Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. ლოტი რომ უზნეო ყოფილიყო, იესოს მოციქულები მართალ კაცად არ მოიხსენიებდნენ. მაგრამ, შენ ხომ არც მაგის გჯერა.
  2. Morfius რაც მეტს წერ, უფრო მეტად ვლინდება რამდენად ცუდად გცოდნია ბიბლია. ჩემო კარგო, მოსემ აღწერა მოვლენები, რომელიც ჯერ კიდევ კანონების მოცემამდე ხდებოდა. ეს არ ნიშნავს რომ მოვლენები არ აღეწერა რადგან ებრაელებისთვის კანონები ჯერ არ ჰქონდა ღმერთს მიცემული. ანუ გამოდის რომ მთელი დაბადების წიგნი (შენ რომ გკითხოთ) გადასაგდებია, რადგან მასში ის მოვლენებია აღწერილი, რაც კანონების მიღებამდე ხდებოდა. მაგ კითხვები იმაზე მეტყველებს რომ არ იცი რატომ ჩაეთვალათ უზნეობაში სოდომელებს და გომორელებს აღვირახსნილობა, მამათმავლობა და ლესბოსელობა. შენ როგორც ჩანს განსხვავებას ვერ ხედავ სოდომელებსა, გომორელებსა და ლოტის ოჯახს შორის. აბა ამის მერე და იმის მერე, რასაც ბიბლიაზე, მოსეზე და სხვა საკითხებზე წერ, რა უნდა აგიხსნა? მითუმეტეს ჯიუტად და თავდაჯერებულად მხოლოდ შენსას "აწვები" და არ გსურს ბიბლიაში ჩაწერილის სწორად ახსნილი გააანალიზო.
  3. Morfius იეჰოვა ითარგმნება თუ არა? lasha kakauridze კი ითარგმნება, ისევე როგორც ღვთის ძის სახელი იესო. მაგით რაა მერე. ღვთის სახელის თარგმნა იმას არ ნიშნავს რომ ამოიღო ბიბლიიდან ღვთის სახელი და სხვა წოდებებით შეცვალო. როგორც ეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააკეთა და რაც არასწორი ქმედება იყო. კი. არა, მარტო საკუთარ სახელს არ ვხედავთ. და საერთოდ ლაშა, რა გჭირს ხოლმე ღვთის სახელზე, აცრილივით ხარ რაა და ვერ იტან როცა ღვთის სახელზე მიუთითებს ვინმე.
  4. Morfius შენთვის შესაძლოა შეთხზულია, რადგან ვერ იგებ ბიბლიაში ჩაწერილს სწორად და მაგიტომ. ებრაელებს რომ ეცინებათ, ეგ არაფერს ნიშნავს. მასე თუა, ათეისტებს ძველ აღთქმაზეც ეცინებათ და ახალ აღთქმაზეც. უფრო მეტიც, ღვთის არსებობაზეც ეცინებათ. მაგით რაა მერე? დათვრა კაცი და არ ახსოვდა რა მოხდა. რაა ამაში გაუგებარი ან გასაკვირი. ლოტის ქალიშვილები ბოზანდარები არ ყოფილან. იმ დროს არ ჰქონდათ მიცემული კანონები და არ ჩაეთვალათ უზნეობაში ან ღვთის კანონების დარღვევაში. აი დღეს რომ მსგავსი რამ ვინმემ გააკეთოს, უკვე სხვა საქმე იქნებოდა.
  5. Morfius შენ რადგან მეუბნები არ ნიშნავს რომ მასეა. მასე იქნებოდა, ბიბლიას რომ შეესაბამებოდეს შენი აზრები. არცმე ვამბობ საქეიფოდიყვნენმისულებითქო და არც მოსე. კიარ მგონია,დაგიწერე და აგიხსენი ის, რასაც ბიბლია ამბობს, მარა შენ ბიბლაში ჩაწერილს უარყოფ და შეთხზულიაო ამბობ.
  6. lasha kakauridze და იმაში თუ ეთანხმები მორფიუსს ლოტს რომ ესტუმრნენ ანგელოზები და პური რო ჭამეს, იმაზე დაწერა არ უჭამიათო ანგელოზებსო. ეთანხმები მაგაში მორფიუსს?
  7. Morfius :givi: ისეთ რამეებს წერ, ლამის მოვკვდე სიცილით. (კი არ დაგცინი, უბრალოდ მეცინება უკვე ისეთ რამეებს წერ). შენ თუ დაგიჯერებთ, გამოდის რომ თურმე მოსეს ტყუილები ჩაუწერია ბიბლიაში. შენ წერ, რომ ლოტის მიერ გაშლილ სუფრაზე დაწყობილი საკვები (პური) ანგელოზებს არ უჭამითო, მოსე კი საპირისპიროს წერს, რომ "არ მოეშვა მათ ლოტი და ისინიც შევიდნენ მასთან სახლში. სუფრა გაუშალა, დაუცხო უფუარი პურები და მათაც დაიწყეს ჭამა". ამას ქვია კაცმა თქვას თეთრი შავიაო და შავი თეთრიო. შენ რატომღაც გინდა რომ შენი პოსტების წამკითხველმა ადამიანებმა შენ დაგიჯერონ და არა მოსეს. ამასაც თავად მკითხველი განსაზღვრავს ვის დაუჯეროს. ეს ბოლო პოსტი, რომელიც აქ დავაციტირე და რომელსაც კომენტარი გავუკეთე, იმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს თუ როგორ ცდილობ ბიბლიაში ჩაწერილის უკუღმად გაგებას, როგორ არასწორად იგებ მას და როგორც ცდილობ ამ საკითხებში გაურკვეველი მკითხველის შეცდომაში შეყვანას. სამწუხაროა რომ არ გსურს ღვთის სიტყვაში ჩაწერილის სწორად გაგება და იმ დონებდეც კი მიხვედი შენი მცდარი დასკვნებით, რომ მოსე მატყუარაც კი გამოიყვანე. შენ თუ გკითხავთ, თურმე არ უჭამიათ პური ანგელოზებს და მოსე კი გვატყუებს ბიბლიაში რომ გვიწერს, ჭამესო. არ მიკვირს რომ ჩემი დაწერილი არ გესმის. ახლა უკეთ გავიგე, რატომ გეძახიან "პროფესორს". პ.ს. ზემოთ აღნიშნული კლასიკური მაგალითის შემდეგ, აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ კიდევ აგისხნა ეს საკითხები. მაშინ როცა აშკარად დაწერილ ლოტისა და ანგელოზების ისტორიას, ჯიუტად უარყოფ...
  8. აი აქაც. ადრეც აგიხსენი, რომ იესო სულიერად აღდგა, ანუ სულიერ სხეულში, რადგან მოციქული პავლეც ადასტურებს ამის შესახებ, როცა ამბობს, რომ "ასევეა მკვდრეთით აღდგომაც. ითესება გახრწნილებაში და აღდგება უხრწნელობაში; ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში; ითესება სისუსტეში და აღდგება ძლიერებაში; ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული". წარსულში მცხოვრები ანგელოზების მსგავსად, იესო რომელიც სულიერ სხეულში აღდგა, ხორცს ისხამდა და ისე ეცხადებოდა ადმიაანებს და ის თევზი, რომელიც შეჭამა, მაგ დროს ხორციელ სხეულში იყო, ანუ ხორცშესხმული იყო.
  9. Morfius ჩემო კარგო, შენ უკვე იმდენად მოემწყვდიე წინააღმდეგობაში, რომ ბიბლიაში ჩაწერილზე ამბობ, თხზულებააო და თურმე არ უნდა მივიღოთ ნამდვილ მოვლენად. შენგან განსხვავებით, მე მაგ აზრის არ ვარ. ბიბლიაში რაც წერია, შეთხზული თხზულება კი არაა, არამედ წარსულში მომხდაირ მოვლენებია აღწერილი. ბიბლიის თანახმად: "საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა. თვალი რომ მოჰკრა მათ, წამოდგა შესაგებებლად, პირქვე დაემხო მიწაზე 2 და სთხოვა: „ჩემო ბატონებო, შემოდით თქვენი მსახურის სახლში და ღამეს გაგათევინებთ, ფეხებსაც დაგაბანინებთ. დილით კი ადრე ადექით და თქვენს გზას დაადექით“. მათ კი მიუგეს: „არა, მოედანზე გავათევთ ღამეს“. 3 მაგრამ არ მოეშვა მათ ლოტი და ისინიც შევიდნენ მასთან სახლში. სუფრა გაუშალა, დაუცხო უფუარი პურები და მათაც დაიწყეს ჭამა". ანგელოზები რომ ადამიანურ სხეულში არ ხოფილიყვნენ, ანუ ფიზიკური (ხორციელი) სხეული არ ჰქონოდათ, არც მოსე დაწერდა კაცები იყვნენო ეს ანგელოზები და გაშლილ სუფრაზე დაწყობილ საკვებზე არ დაწერდა ჭამა დაიწყესო. როცა ხედავ რომ ბიბლია იმის საპირისპიროს ამბობს რასაც შენ, კი არ უნდა ცდილობდე საკუთარი მცდარი მოსაზრების ბიბლიურ მოსაზრებად გასაღებას, არამედ უნდა აღიარო რომ არასწორი თვალსაზრისი გაქვს და თეთრზე არ თქვა შავიაო. დანარჩენს, როგორც ყოველთვის გწერდი, მკითხველი თავად გაუკეთებს სათანადო დასკვნას.
  10. ზემოთ რაზეც ვსაუბრობდით. ბიბლიით დაგისაბუთე რომ არასწორად აღიქვამდი ბიბლიაში ჩაწერილს და ხელმეორედ დაწერას აზრი არ აქვს. მკითხველი თავად გამოიტანს დასკვნას. რაც შეეხება ამას: Morfius ეს პოსტი მომეწონა. ამაში გეთანხმები, რომ ანგელოზს კონკრეტული სხეული აქვს, ოღონდ ეს სხეული ადმაინაის თვალისთვის უხილავია. ამასთან ერთად, არ უნდა აგერიოს ის, რომ ანგელოზი სულია. ეს ნიშნავს რომ ის სულიერი ქმნილებაა, სულიერ სხეულში და ის ფაქტი რომ ის სულია და ჩვენ მას ვერ ვხედავთ, არ ნიშნავს იმას რომ ის სული არაა რადგან ვერ ვხედავთ. ანგელოზებს, როგორც სულიერ სხეულში მყოფ არსებებს, შეეძლოთ ხორცი შეესხათ და ადმიანის სახით ანუ ადმიანურ სხეულში მოვინებოდნენ და ამის მაგალითები მრავლად გვაქვს ბიბლიაში. შენ კი ამბობ, მოხლოდ ერთხელ მოხდაო. ამ დროს, ლოტთან მისულ ანგელოზებზე გასაგებად წერია რომ ისინი ადმიანის ფორმაში იყვნენ, ანუ ხორცი ჰქონდათ შესხმული, როცა საკვებს მიირთმევდნენ ლოტის სახლში. ამ მოვლენას შენ როგორ ხნის? სული უხილავია, ანუ არამატერიალური. თუ ანგელოზებს ხორცი არ ჰქონდათ შესხმული, აბა როგორ ჭამეს და დალიეს ლოტის სახლში? დაწერე შენი მოსაზრება.
  11. Morfius ხორცშესხმული ანგელოზების ლოტთან სტუმრობა იმიტომ კი არ დავაციტირე რომ უარყოფ ანგეოზები იყვნენ თუ არა, არამედ მთელი კონტექსტის გათვალისწინებით დაგანახვე რომ სამი ანგელოზიდან ორი ლოტთან მიდის და ისევე უმასპინძლდება ლოტი მათ, როგორც აბრაამი გაუმასპინძლდა და ისევე მიმართავს მათ სიტყვით "უფალო", როგორც აბრაამი. შენ არ გსურს ამ ყველაფრის აღიარება და ჯიუტად გაიძახი შენსას. კამათს კი არანაირი აზრი არ აქვს. გულწრფელი მკითხველი თავად გამოიტანს აზრს. მართლმადიდებლები ვის რას უწოდებენ აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე მართლმადიდებლები ვის რას უწოდებენ იმას კი არ ვიყენებ არგუმენტად, არამედ იმას, რაც ბიბლიაში წერია.
  12. Morfius ზრი რომ გამოვიტანე, იმიტომ დაგისაბუთე მთელი კონტექსტის მხედველობაში მიღებით და არ მიკვირს რომ სათქმელი აღარაფერი გაქვს. იმიტომ რომ უკვე აგიხსენი ეგ. სამი კაცი (ხორცშესხმული ანგელოზი) ეცხადება აბრაამს და ესაუბრება თითქოს უფალი საუბრობს. ანუ ამ სამი კაცის პირით საუბრობდა უფალი. შემდეგ ორი მიდის სოდომში და ერთი აგრძელებს აბრაამთან საუბარს და აბრაამი მას ისევე მიმართავს სიტყვით "უფალი", როგორც სამს მიმართავდა. კონტექტსია ამის დასტური. ეგ ციტატა იმიტომ მოვიყვანე მართლმადიდებლური ბიბლიიდან რომ მაგმონაკვეთში ჩაწერილ შინაარს კარგად გადმოსცემს. მიუხედავად იმისა რომ მართლმადიდებლური ბიბლიები ბევრ შეცდომებს შეიცავენ, არ ნიშნავს რომ მასში არაფერიასწორად თარგმნილი. ამასთან ერთად, შემეძლო ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანიც მომეყვანა. მასშიც იგივე აზრია გადმოცემული. შეგიძლია თავად გადაამოწმო. სამი კაცი (ხორცშესხმული ანგელოზი) ეცხადება აბრაამს და ესაუბრება თითქოს უფალი საუბრობს. ანუ ამ სამი კაცის პირით საუბრობდა უფალი. შემდეგ ორი მიდის სოდომში და ერთი აგრძელებს აბრაამთან საუბარს და აბრაამი მას ისევე მიმართავს სიტყვით "უფალი", როგორც სამს მიმართავდა. კონტექტსია ამის დასტური.
  13. Morfius რადგან მთხოვე ბიბლიის მუხლებიც დადეო მკითხველმა ნახოს ვინ ამბობს მართალსო, კი ბატონო. შენ ამბობდი რომ ღმერთი ანგელოზებზე ამბობს მსახურებად ვქმნი მათო და მეკამათებოდი რომ ანგელოზები სულები არ არინაო. მკითხველმა რომ დაინახოს შენი მცდარი მოსაზრებები და ის თუ რას ასწავლის სინამდვილეში ბიბლია, პირდაპირ დავდებ ბიბლიიდან ციტატას, რაც ადასტურებს იმას, რასაც მე ვამბობდი, ანუ იმას რომ ანგელოზები სულები არიან! ფსალმუნის 103:4-ში პირდაპირ წერია: "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა". - წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/fsal101-115.htm ეს ერთ ტყუილი დაგისაბუთე რომ არასწორად ამბობდი ბიბლიის მუხლს და მკითხველი შეცდომაში შეგყავდა ტყულის დაწერით. ახლა რაც შეეხება იმას, რომ ამბობდი აბრაამს, აბრაამს რომ ესტუმრნენ სამი კაცი, სამივე წავიდნენ სოდომშიო ასე წერიაო ამბობდი. ანუ მკითხველს აქაც ატყუებდი რომ იქ წერია სამივე წავიდნენო. ნახე როგორ ატყუებდი მკითხველს და რას ამბობდი: ფაქტია რომ აქაც იტყუები და შეცდომაში შეგყავს მკითხველი, რადგან ამბობ რომ "იქ წერია სამივე წავიდა"-ო. მკითხველს მიუთითებ ბიბლიაზე და ამბობ, იქ (ანუ ბიბლიაში)წერია რომ სამივე წავიდაო. სინამდვილეში კი ბიბლიის მაგ მონაკვეთში მაგას არ ამბობს! ანუ არ ამბობს "სამივე წავიდა"-ო! არამედ, აი რა წერია იქ: "ამის შემდეგ წავიდნენ ის კაცები და დაადგნენ სოდომის გზას" - დაბადება 18:22. ხოლო დაბადების 19:1-ში უკვე ჩანს თუ იმ სამიდან, რამდენი წავიდა, სამივე თუ ორი: "საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა". ამრიგად, შენი მოსაზრება, აშკარად არ შეესაბამება ბიბლიას და რასაც ამბობდი იყო ტყუილი და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. ახლა რაც შეეხება ჩემს მიერ მოყვანილ ბიბლიის სიტყვებზე გაკეთებულ შენ კომენტარს: მაგ გაგებით ადამიანზეც ხომ ამბობ რომ თავად არის ცოცხალი სული? ამ მუხლში ანგელოზებზე გამოყეებულია სიტყვა "პნეუმატა" (ბერძ: πνεύματα, ებრ: რუ‧ხოთ)ხოლო დაბადების 2:7-ში, როცა ადმაიანი შექმნა ღმერთმა მოსემ გამოიყენა სხვა ებრაული სიტყვა "ნე'ფეშ", ანუ ბერძნულად "ფსიხენ" (ψυχὴν). ეს ორი სიტყვა, სხვა და სხვა სიტყვა მნიშვნელობის მატარებელი სიტყვა იმის დასტურია რომ ადმაინი და ანგელოზი ერთი და იგივე "სულს" არ წარმოადგენს! ასე რომ შენი მოსაზრება ბიბლიის არასათანადო ცოდნისა და გაგების საფუძველზე გაქვს მდარად ჩამოყალიბებული. ახლა რაც შეეხება იმას, რომ ამბობდი, ის კაცები რომ წავიდნენ, აბრაამი კვლავ უფლის წინაშე იდგაო. სინამდვილეში, როცა სამი კაცი ეწვია აბრაამს, აბრაამი ამ სამ კაცს უფლის წარმომადგენელ მამაკაცებად ღებულობს, და მიმართავს როგორც უფალს და მდაბლად ეთაყვანება მათ. დაბადების 18:2-ში ვკითხულობთ: "თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა". მომდევნო მუხლში ამ სამ კაცს, ანუ ხორცშესხმულ ანგელოზებს აბრაამი სიტყვით "უფალო"-თი მიმართავს: "და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა". შემდეგ, ამ სამიდან ორი კაცი, ანუ ორი ანგელოზი, სოდომს მიემართება: "ადგნენ კაცები (და არა სამი კაცი) და სოდომისკენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად". - დაბადება 18:16. მრავლობითში ნათქვამი კაცები, არ ნიშნავს სამ კაცს, არამედ მიუთითებს იმაზე რომ ამ სამი კაციდან კაცები წავიდნენ. თუ რამდენი წავიდა სოდომში, ამას უკვე ნათელს ხდის კონტექსტი, ანუ მომდევნო მუხლებში ჩაწერილი, სადაც ვკითხულობთ: "საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა". ხოლო ის ანგელოზი, რომელიც არ წავიდა სოდომში არამედ აბრაამთან გააგრძელა საუბარი, დაბად.18:33-ში წერია: "წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას". - დაბად. 18:33. ამრიგად, ის ანგელოზები, ანუ ხორცშესხმული მამაკაცები, რომლებიც ღვთის წარმომადგენლეები იყვნენ, და რომელთა პირითაც ღმერთი ესაუბრებოდა აბრაამს როგორც უფალი, ისე მიმართავდა მათ აბრაამი. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბიბლიურ დროში. როცა ანგელოზები ადმაიანებს ეცხადებოდნენ, ადმაიანები ამბობდნენ რომ ღმერთი იხილეს. მაგალითად, როცა მანოახსა და მის ცოლს ანგელოზი გამოეცხადება ისინი ამბობენ რომ ღმერთი ვიხილეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ თვითონ ღმერთი ეახლა მანოახს და მის ცოლს. აი კონკრეტულად ეს ადგილი ბიბლიიდან და ყურადღებით წაიკითხე: 19. და მოიღო მანოე თიკანი იგი თხათაჲ და შესაწირავი. და შეწირა იგი უფლისა საკჳრველმოქმედისა კლდესა მას ზედა; და მანოე და ცოლი მისი ჰხედვიდეს. 20. და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას. და მანოე და ცოლმან მისმან იხილეს და დაცჳვეს იგინი პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად. 21. და არღარა შესძინა ანგელოზმან უფლისამან ჩუენებად მანოესა და ცოლსა მისისა. მაშინ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს. 22. და ჰრქუა მანოე ცოლსა თჳსსა: სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ. მსგავსადვე, როცა ლოტთან მიდიან ანგელოზები, ლოტი მათ სიტყვით "უფალო"-თი მიმართავს. (დაბადება 19:1,2). წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab16-20.htm აშკარაა რომ რასაც შენ ამბობდი იყო მცდარი და ახლა მკითხველისთვის ნათელია, რომ სინამდვილეში სამი ანგელოზი გამოეცხადა აბრაამს ადამიანის სხეულში, და აბრაამმა ისე გამოავლინა მათდამი სტუმართმოყვარეობა, რომ არც კი იცოდა რომ ანგელოზები იყვნენ ისინი. ეს რომ ასე იყო, ამას მოციქული პავლეც კი ადასტურებს ებრაელთა მიმართ წერილში, როცა სტუმართმოყვარეობაზე საუბრობს: "სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია"! იმ სამი კაციდან, ანუ ხორცშესხმული ანგელოზიდან, ორი ანგელოზი, რომელიც სოდომში წავიდა, ლოტს ეწვია. ისინი არ წამროადგენდნენ მოჩვენებას, არამედ ხორცშესხმულები ანგელოზები იყვნენ და ადმაიანის სხეული ჰქონდათ! როცა სოდომში მივიდნენ, აბრაამის მსგავსად, ლოტიც უმასპინძლდება მათ და ისინიც ჭამენ და სვამენ. ეს კი იმის უტყუარ დასტურს წარმოადგენს, რომ ხორცშესხმული ანგელოზები ის კაცები იყვნენ, რომელსაც აბრაამი გაუმასმინძლდა ისევე, როგორც ლოტი. სოდომში, ლოტთან მისული ხორცშესხმული ანგელოზები ლოტის სახლში საჭმელს ჭამენ: "ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ. და აიძულა მათ და მოაქციეს მისსა მიმართ და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა. და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად. და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ. ხოლო გამოვიდა ლოთ მათდა მიმართ წინაშე კართა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა". - დაბადება 19:1-6. - წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab16-20.htm ასე რომ ყველაფერი ნათელია.
  14. Morfius რბილად რომ ვთქვათ, ტყუილს ამბობ. ბიბლიაში არ წერია რომ სამივე წავიდა. ამიტომ გიმეორებთ უკვე მერამდენედ, რომ მცდარად იგებთ დაწერილს. რაც შეეხება რასელს და მოწმეებს, კანონიკურ და არაკანონიკურ წერილებს, ამაზეც მცდარი წამროდგენა გქონიათ ბატონო ჩემო. ბიბლიის კანონიკური წიგნები მართლმადიდებლებს არ დაუდგენიათ და შესაბამისად არც მოწმეებს დაუქნევიათ თავი მათთვის. კართაგენის კრებამდე, გაცილებით ადრე იყო ცნობილი კანონიკური ბიბლია. რაც შეეხება მადგალელის "სახარებას", თომას "სახარებას", ბარნაბას "სახარებას" და ა.შ. ბრწყინვალედ ვიცნობ და ნაჩქარევ დასკვნებს თუ გააკეთებთ, კიდევ უფრო მეტ მცდარ წარმოდგენებს ჩამოიყალიბებთ ვიდრე აქამდე ჩამოიყალიბეთ. ახლა გვიანია და წავალ, დაწერეთ და სხვა დროს გადავხედავ და თუ საჭიროდ ჩავთვლი, გიპასუხებთ კიდეც.
  15. Morfius იქ სადაც წერია ეს ორი ანგელოზი სოდომში წავიდაო, მანამდე წერია, რომ სამი კაცი რომ ესტუმრა, სამიდან ერთერთი დარჩა აბრაამთან და გააგრძელა საუბარი ხოლო დანარჩენზე წერია, რომ გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომსო. კონტექსტს ყურადღებით თუ წაიკითხავთ ხოლმე, აღარ დაიბნევით და ამ სამიდან კაციდან ანუ ამ სამი ხორცშესხმული ანგელოზიდან სოდომში წასული ორი ანგელოზი, სხვა აღარ გეგონებათ. რაც შეეხება ამას: როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც, თქვენი მცდარი მოსაზრება, არ შეესაბამება იმას, რასაც ბიბლია გვეუბნება. ბიბლიაში პირდაპირ გასაგებად წერია: "ანგელოზებს სულებად ქმნის". ამიტომ ვამბობ ხოლმე რომ ცდებით და თქვენი რელიგიური მოსაზრებების უმრავლესობა, რასაც აქ წერთ მცდარი და არაბიბლიურია და არა იმიტმ რომ ჩემგან განსხვავებული თვალსაზრისი გაქვთ.
  16. Morfius აქ რასაც წერთ, გეთანხმებით.
  17. Morfius დაასაბუთეთ ბატონო. სიტყვებზე ვერ დაგიჯერებთ და თქვენს მცარ მოსაზრებებს სინამდვილედ ვერ ავიტაცებ მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ამბობთ. რითი ასაბუთებთ? დამისაბუთეთ...
  18. Morfius თუ ბიბლიას საგულდაგულოდ გამოიკვლევდით და და იეჰოვას მოწმეების სწავლებასაც და თქვენს სუბიექტურ მოსაზრებებზე მაღლა ობიექტურ მსჯელობას დააყენებდით, ყველაფერში დაეთანხმებოდით იეჰოვას მოწმეების თეოლოგიას. მე ისეთივე ადმაიანი ვარ, როგორც თქვენ და სხვები, მაგრამ როცა ჩემი მოსაზრება არ შეესაბამება ბიბლიას, მაშინ არ ვცდილობ ჩემი მოსაზრება ბიბლიაზე მაღლა დავაყენო. ხოლო როცა ვხედავ რომ ვინმეს მოსაზრება, აი მაგალითად თქვენი ნაფიქრალისა და მოსაზრებების უმრავლესობა რომ არაა ბიბლიასთან თანხმობაში და მცდარია, მას ვერ მივიჩნევ ბიბლიურ მოსაზრებად და ამას აღვნიშნავ ხოლმე და პარალელურად ვასაბუთებ ბიბლიით. ეს კი საწყენად არ უნდა მიიღოთ ხოლმე. მე არ მწყინს რომ მცდარ მოსაზრებებს წერთ და შეცდომაში იმყოფებით. მე რა შემიძლია? მხოლოდ ის რომ თქვენი მცდარი მოსაზრებები ბიბლიის საშუალებით გამოვავლინო ხოლმე. თუ გულწრფელად გსურთ ბიბლია სწორად გაიგოთ, მაშინ ბრაზი, გაღიზიანება და მცდარი სუბიექტური მოსაზრებები უნდა მოიშოროთ და მერწმუნეთ, რეალურად დაინახავთ თქვენს მცდარ შეხედულებებს.
  19. Morfius კაი ახლა ბატონო ჩემო. აბა შეიხედეთ მართლმადიდებელი ეკლესიის ფორუმებზე და ვებ-გვერდებზე რამდენ ბიბლურ მუხლს ურთავენ თავიანთ მცდარ სწავლებებს მარა ეგ იმას არ ნიშნავს რომ მათი სწავლება ბიბლიურია და მათი მოსაზრება და განმარტებებიც ბიბლიური. ვიცი რომ მასე ფიქრობთ, ახალი არაა ჩემთვის, მარა ეგ არაფერს ნიშნავს რომ თქვენ მასე ფიქრობთ, რადგან ობიექტურად განწყობილი ადმაიანი პოსტებს რომ წაიკითხავს, თავად მიხვდება რომ მართალს გწერთ. არანაირად. ჯერ ერთი იმიტომ რომ მე არავისგან ველი ტაშის დაკვრას და რატომაც და ვისთვისაც გამოვავლინე თქვენი პოსტებისა და თქვენი თვითნებური, მცდარი და არაბიბლიური ინტერპრეტაციები, უკვე აღვნიშნე წინა პოსტში. ჯერ ერთი, ლაშა კაკაურიძესთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვმეგობრობთ. ჩვენში მსგავსი რამ არ აღიქმება ერთმანეთის შეურაცხყოფა. მეორეც, მართლმადიდებლების რელიგიური თვალსაზრისის გათვალისწინება არ გათვანილსინებით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად გადამთიელი გამოვდივარ რადგან მართლმადიდებელთა რელიგიურ სწავლებებს არ ვეთახნმები. ლოტის თავიდან ლაშა ახსენა და მეც გავიმეორე თუ არა მე აბრაამზე დავწერე სამ ანგელოზს გაუმასპინძლდა-თქო. ანუ სამი კაცი რომ მივა და აზრზეც კი არ იყო რომ ხორცშესხმული ანგელოები იყვნენ. ასე რომ წაიკითხეთ ბიბლია და თუ რაიმეს ვერ იგებთ, ან შეკითხვა გაქვთ, ბიბლიური მუხლი დააციტირეთ, ჩამოაყალიბეთ შეკითხვა და აგიხსნით. ნამდვილად! შეგიძლიათ მაგაზე აღარ ინერვიულოთ. მკითხველს მიანდეთ.
  20. იმედია თქვენც შეიკავებთ თავს, ჩემი მიზანმიმართულად გაღიზიანებისაგან. Morfius თქვენ გადაავსეთ მთელი თემა თქვენი მცდარი და არაბიბლიური შეხედულებებით და ეს აღვნიშნე. თქვენ კი ამან გაგაღიზიანათ. რატომღაც ელოდით რომ ტაშს დაგიკრავდით თქვენეულ არაბიბლიურ ინტერპრეტაციებზე და გაღიზიანებულმა პირად შეურაცხყოფაზე გადმოხვედით. ბოდიშის მოხდა სიმამაცეა და ამიტომ გავატარე შეურაცხყოფა. იმედი მაქვს სამომავლოდ როცა გაიმეორებთ თქვენს მიერ მცდარად ინტერპრეტაცირებულ მოსაზრებებს, ნუ გაგიკვირდებათ ისევ აღვნიშნო და ისევ დავასაბუთო ბიბლიით რომ ცდებოდით. ამას თქვენს გასაღიზიანებლად კი არ გავაკეთებ, არამედ როგორც გასულ პოსტებში აღვნიშნე, ამას საკითხში ნაკლებად გათვიცნობიერებული ადმიანების გულისთვის გავაკეთებ რომ კარგად იცოდნენ ბიბლიის სწორი განმარტება რომ თქვენი განამრტების სიმცდარე დაინახონ. თქვენ კი, არავინ გიშლით, არც მე და არც სხვა რომ თქვენი მცდარი თუ სწორი შეხედულებები წეროთ. ასე რომ თუ არ დაგეთანხმებით და ბიბლიის საშუალებით დავასაბუთებ ხოლმე თქვენი მცდარი ინტერპრეტაციების შესახებ, ნუ გაიკვირვებთ ბატონო "პროფესორო". ესაა და ეს. ლაშა კაკაურიძე, ვერ ნახე პოსტებში რაები წერა? ისეთ რამეებს წერდა, მართმადიდებელი ეკლესია არასდროს რომ აღიარებდა. ასე რომ ისედაც უნდა მიმხვდარიყავი რომ შენი "ჯიშისა" არაა. არც ადრე იკლავდა ეგ კაცი თავს ფორუმზე წერით. და იმ უაზრო ცილისწამების ნაცვლად, რაიმე აზრიანი მაინც მოგეფიქრებინათ, წასაკითხად მაინც ივარგებდა.
  21. Morfius რადგან ბოდიში მოიხადე, ვიმედოვნებ რომ მსგავსი სახის შეურაცხმყოფელი პოსტებისგან თავს შეიკავებ მომავალში. lasha kakauridze შენ და მორფიუსს შეიძლება ერთი აზრი გაქვთ, მაგრამ ეგ სავსებით არ ნიშნავს რომ სწორი აზრი გაქვთ. აბრაამის მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ ორივეს, რომ დაგენახათ ის ფაქტი, რომ ანგელოზები, რომლებიც სულებად არიან შექმნილნი, შეეძლოთ ხორცი შეესხათ (ისევე როგორ ეს იესომ გააკეთა) და ადამიანებს გამოცხადებოდნენ ადმაიანურ (ხორციელ) სხეულში. აბრაამზე რომ ამბობ სიტყვა არ დაუძრავსო, როგორ დაძრავდა, როცა არ იცოდა რომ ის მამაკაცები, რომლებსაც გაუმასპინძლდა, ხორცშესხმული ანგელოზები იყვნენ. მალავს თავის აღმსარებლობას. რაც მისი უფლება თავისთავად.
  22. კიიცვლება. ადმაიანის იმდაგვარად განვითარების ევოლუციური თეორია რომ ჩაფლავდა, ზემოთ პოსტებში დაგიწერე უკვე და ყურადღებით წაიკითხე.
  23. რაც შეეხება ამას. აბრაამისთვის იმ ანგელოზებს არ უთქვიათ ჩვენ ანგელოზები ვართ რომლებმაცხორცი შევისხით და ადმაიანად მოგევლინეთო. რაა მათაცტყუილში უთვლი? რაც შეეხება იესოს, მას არ მოუტყუებია არავინ. მისმა მოწაფეებმა ბრწყინვალედ იცოდნენ რომ იესო აღდგებოდა სულიერად. როცა იესო ეცხადებოდა, ისინი ვერ ცმობდნენ მას,რადგან იესო სხვა და სხვა ხორციელ სხეულს იღებდა. გარდა ამისა, მთავარი ის იყო რომ იესომ ხორციელი სხეულის გამოცხადებით, მოციქულსაც და სხვა, ასობით ადმაიანს დაუმტკიცა რომ ის მკვდრეთით იყო აღდგენილი რადგან ხორციელად ეცხადებოდა მათ.
  24. lasha kakauridze პოსტის მხოლოდ ის ნაწილი წავიკითხე, რასაც ვაციტირებ და ამ ნაწილში უკვე ისეთ რამეს წერ, რაშიც არ გეთანხმები, რადგან აქ მოწმეები არაფერ შუაშია. მეორეც, მოწმეებს სწამთ სულის ისე, როგორი მნიშვნელობაც ბიბლიაში აქვს მინიჭებული. მესამე, იესოს არაფერი მოუტყუებია არავისთვის. იესომ რომ თქვა სული არვარო ამით ცხადყო რომ ხორციელი სხეული ჰქონდა იმ წუთას, როცა გამოეცხადა. იესო ისევე ახდენდა სულიერი სხეულის მატერიალიზაციას, როგორც წარსულში ანგელოზები. ამაზეც უკვე მეწერა მარა შენ როგორც წესი, იმას არ იგებ, რასაც შენი ეკლესია არ გასწავლის.
×
×
  • შექმენი...