ირაკლი ალასანია 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარებას მიესალმება ირაკლი ალასანია 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარებას მიესალმება. „ეს დღე აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს. 26 მაისი უნდა იყოს სახალხო ზეიმი“, - განაცხადა ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას. თავად ალასანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ვაკის პარკში გეგმავს, სადაც ვეტერანებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს. “აუცილებლად მივალ ვაკის პარკში და 26 მაისს მივულოცავ ვეტერანებს”.- აღნიშნა ალასანიამ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ხვალ რუსთაველის გამზირზე გაიმართება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1