-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
იუნესკომ ბაგრატის ტაძარზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა
ტაშიი replied to ტაშიი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დარწმუნებული ვარ მიშას მაგრად სძულს ყველაფერი კარგი რაც 2003 წლამდე გაკეთდა საქართველოში. ბარბაროსების შემოსევაა რა. "აგორა" კინო ნაციონალურ მოძრაობაზეა გადაღებული. ეს რომ მიუშვა ვეფხისტყაოსანს დაწვავს და ახალს დაწერს თვითონ, ან ზაალ სამადაშვილი დაუწერს და ეს დაიბრალებს. -
იუნესკომ ბაგრატის ტაძარზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა
ტაშიი replied to ტაშიი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აი ორიგინალი წყაროც: http://www.unesco.org/new/en/media-services/single-view/news/world_heritage_committee_inscribes_bagrati_cathedral_and_gelati_monastery_georgia_on_list_of_world_heritage_in_danger/ -
18:20 04.11.2010 [ნინო მიქიაშვილი] იუნესკოს (მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის) საბოლოო დასკვნის ქართული თარგმანი, რომელიც ბრაზილიაში ჩატარებული 34–ე სესიის შემდეგ, იუნესკოს საიტზე ინგლისურ ენაზე დაიდო (http://whc.unesco.org/en/sessions/34COM/documents) და 25ივლისი–3 აგვისტოთია დათარიღებული, პრესა.გე–ს მოაწოდა არქიტექტორ–რესტავრატორმა ნატო ცინცაბაძემ, რომელიც ამავდროულად იკომოსის ეროვნული კომიტეტის – იკომოსი–საქართველოს წარმომადგენელია. მისი განმარტებით, იუნესკოს დასკვნის ქართულად გადათარგმნაზე, იკომოსი–საქართველოს თანამშრომლები მუშაობდნენ, რისი მიზანიც ისაა, რომ დოკუმენტი დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. დასკვნის ქართულად გადათარგმნაზე მუშაობა ერთი თვის წინ დასრულდა და უახლოეს დღეებში იკომოსის – ძეგლებისა და ღირშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლობა თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნებს. მანამდე, პრესა.გე გთავაზობთ ამონარიდებს იუნესკოს დასკვნის ქართული, 9–გვერდიანი თარგმანიდან. მას შემდეგ, რაც დასვნას ქართველი სპეციალისტები გაეცნობიან, შემოგთავაზებთ მასალას, რომელშიც წაიკითხვათ მათ შეფასებებს (რასაკვირველია, თუ ამის სურვილი ექნებათ), ამ დასკვნასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ 12 ოქტომბერს, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორმა, რაინერ ბარტელმა, ატენის სიონის ირგვლივ საჯარო ლექცია წაიკითხა, პრესა.გე–მ, შესვენების დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, სიძველეების მოყვარულად ცნობილ ნიკა ვაჩეიშვილს ჰკითხა, იუნესკოს საბოლოო დასკვნის შესახებ, ხომ არ ჰქონდა ინფორმაცია. პასუხად მივიღეთ ეს – “რა ვიცი, არ ვიცი, გამოქვეყნდა?..“ მან ჩვენთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და ზურგი შეგვაქცია. გამოქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია, რომ იუნესკო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას, იმასთან დაკავშირებით, რომ წევრი ქვეყნის მიერ ძეგლზე განხორციელებულია შეუქცევადი ჩარევები. იუნესკო საქართველოს მოუწოდებს: დაუყოვნებლივ შეაჩეროს ბაგრატის კათედრალზე მიმდინარე ყველა სამუშაო, რაც საფრთხეს უქმნის ძეგლის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას, ინტეგრულობასა და ავთენტურობას; ასევე მოუწოდებს საქართველოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულების, ინტეგრულობისა და ავთენტურობის დასაცავად; უზრუნველყოს ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობის მონიტორინგი და შესწავლა; უზრუნველყოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის ისტორიულ ძეგლთა გრძელვადიანი კონსერვაცია და გამაგრება. იუნესკო საქართველოს ასევე მოუწოდებს დაიწყოს კონსულტაციები საერთაშორისო ინჟინერ-რესტავრატორებსა და არქიტექტორ-რესტავრატორებთან, რათა განიხილონ, როგორ შეიძლება, სრულად ან ნაწილობრივ, გამოსწორდეს უკვე განხორციელებული ჩარევები და უზრუნველყოფილ იქნას ბაგრატის კათედრალის ნანგრევების სრული კონსოლოდაცია: “ითვალისწინებს რა, რომ წევრმა ქვეყანამ არ შეასრულა კომიტეტის 33COM 7B.103 გადაწყვეტილების ყველა მოთხოვნა, რის გამოც ძეგლი საფრთხეშია (მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის) სახელმძღვანელო პრინციპების თავი IV. B-ის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, ბაგრატის კათედრალი და გელათის მონასტერი შევიდეს საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში“. იუნესკო თავის დასკვნაში ასევე აქვეყნებს “დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ცვლილებების“ განრიგს და ამასთან, საქართველოსგან მოითხოვს: “მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს 2011 წლის 1 თებერვლისთვის წარუდგინოს ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში, მენეჯმენტის გეგმის პროექტის 3 ნაბეჭდი ეგზემპლარისა და ელექტრონული ვერსიის ჩათვლით, რომელიც განხილულ იქნება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესიაზე 2011 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ თუ ბაგრატის კათედრალზე სარეკონსტურქციო სამუშაოები გაგრძელდა, ძეგლი, (კონვენციის) სახელმძღვანელო პრინციპების თავი IV. C -ის შესაბამისად, შესაძლოა, საბოლოოდ, ამოღებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან“. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1725 ----------------------------- აი აქ კი იხილავთ მეორე პრობლემას სადაც თალიბები ბუდას უნიკალურ ისტორიულ ძეგლს აფეთქებენ. http://www.pakistan.tv/videos-ancient-buddhist-kingdom-in-afghanistan-%5BePOql7HvmlQ%5D.cfm იუნესკოს დღესდღეობით 2 ყველაზე დიდი საზრუნავი აქვს, ნაციონალები საქართველოში და თალიბები ავღანეთში.
-
ტრაქტორები რო შემოიყვანეს იმ დღეს მომიწია ავტობანზე ბევრი სიარული და მთელი დღის განმავლობაში მცხეთამდე ჩაიყვანნენ და უკან მოყავდათ. თან ზო ადგილას დიდ ხანს იდგნენ გაუნძრევლად. ანუ შემოსასვლელში სადაც ყველაზე დიდი მოძრაობაა იქ აპაკაზუხებდნენ
-
ტყე გამოუშვით თქვე ფარჩაკებო !!!
-
ბუში: მიშიკოს და ვალოდიას შედარებითი დახასიათება
ტაშიი replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
babuagiorgi კაი ბაბუ ნუ გაბრაზდი. მეგობრულად გავიშაყირე არ მიფიქრია შენი წყენა, თანაც ლამის ერთი ასაკის ვართ, ბაბუს უბრალოდ შენი ნიკის გამო გეძახი
-
ეგ თქვენ რომ ბერდებით და გერხევათ გგონიათ მთელ სამყაროს ერხევა თორე აა ბატონო
-
რათა აიათოლა-მიშისტი ვეგონე? მაგ ლაზღანდარობას სჯობს პმ-ში კითხვა მოგწერე აიტიშნიკის და იმაზე მიპასუხო.
-
მე კი მგონია რომ წაიკითხა უკვე და მინისტრთა კაბინეტსაც ამ პრინციპით ამუშავებს. რა ვერა, მიშა ვერ იზამს თუ რა. გგონია ვერა
-
კაი იდეაა ხო იცი. მარა მერე პატრულში ვიღა იმუშავებს ყველა ყანაში გავა
-
ბუში: მიშიკოს და ვალოდიას შედარებითი დახასიათება
ტაშიი replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უი ეგ როგორ ამერია მომიკვდეს თავი ------ ისე ამერიკაში ვიყავი ბოლო 2 თვე და რო არ მოგატყუო კვირაში ერთხელ მაინც მივდიოდი წიგნის მაღაზიაში, თუმცა მე იქ ბუშის წიგნი არ შემიმჩნევია . დაჟე სარა პეილინის იყო, მარა ბუშის არ ყოფილა. ხოდა, მხოლოდ ქართულად ხომ არ დაწერა ნეტა . -
ბუში: მიშიკოს და ვალოდიას შედარებითი დახასიათება
ტაშიი replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უი ის ანეგდოტი გამახსენდა მალაია ზემლია თუ ცელინა თუ რა ერქვა არ მახსოვს, რომ დაწერა ბრეჟნევმა. ხოდა მთელი დღე ესმის ქება დიდება საკუთარი წიგნის და დღის ბოლოს ამბობს, ყველა აქებს ეტყობა კარგი წიგნია და მოდი მეც წავიკითხავო -
ჰეჰე ხო იცი ბოლოს რომ ვიყავი სირმა მესაზღვრემ ფურცელს, რომ გირტყამენ ვიზაზე იმაში შესვლისას ჩამიწერა ირანის მოქალაქე . მერე უკან რომ გამოვფრინდი ატლანტადან (ჯორჯია) წამოვედი და რომ მივაწოდე მაშინ დავაკვირდით მაგ სისულელეს, მანამდე ნანახიც არ მქონდა. ხოდა ჯორჯიელები გაბრაზდნენ ჯორჯია ეწერა და ირანი ჩაგიწერა მაგ სირმაო . აბა მეთქი იგივეა მასაჩუსეცი რო გეწეროს და საბუთში ტაილანდი ჩაწერო თქო. რა გინდა რომ ქნას? ესეც მაგ ხმებს ხომ არ გამოსცემს
-
თუ არ ვცდები აი ეს არის მიშას სიდედრი http://t3.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcTMarkg2-3IfeFCQCf6f9Bl1JcdpwG-VoIP2xIasuWrsQ-4iEM&t=1&usg=__XQfXluZZhTjydJBLO7WExXih0uQ= პუტინის სიდედრის სურათი თუ ვიშოვე იმასაც დავდებ
-
ორიგინალს ვერ ვპოულობ, ამიტომ აი ჯაპანას იმიტაცია http://www.youtube.com/watch?v=yyxhSoCUtlA
-
ერთი ერთზე რომ ვაჩხუბოთ, ნუ იმის გათვალისწინებით, რომ მიშიკო შიშით არ გაიქცევა, ნეტა ვინ მოერევა? ალბათ პუტინი, მაინც ყოფილი ძიუდოისტია ეს კიდე არასპორტული სირინოზაა. მაგის პენალის დარტყმა, რად ღირდა მარტო. მე მგონი მაგის პენალის მერე გადაწყვიტეს სეპარატისტებმა ბრძოლა. ვინმესთან დაპირისპირებული, რომ ვარ და ეგეთ პენალს დავინახავ, ისეთი გული მომეცემა რო ....
-
ორდიპლომიანი ტაქსისტების და უდიპლომო მინისტრების ქვეყანა ყანას კიდე ცოტაც და მე გავთოხნი ნაღდად იმდენად მომგებიანი იქნება ზარმაცდიპლომიანცმანდატურიანცების მშიერ სამეფოში. თან არც ყალბი ამპარტავნობა მაწუხებს. მაგ უნივერსიტეტს კიდე ეტყობა ერთი სტრატეგიული შეცდომა მოუვიდა, მიშას დედა პრორექტორად არ მიიწვია და იმიტომაც ეხლა დედა აღარ ეყოლება. გიული ხომ საქართველოს პრორექტორია.
-
არ მისმენ ეტყობა. იყო ვიდეო, რომელზეც ნათლად ჩანდა ყველაფერი. მაშინ სუბარი ჯერ კიდევ ომბუდსმენი იყო. მოიპოვა ეს ვიდეო. მერე ჩაატარა საჯარო სხდომა ტელევიზიით გაშუქდა, ანახეს ვიდეო კადრები და გადასცეს სამართალდამცავებს გამოძიებისათვის. მაგრამ რეაგირება იყო 0. ეხლა მე სად გიპოვო ეგ ვიდეო. ან რომც გიპოვო რა მერე.
-
ამაზე კიდე მაგრად გთხოვ უბრალოდ იკითხე რა და მერე პმ-ში მომწერე. გეფიცები არავის ვეტყვი და არც ვიტყვი, რომ შენ მომწერე.
-
Saturn ზემოთ რომ დავწერე იმაზე რას იტყვი, ვიდეო კადრები ზონდერებით ტელევიზორშიც კი იყო. რატომ ვერ იხსნება საქმე. მეტი რა მტკიცებულებებია საჭირო? სოფლის გამომძიებელი დურუ ხუნჭუა გახსნიდა მაგ საქმეს.
-
სატურნ კიდე ერთი ეს მაინტერესებს, მოდი გულზე ხელი დაიდე და აღიარე, აი ფეკალური მასებიანი პარკები რომ ესროლეს მომიტინგეებს ისინი ვინ იყვნინ? ხო დარწმუნებული ხარ ვინც იყო იმაში, მარა ვერ იტყვი. კარგი არ აღიარო და დავუშვათ ჩემი ვერსია მართალია და პოლიციელები იყვნენ. მოდი ტექნიკური მხარე განვიხილოთ. არ დაფიქრებულხარ, როგორ მოხდა ამ სიბინძურის შეგროვება? უფროსმა დაავალა ტიპებს და ალბათ მწკრივში დადგნენ და პარკში ერთი შვებოდა და მერე მეორეს აწვდიდა პარკს და მერე ის ამატებდა. უბრალოდ მაგრად მაინტერესებს ეს ტექნიკური მომენტი.
-
მეტი სამხილი რა უნდა იყოს კამერაზე დაფიქსირებულია სახეებიც და მანქანებიც. ტიპები ნახადუ მანქანიდან რო ხტებიან ეგ იყო მაგარი. რო უყურებ სპეცნაზის ოპერაციაა. უბრალო ადამიანი ეგრე ვერ გადმოხტება მანქანიდან . მეტი სამხილი რა უნდა იყოს? ვიდეოა ჩაწერილი თან სახელს და გვარს ხომ არ იყვირებს ტიპი.
-
Saturn ვიდეო ჩანაწერიც ხო გამოაქვეყნა ერთხელ სუბარმა ზონდერების. ბანკის გარე თვალთთვალის კამერით გადაღებული. მე ჩემი თვალით ვნახე ზონდერები. იმათი დაჭერაც ვერ ხერხედება არა?
-
დარწმუნებული ვარ საბჭოთა მილიცია ამ საქმეს გახსნიდა. პროფესიონალი კორუმპირებულების რეჯიმი იყო კომუნისტები და ეხლა არაპროფესიონალი კორუმპირებულებით შევცვალეთ.