-
პოსტები
1.571 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
2
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი akkai
-
რომელ ქვეყანაშI ისურვებდით დასვენებას
akkai replied to newstudio's თემა in სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
ერთიან საქართველოში ცხოვრებას და აქ დასვენებას.... http://s16.radikal.ru/i190/1005/55/81d618f98f9d.jpg ჰა რას იტყვი? მაინც არაა?? Private Nodari -
რომელ ქვეყანაშI ისურვებდით დასვენებას
akkai replied to newstudio's თემა in სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
აქ მინდა.მეტი არსად. http://s47.radikal.ru/i115/1005/22/600d09b678d8.jpg -
სად ხართ საზღვარგარეთ ნამყოფი?
akkai replied to T2RNiKE's თემა in სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
სასომხეთი. აზერბაიჯანი. მოლდოვა. უკრაინა. ლიტვა ლატვია ესტონეთი საბერძნეთი. იტალია. საფრანგეთი. დანია. ფინეთი. თურქეთი. კიპრი(თურქული) ყველაზე მაგარი ემოცია კი მაინც კოპენჰაგენმა დატოვა -
ეს ამიხსენით რა ვინმემ...რატომ?
-
მოვედი....ოტახი გააქვთ ? თუ უჩემოდ თამაშობთ?
-
ჩემი მეგობრის სტატუსს რომელიც ფეისბუკზე დადო. გადმოვიტან აქ მისი ნებართვით მართლა მაინტერესებს: ნუთუ ისეთი სუნი ასდის ჩაჯმულ თბილისს, რომ გამოსაწმენდად კაცი მაინცდამაინც სამტრედიიდან უნდა ჩამოუყვანო? თან სულ ფიშტოს სროლით?
-
გიორგი68 irusha მეც მინდა საღამოს ჯოკერი. იმედია გაცილებით უკეთეს ხასიატზე ვიქნები, ვიდრე წუხელ
-
T_A_T ინტერპრესნიუსის ინფო დადო(დავდე) თემის ავტორმა. სხვა არანაირი ინფო არ გააჩნია.
-
irusha :nekro: გაიტანეთ გრელანდიას პონტია რა
-
პარლამენტთან მიმდინარე მჯდომარე აქციის მონაწილე ადვოკატები ორ დღეში საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების დადგმას გეგმავენ. მათ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ თუ ხელისუფლების იგნორირების პოლიტიკა გაგრძელდება, ორ დღეში პარლამენტის წინ მდებარე მოედანს კარვების მოედნად გადააქცევენ. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მათი სამართლებრივი ხასიათის მოთხოვნები პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზრდება; ერთ-ერთი იქნება - პრეზიდენტმა დაითხოვოს უუნარო პარლამენტი. მისივე განცხადებით, ყოველდღე, 18:00 საათზე გეგმავენ პარლამენტის წინ საინფორმაციო ხასიათის მიტინგების ჩატარებას. მათ საზოგადოებას მიტინგებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებენ. შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ ადვოკატები ადგილზე გაუწევენ უფასო იურიდიულ მომსახურებას ხალხს, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენენ სასამართლოშიც. “აქციები არჩევნებამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ყოველდღიურად მიიღებს 10-დან 15-მდე ადვოკატი. ისინი როტაციის პრინციპით ენაცვლებიან ერთმანეთს. მათი მოთხოვნებია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა”,-აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
-
ეს ყველაზე ცუდია.არ შეილება წამყვანმა საკუთარი აზრი გამოხატოს გაადცემაში,
-
irusha და 12 საათზე იქ რო იყო, მინიმუმ11 ზე უნდა გაიღვიძო... დათმობ ამ ბედნიერებას? ? ?
-
machkatela ღადაოობ?
-
მე მაქვს რაღაც ლეგალური ვინდოუსის მაგვარი სახლის კომპში. სამსახურის აიტიშნიკებმა ჩამიწერეს დისკზე.
-
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.ანთაძის ბლოგი
akkai replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუ რუსეთის მოქალაქეა ეს ადამიანი, ავტომატურად მისი ყველანაირი "საპრეზიდენტო ამბიციები" გამორიცხული ხდება... -
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.ანთაძის ბლოგი
akkai replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 რადიო თავისუფლების საიტზე დევს თავის ნაწერებს.. ზუსტი ბლოგი არ ვიცი. http://www.tavisupleba.org// გვვერდით ნახავ სხვა სტატიებსაც. ხოლო ოდნავ ქვემოთ ქართველი ბლოგერების ( ჩემი აზრით ყველაზე ობიექტურების) სტატიებსაც. -
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.ანთაძის ბლოგი
akkai replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ ვიცი -
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.ანთაძის ბლოგი
akkai replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ლევან ვასაძე "დაიბადა 1970 წლის 20 დეკემბერს, ქ. თბილისში (საქართველო). არის დაოჯახებული და ჰყავს 6 შვილი. აქვს ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯეოფიზიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი და ატლანტა აშშ-ს ემორის ბიზნესის მაგისტრის ხარისხი. ლევანი წლების განმავლობაში მუშაობდა ადმინისტრატორად, System Corporation -ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და Rosno-ს, რუსეთის წამყვანი სადაზღვეო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჩათვლით. 2006 წელს, რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპ-ასეულში, კრემლში RosBusinessConsulting-ის მიერ ის აღიარებულ იქნა წლის პიროვნებად. ამჟამად იგი ხელმძღვანელობს კომპანიას Prometheus Capital Partners, ამავდროულად იგი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს რელიგიის, განათლების და სპორტის სფეროებში. ნახევარი განაკვეთით ის დაკავებულია საკუთარი უძრავი ქონების, ფინანსური მომსახურეობის და შამპანურის მწარმოებლობის მართვით." წყარო: http://www.london2tbilisi.com/?p=NjI=&lan=ge -
პირველ რიგში, მინდა, ჩვენი ბლოგის მკითხველებს ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ მასალის გამოქვეყნება ძალიან გამიჯანჯლდა. ვინც ბლოგს კითხულობს, იცის, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკაზე ვწერდი და სამი ბოლო სტატია ერთმანეთის გაგრძელებასავით გამოვიდა. ახალი მასალა ალბათ იმიტომაც ვერ დავწერე, რომ პროცესი სწრაფად ვითარდებოდა და შუალედურ პაუზას ველოდი, რომ უფრო მკაფიოდ აღმექვა და აღმეწერა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო ის არის, რომ ბოლო პერიოდში დედაქალაქში მიზანმიმართულად ღვივდება აგრესიის მუხტი. მოდით და, ვიკითხოთ – ვის სჭირდება ეს მუხტი? თუ ათვლის წერტილად 30 მაისს დაგეგმილ არჩევნებს ავიღებთ, წესით, ხელისუფლებას აყალმაყალი არ უნდა სჭირდებოდეს: ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს უკონკურენტო კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე და აქვს კარგი პოზიციები რეგიონებში. აგრესია და არეულობა შეიძლება სჭირდებოდეს ოპოზიციას ან მის ნაწილს, რადგან არჩევნებში მათი გამარჯვების შანსი თითქმის ნულის ტოლია. და მათთვის, სავარაუდოდ, არჩევნები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მისი ჩაშლა შესაძლებელია. თბილისის ქუჩებში გამოკრული პლაკატები, რომ „არჩევნები გაყალბებულია!“ – სწორედ „ჩამშლელი“ განწყობის დანერგვის სურვილზე მიანიშნებს. დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ აგრესიის ვექტორი ორი მიმართულებით ვითარდება: პირველი – მოსკოვში ვიზიტების მოყვარული პოლიტიკოსების ვექტორია; მეორე – მოსკოვში ვიზიტების მოყვარული საზოგადოებრივი ორგაზაციების ლიდერების ვექტორი. პირველ მიმართულებას პირობითად „ნოღაიდელი“ შეიძლება ვუწოდოთ, მეორეს – ასევე პირობითად, „გულაშვილი“. მაგრამ მათი მცდელობა, დაძაბონ ვითარება, დაუპირისპირდნენ მეორე მხარეს, გამოიწვიონ ხმაური და შექმნან ახალი ამბები – სრული კრახისთვის იქნებოდა განწირული მესამე მიმართულების გარეშე, რომელიც, „ნოღაიდელთან“ და „გულაშვილთან“ ერთად, კრავს საქართველოში რუსეთის ინტერესების სამკუთხედს. ამ ვექტორს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „მერაბიშვილი“. „გულაშვილის“ მიმართულებით პოლიციის ზედმეტი პასიურობა, ხოლო „ნოღაიდელის“ მიმართულებით – პოლიციის ზედმეტი აქტიურობა (ექვსი მაისის გამოცხადება პოლიციის დღედ) გახდა ის დეტალი, რომლის გარეშე ოპოზიცია ვითარების დაძაბვას ვერასგზით შეძლებდა. თუ ხელისუფლებას არჩევნების ლოგიკურ შედეგამდე მისაყვანად სიმშვიდე სჭირდება, რატომ არ უზრუნველყოფს ამ სიმშვიდეს პოლიცია? რატომ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მაინცდამაინც 6 მაისი გამოაცხადა პოლიციის დღედ, რითიც გარანტირებულად გამოიწვია ოპოზიციონერი აქტივისტების აგრესიული ქმედებები? და რატომ მოხდა, რომ როდესაც მართლმადიდებელი მშობლები და მათი შვილები საჯაროდ ტეხდნენ დებოშს და კანონს არღვევდნენ, პოლიცია მათ ისევე მშვიდად ადევნებდა თვალს, როგორც რამდენიმე წლის წინ ბასილ მკალავიშვილის მიერ მოწყობილ დარბევებს? აქ ძალაუნებურად გვიხდება, გავიხსენოთ, რომ ხელისუფლება არ არის ერთიანი გუნდი და გიგი უგულავა თბილისის მერის პოსტზე ვანო მერაბიშვილის ფავორიტი კანდიდატი არ ყოფილა. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მალხაზ გულაშვილს სერიოზული საქმიანი კავშირები ჰქონდა (აქვს?) დავით ბეჟუაშვილთან, რომელიც ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო (არის?), „გულაშვილის“ ვექტორის „მერაბიშვილის“ ვექტორისკენ სწრაფვა სრულიად ბუნებრივ კალაპოტში მოექცევა. იგივე შეიძლება ითქვას ნოღაიდელზე, რომლის პარტიაში „მერაბიშვილის კადრის“ სიჭარბეზე გია ყარყარაშვილიც მიუთითებდა და სხვებისგანაც არაერთხელ მსმენია. თუ მართლაც არსებობს სამკუთხედი: მერაბიშვილი – ნოღაიდელი – გულაშვილი, ცხადია, ეს ის სამკუთხედია, რომელიც ღია და ფარული ბილიკებით საქართველოს გზას რუსეთისკენ უკვალავს. მათი უახლოესი მიზანი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს, რასაც მშვიდობიანი ვითარება ხელს არ უწყობს. 2013 წლამდე მოცდას კი, როგორც ჩანს, არავინ აპირებს, განსაკუთრებით, იმ რეალობაში, როდესაც ამჟამინდელ პრეზიდენტს პერმანენტული ფრენა დასჩემდა. შესაძლოა, პირიქითაც იყო – ფრენა სწორედ იმიტომ დასჩემდა, რომ იცის, 2013 წლამდე კაბინეტში მშვიდად ჯდომა არ უწერია. ასეა თუ ისე, როგორც კი დაძაბულობის მუხტის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა: თუ ნიადაგი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადდება, ვინ იქნება კანდიდატი? ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ხომ აუცილებლად მოითხოვს ქარიზმატულ ლიდერს?! ჰოდა, ვინ იქნება ის ადამიანი, ვინც შეძლებს, სწრაფად მიიმხროს საზოგადოება და მიხეილ სააკაშვილის აწ უკვე განქარვებული ქარიზმა ააღორძინოს? ამ მოლოდინში ვიყავი, როდესაც ფეისბუკზე წავაწყდი უცნაურ კლიპს, რომელიც ელვესებური სისწრაფით გავრცელდა. ვიდეოგზავნილზე გარკვეული წრისთვის კარგად ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე კითხულობდა საკუთარ ლექსს „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ...“ ლექსს ზედიზედ სამჯერ მოვუსმინე და ჩემთვის მტკიცედ ჩამოვყალიბდი: სწორედ ლევან ვასაძეა ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის საპირწონედ შესთავაზებენ; ლექსი კი მის საინაუგურაციო სიტყვას უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე საქმიანი კაცის მოცალეობის ნაჟურს. მთავარი საყრდენი, რაც ქართველებისთვის არცთუ კარგად ცნობილ ადამიანს სწრაფად შეაძლებინებს მოსახლეობის სიმპათიის შემოკრებას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მისი სიახლოვეა. მომავალ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საყრდენად კი ეროვნული ფორუმი მესახება. სწორედ ის ფორუმი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, საარჩევნო გარემოს შეცვლას და ვადამდელი საპრეზიდენტო (ისევე, როგორც საპარლამენტო) არჩევნების დანიშვნას ითხოვს. 2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, „რადიო თავისუფლებისთვის“ დავწერე სტატია, სათაურით „მომავლის ლიდერები“. ამ სტატიაში საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე რუსეთისთვის მისაღებ ორ სავარაუდო კანდიდატზე ვსაუბრობდი. პირველ რიგში, ლევან ვასაძეზე, მის შემდეგ კი – ბიძინა ივანიშვილზე. ამიტომაც არ გამკვირვებია სწორედ ახლა ლევან ვასაძის ფიგურის გამოჩენა და კლიპს დართული კომენტარები, რომლებშიც ლექსის ავტორის საპრეზიდენტო ამბიციებია განხილული. რატომ არ გამოჩნდა ლევან ვასაძის კანდიდატურა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ ადვილად დასამარცხებელი იყო? თუ გავითვალისწინებთ აგვისტოში გადატანილი ომის შედეგებს: აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას რუსეთის მიერ და ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზების დაფუძნებას, – ცხადია, დღეს გაცილებით უკეთესი გარემოა „მეგობარი პრეზიდენტის“ გამოსაგზავნად, ვიდრე 2008 წლის დასაწყისში, როდესაც ეს „შავზე შავი“ სამუშაო ჯერ შესრულებული არ იყო. ვიცი, ამ სტატიის წაკითხვა ბევრს ცუდ ხასიათზე დააყენებს. თუმცა, რაც დავწერე, მხოლოდ ჩემი ვარაუდია და ამ ვარაუდს აკლია ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი: ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. არსებობს ეს ინტერესი? არ არსებობს? ამ კითხვაზე პასუხის შესაბამისად, შესაძლოა, რეალური სცენარი სულ სხვაგვარად განვითარდეს. თუმცა, მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ მომენტში ყველაზე ბუნდოვანი ის არის, რა გვსურს თავად ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს? რისთვის ვართ მზად? რას აღვიქვამთ საფრთხედ და რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ მას? იქნებ, მისაღებია მოწოდება – „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ...“ ან, იქნებ, მისი უარყოფის რესურსი ამოწურული არ არის? -------------------------------------------------------------------------- აი ამ ვიდეოზეა საუბარი ტექსტში :
-
აქ ამბები ატყდებააა....
-
irusha ოკ. კიდე ერთი გვინდა..იმედია მანამდე გიორგი შემეხმიანება 9 -ები ვითამაშოთ მაგიდა planeta პაროლი planeta
-
მალხაზ გულაშვილი: ამ ხელისუფლებას დავამთავრებ
akkai replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 რამ გაყო. საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია ;) :D