Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. levaniko მანამდე იყო აბა მას შემდეგ? პრიფესორს მეძახიანო და ბიბლიის ცოდნაც მაქვსო ამბობს მაგრამ ფაქტია რომ ბევრი რამ უბრალოდ არ იცის და რაც იცის, ისიც არასწორად იცის. ამ დროს ეწყინა თავისი მცდარი ვარაუდების შესახებ რომ აღვნიშნე და აქ დავასრულოთო წერს. არ გამკვირვებია მისი რეაქცია.
  2. Morfius იესოს სიტყვებზე კი არა, იესოს სიტყვების არასწორად გაგებაზე და განმარტებაზეა აგებული შენი ვარაუდები. ეს არის ფაქტი. იესო ამბობს ნუ შემეხები ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან, ანუ ჯერ არ მიმიღია ის სხეული რომელსაც თქვენ სულიერ სხეულს ეძახით. იესოს არ უთქვამს ჯერ არ მიმიღია სულიერი სხეული და ამიტომ არ შემეხოო. ეგ შენი ვარაუდი და იესოს სიტყვების გაგება რომ მცდარია, ამას ის ფაქტიც ადასტურებს რომ მანამ სანამ იესო მარიამს ეტყოდა არ შემეხოო, სხვა ადამიანებს შეხების ნება დართო! ასე რომ მთელი შენი ვარაუდი ამ ერთ ფაქტმა გააბათილა. შენ კი ბიბლიაში ჩაწერილ ამ ფაქტს ერთი ხელის მოსმით უარყოფ და იგივეს ამბობ: ესე იგი, მანამ სანამ მარიამს ეტყოდა არ შემეხოო და სხვებს დართო ნება რომ შეეხნენ, თურმე უკვე ყოფილა მამასთან. ამ დროს ამბობ, მარიამს როცა უთხრა არ შემეხოო, ნიშნავს რომ არ ყოფილა მამასთანო. ხვდები რომ საკუთარი განმარტებებით წინააღმდეგობაში მოექეცი? იესოს მარიამისთვის იმიტომ რომ არ დაერთო შეხების ნებართვა რომ ჯერ კიდევ ხორციელ სხეულში იყო და თავის ღმერთთან არ იყო ასული, მაშინ მანამ სანამ მარიამ მაგ სიტყვებს ეტყოდა, სხვა ადამიანებს არ დართავდა ნებას რომ შეხებოდნენ. როგორც ჩანს ამას ან ვერ ხვდები, ან უბრალოდ ჯიუტად უარყოფ. ფაქტია რომ ალოგიკური და არასწორია რა განმარტებასაც უკეთებ იესოს სიტყვებს. შენ პროფესორს დაგიძახებენ თუ პრეზიდენტს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან იესოს სიტყვების შენეული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტებთან, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი. ამიტომ როცა ბიბლიაში ჩაწერილის საპირისპირო მოსაზრებები და ვარაუდები გაქვს, გეტყვი რომ ცდები და მხოლოდ იმიტომ რომ ვინმე პროფესორს გეძახის, არასაკმარისია იმისთვის რომ ბიბლიაში ჩაწერილს რომ უარყოფ და ბიბლიაში ჩაწერილი ფაქტის წინააღმდეგ მიდიხარ, მართალი ხართქო დაგიწერო.
  3. Morfius მთელი შენი ვარაუდი უმთავრესად აგებულია ერთ რამეზე, რომ მარიამს უთხრა არ შემეხოო და თომას უთხრა შემეხეო. ბიბლიაში ჩაწერილ სხვა მონაკვეთებს, რომლებიც წინა პოსტში მიგითითე, რომ ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერ (და კიდევ სხვა მუხლები) ერთი ხელის მოსმით უარყავი და მხოლოდ ერთ მონაკვეთს (შეხების მომენტს ვგულისხმობ) ჩაებღაუჭე და მასზე ააგე მთელი შენი ვარაუდი. ანუ შენი ვარაუდი და შეხედულება მხოლოდ ერთი მოვლენის შენებურად აღქმას ეფუძნება და არაა თანხმობაში ბიბლიაში ჩაწერილ სხვა მონაკვეთებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაა შენი შეხედულება ბიბლიასთან ჰარმონიაში. შენი მცირე "არგუმენტი", რასაც შენი ვარაუდი/შეხედულება (შეხების მომენტს ვგულისხმობ) ეყრდნობა, შეუძლებელია ოდნავადაც კი იყოს არგუმენტად მიჩნეული და იმის საფუძვლად მიჩნეული, ისეთი დასკვნა გავაკეთოთ, რასაც შენ აამბობ. რადგან შეხების უფლება არ მისცა, ესე იგი ჯერ არ იყო თავის ღმერთთან ასულიო და თუ შეხების ნებას დართავდა ვინმეს, მაშინ იმის მტკიცებად უნდა მივიჩნიო რომ უკვე იყო თავის ღმერთთანო. არასწორ დასკვნებს აკეთებ. საწყენად არ მიიღო, მაგრამ მინდა გითხრა ის, რასაც ვფიქრობ შენზე. შესაძლოა რელიგიათმცოდნეობის რაიმე ხარისხს ფლობდე, ან სწავლობდე ან ასწავლიდე, მაგრამ დიპლომი და რელიგიადმცოდნეობა, არ ნიშნავს იმას რომ ბიბლია სწორად იცი და მის სულიერებასაც გრძნობ. აშკარაა რომ მართლა მცდარ დასკვნებს აკეთებ ბიბლიაში ჩაწერილ ცნობებზე და ბიბლიას ზედაპირულად იცნობ; ყოველშემთხვევაში ბიბლიის არასათანადო და არასაკმარისი ცოდნა გაქვს და ამას უკვე აკარად ვხედავ. რაც დავწერე ამაზე ნუ გამომეკიდები, რომ თემიდან არ გადავუხვიოთ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა ის, რაც აშკარად ჩანს შენი პოსტიდან და რასაც ვფიქრობდი შენზე. მცდარ დასკვნებს რომ აკეთებ აღნიშნულ საკითხზე, ამას აუცილებლად დაინახავ მომავალში, თუ ობიექტურად იმსჯელებ იმაზე, რასაც გიწერ, მხედველობაში მიიღებ ბიბლიაში ჩაწერილ სხვა მონაკვეთებსაც და არ დართავ ნებას უკვე ჩამოყალიბებულ მოსაზრებას ხელი შეგიშალოს ყური დაუგდო იმას, რა სურათსაც მთლიანობაში წარმოგვიდგენს ბიბლია ის გააანალიზო. სამწუხაროდ, შენ გგონია და ამბობ, რომ როცა იესო მარიამს ეუბნება არ შემეხოო, მაგ დროისთვის იესო ჯერ არ იყო თავის ღმერთთან ასული და როცა თომას ნებას რთავს შემეხეო, ამბობ რომ ამ დროს უკვე ასული იყოო და მასეთი მოსაზრება 'შეხება არ შეხების' შენეული (ან ვინმეს მიერ მოწოდებული) განმარტების გამო გაქვს ჩამოყალიბებული. ახლა მოდი მიპასუხე კითხვებზე (ვრცელი პასუხების წაკითხვას, მოკლე და კონკრეტული პასუხების წაკითხვას ვამჯობინებ და თუ გსურს გაითვალისწინე): 1. რატომ არ დართო ნება იესომ მარიამს რომ შეხებოდა? იმიტომ რომ თავის ღმერთთან ჯერ არ იყო ასული და მაგიტომ? (კონკრეტული მიზეზი მითხარი; თუ ისევ იმას ამბობ ღმერთთან არ იყო ასული და იმიტომო, მაშინ ეგ დაწერე პასუხად). 2. მარიამისთვის ან თუნდაც სხვა ვინმესთვის რომ დაერთო ნება შეხებოდნენ იესოს, მაშინ იტყოდი რომ ღმერთთან უკვე იყო ასულიო? (მიპასუხე, მაინტერესებს შენი დასკვნების პრინციპულობა). პ.ს. ჯერ ეს საკითხი გავარჩიოთ და შემდეგ შენს პოსტში დაწერილ სხვა საკითხებზეც გადავალ. არცერთ საკითხს ან კითხვას არ გამოვტოვებ. რაც შეეხება აღმსარებლობას, არ ვარ რელიგიური პირი და არცერთ რელიგიას არ მივყვები.
  4. alex ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების არასწორად გაგების საფუძველზე ფიქრობ, რომ იესო იმ ფიზიკური სხეულით აღადგინა ღმერთმა, რომელი სხეულიც მიალურსმეს და წამებით მოკლეს. ახლა შევეცდები აგიხსნა, რომ ცდები და ამას საკამათოდ არ ვწერ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე. შენ არ ხარ ერთადერთი რომელიც მასე ფიქრობს. დღეს, ისევე როგორც წარსულში, ზოგი (და ასეთები მრავალია) სწამს, რომ ქრისტე ხორციელი სხეულით აღდგა და ამაღლდა ზეცაში და მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომელიც ზემოთ პოსტში მიუთითე, ანუ რომ აღდგენის შემდეგ მისი სხეული სამარხში აღარ იყო (მარკოზი 16:5-7). აღდგენის შემდეგ იესო ხორციელი სხეულით ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, რათა დაემტკიცებინა, რომ ცოცხალია. ერთხელაც მან მოციქულ თომას შესთავაზა, რომ ხელი ჩაეყო მისი ფერდის ჭრილობაში, რათა ერწმუნა, რომ იესო ნამდვილად აღდგენილი იყო (იოანე 20:24–27). მაგრამ ეს არ ცხადყოფს, რომ ქრისტე აღდგენილი იქნა იმავე სხეულით, რომელშიც მოკვდა. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებ. ბიბლია გასაგებად ამბობს: "ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო. . . მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში" (1 პეტრე 3:18). ხორცისა და სისხლის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ზეცაში ცხოვრება. ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილთა შესახებ ბიბლია ამბობს: "ითესება მშვინვიერი [ანუ ფიზიკური] სხეული და აღდგება სულიერი სხეული. . . ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღვთის სასუფევლის დამკვიდრება" (1 კორინთელთა 15:44–50). ნათელია, რომ ზეცაში ცხოვრება შეუძლიათ მხოლოდ სულიერ პიროვნებებს სულიერი სხეულით. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა დაემართა იესოს ხორციელ სხეულს. როგორც შენთვითონაც აღნიშნე, სამარხი ცარიელი დახვდათ იესოს მოწაფეებს, რადგანაც ღმერთმა არ დატოვა იესოს სხეული სამარეში. ღმერთი ასე იმიტომ მოიქცა, რომ შესრულებულიყო ბიბლიაში დაწერილი სიტყვები. წაიკითხე ფსალმუნი 15:10; საქმეები 2:31. ამიტომ, ღმერთმა მართებულად მიიჩნია, რომ იესოს სხეულისთვის გაეკეთებინა იმის მსგავსი რამ, რაც გაუკეთა მოსეს სხეულს (მეორე რჯული 34:5, 6). გარდა ამისა, სხეული რომ სამარხში დარჩენილიყო, იესოს მოწაფეები ვერ გაიგებდნენ, რომ ის მკვდრეთით იქნა აღდგენილი, რადგან მათ იმ დროს ჯერ კიდევ სრულად არ ესმოდათ ბევრი რამ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოციქულ თომას შეეძლო იესოს ფერდის ჭრილობაში ხელის ჩაყოფა, არ მიუთითებს, რომ იესო იმავე სხეულით იყო მკვდრეთით აღდგენილი, რომლითაც აწამეს. იესო უბრალოდ ხორცს ისხამდა ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ ანგელოზები. მან თომას დასარწმუნებლად გამოიყენა ჭრილობიანი სხეული. იესო ეჩვენებოდა, ანუ ეცხადებოდა მათ, როგორც ნამდვილი ადამიანი, რომელსაც შესწევს ჭამისა და სმის უნარი, იმ ანგელოზების მსგავსად, რომლებსაც ერთხელ აბრაამი გაუმასპინძლდა (დაბადება 18:8; ებრაელთა 13:2).  იმ დროს, როცა იესო თომას გამოეცხადა იმ ფიზიკური სხეულის მსგავსი სხეულით, რომლითაც მოკვდა, ის მოწაფეებთან მოვლინების დროს ასევე სხვა ფიზიკურ სხეულებსაც ღებულობდა. მაგალითად მარიამ მაგდალელს იესო მებაღე ეგონა. სხვა შემთხვევებში მისი მოწაფეები მაშინვე ვერ სცნობდნენ მას. ხოლო როდესაც იცნობდნენ, ეს ხდებოდა არა მისი გარეგნობის, არამედ ამა თუ იმ გამონათქვამის ან მოქმედების საფუძველზე ყურადღებით წაიკითხე იოანეს 20:14–16; 21:6, 7 და ლუკას 24:30, 31.
  5. Morfius ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების არასწორად აღქმის და ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების არასწორად გაგების საფუძველზე ფიქრობ, რომ იესო იმ ფიზიკური სხეულით აღადგინა ღმერთმა, რომელი სხეულიც მიალურსმეს და წამებით მოკლეს. ახლა შევეცდები აგიხსნა, რომ ცდები და ამას საკამათოდ არ ვწერ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე. შენ არ ხარ ერთადერთი რომელიც მასე ფიქრობს. დღეს, ისევე როგორც წარსულში, ზოგი (და ასეთები მრავალია) სწამს, რომ ქრისტე ხორციელი სხეულით აღდგა და ამაღლდა ზეცაში და მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომელიც ზემოთ პოსტში მიუთითე, ანუ რომ აღდგენის შემდეგ მისი სხეული სამარხში აღარ იყო (მარკოზი 16:5-7). აღდგენის შემდეგ იესო ხორციელი სხეულით ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, რათა დაემტკიცებინა, რომ ცოცხალია. ერთხელაც მან მოციქულ თომას შესთავაზა, რომ ხელი ჩაეყო მისი ფერდის ჭრილობაში, რათა ერწმუნა, რომ იესო ნამდვილად აღდგენილი იყო (იოანე 20:24–27). მაგრამ ეს არ ცხადყოფს, რომ ქრისტე აღდგენილი იქნა იმავე სხეულით, რომელშიც მოკვდა. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებ. ბიბლია გასაგებად ამბობს: "ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო. . . მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში" (1 პეტრე 3:18). ხორცისა და სისხლის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ზეცაში ცხოვრება. ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილთა შესახებ ბიბლია ამბობს: "ითესება მშვინვიერი [ანუ ფიზიკური] სხეული და აღდგება სულიერი სხეული. . . ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღვთის სასუფევლის დამკვიდრება" (1 კორინთელთა 15:44–50). ნათელია, რომ ზეცაში ცხოვრება შეუძლიათ მხოლოდ სულიერ პიროვნებებს სულიერი სხეულით. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა დაემართა იესოს ხორციელ სხეულს. როგორც შენთვითონაც აღნიშნე, სამარხი ცარიელი დახვდათ იესოს მოწაფეებს, რადგანაც ღმერთმა არ დატოვა იესოს სხეული სამარეში. ღმერთი ასე იმიტომ მოიქცა, რომ შესრულებულიყო ბიბლიაში დაწერილი სიტყვები. წაიკითხე ფსალმუნი 15:10; საქმეები 2:31. ამიტომ, ღმერთმა მართებულად მიიჩნია, რომ იესოს სხეულისთვის გაეკეთებინა იმის მსგავსი რამ, რაც გაუკეთა მოსეს სხეულს (მეორე რჯული 34:5, 6). გარდა ამისა, სხეული რომ სამარხში დარჩენილიყო, იესოს მოწაფეები ვერ გაიგებდნენ, რომ ის მკვდრეთით იქნა აღდგენილი, რადგან მათ იმ დროს ჯერ კიდევ სრულად არ ესმოდათ ბევრი რამ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოციქულ თომას შეეძლო იესოს ფერდის ჭრილობაში ხელის ჩაყოფა, არ მიუთითებს, რომ იესო იმავე სხეულით იყო მკვდრეთით აღდგენილი, რომლითაც აწამეს. იესო უბრალოდ ხორცს ისხამდა ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ ანგელოზები. მან თომას დასარწმუნებლად გამოიყენა ჭრილობიანი სხეული. იესო ეჩვენებოდა, ანუ ეცხადებოდა მათ, როგორც ნამდვილი ადამიანი, რომელსაც შესწევს ჭამისა და სმის უნარი, იმ ანგელოზების მსგავსად, რომლებსაც ერთხელ აბრაამი გაუმასპინძლდა (დაბადება 18:8; ებრაელთა 13:2).  იმ დროს, როცა იესო თომას გამოეცხადა იმ ფიზიკური სხეულის მსგავსი სხეულით, რომლითაც მოკვდა, ის მოწაფეებთან მოვლინების დროს ასევე სხვა ფიზიკურ სხეულებსაც ღებულობდა. მაგალითად მარიამ მაგდალელს იესო მებაღე ეგონა. სხვა შემთხვევებში მისი მოწაფეები მაშინვე ვერ სცნობდნენ მას. ხოლო როდესაც იცნობდნენ, ეს ხდებოდა არა მისი გარეგნობის, არამედ ამა თუ იმ გამონათქვამის ან მოქმედების საფუძველზე ყურადღებით წაიკითხე იოანეს 20:14–16; 21:6, 7 და ლუკას 24:30, 31.
  6. Morfius აქამდე არ მქონდა დრო ფორუმისთვის, ახლა კი შესაბამის თემაში, დავწერ შემ მოსაზრებას, რომელის მართებულობა ბიბლიით იქნება დასაბუთებული.
  7. იქიდან გამომდინარე თუ დავასკვნით, რომ ამდენი პოსტის დაწერაა საჭირო რომ აგიხსნა, სათანადო თემაში იკითხე თუ გსურს ჩემი თვალსაზრისი იცოდეთქო და ამ წუთამდე ჯერ კიდე ამას გიხსნი, ცხადია რომ ნამდვილად გაცილებით ბევრი უსაგნო პოსტი დაიწერებოდა, რაც აშკარად ძალიან გაცდებოდა თემას!
  8. alex ეხლა გავდივარ, დრო აღარ დამრჩა. ამდენი ხანი იმას მოანდომეთ სათანადო თემაში დაგესვათ საკითხი. რატომ დაწერეო რომ მეკითხები, იცი რატომაც დავწერე. ჩემი შეხედულება ბიბლიაზეა დაფუძნებული და შენი კი ეკლესიის მღვდლების მცდარ განმარტებაზე. რაც არ უდნა აგიხსნა, ვიცი მაინც ჯიუტად იმას გაიმეორებ, რაც მღვდლებმა აგიხსნეს. ასე რომ აზრი არ აქვს კამათს. არანაირი პრობლემა არაა ჩემთვის შენ როგორი რელიგიური შეხედულება გექნება. ასე რომ გეგონოს იესო ხორციელად აღდგა და ხორციელად ავიდა ცაში და ხორციელად ცხოვრობს დღემდე...
  9. რას ქვია რატო? არ შეიძლება შენგან განსხვავებული თვალსაზრისი დაიწეროს ფორუმზე? მოკლედ რაა. ამდენი ხანი იმას მოანდომეთ, საკითხი სათანადო თემაში სასვათ. წავედი და როცა თავს მოუყრით საკითხებს, შემოვალ და ჩემ აზრს დავწერ.
  10. Morfius ეგ შენი სუბიექტური აზრია და არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც ეგაა სწორი, ხომ ასეა? მე ჩემი აზრი მაქვს და თუ მართლა გაინტერესებს მის შესახებ ბიბლიური პასუხი, წინ არაფერი უდგას იმას, რომ მითითებულ ბმულზე, ან სხვა შედარებით მონათესავე თემაში იკითხო და გიპასუხებ. ხომ ხედავ, ჯერ მარტო იმას რომ სათანადო თემაში დასვი საკითხითქო, რამდენი პოსტი დაგჭირდა. წარმომიდგენია ამ თემაში რომ ქრისტიანული საკიტხები განგვეხილა, როგორ გავცდებოდით თემის სათაურს. სწორედ ამიტომ არ მიყვარს ხოლმე ყველა თემის ერთმანეთში ათქვეფვა... ჩვენ ორივეს გვიხსნის უპრობლემოდ.
  11. Morfius გადმოიტანე ბიბლიიდან მოყვანილი მოვლენების შენეული განმარტებები ამ თემაშიც რომ მკითხველისთვისაც იყოს გასაგები შენი შეხედულებების საფუძველი. შემდეგ მე ჩემს ბიბლიურ მოსაზრებას გაგიზიარებ.
  12. Morfius ჩემთვის და alex-თვის მუშაობს გამართულად და შენ რატომ არა, ვერ გეტყვი.
  13. Morfius სადმე დავწერე რომ ინდუისტურ თემაში ქრისტიაბული საკითხების განხილვა რელიგიას შეურაცხყოფს-მეთქი? ხოდა, რა საჭიროა ამ შემთხვევაში შეურაცხყოფა საერთოდ? მაშინ როცა მიზეზი დავასახელე, რომ არ მსურს ამ თემაშიც ქრისტიანულ საკითხებზე საუბრით თემიდან გადახვევა. მგონი რთული გასაგები არაფერი დამიწერია.
  14. Morfius სურვილი რომ მქონოდა, ინდუისტურ რელიგიასთან დაკავშირებულ თემაში ქრისტიანობაზე მესაუბრა, ადრევე ვისაუბრებდი, მაგრამ ის ბმული იმიტომ მიგითიტე რომ შენი პოსტებიდან და თხოვნიდან გამომდინარე, ვიფიქრე მართლა გაინტერესებდა ბიბლიის თვალსაზრისი იმ საკითხზე, რაზეც დაწერე, მაინტერესებსო. ჩემი აზრით, არანაირი საჭიროება არაა იმისა, ინდუისტურ თემაში ქრისტიანულ საკითხებზე განვავრცოთ პოსტები. თუ მართლა გექნებოდა ინტერესი, უპრობლემოდ გადაინაცვლებდი თემაში რომელიც მიგითითე შენი თხოვნით და იქ იკითხავდი. როგორც ჩანს, ტყუილად მიგითითე ის ბმული. ასე რომ ტუ გსურს, შეგიძლია გააგრძელო ინდუისტურ რელიგიაზე წერა, საინტერესო თემაა და ყურადღებითაც ვკითხულობ. alex მზგავსი მცდარი მოსაზრება ენოქზე და ელიაზე პირველად არ გამიგია. შესაბამისად, არც გამკვირვებია რომ შენც მასე გგონია. მე უბრალოდ ხაზი გავუსვი იმას, რომ არასწორი შეხედულებები ჯერ კიდევ აქვთ ადამიანებს ბიბლიურ პერსონაჟებზე და იმაზე, რასაც ბიბლია ასწავლის.
  15. Morfius თუ ბიბლიური საკითხის შესახებ რაიმე შეკითხვა გაქვს, ამ თემაში დასვი: ეს კი თავად ბმულია: http://planeta.ge/index.php?showtopic=15743&st=75 ანდა ცალკე თემა გახსენი სადაც კონკრეტულად მაგ საკითხების შესახებ შეგიძლია შენი სუბიექტური მოსაზრება დაწერო და სხვებიც გამოეხმაურებიან მას. ესე იგი, ელია ზეცაში ასულა და ზეცაში ცხოვრობდა მას შემდეგ არა? რას აღარ ნახავს კაცი ფორუმებზე...
  16. Morfius მე მოკლედ გიპასუხე, რადგან არ მსურს ქრისტიანული საკითხების განვრცობა ამ თემაში, თემიდან გადავუხვევთთქო და ამიტომ. სათანადო თემაში დასვი ეგ საკითხი და სიამოვნებით აგიხნსი. როგორც უკვე მოკლედ გიპასუხე: "სხეულის მატერიალიზაციას ახდენდა როცა ეცხადებოდა ადამიანებს. ისევე, როგორც ამას ანგელოზები აკეთებდნენ წარსულში, როცა ადმაიანებს ეცხადებოდნენ ხორციელ სხეულში, მათთან ერთად ჭამდნენ, სხვავდნენ და ა.შ." თუ ქრისტიანული სწვალების შესახებ უფრო ზუსტი შემეცნების მიღება გსურს, სათანადო თემაში დავწეროთ.
  17. Morfius არა და არსად დამიწერია მაგას ამტკიცებთქო. მე უბრალოდ აღვნიშნე ფაქტი, მეტი არაფერი. ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, მაგას სულაც არ ნიშნავს. არსად დამიწერია, მაგას ნიშნავსთქო. არც არაფერი, პირიქით. მაგაზე კაი რა იქნებოდა. კი, მაგ მიზნითაცაა ეს განყოფილება შემქნილი.
  18. Morfius კარგია რომ აღნიშნე: "მათი აზრით". მათი აზრით მასეა კი, მასე ჰგონიათ, მაგრამ ის რომ მათ მასე ჰგონიათ, ეგ არ ნიშნავს რომ მართლა მასეა. რაც შეხება ამას: "საინტერესოა იმის მოსმენაც ამ მოვლენის თქვენისეული ახსნა როგორია" - სიამოვნებით, ოღონდ სათანადო თემაში დასვი ბიბლიური საკითხები. ამ თემაში ისევ ინდუისტურ რელიგიებზე ვისაუბროთ ჯობია. კი, ეგეც არასწორად გაგიგია, რადგან იესო სულიერად აღდგა, ანუ სულიერ სხეულში და სულიერი სხეულის მატერიალიზაციას ახდენდა როცა ეცხადებოდა ადამიანებს. ისევე, როგორც ამას ანგელოზები აკეთებდნენ წარსულში, როცა ადმაიანებს ეცხადებოდნენ ხორციელ სხეულში, მათთან ერთად ჭამდნენ, სხვავდნენ და ა.შ.
  19. Morfius რადგან პარალელების გავლებას ქრისტიანობასთან და ბიბლიასთან ასე გულმოდგინედ ცდილობთ, მაშინ კი ბატონო მეც შევეხები მას. ინდუისტების გადმოსახედით თუ ვიტყვით, გამოდის რომ ადამი და ევა ნახევრად ღმერთები ყოფილან, რადგან დასაწყისში ადამი და ევა ღვთის მსგავსად იყვნენ შექმნილნი და ეს ასე იყო ინდუისტური "ღვთაებების" დახმარების გარეშე. აქედან გამომდინარე, ინდუისტური რელიგიის და მათი "ღვთაებების" გარეშე ადამიანს შეუძლია სრულყოფილად ყოფნა და სრულყოფილების მიღწევა. მაგრამ შეუძლია თუ არა ადამიანს სრულყოფილების მიღწევა ინდუისტური რელიგიისა და ინდუისტური "ღვთაებების" დახმარებით, აი ეგ კი ნამდვილად სადაოა. აშკარად არასწორად გაგიგია ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები. დასკვნაც არასწორი გაგიკეთებია. თუმცა, ამაზე საუბარი, თემიდან სულ სხვა თემაზე გადაგვიყვანს და ამიტომ (შენგან განსხვავებით) თავს შევიკავებ და არ დავიწყებ იმის ახსნას, რომ ზეცაში ფიზიკური სხეულები არ მკვიდრობენ. ისევ ქრისტიანობას ეხები. კარგი, მაშინ გიპასუხებ: იესო არ ამაღლებულა ფიზიკური სხეულით. ახლა მომთხოვ ალბათ ამ ყველაფრის ახსნას და ასე გადავალთ ინდუისტური რელიგიის საკითხებიდან ქრისტიანული რელიგიისა და ბიბლიის სწავლებებზე. არაა პრობლემა. უბრალოდ მერე არავინ იყოს იმით უკმაყოფილო ინდუისტურ რელიგიაზე გახსნილ თემაშიც ქრისტიანობაზე წერთო.
  20. სხეულთან დაკავშირებით: არსებობს ფიზიკური და სულიერი სხეული. ამიტომ გკითხე რომელს გულისხმობდი. კარგი ბატონო, როგორც გსურს ისე უპასუხე. მე კი, პასუხიდან იმის დაციტირება მომიწევს ხოლმე, რაც ჩემ შეკითხვას ცემს პასუხს. პ.ს. 30-ე პოსტში დასმულ შეკითხვასაც უპასუხე ბარემ.
  21. Morfius ადამიანი, რომელსაც იმის იმედი აქვს რომ აბსოლუტურ სრულყოფილებას მიაღწევს ინდუსური ღვთაებების დახმარებით, რა სარგებლობას აძლევს ე.წ. "ნახევრად-ღმერთობა"? თან ამბობ, რომ ნახევრად-ღმერთობა და აბსოლუტურად სრულყოფილად ყოფნა, ფიზიკურ სხეულში ყოფნისას მიიღწევაო, თუკი ინდუსური ღვთაება დაეხარება ადამიანს აბსოლუტური სრულყოფილების მიღწევაშიო.
  22. ისევ მინდა შეგახსენო, რომ კონკრეტულ კითხვას, კონკრეტული პასუხი გასცე ხოლმე.
×
×
  • შექმენი...