-
პოსტები
1.571 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
2
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი akkai
-
irusha კი რააა...
-
იცი როგორ მიყვარს გოგოებთან ჭორაობაა? განსაკუთრებით სასმელის შემდეგ შეყვარებულები რო ახსენდებათ და თვალზე ცრემლები რო ადგებათ :D
-
პოლასიაა ვინაა?
-
gvanci_gvanci black angel ეს რაღა უბედურებაა.
-
ხოდა გაორმაგდებიან რუსეთის მოქალაქეობის მსურველი ქართველები...ევროპის ვიზის დაუბრკოლებლად მიღებს პერსპექტივით
-
irusha ეხლა გამოცდები რომ მქონდეს ცასაბარებელი, თავს მოვიკლავდი ალბათ
-
მალხაზ გულაშვილი: ამ ხელისუფლებას დავამთავრებ
akkai replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ იგი ამჟამად ცხინვალში იმყოფება. აღნიშნულის მიზეზად გულაშვილი მის შვილზე თავდასხმას ასახელებს. "ბავშვზე იყო თავდასხმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან. მათ სიგარეტის მოკიდების მიზეზით გააჩერეს ჩემი შვილი და 4-მა კაცმა იგი გაიტაცა. ვაკე-საბურთალოს გზაზე ჩემმა შვილმა ფაქტობრივად კისერი გამოღღრნა ერთ-ერთ გამტაცებელს, რის შემდეგაც ისინი იძულებულნი გახდნენ ავტომანქანა გაეჩერებინა. ჩემმა შვილმა გაქცევა მოახერხა და ტყეს შეაფარა თავი. მე ეს ყველაფერი გვიან გავიგე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მასზე თავდასხმა ხორციელდება. მას ავარია მოუწყვეს სიღნაღში და ფაქტობრივად იგი ღმერთმა გადაარჩინა", - განუცხადა გულაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს". მისივე თქმით, ამის გარდა მისი მეუღლე გაურკვეველმა პირებმა გააჩერეს და შვილის წინააღმდეგ დაემუქრნენ. გულაშვილი იმასაც აცხადებს, რომ მას ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა ბაქოში გადასვლა, მაგრამ იმის გამო რომ მისი შვილის პასსპორტს მოქმედების ვადა გასული ჰქონდა, იძულებული გახდა გეგმები შეეცვალა. "ბაქოში ვაპირებდი წასვლას, რათა ჩემ მეგობრებთან დამებინავებინა ჩემი შვილი, თუმცა ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ჩემი შვილის პასსპორტს მოქმედების ვადა 23 აპრილს გაუვიდა. მინდოდა იგი მშვიდობიან ადგილას გადამეყვანა, სადაც მას არ მისწვდებოდა "პიდარასტების" ხელი", - განმარტა გულაშვილმა დ აქვე დასძინა, რომ ცხინვალში დუშეთის რაიონიდან ფეხით გადავიდა. ნაწილ-ნაწილ დებს სააგენტო ინტერვიუს ფრაგმენტებს..ალბათ მოგვიანებით მთლიან ინტერვიუს დადებენ -
მალხაზ გულაშვილი: ამ ხელისუფლებას დავამთავრებ
akkai replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა სააგენტოს ტელეფონით. იმათაც "breaking news" - ( ) დაადეს ეგრევე სტატიას -
"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" თავმჯდომარე გულაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოუშვან ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული პირები. "თუ ხელისუფლება არ გამოუშვებს ქრისტესთვის წამებულ რაინდებს, ეს იქნება ნიშანი, რასაც მოჰყვება ის, რომ მე მომიწევს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. არ ვურჩევ ხელისუფლებას ჩემს ამ ზომამდე მიყვანას და ვაფრთხილებ, რომ მე დიდი შესაძლებლობები მაქვს", - განუცხადა გულაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს". მისივე თქმით, იგი ასეთ შემთხვევაში არ აპირებს რაიმე სახის დათმობაზე წასვლას. "300 ათასი კაცი კი არა, 10 ათასი კაციც რომ შევკრიბო, არ ვაპირებ ისინი სახლებში გავუშვა და ამ ხელისუფლებას დავამთავრებ", - განმარტავს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გულაშვილი. გარდა ამისა, გულაშვილის თქმით, იგი კვლავ გააგრძელებს ბრძოლას იმ პრინციპების დასაცავად, რომლისთვისაც "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" შეიქმნა და ყოველმხრივ დაუპირისპირდება "თავისუფლების ინსტიტუტს". "თავისუფლების ინსტიტუტი" უნდა აიკრძალოს, ან ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ იგი არის ამ ინსტიტუტის მძევალი. ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც და "თავისუფლების ინსტიტუტი" ერთი და იგივეა", - განაცხადა გულაშვილმა. ამჟამად ცხინვალში მყოფი გულაშვილი იმასაც აცხადებს, რომ იგი ცხინვალში, საკუთარ სამშობლოში იმყოფება და ამაში არავითარ უხერხულობას არ გრძნობს.
-
ვის აძლევთ თბილისის ადგილობრივ არჩევნებში ხმას?
akkai replied to ვეფხვი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მივალ არჩევნებზე მაგრამ ყველას გადავხაზავ, ბიულეტენს გავაფუჭებ! ეს თუ ყველას წინააღმდეგ ნიშნავს, მაშინ ამას ჩემი ხმა. იქნებ ჩაასწოროთ და "ყველას წინააღმდეგ " ჩაამატოთ. მადლობა. -
asds დღეს რაღაა და ხვალ იყოს.. ხვალეც ამ თვისაა
-
SHARI live სად არის? ვერ ვიპოვე
-
ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის, რობერტ მიულერის ჩამოსვლამ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია. მისმა კონფიდენციალურმა შეხვედრებმა ქართველ მაღალჩინოსნებთან დახურულ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ "საიდუმლო" ინფორმაციამ კულუარებიდან მაინც გამოჟონა. "კვირის პალიტრას" მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვასილ გიგოლაშვილმა სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. ჩვენს რესპონდენტს სადაზვერვო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სკოლის კურსდამთავრებულია: - ეჭვი არ მეპარება, რომ მიულერს ყველაზე საინტერესო შეხვედრა სწორედ ვანო მერაბიშვილთან ჰქონდა, სადაც მეტად მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრებდნენ. სავსებით შესაძლებელია, საქართველოში მისი ვიზიტი აშშ-ში იარაღის უკანონო შესყიდვებთან მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა. ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა მე სახელმწიფო დაცვის სამსახურში მნიშვნელოვანი პოსტი მებარა, ჩემი ამერიკელი მეგობრებისგან ასეთი ინფორმაცია მივიღე: "იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული სკანდალი მწიფდება და მასში საქართველოს მაღალჩინოსნები არიან გარეული". მაშინ ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმაც გაიგო ეს ამბავი და მშვენივრადაც გააანალიზა ყველაფერი. სასწრაფოდ ვთხოვე, თემა დაეკონსერვებინა და მან პირობა შეასრულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-ში ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა,…ეგ იყო, იმხანად საქართველოში ამ თემაზე საჯაროდ არავინ ლაპარაკობდა. დაინტერესებულ პირს ამერიკულ საიტებზე ახლაც შეუძლია იპოვოს სკანდალური მასალა, რომელიც ჩვენთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის. გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმ პერიოდში საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა და ქართული მხარის დიდი ძალისხმევით "უხერხული ვითარება" როგორღაც დარეგულირდა. მოგვიანებით იყო იარაღით სავსე გემის აღმოჩენის გამო ატეხილი სკანდალიც, სადაც ასევე ქართველები იყვნენ გარეული. შესაძლოა, მას შემდეგ ამ ყველაფერს ახალი ფაქტებიც დაემატა, მაგრამ ჩემთვის ეს უცნობია და ვერ ვისაუბრებ. მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, აშშ-ს ჰყავს ბუშისაგან განსხვავებული პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო. ფაქტია ისიც, რომ გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებაში ევროპაც და აშშ-ც რუსეთს ანგარიშს უწევენ. ასე რომ, შესაძლებელია, იარაღთან დაკავშირებული სკანდალი, რაც ადრე ოფიციალურმა თბილისმა საგულდაგულოდ მიჩქმალა, ძიების დროს ისევ წამოტივტივდეს. - თქვენ სააკაშვილის დაცვის უფროსის მოადგილე იყავით. რომელიმე შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებთ, როცა მის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა? - დიახ, მე ვხელმძღვანელობდი სააკაშვილის დაცვით ღონისძიებებს. ბუშის საქართველოში ჩამოსვლის წინ ამერიკელებმა მოითხოვეს, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მომემზადებინა პერიმეტრი, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება. მას შემდეგ დაიწყო ჩემი კონფლიქტი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან, რომლებიც დავალების შესრულებისას, ნებით თუ უნებლიეთ, ხელს მიშლიდნენ. მაგალითად, როცა მერიის ძველი შენობა გავაკონტროლეთ და დასალუქად მოვამზადეთ, გიორგი არველაძემ, რომელიც მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი და პარლამენტარიც იყო, შენობაში სტუდენტები შემოიყვანა. ამის გამო წავკამათდით კიდეც. შემდეგ აბსოლუტურად იზოლირებული მქონდა მერიის მიმდებარე ტერიტორია და სამი დღე-ღამის განმავლობაში არ დამიტოვებია. სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ადრე შადრევანი იყო და ახლა წმინდა გიორგის სკულპტურა დგას, ვხელმძღვანელობდი ყველაფერს. იმ დღეებშივე მომივიდა შეხლა-შემოხლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და დაცვის სამსახურის უფროსთანაც, რომელიც თანახმა იყო, პოლიცია შემოსულიყო უსაფრთხოების პირველ და მეორე წრეებში და დაცვის სამსახურთან ერთად გაეკონტროლებინა პერიმეტრი. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან როდესაც ორ სხვადასხვა სტრუქტურას ევალება უსაფრთხოების გაკონტროლება, გაუგებრობები გარდაუვალია. განსაკუთრებით კუდ-ისა და სოდ-ის წარმომადგენლები აქტიურობდნენ პერიმეტრზე შემოსასვლელად. ბოლოს სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მითხრა, რომ პოლიციამ ჩემი გათავისუფლება მოითხოვა და მე აღარ მევალებოდა პრეზიდენტების უსაფრთხოების გაკონტროლება. მაშინვე ვთქვი, თუ რამე მოხდება, პასუხს მე არ ვაგებ-მეთქი. როცა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იწყებოდა თავისუფლების მოედანზე, სწორედ მაშინ გამათავისუფლეს მოვალეობისგან. მერე იპოვეს რუსული ტიპის ხელყუმბარა, რომელიც თითქოს ისროლეს და არ აფეთქდა და ა.შ. თუმცა მანამდე უსაფრთხოების ისეთი ღონისძიებები იყო გატარებული, არ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო... - მაშ რა მოხდა სინამდვილეში? KvirisPalitra.Ge- გეტყვით იმას, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. საიდანაც პოლონელმა ჟურნალისტმა გადაუღო არუთინიანს ფოტო, სწორედ იმ ადგილას ვიჯექი. ჩემ გვერდით ისხდნენ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები, ე. ი. მთელი "ამერიკული მანქანა" და გამორიცხული იყო, ჩვენ ცხვირწინ რამე მომხდარიყო. მეტიც, ამერიკული ფარული კამერები იღებდა ყველაფერს და ყველაფერზე ამომწურავი, დეტალური ინფორმაცია იყო. მერწმუნეთ, რასაც ახლა ვამბობ, სკანდალურიც კი არის. ამერიკელებმა მთხოვეს, საიდუმლოდ დარჩენილიყო და ამიტომაც ვიდეომასალის შინაარსს ვერ გავახმაურებ. შესაძლოა, დადგეს დრო, როცა თავად გაამჟღავნებენ ყველაფერს. - პოლონელმა ჟურნალისტმა ხომ გადასცა თავისი გადაღებული მასალა ხელისუფლებას, იქ არ იყო ხელყუმბარის სროლის ფაქტი? - პოლონელმა ჟურნალისტმა მხოლოდ არუთინიანის ფოტო გადასცა. ეს იყო და ეს. თქვენ სწორად მიხვდით, ფაქტია, რომ ხელყუმბარის სროლის ამსახველი მასალა არავის გამოუქვეყნებია(!). სხვათა შორის, იმის გამო, რაც მოხდა, ჩემთვის არავის უსაყვედურია. შესაძლოა, მათ, ვისაც ღონისძიების ჩატარებისას დავუპირისპირდი, მაშინვე უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვერ მოახერხეს. ალბათ, იმიტომ, რომ ღონისძიების მერე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა საიდუმლო სამსახურის საპატიო თანამშრომლის წოდება გადმომცეს. თანამდებობიდან ოფიციალურად მოგვიანებით, 2006 წელს გამათავისუფლეს, უმიზეზოდ. მხოლოდ მითხრეს, შენს თანამდებობაზე სხვა დაინიშნაო. - დღეს რამდენად არის პრეზიდენტ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული? - პრეზიდენტი საკმაოდ ხშირად ცვლის დაცვის წევრებს. ბოლო ორ თვეში პრეზიდენტმა 5 თუ 6 დაცვის უფროსი ერთიმეორის მიყოლებით გამოცვალა. დაცვის წევრების ხშირი ცვლა პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის კარგი არ არის. 2000 წლამდე პრეზიდენტს დაცვის ძლიერი სამსახური ჰყავდა, ამერიკული პრინციპით, ნაძვის ხესავით იყო აწყობილი. შემდეგ ეს სისტემა თანდათან დაიშალა, ღერძი გამოეცალა... დაცვის სამსახურში პრობლემა პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც ჟვანია გარდაიცვალა. ამან მიგვანიშნა, რომ შიგნით უკვე ცუდად იყო საქმე. როგორც წესი, დაცვა პოლიტიკური ნიშნით ან შეხედულებისამებრ არ უნდა შეირჩეს. ალბათ, გახსოვთ, შევარდნაძეს თავის დაცვაზე ზემოქმედება არ შეეძლო, ახლა კი დაცვის მუშაობაში ყველა ერევა, იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ პოლიცია. დასასრულ, დაცვის სამსახურის მიზანმიმართულად დასუსტების გამო საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოებასაც ბევრი რისკის შემცველი ფაქტორი ემუქრება. მათ შორის ერთ-ერთი, შესაAძლოა, არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება გახდეს. როგორც ვიცი, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს განსჯის საგანი ესეც იყო. ვანო მერაბიშვილისა და რობერტ მიულერის შეხვედრაზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც ესაუბრა: - ის, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაფერი რიგზე არ არის და ესკალაცია ყოველწლიურად ხდება, ძველი ამბავია, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლისა და შს მინისტრის საუბრის თემა ესეც უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, ძალიან მენიშნა იულია ლატინინას სიტყვები, რომ თქვა, შარშან ობამამ ომს გადაარჩინა საქართველოო. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ლატინინა, მაგრამ რუსეთი რომ ყოველი გაზაფხულის მოახლოებისთანავე კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს, ფაქტია. შარშან, როგორც ჩანს, მან მიზეზი ვერ იპოვა - წელს კი კარგი მიზეზი აქვს, - გამოიყენოს ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების შემდეგ იქნება. რუსეთის მიზანი საქართველოზე საბოლოოდ გავლენის დამყარებით აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე კონტროლის მოპოვებაა. მას უნდა ევროპის მთავარი მომმარაგებელი იყოს, აშშ-ს კი უნდა, ამას ხელი შეუშალოს. სწორედ ეს იქნებოდა ერთ-ერთი სალაპარაკო თემა. ამასთან, საუბარი უნდა ყოფილიყო იარაღის კონტრაბანდაზეც, რის გამოც 20 კაცზე მეტია დაკავებული აშშ-ში. მათ შორის არის რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკი და სავსებით შესაძლებელია, კვალი საქართველოსკენაც მოდიოდეს. რამდენადაც ვიცი, ქართველებიც არიან ჩართული იარაღის კონტრაბანდაში. შეხვედრისას აუცილებლად იქნებოდა ლაპარაკი იმაზეც, რომ ომის შემდეგ დიდძალი იარაღი გავიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ჩრდილო კავკასიისკენ, მაგრამ რუსებმა ამ კონტრაბანდის მარშრუტი გადაკეტეს. მოსკოვის ტერაქტების მერე ეს თემა გახმაურდა კიდეც აზერბაიჯანის მედიაში. ასე რომ, ასეთი ტიპის კონტრაბანდაზეც იქნებოდა ლაპარაკი და ისეთზეც, რომელიც საერთაშორისო ტრასებზე ხდება. http://www.kvirispalitra.ge/politic/3497-a...li-ar-aris.html
-
asds http://jok.ge/Pages/Defaults/Download.aspx აქედან გადმოწერე
-
გიორგი68 შემო თორე.დაგასწრებენ
-
მაესტროს სიუჟეტი "სირობაზე" ვინმემ იციით მაესტრო წამყვანებიან საინფორმციოს როდიდან იწყეებს? ამბობენ ამ დღეებშიო
-
ლიკა ქავჟარაძე :bushti:
-
ხოოო..კიდე სოფელში იმ ოთახში შესვლის სადაც გარდაცვლილი დიდი ბაბუის და დიდი ბებიის დიიიიდი სურათები ეკიდა
-
გველის მეშინოდა ეხლაც მაგრა მეშინია :bushti:
-
http://www.costaricachica.com/chicafront.jpg ამან დამპატიჟოს კოსტარიკაში და ხვალვე უხელფასო შვებულებას ვიღებ განუსაზღვრელი ვადით :ოცნებასკაციარმოუკლავსსმაილიკი:
-
მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან-თაიმსის” და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. გულაშვილის საგანგებო განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ წაიკითხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ მისი ორგანიზაციისა და ოჯახის მიმართ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური დისკრედიტაცია არ შეწყდება, იგი იძულებული გახდება ევროპის ან აზიის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არ ირღვევა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. გულაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური მედია ჰოლდინგის “ჯორჯიან თაიმსის” მუშაობა არ შეფერხდება. თავად გულაშვილი პრესკონფერენციას არ დასწრებია, რადგან, როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მისი შვილის მიმართ განხორციელებული პროვოკაციის გამო, იძულებულია შვილი გაარიდოს ქვეყანას და მისი უსაფრთხოება დაიცვას. როგორც ელიზბარ ჯაველიძემ აღნიშნა, საქართველოს მტრების შეტევა “სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობასა” და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელ მალხაზ გულაშვილზე გააქტიურდა. ჯაველიძის მტკიცებით, მალხაზ გულაშვილსა და მის ოჯახს ფიზიკურად უტევენ. “მის შვილს დაეჯახნენ და მანქანა დაუმტვრიეს. მანქანიდან გადმოსულ მალხაზ გულაშვილის უფროს ვაჟს კი “ჯიპი” დაეჯახა. გუშინ საღამოს, ნაცრისფერი “BMჭ”-დან ოთხი ყმაწვილი გადმოვიდა და დახვდა მალხაზ გულაშვილის შვილს, რომლებმაც მანქანაში ჩააგდეს და დაემუქრნენ. ბავშვმა როგორღაც თავი დაიხსნა სექსუალური ძალადობისგან”, - განაცხადა ჯაველიძემ. მისივე თქმით, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” მწუხარებას გამოთქვამს 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიასთან” განვითარებული მოვლენების გამო და ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას ემიჯნება. ჯაველიძის განცხადებით, “კავკასიაში” მოწყობილი პროვოკაციის შედეგად რვა უდანაშაულო ადამიანი დააკავეს, თუმცა, მიუხედავად ამისა ისინი შეჩერებას არ აპირებენ და ქართული კულტურის, მორალის, ზნეობის გახრწნის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. http://s55.radikal.ru/i148/1005/23/7832afca4fce.jpg აგრესია ჩემთვის მიუღებელია, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს განხორციელებელი.მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე. როგორ მოახერხა იმ მანქანიდან გამოქცევა მოზარდმა ,რომელშიც 4 კაცმა ჩატენა ? და ყველგან ეს ბე-ემ ვე როგორ უნდა ფიგურირებდეს? ?
-
ძუკუ შეგილია მთლიანად დააკოპირო ეგ სტატია?
-
ვარგოდა დღევანდელი დებატები?
-
ვისაც ჩემი ნაწერები წაუკითხავს, სწორი იქნება, თუ დაასკვნის, რომ მე დიდრექტორ ბ-ნ გიგი თევზაძეს ვერჩი. ამოჩემებული მყავს - კი ბატონო. ახლა აგერ გამოცხადებული სირობების ქრონიკაა... სეზონია გახსნილი და... როგორ დავაკლებდი?! მაგრამ მე გიგი თევზაძეს მარტო ამ წიგნის ამბავში არ ვუჩივი. წიგნი სულაც არაა მთავარი ჩემს მისდამი პრეტენზიებში და არაა გამორიცხული ეს წიგნი მის დონეზე არც განხილულიყო (თუმცა ის, რომ ჭავჭავაძეზე მობოდიალე დეისაძემ შეიარა ილიაუნში, - მოდი ერთი აქაც ვცდი, ჯანდაბა ჩემს თავსო და... - გაუმართლა!.. გჯერათ სასწაულების, ჰალე?) 1) ბ-ნი გიგი არის კორუმპირებული პიროვნება, რომლის წარსული ვაჟკაცობები მალე ამოტივტივდება. მან ლომაია-ბოკერია-რამიშვილთან ერთად ვარდების რევოლუციიდან მალე მოახდინა სერიოზული პროექტებიდან („ირმის ნახტომი“, „ილია ჭავჭავაძე“) თანხების გადაქაჩვა და ისე მოყუჩება, რომ მერე ნაცმოძრაობის ბონზების ნავსაყუდელი, ახალი ქართველის (ანუ ფსევდოლიბერალის) სამჭედლო გამხდარიყო, სადაც თავისუფლების ინსტიტუტი იქნებოდა მესაჭე და სეთურიზაციის ფლაგმანი. ხოლო მოგროვილი ფული, რემონტი, სხვა გადაყლაპული ინსტიტუტები, და მაღალი ხელფასებით ალმასებივით ყველა სხვა უნივერსიტეტიდან (პირველ რიგში - ჯავახიშვილიდან) ამოკრეფილი პედაგოგიური კადრები - ამ გვირგვინის მომავალი „სუსთეინიბილითის“ (სიცოცხლისუნარიანობის) საფუძველი. 2) გიგიმ შექმნა პოლიტიზირებული სისტემა ილიაუნში. როგორ დავიჯერო, რომ რომელიმე ოპოზიციურად მოაზროვნე პროფესორი არ იმსახურებს ამ კათედრებზე ყოფნას. ერთი დამისახელეთ! და მე 10-ს მაინც დაგისახელებთ, - ყოფილ მინისტრებს/მოადგილეებს/საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს/სპიკერებს, ოდოზურ მთავრობადამცველ (ს)ექსპერტებს და ამჟამინდელი რეჟიმის ბურჯებს. ნურავის გეწყინებათ და ილიაუნი ტიპიური პოლიტიკური მონსტრია, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის დაკვეთებს ასრულებს და ხანდახან რეჟიმს პოლიტიკას უკვეთავს კიდეც. 3) გიგიმ შეიფარა უნივერსიტეტში თავისუფლების ინსტიტუტი. არ მითხრათ, ეხლა - მერე რაო! მერე - ის! რომ როცა ასეთ ცხოველმყოფელ ჟესტს აკეთებ, ეს ალმა მატერ კი არა, ალმა მიშა გამოდის! მოდით, მაშინ საია-საც მისცეს ოფისი... თეა თუთბერიძე რომ ლექციებს ჰკითხულობდა ილიაუნში ასოცირებულ პროფესორად (არაა ეს ბედის ირონია?!), ესეც ძალიან დიდი ხარისხის დასტური იყო? თავისუფლების ინსტიტუტი კი დიდი ხანია ეწევა ქართული ტრადიციების და ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას, ფსევდოლიბერალიზმის ქადაგებას, თვალს ხუჭავს რა ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებზე და ისეთ ამინდს ქმნის, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციაა და ამ ამბავში ნიდერლანდებს რომ გავასწრებთ, მაშინ გვეშველება და ევროკავშირშიც და ნატოშიც მიგვიღებენ, თუნდაც სასამართლო უსამართლო იყოს, პოლიცია - პოლიტიზირებული, ბიზნესი - დატერორებული, ჯარი - გაპოლიციებული და მედია - მკვეთრად ჩაარტახებული. 4) უნივერსიტეტი ჩვენს შეგნებაში ყოველთვის იყო სტუდენტთა აქტიურობის სიმბოლო. ილიაუნში, მე მგონი, იმ სტუდენტების აქტიურობაა წახალისებული, ვინც ნაციონალური მოძრაობისადმი მინიმუმ ნეიტრალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ახლა ფეისბუკზე რომ ბევრი სტუდენტი მიმეგობრდება თქვენს მონა-მორჩილს, და ჩემს კრიტიკაზე მოწონებას გამოხატავენ, ეს არაფერს არ ამტკიცებს, თუ არა იქნებ - სწორედაც რომ საპირისპიროს: მათ რომ ჰქონდეთ ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან და მეცნიერებთან უნივერსიტეტის კედლებში შეხვედრის თავისუფლება, არ ექნებოდათ განსხვავებული აზრის მოსმენისადმი ასეთი ლტოლვა. კარგად გვახსოვს, რა პრობლემა იყო დათო მაღრაძის შეღწევა ილიაუნში. დავიჯერო, ლევან ბერძენიშვილის და სოსო ცისკარიშვილის მოსმენა უფრო ნაკლებ საინტერესოა ილიაუნის აუდიტორიისათვის, ვიდრე სააკაშვილისა და პანფილოვის? 5) გიგი თევზაძემ შექმნა ყალბი პოსტულატების „სტამბა“, რომელთაგან ზოგიერთს ლევან რამიშვილი აწოდებს, ზოგს - ნოდარ ლადარია, ზოგს - გია ნოდია, გამახმოვანებლად კი ხშირად როინ ნიჟარაძეს იყენებენ. რამდენიმე ყველაზე ცნობილია - „გაუყიდავი და ობიექტური ჟურნალისტი არ არსებობს“. ან ეს - „ქართულ პრესას რეიტინგი არ აქვს და მყიდველი არ ჰყავს. რომ ჰქონდეს/ჰყავდეს, ხალხი ისევე დაიცავდა მედიას, როგორც ადრე რუსთავი2 დაიცვა.“ ნიჰილიზმის შტამპირება, მორჩილების უპირატესობის ქადაგება, რუსეთის, როგორც ჩვენი ერთადერთი მტრის ხატება და ამ ხატების გამო მთავრობის გაღმერთება, მარტო იმიტომ, რომ არ ჩამოიშალა აი, გიგი თევზაძის ილიაუნის კრედო, რომელიც ისე დიამეტრალურად განსხვავებულია ილია ჭავჭავაძის კრედოსაგან, რომ მე, ნუ გეწყინებათ და, ენა არ მომიბრუნდება, რომ ილიაუნს „ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი“ ვუწოდო. 5) გიგი თევზაძემ პირად ნინიას ბაღად აქცია ილიაუნი. და ამის დასტურად ისიც საკმარისია, რომ მამამისი, პროფესორი გურამ თევზაძე მრჩევლად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 1500 ლარს ხელფასს უხდის. როგორ შეირჩა ბატონი გურამი და ვინ განსაზღვრა ეს სარგო? ორი კვირაა, ეს პრესაში დაიბეჭდა და არავითარი რეაგირება არ ყოფილა. ასე მივდივართ ევროპისკენ? ინტერესთა კონფლიქტი არაა ეს? ასე რომ, ეკო დეისაძე და მისი სირობები (გინდა იდუმალი და ახლა უკვე - საქვეყნოდ გაცხადებული) არაა პრობლემის თავი - ჩემთვის მაინც! ეკო დეისაძე აისბერგის წვერია და ამ აისბერგის ფუძე უკვე დიდი ხანია ჩვენი მყოფე სახელწიფოებრიობის საფუძველს შეასკდა და დაანგრია. რომელი „ტიტანიკი“ ჩვენი სახელმწიფო იყო... ამ აისბერგს სახელად კორუფცია ჰქვია, გვარად დემაგოგიაა, ხოლო მამის სახელი - უსამართლობა. ეკო დეისაძე რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოეგონებინა გიგი თევზაძეს! და მის პარალელურად ამ ამბის ჭეშმარიტმა მეფისტოფელმა (გვარს არ დავასახელებ!) მმკ და სმმ გამოიგონა, როგორც ნამდვილად ბნელი და აგრესიული ძალები, რათა მერე ამ შეჯახების ფონზე ბატონი გიგის გათეთრება მომხდარიყო, მერე - ეკლესიის მმკ/სმმ-ით გაშავება, ხოლო საჭიროების შესაბამისად - იქნებ სულაც პირიქით... შავი გიგი, თეთრი გულაშვილი და ა.შ. - პოლიტიკური ამინდის მიხედვით! ხოლო მოგებული კი ყველა რასკლადში ამინდის მბრძანებელი - მეფისტოფელი იქნება. დაბოლოს, ილიაუნში ნამდვილად ბევრი ღვაწლმოსილი და ზოგიც - მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი მუშაობს! ბევრი ბრწყინვალე სტუდენტია, ნამდვილად! თუ სადმე რაიმე პოტენციალი არის, ეს სწორედ ილიაუნია! მაგრამ მწარეა შენი პური, გიგი (ამას ახლა თევზაძეს ვეუბნები, მერ გიგის უკვე ვუთხარი!) ხომ ვიცით, რომ სიმახინჯეს ხშირად ლამაზ ტანსაცმელს აცმევენ, ბრილიანტებით მოსავენ და რეკლამაზე და მზითევზე ფულს არ ზოგავენ - ამაში რაიმე ახალია? ცნობილი ბანდიტი ლოპე დე აგირეც კი უძახოდა თავის თავს „თავისუფლების პრინცს“, მაგრამ ამიტომ უნდა დავიჯეროთ, რომ მართლა ეგეთი იყო? ძირს აგრესიული მოძალადე ფსევდომართლმადიდებლები! ძირს რეჟიმის გამამაგრებელი ფსევდოლიბერალიზმი! საქართველოს გაუმარჯოს! დემოკრატიულს და თავისუფალს, - ძალადობისაგან და მლიქვნელური დემაგოგიისაგან. http://s39.radikal.ru/i085/1005/f4/e498f1d01ee6.jpg http://www.facebook.com/home.php?#!/no...100000280976960