
murTazi
პლანეტელი-
პოსტები
197 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი murTazi
-
ეროსი კინწმარიშვილი - ონლაინ კონფერენცია
murTazi replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ერთერთი პირველი წარმატებული პრ-ის ოსტატი ბრძანდებით და მინდა გკითხოთ, რა აზრის ხართ, მსოფლიოს წინაშე პრ-ის თვალსაზრისით რა განწყობა უნდა იყოს ახლა ხალხში შინაც და გარეთაც მომწიფებული, რეალისტური - ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის ჯარი დგას, დაახლოებით 400 000 ადამიანი დევნილია, ტერიტორიები წართმეული... თუ საქართველოში ამერიკელები ფილმებს იღებენ, ყველაფერი გადასარევადაა, შეგვიძლია მოვდუნდეთ? საკუთარ ქვეყანაზე გადაღებული ფილმის ნახვა განა უსიამოვნო იქნება, მაგრამ რამდენად სერიოზულია ეს, რამდენად სწორი მსოფლიოს თვალში ამ უდარდელობის ხაზგასმა. ცხადია, ჩვენს პრეზიდენტს და მის ახლობლებს ჰოლივუდის ვარსკვლავების ახლოდან დანახვა უნდოდათ და კიდევ ერთი გასართობი მოიწყვეს, მაგრამ საქართველოსთვის რა გამოდნება აქედან? -
-
ეროსი კინწმარიშვილი - ონლაინ კონფერენცია
murTazi replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მოგესალმებით ბატონო ეროს, გაფასებთ, როგორც ნიჭიერ ადამიანს, მაგრამ თქვენი ავტორიტეტი, როგორც სწორი ფასეულობების მქონე ადამიანის და როგორც პატრიოტის, სამწუხაროდ, გაცამტვერებულია საზოგადოებაში. როგორ "მოახერხეთ" ეს და როგორ აპირებთ თქვენი სახელის რეაბილიტაციას? არადა რეაბილიტაცია სასარგებლო იქნებოდა თქვენთვისაც და ქვეყნისთვისაც, თუკი მის სამსახურში ერთგულად ჩადგებით და არა გამორჩენის მიზნით. ეს ერთი ციცქნა სამშობლო დაიცალა სისხლისგან, დროა ხელი შევაშველოთ ყველამ. -
გადასარევი კითხვა დასვა გოგონამ მართლაც რატომ გადარებენ სააკაშვილს? დისკრედიტაციის ერთი შეხედვით არათვალშიმოსახვედრი, ერთი სეხდვით უწყინარ ბრალდებაზე გათვლაა? ვისგან ნეტავ? თავად სააკაშვილს ნუთუ მასთან მსგავსება თავადვე ტრაგედიად წარმოუდგენია? თუ ოპოზიციის რიგებში არიან მტრები? 2) თუკი არჩევნები მეტნაკლებად ობიექტურად ჩატარდება, მე მჯერა, თქვენ გაიმარჯვებთ. მაგრამ როგორ ფიქრობთ, მანდ გათავდება ბრძოლა, ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად, სადაც გადანაწილებულია ძალაუფლება ჯანსაღად? ხომ არ მოხდება ისე, რომ საგრძნობლად ნაკლებ ბიუჯეტს გამოგიყოფენ, ხელს შეგიშლიან საქმის კეთებაში, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ თქვენი გაკეთებული საქმე არ გაშუქდება და გაპიარდება მსგავსად უგულავას შესრულებული თუნდაც ყველა უმნიშვნელო საქმისა. რა უნდა დაუპირისპიროთ, რომ ეს არ მოხდეს?
-
ბატონო ირაკლი, მე ძალიან მხვდება გულზე საქართველოს ამჟამინდელი ხელუსუფლების და მისი დამქაშების მხრიდან ყველაფრის ქართულის უგულებელყოფა. ანგარიშის არ გაწევა ადამიანების მიმართ, მათი ზედმეტად გულუბრყვილოდ მოაზრება, შეურაცხყოფა, ქედმაღლობა, რომ თითქოს ქართველი ერი ჩამორჩენილი და ბნელია და ამიტომ გვიჭირს მათი იდეების დაწევა და ა.შ. თქვენ როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ადამიანურ რესურსს. სწორად დაგეგმილი შიდა პოლიტიკის ვითარებაში სხვა რომელიმე ერზე უარესი ვიქნებით? 2) როდესაც თქვენ აფხაზებთან მოლაპარაკება შეძელით, მე დავინახე თქვენში ჭეშმარიტად ქართული სული, ჭირნახული ადამიანის, რომელსაც ზოგადად ესმის ტკივილის არსი და პატიება შეუძლია საკუთარი ტკივილიდან გამომდინარე. აფხაზების მხრიდანაც თუ იგრძენით იგივე, მათშიც თუა შემორჩენილი ასეთი სულიერი სიძლიერე?
-
კოკოითის როლს ლეონარდო დი კაპრიო შეასრულებს
murTazi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ დამწამოს ვინმემ, რომ საქართველოზე ფილმი არ მახარებს, მაგრამ ეს რაღაც გოიმური მარათონი ცოტა არ იყოს სასაცილოდ მეჩვენება. სინამდვილეში რეჟისორიც რომ აღარ გვაბადია საკუთარი და ჰოლივუდი ჩვენზე ფილმს რომ იღებს და გვიხარია, ზეიმი გვაქვს. თანაც ამით რომ რუსებს გული გავუხეთქეთ. ისინი ჩვენზე უარესი ქაჯები არიან და ახლა ისინი გაგვიხეთქავენ. მერე ჩვენ ვიმღერებთ რამეს, მერე ისისნი დადგამენ ცეკვა-პაროდიას.. ის სცენა მახსენდება მიმინოში თვალებანთებული ვალიკო და ხაჩიკიანი ფერხულს რომ უვლიან, თან ერთმანეთის ჯიბრზე და თან რომ ყველას ყურადღება მიიქციონ. კაცური საქციელი მინდა, მასკულინური ქცევა და პოლიტიკა ჩემს ქვეყანაში. რა ვქნა, მურთაზი ვარ -
კოკოითის როლს ლეონარდო დი კაპრიო შეასრულებს
murTazi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რას ვხოცავდით კაცო ერთმანეთს, თავიდანვე სიმღერაში და ცეკვაში შევჯიბრებოდით არ ჯობდა? პირველი რაუნდი გარსია ვს დი კაპრიო ჯიმ კერი სააკა - დე ვიტო კოკოითი იქნება მეორე რაუნდი -
თვალებს არ ვუჯერებ !!!!!! ამ კაცმა გარეკა ?
murTazi replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ციტატას ვერ ვსვამ, აქ მეგობარმა აღნიშნა კარგი ბიჭი იყო ბარამიძეო. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ კარგი ბიჭებისგან კარგი კაცები დგებიან და როგორც ჩანს ვერ იყო მთლად კარგი ბიჭი. იდიოტობა მძიმე დეფექტია აქ უნდა იყოს, თემას კითხულობს 1 მიშისტი სამი ოპოზიციონერი, 5 დამალული ოპოზიციონერი, 3 დაპატიჯებული და 6 დაუპატიჟებელი სტუმარი -
კარგია, თუ უმზადებენ საკიტხებს ყველა წყაროდან, სადაც ხალხის ნაწილის ხმა ისმის, ფორუმებიდანაც რაღათქმაუნდა. მშვენიერი გუნდი ჩამოყალიბდება ანალიტიკური აქედან. თავად ვერ დავიჩემებ განსაკუტრებულ შორს ჭვრეტას მოვლენების, მაგრამ ვცდილობ ხოლმე მივაწვდინო საინტერესო აზრი ჩემი თუ სხვისი. ეს არ არის ძნელი და აუცილებელიცაა მემგონი
-
ზოგადად საკუთხალხის, არი თავის, მაგრამ რაღაც დასაყრდენის ოპოზიციის რიგებში. კარგი იქნება საზოგადოების მეტ ნაწილს თუ გააერთიანებს ალასანია. თუ საზოგადოების დიდი ნაწილი შორიდან მაცქერალი და დამფრთხალი იქნება, ყოველი მომდევნო ცდა, რომ შევქმნატ ნორმალური ქვეყანაიგივე აღვირახსნილი, უაზრო, უიდეო დიქტატურით დასრულდება რაც დღესაა.
-
ცუდ გზას ადგას მიშიკო, ცუდ გზას. ხოცვა-ჟლეტა ატყდება. მიშიკოს კი ვათრევთ დამსახურებისამებრ ეს როცა მოხდება, მაგრამ დაშავდება საქართველო ძალიან
-
გილოცავთ ჩემო ბატონო
-
lasha1997 კითხულობს კი ამ პოსტებს ალასანია? არა მგონია ამის დრო ჰქონდეს, ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ პირადად გაუგზავნით სასარგებლო რჩევებს. საერთოდ ალბათ კარგი იქნება მეტი მონაწილეობა მივიღოთ ნორმალური ძალის ფორმირებაში
-
თვალებს არ ვუჯერებ !!!!!! ამ კაცმა გარეკა ?
murTazi replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბარამიძე არის გონებაჩლუნგობის თვალსაჩინო მაგალითი -
ახლა გამოჩნდება, რამდენად საღად აზროვნებს ოპოზიცია და რამდენად საღად აფასებს საკუტარ რეიტინგს და სიტუაციას. დაუშვებელია ხმების გაყოფა. ეს გამარჯვება მოსაპოვებელია ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ამაში ალასანიას გვერდით უნდა დაუდგეს ვინც აზროვნებს. ალასანია ახალგაზრდაა, მისთვის ამ გზის გავლა ზედმეტი არ არის, პირიქით, მისგან კარგი მოღვაწე გამოცხვება
-
ალასანია აფხაზეთის საკითხს არასდროს არ დათმობს, ეს ვიცი მე ნამდვილად და თუკი ვინმეს ამ საკითხში ოდნავ მაინც ამოქაჩვა შეუძლია სიტუაციის, ეს კაცია. ზოგადად მე მისი იმედი მაქვს, როგორც სერიოზული, დაფიქრებული ადამიანის. ყველაფეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ და საქართველოსი კი არა, მეტნაკლებად ყველა ქვეყნის ბედია დამოკიდებული ზოგად სიტუაციებზე, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი და მჯერა ისაა, რომ აფხაზეთის საკითხში ამ კაცში ეჭვის შეტანა არარსებობს. თურქეთის გამოყენებაც და მთელი მსოფლიოს სწორად გამოყენებაც აუცილებელია, მაგრამ ამ ეტაპზე თურქეთი უფრო ოსტატურად და თამამად შეიძლება დაუპირისპირო რუსეთს ალბათ ვიდრე მაგალითად საფრანგეთი. ერთიც ფაქტია, ალასანია წარმატებული დიპლომატი და წარმატებული სამხედრო მოსამსახურეა. ერთია ნათქვამი იდეა, მეორე შესრულების ოსტატობა. სამწუხაროდ, ისეთ ჩიხში შეგვყარა სააკაშვილმა, რომ არც იდეები მოედინება უხვად და შესრულების ხელოვნება, მოთმინება, დაფიქრებულობა ქართველებს ისედაც ცოტა არ იყოს ნაკლები გვქონდა ყოველთვის.
-
გილოცავთ
-
კარგი სტატიაა, ყოჩაღ ია. გზაზე ორი ნაღდი კაცი მიდიოდა, მე ასე ვიტყოდი. დიდი იმედით დავულოცავ გზას
-
დაიწყო ხელისუფლების შიშები ალასანიას გამო
murTazi replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სერიოზული და დიდი ხანია. ძალიან ყველაფრისმკადრებელია ჩვენი ხელისუფლება http://www.guardian.co.uk/world/2009/sep/2...a-south-ossetia აი ასეთი რაფინირებული და კარგი კომენტარი ალასანიასი, ისეა თარგმნილი ქართულად, რო ჟირინოვსკის ტექსტი გეგონება -
გილოცავთ, მაინც კარგი ამბავია, მაგრამ სანამ ფულისტი მთავრობა გვყავს, უკეთესეს მაინც არ გააჭაჭანებენ
-
რას იტყვით ნოღაიდელის ამ განცხადებაზე?!
murTazi replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვინ დააცდის სიმშვიდეს ეგეთებს. პოლიტიკას სწორედ იმ მილიონების დასაცავად ეფარებიან. მახინჯი ქვეყანა გვაქვს და ამიტომ ფორმა არა აქვს არაფერს. თან ისე გველებივით არიან გადახლართული ეს სახელმწიფოს მძარცველები, ოფიციალურად ვერც აპატიმრებენ და არეკეტებენ ყოფილი მოწილეები მთავრობიდან. -
რთული თემა შემოგვთავაზა licemerმა, ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ ამაზე კარგად ვერ შევძლებდი. ჩემი პატივისცემა murTazi. მადლობთ მეგობარო
-
მე შეგნებულად არ დავპოსტე თემაში ალასანია ამერიკელებს ელაპარაკაო, მე არ მაინტერესებს ამერიკელებს რას უთანხმებს ალასანია, მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რომ აქ წამოსულ აფხაზსაც და იქ დარჩენილსაც ელაპარაკებოდა ეს კაცი და მოიპოვა პატივისცემა, როგორც წესიერმა და ჯანსაღმა კაცმა, - კარგს ყველა აფასებს. ამ კაცმა გადალახა ტკივილი და შეძლო აფხაზებშიც დაენახა ტრავმირებული, ტკივილგადატანილი ხალხი, ჩვეულებრივი ადამიანები და არა მტარვალები. მტარვალი ქართველიც შეიძლება გახდეს ქართველისთვსი და არის კიდევაც ახლა ასე გაყოფილი ჩვენი საზოგადოება. ხიდებსი შენება სულ არის საჭირო ოჯახშიც კი, არათუ განაწყენებულ და მტრად მოქცეულ მხარესთან. ბევრი ომი გადაიტანა მსოფლიომ, მაგრამ გადაიტანა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და აგრძელებენ ერები ახლა თანაცხოვრებას ისევ და ცივილიზებულად. ეს პოტენციალი არ იქნა გამოყენებული სამწუხაროდ. რამდენჯერაც მტერს დაარქმევ, როგორც სუსტი და მცირერიცხოვანი, ყოველთვის გამონახავს თუნდაც უბოროტეს მისთვის ძალას, მაგრამ ძლიერს, რომ თავი დაიცვას. მითუმეტეს რომ ეს ბოროტი ძალა თვითონ ამზადებს მტრობსი ცამოგდების მრავალნაირ გეგმას და ახორციელებს კიდეც. ჩვენ კი ვერასდროს ვერაფერს ვუპირისპირებთ, ვერც სიფრთხილეს, ვერც ჭკუას. რატომ? არ თუ ვერ ვფიქრობთ ამდენს? არ ვყოფილვართ მაშინ ღირსი და მომვლელი ამ ტერიტორიის და ისიც მეტი ყოფილა რაც გვაქვს. იმასაც ვერ ვუვლით რაც დაგვრჩა
-
ადამიანებს სხვადასხვა დონის ტერიტორიის და პასუხისმგებლობის ათვისება შეუძლია, ზოგი მილიონიან ბიზნესს აწარმოებს, ზოგი სიგარეტს ყიდის ბუტკაში. გამოდის რო იდეოლოგია თუ ვერ შევქმენით და არც მტრობა შეგვძლებია და არც საკუთარის მოვლა-პატრონობა, თუკი გამოსავალი რაიმე არსებობს, ეს გამოსავალი ისე შერიგებაშია. რუსის ბრძანებით კიტოვანი თავს დაესხა აფხაზებს, როცა კონფლიქტი იწყება, მერე უკვე ქრება ყველაფერი კარგი და ამოხეთქა ყველა ბოღმამ, რაც სრულიად ნორმალური მოვლენაა ამ დროს, დავხოცეთ ერთმანეთი, მაგრამ მიშა რო არ იყოს ასე საშიშად არაადეკვატური, ორმხრივი მონანიების შანსი არსებობს, არც აფხაზს უნდა რომ თავის სისხლით მორწყულ ერთი ციდა მიწაზე მოუშორებელი სამხედრო ბაზები წამოუჭიმონ. სულელი მისაა, თორე ბაღაფშს სიკრეტინის არაფერი ეტყობა, გამოსვლაშია თუ აზროვნებაში მიშაზე უფრო სოლიდურიცაა და პუტინზეც. მაგრამ რა ქნან აფხაზებმა????? ბუნებრივად ერთადერთი ვარიანტიღა დარჩათ. ჯერ როგორ გიბრუნდებატ ენა ტქვათ რომ აფხაზები არ არიან ჩვენი ბიზაშვილ-მამიდაშვილები, პირადად ჩემი არიანდ ა ნახეთ აბა რამდენი აფხაზია დევნილი საქართველოში, რომლებიც აქეთ გამოყვნენ ქართველებს!? სააკაშვილი არის უდიდესი მოღალატე, სამწუხარო ისაა, რომ სააკაშვილიც და პუტინ-მედვედევიც ჩემი ქვეყნისთვის ერთნაირი მტერი აღმოჩნდა.