Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. ანუ მე ან შენ სად წავალთ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ლაზარეს რა მოუვა არ აქვს მნიშვნელობა? ან თუ შენი თქმით ლაზარე ესე საექსპერიმენტო მოდელია და სასწაულის საჩვენებელად არის, მაშინ რა გარანტია მაქვს, რომ მეც ერთ დღეს ესეთ უმნიშვნელო მაგალითად არ გამომიყენებენ და სამოთხის კარს მიმდგარს უკან არ გამომაბრუნებენ?
  2. გასაგებია, მეც ვიფიქრე მაგაზე და არაფერს ცვლის, ხომ ხვდები რასაც ვგუსლისხმობ. ანუ თუ ის ჯოჯოხეთში მიდიოდა რატომ მოაბრუნეს? ან თუ სამოთხეში მიდიოდა რას ერჩოდნენ?
  3. ჩუქჩა შენ შემთხვევით ვარდებისრევოლუციამდელი ბავშვი ხომ არ ხარ?
  4. აბა ესე შეხედე: მიშას მშვიდი წასვლა როგორ უნდა მოხდეს? ისევე როგორც ედიკასი, ხომ მართალი ვარ. ანუ ლოგიკურად მიშა ეცდება როგორმე თავისი მემკვიდრე დატოვოს, თუნდაც ისე როგორც ეს ედიკამ ქნა. უფრო მეტიც სხვა გზა აღარ აქვს უკვე. ან "ვარდების რევოლუციით" წავა და ან მართლა ხალხი წერას გამოუყვანს. კიდე რომელ გზას ხედავ? მან სხვა არ დატოვა. ანუ ვაი და ბურჯანაძემ ერთი დაწივლოს "გადადექი, გადადექი" და მიშიკო წავიდეს ედიკასავით, მერე რას ვშვრებით? ანუ, ამის შიშით დასაშვებია იქ ყოფნა, რომ თამაშგარეში არ აღმოჩნდეს ფორუმი.
  5. ლაზარე რომ აღადგინა ღმერთმა მკვთრეთიდან, სულ ეს მაინტერესებდა, ნუ ჯოჯოხეთში ალბათ არ იქნებოდა, თორე ცოდვილ ჯოჯოხეთის ბინადარს ხომ არ აღადგენდა ღმერთი, ხომ მართალი ვარ? ანუ სამოთხეში იყო, ხომ? ხოდა ამ აღდგენით კარგი გაუკეთდა ლაზარეს თუ ცუდი? თუ ცხოვრების მიზანი ის არის, რომ სამოთხეში მოვხვდე, იქ მისული კაცი უკან რატო გამოაბრუნეს? ანუ ჯილდო წაართვეს და უკან დააბრუნეს? თუ ჯოჯოხეთის ბინადარი იყო მაშინ რა ლოგიკით მისცეს მეორე შანსი? ან თუ ამის გამო აღადგინეს სად არის გაგრძელება, დავიჯერო არავინ არ ჰკითხა ლაზარეს სად იყავიო? ან მერე როგორ მოკვდა? ან მოკვდა საერთოდ, თუ ისევ ცოცხალია? თუ ეს სამყარო დროებითი და მიზანი სამოთხეა, მაშინ ვერ ვიგებ ამ აღდგენის ამბავს?
  6. მართალი ხარ, მაგრამ გარდა მაგისა კიდევ ვიღებ შენს მიერ აქ დაწერილს, რაც ჩემი შეფასების კრიტერიუმებს უფრო დახვეწილს ხდის და სწორედ ამის საფუძველზე ვაკეთებ დასკვნას. თუმცა წინასწარ ვეთანხმები შენს მომავალ პასუხს და ვამბობ, რომ შეიძლება ვცდები. თუმცა : გეშლება, პირიქით პატივისცემით გიყურებ.
  7. ისე ლიბერტარიანელები როგორც წესი მამალი ქრისტიანები არიან. სწორედ ამიტომ არიან თავისუფლების ინსტიტუტის დამქაშები ოფიციალურად ქრისტიანები, შეგიძლიათ იხილოთ მათი სიფათწიგნის გვერდები. ვიცი, რომ ეს თვალთმაქცობაა და ამის გარეშე ამერიკელებთან გაუჭირდებათ ურთიერთობა, მაგრამ მაკვირვებს მორწმუნეების აგრესია ლეოს მიმართ. პირდაპირ აღიარებს რასაც ფიქრობს და არ თვალთმაქცობს სხვებივით. თუმცა გეთანხმებით, რომ ფორმები სადაოა. ისე მმკ რომ არა 100 წელი ვერ გავიგებდი ნეო ნაფტას არსებობას და პირიქით. ურთიერთპიარის მდგომარეობაა მმკ-ს და ლეოს სიმბიოზია ფაქტიურად რა გინდათ რას ერჩით თავისთვის რაღაცას ჯღაპნის ადამიანი, უბრალოდ ეპოტაჟის ელემენტებს შეიცავს და თქვენ ამ ანკესს წამოეგეთ. ამის ნაწერს რომ წაიკითხავ რა მოხდება, თქვენს მართლმადიდებლობას ჭავლი გაუვა თუ რა მოუვა? თუ თქვენს ღმერთს ძალა მოაკლდება? ამით არც თქვენს რწმენას და არც თქვენს ეკლესიას საფრთხე არ ემუქრება, ხომ ესეა? მაშ რა საჭიროა ესეთი აგრესია, მითუმეტეს თუ მორწმუნე ხარ? რატომ გრძნობ თავს შეურაცხყოფილად? პ.ს. ლეო ნაფტა არ გეწყინოს ჯღაპნისო, რომ ვთქვი, დამეთანხმე რომ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის სულ არ არის შენი ნაწერი. ისეთივე ნათელი დილა გამითენდებოდა, სულ რომ არ წამეკითხა შენი ლექსი, როგორიც უნდა გამთენებოდა უმაგისოდ. Siknadmo არც შენ გეწყინოს, მაგრამ მართლა რეკლამას უკეთებ ლეოს. ეგრე თუ გააგრძელეთ სალმან რუჟდი 2-ს გამოიყვანთ ლეოსგან.
  8. მიშა შენ ცოლ შვილს მოკითხვა. 2013 წლის მერე პრემიერობა უნდა და კიდე უნდათ გააგრძელონ სუბელიანების ნაირი "კარგი მენეჯერები"-ს ბოგინი. მენეჯერი რას ნიშნავს ჯერ ეგ თუ იცის მაგ უწიგნურმა. კომბლე ზღაპარი უნდა გავუგზავნო სუბელიანს წარწერით "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს". სიბერეში მაინც წაიკითხოს კომბლე მაგ "მენეჯერმა".
  9. შენზე ასაკით დიდი ვარ და მეტ ინფორმაციას ვფლობ. ისევე, როგორც ვიღაც ჩემზე დიდია და მეტ ინფოს ფლობს. გარდა მაგისა, განვითარების გარკვეულ საფეხურებს გავდივართ ყველა და ბუნებრივია შენზე მეტ ინფორმაციას ვფლობდე. ამიტომ, რაღაც მომენტში თუ დიდაქტიკური ტონი შემამჩნიე, ნუ გაბრაზდები, ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ მე რომ შენი ასაკის ვიყავი მაშინაც უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობდი, უფრო მეტიც, შემიძლია ვაღიარო, რომ მე, შენს ასაკში, შენზე ნაკლები ინფო მქონდა. იმედია ნაწილობრივად მაინც დაგაკმაყოფილა პასუხმა. რომ გწერდი ფანჯრიდან ლამაზი ქალი დავინახე მინი კაბაში და იმას შევხედე, ხოდა ტესტესტერონი მომაწვა... რაღაც მომენტში აბსოლუტურად დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდით. რა გონიერი არსებები თუ ძმა ხარ იუბკის დანახვაზე სულ მეცვლება გონება მომენტალურად გამოქვაბულის ადამიანი ვხდები. სულ ემოციებით არ ვართ და შენ გინდა დიალექტიკური მატერიალიზმი განვახორციელოთ ემოციურად გაუწონასწორებელმა ძუძუმწოვრებმა? ხო, შიმპანზეები კიდე კაპიტალიზმს დაამყარებენ კონკრეტულად შენ არ გიგულისხმე ემოციებზე, ზოგადად ადამიანებზე ვთქვი. ალბათ ხვდები, რომ მეც მემარცხენე ვარ, თუმცა ზედმეტად იდიალიზებას, რომ ახდენ ამ იდეების იმიტომ გედავები.
  10. Nukriko ხო კარგი, პირდაპირ გეტყვი, არ გეთანხმები ამ მოსაზრებაში. რა კლასობრივი ბრძოლა, უბრალო, ბანალური ბანდიტური რეჟიმია. ჰალსტუხები უკეთიათ და ეგ არის. არანაირი კლასობრივი ბრძოლა არ არის. მეტსაც გეტყვი. მარქსით ძაან ნუ გაერთობი, ხო ხედავ უკვე გელანდება რაღაცეები . ეგეც რელიგიასავით არის . ძუძუმწოვრები მიუხედავად იმისა, რომ გონიერები ვართ, მაინც მარტივები ვართ და ერთს მეორეთი ვცვლით. იესოს მარქსით და მარიამს როზა ლუქსემბურგით . ვერ აგიხსნი ამას, გარდა იმისა, რომ არ გვყოფნის ტვინი, როგორც ზომით ისე განვითარებით. ემოციები გვმართავს. საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები ეცადნენ რელიგია დიალექტიკური მატერიალიზმით შეეცვალათ და ეგერ ლენინის მუმია გააკერპეს. ამიტომ ფრთხილად იყავი. ;) უნივერსალური ფორმულა არ არის, ვინაიდან საბოლოოდ ჩვენი, მარტივი არსებების, შესასრულებელია.
  11. ამაში არ გეთანხმები. არც მოქკავშირის წევრი ვიყავი და თან სულ ედიკას ვლანძღავდი, მაგრამ ჩემი უფლებები არ შეზღუდულა. დაჟე მინისტრებთან პირში მითქვამს ედიკას სალანძღავი და არაფერი მომსვლია. გაცილებით დემოკრატიული წყობა იყო. არის კიდევ ერთი მომენტი. კლასობრივი დაპირისპირება, ნიშნავს ვთქვათ ბურჟუაზიის დაპირისპირებას მუშა-გლეხებთან. ანუ კაპიტალის მფლობელის-დამქირავებლის დაპირისპირება დაქირავებულთან. აქ კი სხვა შემთხვევაა. ნაცბანდა უპირისპირდება კაპიტალის მფლობელებსაც. ანუ ეს ჯგუფი გაერთიანებული არის არა კაპიტალის გარშემო და კაპიტალის დაცვის ინტერესებით. ამათ აკავშირებს, მხოლოდ და მხოლოდ ავადმყოფური მანიაკალური რეჟიმი, რომლის მოთხოვნაა ძაღლური ერთგულება და დაუნდობლობა. ამიტომ შენს მიერ მოყვანილ კლასიკურ მოდელში არ ჯდება. ნაცბანდა უპირისპირდება კლასობრივი დაპირისპირების მონაწილე ორივე კლასს, როგორც დამქირავებელ კაპიტალისტებს ისე დაქირავებულ მუშებს. ამიტომ ცოტა სხვა მოვლენასტან გვაქვს საქმე.
  12. ჰეჰე ევროპის ენერჯი ჩარტერში ჩალიჩობენ დიდი ხანია რუსეთის და მისი სატელიტების შეთრევას ევროპელები, მაგრამ არ გამოსდით არც მიშიკო არ შევა, ეგერ ნახავთ. პუტინს არ ევასება ეგ ჩართერი და იმიტომ არ ვრთ მაგის წევრები აქამდე, თორე ევროპელები იქით იხვეწებიან გაწევრიანებას მეც არა ვთქვი EU მემბერები ვხდებით თქო
  13. ამ ინფოს სულ 3 წყარო ვნახე, ერთი სატურნის მოწოდებული ქართული წყარო, მეორე მე რომ დავდე საიტი, ეგ არის აზერბაიჯანული საიტი და ჟურნალისტი ქართველია და მესამე რაშა თუდეი, რუსული საინფორმაციო, ანუ გაზპრომი. ხოდა ამდენად საეჭვოა სატურნის მოწოდებული ინფო. სანამ მე თვითონ არ მოვისმენ არ დავიჯერებ. ამათი საინფორმაციოების და თარგმანის არ მჯერა.
  14. მარა ევროპულ ინფოს ვერ ვპოულობ. ეგ რაც დავდე ზემოთ არის აზერული საინფორმაციო. რუსებიც იტყობინებიან მაგას მარა ევროპული წყარო ვერ ვნახე.
  15. ეტყობა ეხვეწებიან რუსებს არ მისცეთ გაზსადენიო და ერორი კიდე სხვანაირად თარგმნის მაინც რუსებს მისცემს მიშიკო, თუ მივუშვებთ lasha1997 აბა ეს ნახე http://en.trend.az/news/politics/1783407.html მართლა უთქვამს. არა ხომ ვაბობდი ყველა გვექაჩება ევროპაში ეს მიშიკო გვაფერხებს თქო.
  16. არა ბაროზო არ იყო. ის იააპ დე ჰოოპ სხეფერი იყო , თუმცა გენსეკს ვინ ეკითხება რას მოგცემს, წევრი ქვეყნები წყვეტენ.
  17. მიშას სამუდამო ყოფნაში ვერ ხედავს ტრაგედიას, პირიქით კარგიაო. ღრმა ფილოსოფიური ნააზრებია ჩემიო 7 ნოემბრის დარბევა მოეწონა. პროფესიონალიზმი ყოფილა ქუჩაში პოლიციის მარშირება და მიშა მიშას სკანდირება. კაცობრიობაზე დაბოღმილ ავადმყოფ ტიპებს მაგრად მოსწონს 7 ნოემბრის დარბევა და ამ სიამოვნებას ვერ ელევიან. ილია II-ზე აქვს გართულება. ეტყობა პრეტენზია აქვს ერის სულიერ მამობაზე . პ.ს. იერუსალიმის პოლიციას სპეციალური მომზადება აქვს გავლილი, რათა დროულად შეამჩნიოს ავადმყოფი ადამიანები. ძალიან ბევრი ბილეთს ყიდულობს ჩადის იერუსალიმში და იქ ცდილობს თავი მესიად გამოაცხადოს. ამიტომ ფსიქიატრიულში სპეციალური დეპარტამენტია სადაც ასობით "მესიას" მკურნალობენ.
  18. მიშა მაგრად მაგონებს ციციკორე ძიას ნატვრის ხე-დან. დღეიდან მე ციციკორეს ვეძახი. უი თან არც ბნელი ციციკორე ყავდათ სოფლის თავად არჩეული, თვითონ თავკაცობდა
  19. კოხტაპრუწობა გვიყვარს. განათლება დაბალ დონეზეა და მაგის ბრალია. ახალი ბიზნესი უნდა დავიწყო, დრაქში პეროს გაყიდვა ჩვენთან მაგარი ბიზნესი იქნება
  20. დიაკონი ქართულად დიაკვანია ------ ისე მაგის ლექციის მაგივრად, თუ ხელი მიგიწვდება რელიგიის მსახურებზე იქნებ სხვა რამეში დამეხმარო. ერთ დოკუმენტს ვეძებ, მაგრამ რთული საშოვნელია და იქნებ ეკლესიის ხაზით მაპოვნინო. კერძოდ მაინტერესებს გალილეის დაკითხვის ოქმი, ვატიკანის არქივებშია, მარა არ მიშვებენ.
  21. ხო აბა, ეხლა მარტო გიმნასტები და გიმნასტკები აყავთ პოლიცმაისტერებად თან თევზს რო არ ჭამენ ისეთები
  22. გადარჩი რა, გადარჩი ეგ რობოტპოლიციელია რობოკოპი
×
×
  • შექმენი...