newstudio დაუფასდა ქდმ-ს . ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა ფორმით ითანამშრომლებს გიორგი ჭანტურია გიგი უგულავასთან . როგორც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან ვეფხვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რა ფორმით იქნება შესაძლებელი გიგი უგულავასთან თანამშრომლობა, ამას "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატს, გიორგი ჭანტურიას, სავარაუდოდ, თავად გიგი უგულავა შესთავაზებს. "ჩვენმა კანდიდატმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ იგი მზად არის თანამშრომლობისთვის, თუმცა, თუ რა ფორმით გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, ამის შესახებ, ალბათ, თავად გიგი უგულავა გააკეთებს განცხადებას", - დასძინა ლევან ვეფხვაძემ.