-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
wanderer ბარემ ბოლომდე გაგევსო დესკტობი, ცოტა ადგილი კიდე დარჩა :D
-
როგორ მახსოვს სკოლაში 11 კლასში რომ ვიყავი, მთვრალი მივედი. დამრიგებელი გაგიჟდა. თუმცა, კაი კაცი იყო და ასე მითხრა: წადი, ბორჯომი იყიდე და აქ მთვრალი მეორედ აღარ გნახოო. მის მერე, მთვრალი აღარ მივსულვარ.
-
ბუდიზმი ინდოეთში დაახლოებით ძვ. წ. 500 წელს წარმოიშვა. ბუდისტური გადმოცემის თანახმად, ინდოელმა პრინცმა, სახელად სიდჰართა გაუტამამ, რომელიც წმინდანად შერაცხვის შემდეგ ბუდას სახელით არის ცნობილი, შექმნა ბუდიზმი. ეს რელიგია ინდუიზმს გამოეყო, რის გამოც მისი სწავლებები რაღაცით ინდუიზმის სწავლებების მსგავსია. ბუდიზმის თანახმად, ცხოვრება სიკვდილ-სიცოცხლის მუდმივი ციკლია და, როგორც ინდუიზმში, თითოეული პიროვნების მდგომარეობა წინა ცხოვრებაში განვლილ სიცოცხლის გზაზეა დამოკიდებული. "[ბუდა] ადამიანის ცხოვრებაში ხედავდა მხოლოდ ხანმოკლე, წყვეტილ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობებს, რომლებსაც მხოლოდ ადამიანის ძლიერი სურვილი აერთიანებდა", — აღნიშნა არნოლდ ტოინბიმ. ბუდას სწამდა, რომ რაღაც — რომელიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა თუ ძალა — ერთი სიცოცხლიდან მეორეში გადადიოდა. ბუდისტი მეცნიერი, დოქტორი ვალპოლა რაჰულა, ამბობს: "ცოცხალი არსება ფიზიკური და სულიერი ძალების ანუ ენერგიის ერთობლიობაა. ის, რასაც ჩვენ სიკვდილს ვუწოდებთ, ფიზიკური სხეულის სრული უმოქმედობაა. უკვალოდ ქრება ყველანაირი ძალა და ენერგია სხეულის სიკვდილის დროს? ბუდიზმი პასუხობს, რომ არა. სურვილი, რომ არსებობდე, აგრძელებდე ცხოვრებას და ისევ და ისევ იბადებოდე, სიცოცხლის, ყოველგვარი არსებისა და თვით მთელი სამყაროს მამოძრავებელი უდიდესი ძალაა. ეს უზარმაზარი ძალა და უდიდესი ენერგიაა მთელ მსოფლიოში. ბუდიზმის თანახმად, ეს ძალა არ ქრება სხეულის ცხოველქმედობის შეწყვეტის ანუ სიკვდილის დროს; არამედ გვევლინება სხვა ფორმაში და ხელახლა არსებობს, რასაც მეორედ შობას უწოდებენ". ბუდისტების აზრი სიკვდილის შემდეგ ადამიანის არსებობის შესახებ შემდეგია: არსებობა მარადიულად გაგრძელდება, ვიდრე პიროვნება არ მიაღწევს საბოლოო მიზანს — ნირვანას და თავს არ დაიხსნის გარდაქმნის ციკლიდან. ნირვანა არც მარადიული ნეტარებაა და არც საბოლოო რეალობასთან შერწყმა. ეს უბრალოდ სრული გაქრობაა — "უკვდავება" პიროვნების არსებობის გარეშე. "უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემა" [Webster's Ninth New Collegiate Dictionary] "ნირვანას" განმარტავს, როგორც "ყოფიერებიდან გამოთიშულ ადგილს ან მდგომარეობას ყოველგვარი საზრუნავისა და ტკივილის გარეშე". ბუდისტები უკვდავებას კი არ ეძებენ, არამედ აღძრული არიან, რომ მის საზღვრებს გასცდნენ და მიაღწიონ ნირვანას. რამდენადაც ბუდიზმი აზიის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა, ადგილობრივ წარმოდგენებთან შერწყმის შედეგად მისმა სწავლებებმა ცვლილებები განიცადა. მაგალითად, მაჰაიანაში, ბუდიზმის ერთ-ერთ მიმართულებაში, რომელიც გავრცელებულია ჩინეთსა და იაპონიაში, არსებობს ზეციერი ბოდჰისატვის ანუ მომავალი ბუდას რწმენა. ბოდჰისატვებს გადადებული აქვთ ნირვანის დამკვიდრება და მრავალჯერ იბადებიან, რათა სხვებს მოემსახურონ და დაეხმარონ ნირვანის მიღწევაში. ამგვარად, პიროვნებას კვლავ და კვლავ დაბადების ციკლის გაგრძელება ნირვანის დამკვიდრების შემდეგაც კი შეუძლია. სხვა მიმდინარეობა, რომელიც ძირითადად ჩინეთსა და იაპონიაშია გავრცელებული, მოძღვრება დასავლეთის წმინდა მიწის შესახებ, ამიტაბჰა-ბუდამ ანუ ამიდამ შექმნა. ის, ვინც ბუდას რწმენით უხმობს, მეორედ იბადება წმინდა მიწაზე ანუ სამოთხეში, სადაც საბოლოო მიზნის მიღწევისთვის საუკეთესო პირობებია. რა მოიტანა ამ სწავლებამ? ზემოხსენებული პროფესორი სმარტი ამბობს: "ბუნებრივია, რომ საუცხოო სამოთხემ, რომელიც ნათლად არის აღწერილი მაჰაიანას ზოგ საღვთო წიგნში, საზოგადოების წარმოდგენაში ნირვანას ადგილი დაიკავა, როგორც საბოლოო მიზანმა". ტიბეტურ ბუდიზმში კიდევ სხვა ადგილობრივი ელემენტებია შერწყმული. მაგალითად, მკვდრების შესახებ ტიბეტური წიგნი აღწერს, თუ რა ემართება პიროვნებას შუალედურ მდგომარეობაში, ვიდრე მეორედ დაიბადება. მკვდრები წარსდგებიან საბოლოო რეალობის მოკაშკაშე ნათელის წინაშე და ისინი, რომლებიც ვერ უძლებენ ნათებას, არ თავისუფლდებიან, არამედ მეორედ იბადებიან. ბუდა http://s006.radikal.ru/i214/1003/2b/a5e65cd4a3d7.jpg ბუდისტები http://s52.radikal.ru/i135/1003/25/69446ae618e4.jpg ამიტაჰბა ბუდა http://i045.radikal.ru/1003/5f/5df4207dee37.jpg
-
◙ ისლამი (الإسلام) — როდის და სად იღებს სათავეს ◙
აზრი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მოდით, ცოტა ახლოს მივიდეთ ყურანთან და განვიხილოთ ყურანის შესახებ ზოგიერთი საკითხი. მკითხველმა ალბათ იცის რომ ყურანი მოცულობით ბიბლიის ნახევარსაც კი არ წარმოადგენს; ის დაახლოებით ბიბლიის ერთი ნაწილის (ახალი აღთქმის) ზომისაა და აქედან გამომდინარე, დიდი არაა მოცულობით რომ ძალიან დიდი დრო წაგვართვას მის ზედაპირულმა გამოკვლევამ მაინც. ვფიქრობ რომ, საინტერესო იქნებოდა მისი განხილვა, რადგან ყველას (ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ის) ნახოს თუ რას ასწავლის ყურანი. რადგან ფორუმი ქართულ ენოვანია, ვფიქრობ რომ უფრო მართებული იქნებოდა არაბული ენის ნაცვლად, (რომელზეც ის დაიწერა) ქართულად ენაზე დავაციტიროთ ხოლმე ყურანის სურები (თავები) რათა ფორუმის მომხმარებლებისთვის გასაგები იყოს მასში ჩაწერილის შინაარსი. პირველ რიგში, მანამ სანამ სურების დეტალურ განხილვაზე გადავიდოდეთ, საინტერესო იქნება ჯერ ის გამოგვეკვლია, იყო თუ არა მუჰამედი ღვთისგან გამოგზავნილი წინასწარმეტყველი და შემდეგ განგვეხილა დეტალებში მისი ნაწერები. ყურანის წაკითხვისას, მკითხველი იოლად შეამჩნევს რომ ყურანი არ საუბრობს მუჰამედის სასწაულებზე, ანუ, იმაზე, რაც სინამდვილეში დაადასტურებდა რომ მუჰამედი ღვთის გამოგზავნილი იქნებოდა. მოდით ცოტა ხნით გავიხსენოთ მოსე (რომელზეც მუჰამედიც კი საუბრობს თავის ყურანში და ღვთის წინასწარმეტყველად ცნობს); მოსე იყო ბიბლიის პირველი მწერალი და პირველი წინასწარმეტყველი. როცა ღმერთმა ის იაკობის შთამომავლებთან გააგზავნა, მოსე ღმერთმა აღჭურვა სასწაულების მოხდენის უნარით რაც მოსეს ღვთაებრიობის დამადასტურებელი ნიშანი იყო, ანუ მოსეს მიერ სასწაულების მოეხდინამ დაადასტურა რომ ის იყო ღვთის მიერ გაგზავნილი ადამიანი ღვთაებრივი მისიის შესასრულებლად. იგივე იყო იესოს შემთხვევაშიც. ის იმდენ სასწაულს ახდენდა რომ, ისინი რომლებიც მისი მოწაფეები არ ხდებოდნენ, არ უარყოფდნენ რომ იესო სასწაულების მოხდენის უნარით იყო აღჭურვილი. რა შეიძლება ითქვას მუჰამედზე? მუჰამედი მოვიდა ღვთაებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ზებუნებრივი მტკიცებების გარეშე! (სასწაულების მოხდენის გარეშე) ზოგიერთი მუსულმანი ცდილობს (მუჰამედის მიერ სასწაულების მოხდენის უუნარობას) თავი აარიდოს, მაგრამ ამაოდ თუ გამოუვა ეს; ზოგიერთი მუსლიმი ცდილობს ამ რეალურ და გონივრულ ფაქტს გაექცეს და ამბობს, რომ, მუჰამედი სასწაულების მოსახდენად კი არ მოსულაო, არამედ საქადაგოდო. კი ბატონო. მაგრამ, როგორ დავიჯეროთ ადამიანი ღვთის გამოგზავნილია თუ არა, მტკიცებულების გარეშე? ნებისმიერმა შეიძლება თავი ღვთის გამოგზავნილად გააცხადოს. მოსე და იესო (ყურანიც აღიარებს მათ ღვთის წინასწარმეტყველებად) უამრავ სასწაულს ახდენდნენ; სად არის მუჰამედის სასწაულები? მუჰამედმა ყურანში აღიარა რომ მას არცერთი სასწაული არ ჩაუდენია - იხილე ყურანი, სურები (თავები): 2:118; 10:38; 11:13; 6:109. ნათელია რომ მუჰამედის ღვთაებრივი წარმომავლობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. -
Siknadmo როცა სიმართლეს დაწერენ და არ მოგწონთ, ყველაფერი სექტანტური როგორაა?
-
აქ ამბობ გამომრჩაო, ქვემოთ მწერ, არ გაგეცი პასუხი, იმიტომ რომ სხვა თემააო. გვატყუებ და თანაც უნიჭოდ. აი ასეთი ტერმინებისგან კი თავი უნდა შეიკავო, რომ პასუხის მიღება დაიმსახურო: ეს შეურაცხყოფაა და სხვა დროს აღარ შეგეშალოს. ამას რაც შეეხება: უნდა დაამტკიცო, რადგან თორა არ ამბობს, ლოტი ტვინიდან გათიშული იყოო. მასში ნათქვამია რომ მთვრალი იყო და ვერ გაიგო როდის დაწვა ან ადგა ქალიშვილიო. მთვრალ ადამიანსა და ტვინიდან გათიშულში, დიდი სხვაობაა. ასე რომ ჯერ უნდა დაამტკიცო ის, რასაც რახანია გაძახი. გელოდები. აი შენ ისევ იგივეს იმეორებ. ვინ გითხრა რომ თავის ტვინიდან გათიშული იყო ლოტი? მთვრალი იყოო წერია ადამიანო. არ გაგიგია მაინც რომ მთვრალი იყო კაცი, სქესობრივი კავშირი ჰქონდა ქალთან და მეორე დღეს საერთოდ არაფერი ახსოვდაო? არც უშუალოდ სქესობრივი კავშირი და არც არაფერი. ლოტზე კი მხოლოდ ის წერია, ქალიშვილის ადგომა დრო არ იცოდაო. ასე რომ, დროა დაამტკიცო ის, რომ ლოტი თავიდან გათიშული იყო, სხვა შემთხვევაში, მთელი შენო თეორიები ჩაიძირა.
-
POLEMIST გარდა ამისა, ახსენი და დაასაბუთე, რომ ლოტი თავისტვინიდან გათიშული იყო. რას ეფუძნება ეგ შენი მოსაზრება? მოიყვანე სათანადო არგუმენტები. ისეთ რამეებს წერ, რაც თორაში (ბიბლიაში) არწერია. როგორც ჩანს, ძალიან გინდა მასე ეწეროს, მაგრამ მასე არ წერია. როცა ამ და ზემოთ დასმულ შეკითხვაზე უპასუხებ, მერე გადავიდეთ დანარჩენ საკითხებზე. :angel:
-
პოსტებს კიდევ არ კითხულობ ყურადღებით და ამავდროს წერ "აბა გელოდებით!!"-ო. :angel: მგონი მარტივი შეკითხვა დაგისვი და გვაღირსე ბატონო.
-
missdaisy Siknadmo ნამდვილად. მართლმადიდებლად წოდებული რელიგიური მიმდინარეობა, თქვენია, ანუ მათი, რომლებმაც მათ ქვეშევრდომებად იქციეთ თავი. ამიტომ, გყავდეთ ეგ შუამდგომლები, უხადეთ ფულები წირვა-ლოცვა-ნათლობა-ჯვრისწერა-წესის აგება და ა.შემდეგში.. თქვენი ნებაა. მე უბრალოდ აგიხსენით, რომ I საუკუნის ქრისტიანები, ამათ მსგავსად არ იქცეოდნენ და ღვთის საქმეში ფულს არ იღებდნენ; შესაბამისად, ისინი მრევლის კისერზე კი არ ისხდნენ, არამედ საკუთარი შრომით ირჩენდნენ თავს. გინდა გაიგეთ, გინდა არა. არავინ გაძალებთ გაიგეთო. ასე რომ, "ინავარდეთ" და იყოლიეთ ფულის და დიდების მოყვარული http://www.pic4ever.com/images/pop.gif "შუამავლები" ღმერთთან მამაოების სახით... და ამასთან ერთად როგორც აკეთებთ ხოლმე, ანგელოზებად :angel: და წმინდანებად შერაცხეთ... თან საკმეველი უკმიეთ http://www.pic4ever.com/images/l059.gif ღმერთთან "შუამავალი" მართლმადიდებელი მამაოები: http://s003.radikal.ru/i201/1003/7c/f4fee0596212.jpg http://i081.radikal.ru/1003/94/cb14af8ebaf0.jpg
-
ვინ თქვა მერე? არც არავინ. ეგ მამაოები ამბობენ, მრევლზე რომ განავრცონ ძალაუფლება და მეტი ხალხი ჰყავდეთ, მეტი შემოსავალი ჰქონდეთ და ჯიპებიდან კერძო თვითმფრინავებზე რომ გადაჯდნენ. თუ რელიგიაა და ქრისტიანულ რელიგიაზე ვსაუბრობთ, ამამაოებს კი არ უნდა ვკითხოთ რაფერაა მაგრეო გერ წაიკითხონ წმინდა წერილი, ხომ აცხადებენ ჩვენი სარწმუნოება მასზეა დაფუძნებულიო. აი რას ამბობს წმინდა წერილი: "ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო". როგორც ვხედავთ, ადმაიანებსა და ღმერთს შორის შუამავალი ქრისტეაო და არა ჯიპებში გაბღენძილი მამაოებიო. უფრო მეტიც, მამაოები ღმერთთან საშუამდგომლოდ სავსებით არაა საჭირო. აი რას ამბობდა ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტე: "როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა და ლოცვა სხვების დასანახავად. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ. ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ". - მათეს სახარება, თავი 5. დასკვნები თავად გავაკეთოთ გულში იმაზე, რაც იესომ თქვა და რაც ქრისტიანულ წიგნში "წმინდა წერილშია" ჩაწერილი.
-
Siknadmo ხოდა, რატომ გამორეკა, ეგაა გასააზრტებელი ვიდრე თვითმარქვია მღვდლების ანგელოზებად გამოყვანას შეეცდებოდეთ. რა ხეირი მერე. მასე ლენინის ნაშრომებსაც კითხულობს ზოგი მარა ლენინის იდეოლოგიას კი არ იზიარებს. ასე არიან ეგენიც. თუ კითხულობენ, არ ანაღვლებთ მასში ჩაწერილი. მხოლოდ: "ფეულები, ფულები და ფულები". რა შუაშია საერთოდ ტაძარში ფულის შეწირვა თუ არ შეგიძლია ამაზე ლაპარაკი, მაშინ როცა ნებისმიერი ეგრეთ წოდებული ეკლესიური რიტუალის შესრულება დიდი ფული გიჯდება. მეჯვარე არ ყოფილხარ? ბავშვის ნათლობაში ფული არ გადაგახდევინეს? მკვდრის წესის აგება რა ჯდება იცი? როგორც ჩანს ან არ იცი ფასები, ან არ გინდა რომ იცოდე. მე სხვა რამეზე გავამახვილე ყურადღება და იგივეს აღარ დავწერ. ვისაც უნდა წაიკითხავს ჩემს წინა პოსტებს და გაიგებს, ვისაც არ უნდ აგაგება, რამდენი უნამუსო მღვდლის სარფიანი ეკლესიური ბიზნესის შესახებ ელაპარაკე, მაინც არ გაიგებს.
-
missdaisy იესო ქრისტეს 100 წელი არ შევადარებ მაქ გაბღენძილ მამაოებს, ჯიპებში რო ვერ ეტევიან. იესო ქრისტეს და მისი მოწაფეების მაგალიტი იმისთვის მოგიყვანე რომ მიბაძონ მას, ვის მიმდევრობასაც იბრალებენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ცოცხალი თავით არ გინდა დაინახო მამაოების თვითმარქვია ქრისტიანობა. ის ვინც ქრისტიანობაზე თავს დებს, უნდა ახსოვდეს წმინდა წერილში ჩაწერილი სიტყვები: "ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს". ასე რომ, მაგ მამაოებს, გაბღენძილები რომ ზიან ჯიპებში, ხელებში რომ შემოგცქერიან რამდენს გადაუხდი ჯვრის წერაზე და მკვდარზე წესის აგებაზე, ნათლობებზე და ა. შ. კარგად წააკითხე ზემოთ მოყვანილი სიტყვები, რომელიც ცხოვრების წესად უნდა ჰქონოდათ გადაქცეული წესით და რიგით, ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები რომ ყოფილიყვნენ. მაგრამ ვაი რომ სულ არ ანაღვლებთ არც ღმერთი, არც ქრისტე და არც წმინდა წერილი. მაგათ მხოლოდ "ფულები, ფულები, ფულები და მრევლზე ძალაუფლების ქონა ანაღვლებთ". ახლა წერე რამდენიც გნებავს, გგონია გაუთავებლად შევეცდები მათი უნამუსობის აღწერას? ამ ყველაფერს თავად უნდა ხედავდე.
-
NERVOSA გაიხარე! მაგრად ვიცინე
-
missdaisy გასაგებია რომ შენ თურმე იმის თქმა გსურს, რომ მღვდელს უფრო მეტი საქმე ჰქონია, ვიდრე ქრისტიანობის ფუძემდებელ იესო ქრისტეს და მის 12 მოციქულს. პავლე მოციქული, რომელიც მისიონერი იყო ყველა იმ საქმესთან ერთად რაც ქრისტიანულ საკრებულოში (ეკლესიაში) ეკისრა, კარვების კეთებით ირჩენდა თავს. ამ მღვდლებს რომ უყურებ, ჯიპებში გაბღენძილებს და მათ გამართლებას ცდილობ ყველანაირად ეგ შენს განსხჯა-ხედვაზე მიუთითებს. გავა დრო, და ალბათ რეალობას სხვა თვალით შეხედავ. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებ. Siknadmo წინა პოსტებშიც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ იქნებ დაფიქრდე ამაზე. იესომ თქვა, რომ "უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით"-ო. იცით ეს რას ნიშნავს? ალბათ არა. როცა ქრისტემ 12 მამაკაცი თავის მოწაფეებად აარჩია თავდაპირველად, რმლებიც მისი მოციქულები, (წარგზავნილები) გახდნენ, იესომ მათ დავალება მისცა, რომ წასულიყვნენ და ის სწავლება გაევრცელებინათ მთელ მსოფლიოში, რასაც თავას იესო ასწავლიდა. ამასთან ერთად მან თავის 12 მოციქულს დაავალა, რომ განეკურნათ ავადმყოფები, სნეულები და ასე შემდეგ. მოციქულები იესოს მიერ დაკისრებულ დავალებას სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდნენ. ისინი მრევლს კი არ დაწოლილან კისერზე, აი რამდენი რამე გვაქვს დავალებული იესოსგანო და სადღა გვრჩება სამუშაო და ფულის გასაკეთებელი დროო, არა მეგობარო, ისინი მძიმედ შრომობდნენ რომ საკუთარი თავები და ოჯახები ერჩინათ. დღევანდელ სამღვდელოებას კი იდეალურად აქვს მორგებული ქრისტიანობა და ფულის კეთების, გულაობის და კარგი ცხოვრების შერჩევით, ნამდვილად არიან დაკავებული. წაუღეთ ახლა ეს ნაწერი მამაოს და უთხარით, მოციქულები თქვენზე მეტად დაკავებული იყვნენ მაგრამ მაინც მუშაობდნენ რომ საკუთარი თავები და ოჯახები ერჩინათ და თქვენ მოციქულებზე დიდები და აღმატებულებად რატომ მოგაქვთ თქვენი თავი და რატომ არ კადრულობთ საკუთარი შრომით ირჩინოთ თავები და ოჯახებითქო. მოდი მერე და მისი რეაქციის შესახებ დაგვიწერეთ ფორუმზე. თან აი ეს, მოციქულის სიტყვები წაუკითხე რომ მანამ ვითომ პასუხს გაგცემდეთ და დაგაბოლებდეთ, კარგად ახსოვდეთ ქრისტეს სიტყვები: "უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით"-ო. ეს სიტყვები თქვენთვის არ დაწერილათქო? კითხეთ. გაახსენეთ I საუკუნის მღვდელზე, პავლეზე დაწერილი შემდეგი ცნობები: "ათენიდან ის კორინთში წავიდა. იქ ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა. ისინი ახალი ჩამოსულები იყვნენ იტალიიდან, რადგან კლავდიუსს ნაბრძანები ჰქონდა, რომ ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი. ის მათთან მივიდა და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, კარვებს კერავდნენ, მათთან დარჩა და ერთად მუშაობდნენ. ყოველ შაბათს ის სიტყვით გამოდიოდა სინაგოგაში და იუდეველებსა და ბერძნებს არწმუნებდა". დანარჩენს შემდოგმში დავწერ. ჯერ ეს გაითავისონ ზოგზოგებმა. პ.ს. ისე, იესო ქრისტეს და მის 12 მოწაფეს ფული რომ აეღოთ ხალხისგან იმისთვის რასაც ხალხს უკეთებდნენ, მილიონრები იქნებოდნენ. ;) მარა, ამ სამღვდელოებას, არ ეკადრება უსასყიდლოდ ღვთის მსახურება.
-
◙ ისლამი (الإسلام) — როდის და სად იღებს სათავეს ◙
აზრი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
http://s41.radikal.ru/i091/1003/6b/bcdc97c59f51.jpg http://i015.radikal.ru/1003/90/46fbd0f27cf7.jpg http://i047.radikal.ru/1003/a7/ef5539fadc4f.jpg -
الإسلام— ისლამი ისლამი წარმოიშვა, როდესაც მუჰამედმა 40 წლის ასაკში წინასწარმეტყველება დაიწყო. ჩვეულებრივ, მუსულმანებს სწამთ, რომ მას გამოცხადებები 20–23 წლის მანძილზე ჰქონდა, დაახლოებით ახ. წ. 610 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ახ. წ. 632 წლამდე. ეს გამოცხადებები ჩაწერილია ყურანში (არაბულად: القرآن ) , მუსულმანების წმინდა წიგნში. ● კარგი იქნება ისლამზე საუბრისას, შემდეგი საკითხების გათვალისწინება: 1) უმთავრესი წმინდა წიგნი მათთვის არის (القرآن ) ყურანი. ზოგი ბიბლიასაც მიიჩნევს ღვთის სიტყვად, მაგრამ ფიქრობენ, რომ ბიბლია ყურანმა შეცვალა. 2) მათ სწამთ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ერთია. 3) მათი აზრით, მუჰამედის მსგავსად იესო ერთ-ერთი წინასწარმეტყველი იყო. ისინი მუჰამედს (ახ. წ. 570—632) იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ "ნუგეშისმცემლად" მიიჩნევენ. მუჰამედს უკანასკნელ და უდიდეს წინასწარმეტყველად თვლიან. 4) მათთვის მიუღებელია ის აზრი, რომ ღმერთს ჰყავს ძე. მოკლედ, მოდით ვისაუბროთ ისლამზე და ყურანზე. ქააბა (მექა) შუა ღამისას http://s54.radikal.ru/i145/1003/fc/15463e1ace67.jpg ყურანი (მუსლიმთა წმინდა წიგნი) http://s54.radikal.ru/i145/1003/ac/a2bff1f25a64.jpg
-
missdaisy შენ წამროიდგინე რომ არც სიტყვები და არც ფრაზები გამომლევია. დაგიწერე უკვე, თანაც ორჯერ მაგრამ როგორც გაირკვა ვერ გაიგე. ამიტომ გავჩერდი. შენ კი ისევ იგივე გაიმეორე, იმის ნაცვლად რომ გაგეგო დაწერილი. მღვდელს თუ ოჯახის შენახვა სურს, უნდა იმუშაოს და არა ეგრეთ წოდებული რელიგიური მსახურებით მოითბოს ხელი. ასე რომ, დავას აზრი არ აქვს. დაფიქრდი რაც დაგიწერე და მიხვდები ბევრ რამეს.
-
missdaisy Siknadmo რაო სათქმელი არ გაქვს არაფერი? :boli:
-
POLEMIST როგორც იკვეთება, ძალიან გიყვარს თემიდან გადახვევა, მსუქანა პოსტების წერა და ლოგიკური თანმიმდევრობიდან გადახვევა. ლოტის ქალიშვილებზე გკითხე და მოაყოლე მთელი ანი-ბანი და განი-დონი. მოკლედ, შენი პრობლემა რა არის ლოტის და მისი ქალიშვილების შესახებ მაინც ვერ ჩამოაყალიბე გარკვევით. წერ რომ ლოტი მთვრალი იყო და ერექცია არ ექნებოდაო. მოდი ნახევრად ხუმრობით დაგიწერ ახლა და არ გეწყინოს: მიდი ექიმთან და ჰკითხე, მთვრალი როცაა მამაკაცი, ყველა მამაკაცი (ჩემსავით) კარგავს ერექციასთქო? და გიპასუხებს ყველა მასე არაა (როგორც შენო). ანუ (შენი თავიდან გამომდინარე) არ უნდა საზღვრო სხვა მამაკაცების შესაძლებლობები ერთნაირად. მითუმეტეს ლოტის. ახლა ერთი შეკითხვა, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, დაწვრილებით გიპასუხო ლოტთან დაკავშირებით: გასაგებია რომ რატომღაც, თორა (მოსეს დაწერილი პირველი 5 წიგნი) თვალში ვერ მოგდის. აი ახალ აღთქმაში ჩაწერილს, ყველაფერს აღიარებ და ყველაფერი ღვთივსულიერად მიგაჩნია? კი თუ არა.
-
missdaisy როგორც ჩანს, ყურადღებით არ წაგიკითხავს რას გწერდი წინა პოსტში. ამიტომ, მხოლოდ ნაწილს გადმოვაკოპირებ და ყურადღებით წაიკითხე: ნამდვილად, როცა სამსახური გაქვს და შრომობ, ხელფასის აღება არაა ცოდვა. მაგრამ, როცა ღვთის საქმის შესრულებაზე ფულს მოითხოვ, ეგ უკვე ცოდვაა, რადგან ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტე, ყველაზე მეტად ასრულებდა ღვთის საქმეს, მაგრამ კაპიკი არ აუღია არავისგან! ასე იქცეოდნენ მისი მიმდევრები I საუკუნეში. აი მოგვიანებით კი, როცა ქრისტიანული საკრებულო, რომელიც მცირე რიცხოვანი იყო და ღარიბი, კეთილსინდისიერი მშრომელი ადამიანებისგან შედგებოდა, გადააქციეს დიდ ბიზნეს მანქანად და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ქრისტიანული სამყარო ფულის კეთების და ხალხის მართვის ერთერთ საუკეთესო მექანიზმად მოგვევლინა. იმედია ახლა მაინც დაინახე, რომ ეკლესიის მესვეურნი, ღვთის საქმის კეთებისას ფულს არ უნდა იღებდნენ. სურთ იჯახის რჩენა????? ნება იბოძონ და მონახონ სამსახური ეკლესიის გარეთ და ისე არჩინონ თავიანთი ოჯახები. მაგრამ, იოლად შემოსული ფულებით ურჩევნიათ ცხოვრება, არადა იბრალებენ ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლობას ვეწევითო. სირცხვილია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მათი ანუ ეგრეთ ცოდებული "ღმერთთან შუამავლების" შემხედვარე, მთელი საქართველო რომ არ იქცა ღვთის უარმყოფელად არ გიკვირს?! რაც შეეხება ათეისტებს, ნორმალური ადამიანები არიან და რელიგიურ ფანატიზმში არ არიან გახლართულნი. პირადად მე არ ვარ ათეისტი, არც რომელიმე რელიგიას მივეკუთვნები. უბრალოდ ვიცი სად რა ხდება, ვის რა და რატომ სწამს და იდეალურად ვიცი რომ მართლმადიდებლად წოდებული რელიგია არ არის ის ქრისტიანობა, რომელიც I საუკუნეში ჩამოყალიბდა. მართლმადიდებლობა არისქრისტიანული სამყაროს ერთერთი ფლანგი, რომელიც გაბატონებული, ადამიანებს მართავს, ფულს აკეთებს და გულაობს. არავითარი ღმერთთან შუამავალი არ გახლავს. მაყუთისტების ჯგუფია რაა, უბრალო ენით რომ ვთქვათ.
-
მიეცით კეისარს კეისრისა და უფალს უფლისა, არ ნიშნავს იმას, რომ მრევლს ღვთის საქმის შესასრულებლად ფასები დაუწესონ! ნამდვილად, როცა სამსახური გაქვს და შრომობ, ხელფასის აღება არაა ცოდვა. მაგრამ, როცა ღვთის საქმის შესრულებაზე ფულს მოითხოვ, ეგ უკვე ცოდვაა, რადგან ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტე, ყველაზე მეტად ასრულებდა ღვთის საქმეს, მაგრამ კაპიკი არ აუღია არავისგან! ასე იქცეოდნენ მისი მიმდევრები I საუკუნეში. აი მოგვიანებით კი, როცა ქრისტიანული საკრებულო, რომელიც მცირე რიცხოვანი იყო და ღარიბი, კეთილსინდისიერი მშრომელი ადამიანებისგან შედგებოდა, გადააქციეს დიდ ბიზნეს მანქანად და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ქრისტიანული სამყარო ფულის კეთების და ხალხის მართვის ერთერთ საუკეთესო მექანიზმად მოგვევლინა. აი ეგ ზოგიერთი კი ძალიან ბევრია მათდა სამწუხაროდ. მიდი ეკლესიაში და მღვდლის გაწეული სამსახურისთვის კაპიკი არ გადაიხადო, შედეგები PM-ში მომწერე, რადგან სახალხოდ მისი თქმა, ოცტა არ იყოს, უხერხული იქნება... მოიყვანე ეგ ფაქტები, დაარწმუნე ურწმუნო საზოგადოება, რაღას უცდი. ვერ დაგეთანხმები ვერანაირად. რწმენა მხოლოდ დაჯერება არაა. რწმენას საფუძვლად უნდა ედოს ცოდნა და ფაქტები! გაიხსენე თომა, რომელიც იესოს მიმდევარი იყო და იესოს მიერ მოხდენილ სასწაულებს საკუთარი თვალით ხედავდა. მოგვიანებით იესოს აღდგომის ცნობა რომ შეიტყო, არ დაიჯერა! მან ხმამაღლა განაცხადა, რომ სანამ იესოს ნაჭრილობებში ხელს არ ჩავყოფო, არ დავიჯერებ რომ ცოცხალიაო. შენ რომ მის გვერდით ყოფილიყავი, ალბათ იგივეს ეტყოდი რასაც აქ მე მწერ. სინამდვილეში კი, ასეთ ადამიანს იმას კი არ ეუბნებიან გინდა თუ არა უნდა დაიჯერო და ირწმუნოო. არამედ, ფაქტებს სთავაზობენ. სწორედ ასე მოიქცა იესო, თომას ნაჭრილობებში ჩააყოფინა ხელი, რისი წყალობითაც, თომამ ფაქტი საკუთარი თვალით იხილა და ურწმუნო კი არა, მორწმუნე გახდა. წაიკითხე იოანეს სახარების 20-ცე თავი და თავად დარწმუნდები ამაში. ამრიგად, რწმენა ფაქტებზე დაყრდნობით და ცოდნით მოდის და არა რაღაცის მხოლოდ დაჯერება ატაცებით. მაგას სხვანაირად ბრმად მორწმუნეობა ქვია . ამაზე წინა კომენტარს ახედე, იგივეს აღარ დავწერ. რას ლაპარაკობ. შენ როგორც ჩანს იეჰოვას მოწმისთვის არ გიკითხავს და სხვას კითხე. მე ბევრთან მისაუბრია და საკმაოდ ნათელი, გასაგები და დამაკმაყოფილებელი პასუხი გაუციათ. აი ამ ფორუმზე თუ რომელიმე ოდესმე შემოვა, დაუსვი შეკითხვა და ვნახოთ რას გიპასუხებენ. ალბათ მოკითხავს, მაგრამ მანამ სანამ უფალი მოკითხავს, ღვთის საქმის გაკეთებაში ფულები ვუხადოთ? წაიკითხე ბიბლია რას ამბობს ქრისტიანულ მსახურებაზე. იესო გასაგებად ამბობდა მათზე, ვინც ღვთის საქმეს შეასრულებდა: "უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით"-ო.
-
POLEMIST მოდი ჩამოაყალიბე შენი თვალსაზრისი და ახსენი რას გულისხმობ ლოტის ქალიშვილებში. რას ხედავ ლოტსა და მის ქალიშვილებთან დაკავშირებით ისეთს, რამაც მსგავსი კითხვების დასმა გაიძულა. დაწერე ბიბლიის თავი, მუხლი და დასვი კონკრეტული შეკითხვა კონკრეტულ მოვლენასთან ან ქმედებასთან დაკავშირებით. აი ხომ ხედავ, თავად არ ისურვე ჩამოგეყალიბებინა რა გაინტერესებს და კონკრეტულად რა კუთხით განვიხილოთ შენს მიერ ჩამოწერილი გრძელი სია. ასე რომ, ახლა კარგი შანსი გაქვს ჩამოყალიბდე და მოგვახსენო შენი ინტერესი თორაში ჩაწერილის შესახებ. იმედია ამჯერად მაინც არ გაუშვებ ხელიდან შანს რომ ის საკითხები რაც სინამდვილეში გაინტერესებს, ერთად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ.