმედება. კუტუზე ხელს ნუ იკიდებ, ცხვირში ხელი არ შეიყო, მერე მოძღვარი ეკითხება ანანიზმზე და ლოცვით "კურნავს" ამ "მანკიერ" მოვლენას, მოკლედ ეს ქენი ის ქენი და არეული აქვს ყველაფერი. ამიტომ მაგან რა უნდა გააპროტესტოს, არ გადამრიო ეხლა. აი სტუდენტი კიდე ყველაფერს უნდა აპროტესტებდეს. ამდენი სისულელე რაც ბავშვობაში უტენეს თავში და შეზღუდეს ამოხეთქავს და ესეც უნდა იყოს . სუდენტმა ერთხელ მაინც თუ არ მიიღო მიტინგში მონაწილეობა იმისგან არაფერი გამოვა. ბავშვებს კიდე თავი დაანებეთ, ისწავლონ რამე ის სჯობს, თორე თუ არ ისწავლიან, მარტო ის დარჩება, რაც მე ვთქვი ზემოთ და მერე გაუნათლებელი და გაბრაზებული ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდება. პ.ს. მიშა ხელი გამოიღე ცხვირიდან!!!
  23. დიახ, უფრო მეტიც 2 წლის ბავშვსაც შეიძლება რამის გაპროტესტება უნდოდეს. ამიტომ რა ვქნათ? პამპერისანი მიტინგები ვატაროთ?
×
×
  • შექმენი...