Jump to content
Planeta.Ge

murTazi

პლანეტელი
  • პოსტები

    197
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი murTazi

  1. SHARI ალასანიამ უნდა გაიმარჯვოს და ამ დროს გაბოროტებული მიშა ჯინაზე, მეორე დღეს ბათუმი უნდა გამოაცხადოს დედაქალაქად. საწყალი ბათუმლები, მაგრამ თბილისი კი ამოისუნთქავს ცოტას
  2. liliko იოლად არ ვიცი განაწყენება, უბრალოდ არ ვარგა ცინიზმი, იმედიანობა ჯობს
  3. სამარცხვინოდ ქლესები და კინტოები გაგვხადა სააკაშვილმა. ვერ ამიტანია ეს ახალ-კომუნისტები რა, ვერა და ვერა
  4. liliko აქტიურობას. ასე მომეჩვენა ბოლო დროს. ისე ტელევიზია რომ არ არის ფაქტიურად, ეს ძალიან უკან ხევს ოპოზიციას და ხალხსაც, უკეთ გავერკვეთ რაღაცეებში, კარგად მიადევნო თვალი ვინ რას წარმოადგენს, ვინ რა სეცდომას უშვებს. დაბეჭდილი სტატია ბევრს არაფერს იძლევა, ჟურნალისტის ნიჭზე ხარ დამოკიდებული, როგორ დაგიწერს.
  5. დასაცინები ვართ და დაგვცინიან. ჩემთვის მწარე ის არაა, რო დაგვცინიან, დასაცინები რო ვართ ეგ მკლავს
  6. ძუკუ სასიამოვნო და ალალმართალი ნაკლებად არის, მაგრამ როგორც სამხედრო ურიგო კადრი არ არის
  7. http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11721 ძალიან კარგი ინტერვიუა, რაფინირებული და მტკიცე. მომეჩვენა, რომ აქტიური პროცესი იწყება. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია გონს მოეგება, სწორად აწონ-დაწონის სიტუაციას და ქართული ფეხბურთის ნაკრებივით თავს არ შეირცხვენს და პირიქით, გამოავლენენ ერთობას და გაიტანენ ლელოს მათტვის, ვისაც ინეტი ნელა უმუშავებს როზი ჯღამაია] გამარჯვებაში იმდენად არის დარწმუნებული, რომ წაგებაზე ფიქრიც არ უნდა. ლაპარაკობს, მაგრამ მოზომილად და თანაც ისე, რომ არსენალში გადანახულ საბრძოლო ტაქტიკაზე არაფერს ამბობს. პრაიმერზე არ მიდის, ზოგთან საერთო ენას ვერ პოულობს, ზოგთან კი მოლაპარაკებების იმედი აქვს. რით მიდის არჩევნებზე და რატომ ფიქრობს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს, რას ფიქრობს ქართულ ეკლესიაზე, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე და რა მოხდება თუ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს? პრესა.გე გთავაზობთ ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან. ბარიერი 50%–მდე ვერ გაზარდეთ, ხელისუფლებამ სხვაც, ბევრი არაფერი დაგითმოთ, რითი მიდიხართ აჩევნებზე? - პირველ რიგში, თქვენს მკითხველებს მინდა შობა–ახალი წელი მივულოცო და დავაიმედო - თუკი, მმართველმა პარტიამ არ დაუშვა 50%–მდე ბარიერის გაზრდა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ თავად დავუწესოთ მათ ეს ბარიერი იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დღეს მოსახლეობის 75–80% მოვა. რაც შეგვეხება ჩვენ, არჩევნებზე მივდივართ დედაქალაქის განვითარების სწორი სტრატეგიით. ყველა საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი ალტერნატიული, სწორი ხედვა, ეს არის ჯანდაცვა, განათლების სისტემა, ქალაქის ურბანული განვითარება თუ სხვა, რაც კამპანიურ რეჟიმში იქნება დეტალურად წარდგენილი ჩვენი მოსახლეობისთვის. არჩევნებზე მივდივართ იმ გამოცდილებით, რაც მოგვცა 2009 წელმა – საკუთარი შეცდომების გაანალიზებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, ერთხელ და სამუდამოდ, არჩევნების გზით მოხდეს გარდამტეხი ცვლილება. ადგილობრივ არჩევნებს კი ვუყურებ, როგორც ერთ–ერთ ეტაპს და ინსტრუმენტს ხელისუფლების ცვლილებისთვის. განვლილ ეტაპზე შეცდომად რას მიიჩნევთ? – ჩვენი მთავარი შეცდომა (საკუთარ თავსაც ვგულისხმობ), ჩემი აზრით ის იყო, რომ საზოგადოებასთან, ჩვენს მოქალაქეებთან არ გვქონდა კონკრეტული შეთავაზებები. შეცდომები, რომელიც ხელისუფალმა, თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებებით დაუშვა, რამაც ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩააგდო, ისედაც ყველამ იცოდა. ამიტომ, მხოლოდ ამაზე საუბარი არ არის საკმარისი, რომ მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა მოიპოვო. საზოგადოებას უნდა უთხრა კონკრეტულად რას სთავაზობ მას. და, კონკრეტულად თქვენ რას სთავაზობთ? ჯანდაცვა ახსენეთ, რომელიც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ძვიდაღირებული. პოლიტიკოსები, ხშირად, მემარცხენე ლოზუნგებით გამოდიან, რომ ამომრჩევლის გული მოიგონ. – კონკრეტულად ჯანდაცვაზე თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგია და კონცეფცია ძირითად საბაზისო ჯანდაცვის უზრუნველყოფაზეა აგებული, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულებაა. მუნიციპალური ბიუჯეტი დღევანდელი მასშტაბითაც იძლევა საშუალებას, რომ მინიმალური ჯანდაცვის უზრუნველყოფა შევსებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პირველ რიგში, ეს ეხება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს და პენსიონერებს. რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომელთაც აქვთ სამუშაო და შემოსავალი გააჩნიათ, იქ უნდა მოხდეს სახელმწიფო დოტაცია, რომ ამ ადმიანების მთელი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი მინიმალური საბაზისო ჯანდაცვით. მინიმალურ საბაზისო ჯანდაცვას ხელისუფლებაც აფინანსებს. – ამას ვერ აკეთებს ხელისუფლება. ის 5–ლარიანი დაზღვევა არ მუშაობს. ჯერ ერთი, ამ დაზღვევიდან 65 წლის ზევით ადამიანები საერთოდ ამოვარდნილია, როცა ყველაზე გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი სწორედ ეს ფენაა. ხელსიუფლება კი ვალდებულია ყველა მოქალაქეს მისცეს მინიმალური ჯანდაცვის პაკეტი. ეს არის პროგრამის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილია, რა სახის უზრუნველყოფას სთავაზობ შენს მოქალაქეებს. ნიშნისმოგებით არ ვიძახი, მაგრამ სამწუხაროდ, არცერთი პროექტი, რომელიც ხელისუფლებამ დაიწყო არ განხორციელდა. „100 საავადმყოფოს“ პროექტი, რომელიც ყველა ამ საავადმყოფოს აღჭურვას და ადგილობრივი, რაიონული თუ რეგიონალური მოთხოვნის შესაბამისად პროფილირებას გულისხმობდა, არ განხორციელდა. ეს იყო, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ზედაპირული დაპირება, სლოგანი, რომელიც გააზრებულიც არ ჰქონდათ როგორ შეიძლებოდა შეესრულებინათ. არჩევნებში რომც გაიმარჯვოთ, ურთულეს ვითარებაში მოგიწევთ მუშაობა. ჯერ ერთი, ქვეყანაში არ გვაქვს თვითმმართველობა და ყველაფერს ცენტრალური ხელისუფლება წყვეტს. აგვისტოს ომმა და კრიზისმა ფინანსურად რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა. ინვესტიციები არ შემოდის, ბიზნესები თანდათან კოტრდებიან, რაც ბიუჯეტზე აისახება. სურვილები გაქვთ, მაგრამ ფინანსების გარეშე როგორ მოახერხებთ დაპირებების განხორციელებას? – გეთანხმებით, მხოლოდ უცხოური დახმარების იმედად ვერ ვიქნებით. ჩვენ მხოლოდ მადლიერი უნდა ვიყოთ დონორი ორგანიზაციების, მაგრამ მათი დახმარება წინ ვერ წასწევს ჩვენს ეკონომიკას. საშუალო ბიზნესი თუ ვერ განვავითარეთ, ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება. ამიტომ, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ბიზნესის თავისუფლება, ჩაურევლობა და ბიზნესის სტიმულირება. ამას ადგილობრივ დონეზე როგორ მოახერხებთ? – დედაქალაქში ბიზნესების 75%-ა თავმოყრილი. მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილ მერს მეტი ლეგიტიმურობა ექნება ცენტრალურ ხელისუფლებასთან სალაპარაკოდ და ამით უნდა მივაღწიოთ ადგილობრივი და ცენტრალური გადასახადების სამართლებრივ დარეგულირებას. მე დარწმუნებული ვარ, თბილისს ეკუთვნის ის ადგილობრივი გადასახადები, რაც ცენტრალურ ბიუჯეტში წაიღეს. თუ ჩვენ თბილისში შევქმნით ისეთ გარემოს ბიზნესისთვის, რომ მათ შეეძლებათ ბიზნესაქტივობების გაგრძელება, ყველაფერი მოგვარებადია. გარდა ამისა, დღესაც მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი 800 მლნ–ზე მეტი თნხითაა წარდგენილი. ეს დიდი თანხაა, რომ რაციონალურად ხარჯვის შემთხვევაში ძირეული პრობლემები უზრუნველყო. იქამდე უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამოცანა გირთულდებათ. არა და, თავი ისე გიჭირავთ, თითქოს რაღაცას ელოდებით - ოპოზიციის კათარზისს ხომ არა? – მართალი ხართ, პოლიტიკური ძალები შექმნილ ვითარებაში იმაზე ყალიბდებიან, რომელი გზა იქნება უფრო მისაღები და სამართლიანი. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, მაგრამ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სამართლიანად აქვთ ეჭვი, რომ ეს არჩევნები წინასწარ არის განწირული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვისთან შეთანხმების პერსპექტივა ახლაც არ არსებობს, რადგან კარდინალურად განსხვავებული ხედვა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია პარტნიორულ ურთიერთობებში ვიყოთ. „რესპუბლიკელებმა“ ზურაბ ნოღაიდელი პუტინთან შეხვედრის გამო ისე გააკრიტიკეს, ნოღაიდელი დაიმუქრა - თუ „ალიანსი“ მის კრიტიკას თავს არ დაანებებს, იმ გვარებს დაასახელებს, რომლებიც პუტინთან შესახვედრად გზებს ეძებდნენ და არ გამოუვიდათ. მუქარის ადრესატები შემთხვევით, „ალიანსის“ წევრები ხომ არ ყოფილან? – თუ ვინმე შეიძლება ვერ დაადანაშაულონ რუსეთთან რაიმე ფორმით თანამშრომლობაში ეს „ალიანსია“. ჩვენი პარტიების წარსული, პლატფორმაც ნათლად გამოხატავდა პროდასავლურ კურსს. ვინც უნდა იყოს, მე არ მომწონს პოლიტიკურ ძალებს შორს ასეთი კინკლაობა. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებში შედის, მაგრამ არა ეროვნული ინტერესების ხარჯზე. რაც შეეხება „რესპუბლიკური“ პარტიის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, ეს ეხებოდა კონკრეტულ მოვლენას - მემორიალის აფეთქებას და შემდეგ ამ მემორიალის გადატანას რუსეთში. არც ასე მარტივად იყო საქმე, ზურაბ ნოღაიდელი რუსეთში ვიზიტის გამო იქნა გაკრიტიკებული. მაინტერესებს, ეს დანაშაული იყო? – დანაშაულზე არ მინდა ვილაპარაკო, ეს არის იმ პოლიტიკური ძალის არჩევანი, რომელსაც წარმოადგენს ზურაბ ნოღაიდელი. თქვენ რომ გქონოდათ პუტინთან შეხვედრის შანსი თუ გამოიყენებდით? – დღეს ვერ ვხედავ რა შეიძლება რუსეთმა ოპოზიციურ ძალას შესთავაზოს ან ქართულმა ოპოზიციამ შესთავაზოს რუსეთის ხელისუფლებას, რაც ხელს შეუწყობს ქართულ–რუსული ნორმალიზაციის წინსვლას. საზოგადოებას არ უნდა გავუჩინოთ ილუზია, რომ ეს შეხვედრები მოახერხებს იმ ძირეულ საკითხებში გარდატეხის შეტანას, რასაც ქვია ქვეყნის ოკუპაცია. ეს მოლოდინი თუ ავამაღლეთ, ეს იქნება პირველი წინაღობა ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე. ამიტომ, ვერ ვხედავ ვერაფერს, რასაც ოპოზიციური ძალები მიიტანენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჯერ ერთი, ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში და მეორე, რუსეთის ფედერაცია არ არის მზად, რომ გაითვალისწინოს საქართველოს ეროვნული ინტერესები. მე უფრო აქცენტს გავაკეთებ სახალხო დიპლომატიაზე, რუსეთში ჩვენი მრავალრიცხოვანი დიასპორის შესაძლებლობებზე, მართლმადიდებლური ეკლესიის შესაძლებლობებზე და მათ ურთიერთობებზე. ეს რომ სცადა, სწორედ, ამის გამო დააყენეს პატრიარქი დარტყმის ქვეშ. – ეს იყო იმ ადამიანების პროპაგანდის ნაწილი, ვისაც საქართველოში არაკონტროლირებადი ავტორიეტების ეშინიათ. ვიცით, რომ პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი მაღალია და ისინი პატრიარქს ვერაფერს დააკლებენ. ამიტომ, ეს შესაძლელობებია წინ წამოსაწევი. პოლიტიკური დიალოგი შედგება, მაგრამ იგი შედგება მას შემდეგ, რაც მინიმალური ნდობა გაჩნდება მომლაპარაკებლებს შორის. ეს იყო ჩემი ამოცანა, როცა აფხაზებს ველაპარაკებოდი. ამ მეთოდმა გაამართლა, ჩვენ დავიწყეთ გულწრფელი დიალოგი და მომავალზე ფიქრი, თუმცა, ცნობილმა მოვლენებმა ეს ყველაფერი გააჩერა. რუსეთთანაც ეს გზა უნდა გავიაროთ და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკი. ამ ნდობის ატმოსფეროში, შეიძლება ყველა პოლიტიკური საკითხის დაყენება და დარეგულირება. მე მჯერა, რომ გრძელვადიანი სტაბილურტობა მიუღწეველია ორივე მხარის ურთიერთობების გარეშე და ეს კარგად იციან რუსეთის ფედერაციაშიც. ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოგვწონს თუ არა, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან, მინიმუმ, მომავალი 15 წლის განმავლობაში გვექნება ურთიერთობა. სამწუხაროა, რომ დღევანდელ ხელისუფალს ამ ურთიერთობების დალაგების ყველა რესურსი ამოწურული აქვს, ხოლო დასავლეთში ჩვენი იმიჯი ისეა შელახული, რომ ამ იმიჯის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. მოკლედ, ორივე ფრონტზე, საგარეო ურთიერთობებში სავალალო მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ არ უნდა მოხდეს ცვლილებები ძალადობრივი ფორმით, ეს საქართველოს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს. იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია არჩევნებში გაიმარჯვებს, იქნება თუ არა გამოძიებული ყველა ის დანაშაული, რაზეც დღეს საუბრობს ოპოზიცია, თუ ამ ხელისუფლებისთვისაც მოხდება გარანტიების მიცემა? – ჩვენ იმანაც მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომ პასუხისმგებლობის განცდა არ გავუჩინეთ არავის. შერჩევით მიდიოდა მართლმსჯულება შევარდნაძის ხელისუფალების წარმომადგენელთა მიმართ, რათა მომხდარიყო მათი მხრიდან ფინანსური საშუალებების დაბრუნება. კანონი იკანონებს, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და ყველა მძიმე დანაშაული და დარღვევა, რაც ჩადენილი იქნა, სასამართლოს მიერ იქნება დარეგულირებული. ეს არ იქნება მარტივი პროცესი, უამრავი უსამართლობის გრძნობით შეპყრობილი ადამიანია დღეს, მათ შორის მესაკუთრეები, ბიზნესმენები, რომელთაც ბიზნესის კეთების საშუალება წაართვეს. თუმცა, პრიორიტეტი იქნება მძიმე დანაშაულებების გამოძიება. რევანშისთვის ემზადებით? - ეს არ იქნება რევანში, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობა ის თემაა, რომელიც ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ პოპულიზმისთვის გამოიყენება. როგორია თქვენი დამოკიდებულება დღეს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე? - სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ საერო საქმეებს გაუძღვეს. ჩვენ სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვაქვს კონკორდატი, რომელიც განსაზღვრავს რა ფუნქციები და მოავალეობები აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას. ამ კონკორდატს შესრულება სჭირდება. რაც შეეხება ურთიერთობებს, ამაზე ლაპარაკიც არ არის საჭირო, რომ ქართული ეკლესია, ისტორიულად, ქართულ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. დღეს, როცა სახელმწიფოებრივი განცდის დეფიციტი არსებობს, ამიტომ არის, რომ ეკელესია და პატრიარქი არის ყველაზე მაღალრეიტინგული ფიგურა და ინსტიტუტი საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, ისეთი ეკლესიის, რომელის სათავეშიც არის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობების ჰარონიზაცია აბსოლუტურად შესაძლებელია. პატრიარქის ყველა გამოსვლაში და ყველა ეპისტოლეში ნათლად ჩანს სახელმწიფოს გვერდზე ეკლესიის და პატრიარქის თანადგომა, ეს გამოსაყენებელია და ასეც მოხდება. არსებულმა ხელისუფლებამ რეფორმების სახელით, უამრავი ტკივილი მიაყენა ადამიანებს. რეფორმები, თავისთავად, მტკივნეულია და, როცა ჩვენს საზოგადოებას წინ მწარე გამოცდილება აქვს, თქვენ რამდენად იქნებით მზად მტკივნეული რეფორმებისთვის? - დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას თუ სწორად აუხსნი, თავად საზოგადოებისთვის რა სიკეთე მოყვება რეფორმებს, ის წამოგყვება. ამ რეფორმების განხორციელებისას პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ საერთოდ იგნორირებული იყო საზოგადოებრივი აზრი. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან არ მიდიოდა მუშაობა, ვისაც ეს რეფორმები ეხებოდა. ისე იქცეოდნენ და ისეთი გამაოგნებელი უტიფრობით ახორციელებდნენ ყველა რეფორმას, რომ ყველა ეს ადამიანი მტრად გაიხადეს. რეფორმები განხორციელდება, რადგან პროგრესი მათ გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, არ შეიძლება რეფორმა გადმოიღო ერთი ქვეყნიდან, რომელიც განვითარებით სხვა ეტაპზეა და მისი ჩადება ჩვენს ეროვნულ სინამდვილეში პირდაპირ მოინდომო. ამას სჭირდება გააზრება, პროფესიონალები და ადამაიანებთან ურთიერთობა. წაგებისთვის თუ ხართ მზად და რა მოხდება თუ წააგებთ? - დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რადგან საზოგადოებისთვის ჩემი მთავარი შეთავაზებაა, რომ თავგანწირვით ვუდგები ამ საქმეს. საზოგადოებაში ნიჰილიზმი წარუმატებლობის შიშმა გააჩინა და ეს ნიჰილიზმი დასაძლევია. ამიტომ, ეს პროცესი, ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის არის საინტერესო, ხოლო ქვეყნისთვის -მნიშვნელოვანი. ანუ, გეგმა ”ბ” არ არსებობს? - არსებობს, მაგრამ ჩვენ თუ შევქმენით სამართლიანი საარჩევნო გარემო ქვეყანაში ეს იქნება ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება. ამის, მგონი, მარტო თქვენ გჯერათ. პუტინზე ამბობთ, რომ მომავალი 15 წელი მოგვიწევს მისი ყურება, მაგრამ ეს ხელისუფლება მინიმუმ 30 წლით რომ მოვიდა და ახლაც ამ აზრზე არიან ამაზე რას იტყვით? ან რაზე შეატყვეთ ხელისუფლებას, რომ რაიმეს დათმობას აპირებს? - სააკაშვილის ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ეს გარდაუვალია და აქ ”ბ” გეგმა არ არსებობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვადასხვა ვარიანტები, რომელიც წინასაარჩევნო პროცესი იქნება და, რომელშიც საზოგადოება დაინახავს, ჩვენს ძალას, შეთავაზებას და ჩვენს პარტნიორებსაც. მაინც არ მიპასუხეთ, თუ ხელისუფლებამ არ დაუშვა თქვენი გამარჯვება რა მოხდება? - ეს ჩიხში შეიყვანს მთლიანად პოლიტიკურ პროცესს და დარწმუნებული იყავით, ამას მოყვება გაცილებით სხვა მოთხოვნები, რადგან ადგილობრივი არჩევნები ვეღარ იქნება კრიზისის განმუხტვის გზა. ანუ, დღის წესრიგში დაბრუნდება სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა და შესაძლოა, რევოლუციამდეც მივიდეთ? - პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უკვე შეუძლებელი იქნება ადგილობრივი არჩევებით, ხოლო დარნარჩენს მერე ვიტყვით, როცა ამის დრო დადგება.
  8. მშვენიერი ფორმულირებაა უნიჭო კაცი არაა გუბაზი, საღად რომ აფასებდეს საკუთარ თავს და ადგილს და პოლიტიკისკენ არ ისწრაფვოდეს და ასეთი ბოღმიანი გულის პატრონი არ იყოს, ერთი კარგი კაცი და კარგი ანალიტიკოსი იქნებოდა.
  9. newstudio რატომ დანიშნა, მისი მიზანი ნათელია, ამით ხალხს უთხრა, თუ გაინძრევით ისევე დაგთხრით თვალებს, როგორც სამმართველოსთანო, ისევე დაგიშენთ ტყვიას, როგორც ციხეში გამომწყვდეული ხალხი ჩავაცხრილინე ახალაიასო და ამას აღარსრულებდა კიდეც, მაგრამ თუკი ვინმეს (დასავლეთის) ზეწოლით ეს მკვლელი უნდა გაწიოს გვერდზე, თანაც მოახლოებული არჩევნების დროს, ეს პატარა კარგის ნიშანია ჩემი აზრით. ნეტავ კი მართალი აღმოჩნდეს.
  10. fashisti თქვენი გადაჭარბებული ყურადრება როგორც მოიხსენიებთ "ჩეფჩიკას" მიმართ, მოწმობს იმას, რომ გაჩეჩილაძე გია სწორედ რომ ღირსეულია სააკაშვილს დაუდგეს სრულუფლებიან მოწინააღმდეგედ. ის რაც მოეთხოვება ქვეყნის პირველ პირს, თუკი ტოლფასად მოეთხოვება მომღერალ გაჩეჩილაძეს, კიდევ ერთი დიაგნოზია, რა დღეში ჩააგდო საქართველო ამ სულით საპყარმა სააკაშვილმა. ადამიანურად კი გაჩეჩილაძის შედარება სააკაშვილთან გაჩეჩილაძის დიდი უპირატესობით არის მოგებული, რამდენადაც სახეზეა ფაქტი: გაჩეჩილაძემ ხალხი სისხლისღვრისთვის არ გაიმეტა, - სააკაშვილმა ბევრჯერ გაიმეტა. აქვე დავაზუსტებ, მე ალასანიას ვხედავ, როგორც სოლიდურ მომავალს ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გია გაცეჩილაძემ კარგი როლი შეასრულა ხალხის თავმოყვარეობის აღდგენაში, ხალხს მისცა გამბედაობა გამოეხატათ თავიანთი რისხვა.
  11. თუ ეს მართალია, ძალიან კარგი სიახლეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მკვლელით, საკუთარ ხალხზე ხელისაღმმართველი ერთი მონა-შემსრულებლით ნაკლები დარჩება სულით ავადმყოფ ჩვენს პრეზიკს.
  12. მისი პიარ ჯგუფის შეცდომაა ეს, თუკი ყავს ასეთი ჯგუფი, უდაოდ შეცდომა, თუმცა არა ისეთი უხეში, რომ ამ ეპიზოდმა ალასანიას მიმართ ტრაგიკული იმედისგაცრუება გამოიწვიოს.
  13. ძველ ბიჭს ერქვა კრიმინალი, რომელიც შეგეძლო, თუ გსურდა დაგეჭირა და აღგეკვეთა მისი რაიმე არასწორი საქციელი, ესენი კი არიან კრიმინალები, რომლებიც მთელ საქართველოს გვდევნიან
  14. liliko ზედმეტად არაკორექტული ბრძანდებით ქალბატონო ხალხის მიმართlasha_alo დავამატებ მხოლოდ, რომ ხალხისთვის, აგრესიის გამოვლენა ბევრად უფრო ბუნებრივი მდგომარეობაა, ვიდრე მოთმინება. 26-ში ხალხი მზად იყო საკუთარი და სხვისი სისხლის დასაღვრელად - სიბრაზისგან. ეს სიბრაზე ხელოვნურად შეაკავა ალასანიას 'სამშვიდობო გეგმამ". არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, სიბრაზე ამოხეთქავს და ლიდერად ეკა ბესელიაც კი საკმარისი იქნება, სრული ქაოსი დაიწყება. მე ამას ვხედავ და ვგრძნობ
  15. lasha_alo გეთანხმებით სრულებით.choxa თუნდაც ბოლოს მემორიალის აფეთქებით სააკაშვილი ვითომ დევნის და ანგრევს წარსულს, არადა წარსული ყოფილი რეალობაა, რომელსაც აწი მხოლოდ ანალიტიკურად უნდა დაუბრუნდე ხოლმე, თუ უბრუნდები იმისთვის, რომ ერთი ისევ ისტერიულად დაიკივლო და რაღაც ნივთიერი გაანადგურო, ეს ნიშნავს, რომ შენ მიჯაჭვული ხარ მორალურად ამ წარსულზე საჭიროზე მეტად. ანუ შენ ცხოვრობ ამ წარსულით და ამ წარსულში, ვერ სცილდები მას. ერთი მხრივ მისი საქციელი უკიდურესად, კარიკატურულად ბოლშევიკურია, მეორე მხრივ, დროდადრო ბრუნდება იმ საწყის სტადიაზე, თითქოს დღეს ირღვევა საბჭოთა კავშირი, ანუ მისთვის სსრკ დასრულებული არაა. ჩვენ უკვე 89 წლიდან დავანგრიეთ ყველა ძეგლი და საკმარსიზე მეტი მატერიალური ნგრევა აღვასრულეთ იმის საილუსტრაციოდ, რომ "დავსაჯეთ ლენინი" და მოვისროლეთ. მაშინდელი ეიფორიით ეს გასაგები იყო, მაგრამ ახლა რაღადროს ასეთი სისულელეებია? ახლა ხომ მომავალია დასაგეგმი უკვე დიდი ხანია. მომავლს კი სააკაშვილი ამუხრუჭებს. ალასანია არ არის შეპყრობილი არც კომუნისტური წარსულით და საერთოდ არ არის შეპყრობილი. ეს არის მთავარი დამაიმედებელი ფაქტორი ამ ადამიანში. ის არ არის აღგზნებული აგიტატორი, არ არის გართული საკუთარი პერსონით. არა მხოლოდ პოლიტიკური სწორი კურსის წინასწარმეტყველებით, ჩემი აზრი ასეთია, რომ საქართველოს პირობებში ყველაზე ზნეობრივი ხალხის კატეგორია წამოვა წინა პლანზე მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკვე თვალსაჩინოა, რომ ალასანიას "კარგი ხალხის" არ ეშინია. საზოგადოებასთან ის წარადგინა ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პიროვნებამ - ლევან მიქელაძემ და ესეც მოწმობს იმას, რა ატმოსფერო არის ჩვეულებრივი გარემო ამ კაცისთვის.
  16. ბედნიერი კაცი ხართ, რომ ვერ ეცნობით, მე ძალად ვცდილობ ბედნიერებას და არ ვეცნობი. წარმოუდგენელი დონე და ხარისხია, კრიტიკა უადგილოა. უბრალოდ წარმოუდგენელი
  17. რისთვის აღასრულეს ეს სამარცხვინო ვანდალური აქტი, თან როგორი ტრაგედიით დასრულდა!? ველური ტომები თუ იქცევიან ასე ნეტავ?
  18. ძუკუ ხოდა რა გვეშველება კაცო, რა გვეშველება?!ეს ერთი ხომ არაა ასე დაპროგრამებული?!
  19. Gagi 67 არა გენაცვალე, თუ დემაგოგი არ ბრძანდებით, მაშინ ტექსტის გაგება არ შეგძლებიათ, ამიტომ უფრო მკაფიოდ დავმარცვლავ, რომ აღქმა არ გაგიჭირდეთ: შევარდნაძის მიმართ არანაირი სიმპატია არ მაქვს და არასდროს არ მქონია. სააკაშვილს რაც შეეხება, იგი ასმაგად დიდი მოღალატეა, ვირდე შევარდნაძე, იმიტომ რომ შევარდმნაზემ გაყიდა ნახევარი, რისი გაყიდვაც შეეძლო, სააკაშვილმა ყველაფერი რაც ამ ხანში შეძლო.
  20. Gagi 67 ეჰ ჩემო გაგი, თქვენთან კამათს აზრი საერთოდ არა აქვს, ამიტომ არ ვაპირებ, ორ რამეს დავაზუსტებ მხოლოდ: შევარდნაძის წინააღმდეგი იმ კომუნისტური ჭაობის გამო ვიყავი, რაც მან მშვიდობის დრო რომ დადგა (უფრო სწორედ, გაიყინა და დაკონსერვდა რაღაც სახით კონფლიქტი)მაშინ შექმნა, თორემ ომი რომ დაიწყო მაშინ საქართველო სახელმწიფო არ იყო ჯერ, ვისაც როგორ უნდოდა, ისე მთავარსარდლობდა ყველა და მართლაც ვისაც რა იარაღი მოხვდებოდა ხელთ, იმით მიდიოდა ბრძოლის ველზე. სააკაშვილმა სხვა პირობებში მიგვანარცხა კედელს. აქვე დავაზუსტებ, სააკაშვილის შემოქმედება შევარდნაძის დამყაყებული საბჭოთა სიტუაციისგან განსხვავებით აგრესიული ბოლშევიზმია, აი, სულ თავიდან რომ აღტყინებული ბოლშევიკები ანადგურებდნენ და სიძულვილით, ნამგალით და უროთი დაქროდნენ, ხეპრეების ბანდა. გაწოლა ისაა, როგორც გინდა ისე რომ გათამაშებს, შენი ეკონომიკის 80% (მინიმუმ რომ ფლობს) და მასხარაც გამოყავხარ. შევარდნაძის დროს რის პაკეტს ფლობდა რუსეთი? შევარდნაძეს თავის ცოდვები ეყოფა. შევრდნაძეს აფხაზეთის ომის დროს მუცლით არ უფორთხია. მაშინდელი ომის მერე ქართველი მოხალისე (და არაპროფესიონალი) ჯარისკაცებისთვსი მშიშარა არავის არ უწოდებია. როცა სააკასვილს ავარიული შენობების შეღებილი ფასადებისთვის მადლობით მოვიხსენიებთ, მოდით ეს შევარდნაძისეული ეპიზოდებიც გავიხსენოთ, აქ რაც ჩამოვთვალე. საკაშვილს როგორი სასოებითაც აკვირდებით, რომ პლუსი აღმოუჩინოთ, ამდენს ნუ მაფიქრებთ შევარდნაძეზე, თორემ რამდენიმე პლუსს მასაც ვუპოვი და განერვიულდებით უფრო მეტად
  21. FRIDRIX zurab59 ალბათ რა ბედნიერებაა შუბლის ძარღვი რომ არ გაქვთ? ყველაფერს რომ იკადრებ და არაფრის არასდროს არ გრცხვენია, ალბათ სასიამოვნოა არა? იმედის ტელევიზიამ ამდენი ვერ გარისკა და იმ შავოსან ქალბატონს ათქმევინეს "ინფორმაცია დამალაო", მკვლელად გამოყვანას მოერიდნენ, ცოტა წესები დაიცვეს რეალტვსთან შედარებით. არა, ნამდვილად უნდა დასრულდეს თქვენი დრო, ეს ეპიზოდი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, როგორ არის ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელილი და რა უზნეობაა გამეფებული ქვეყანაში.
  22. ძუკუ მე რაღაც ბევრად მარტივად ვხსნი ამას - სააკაშვილი ძალიან ავადაა და უბრალოდ სიმპტომი აქვს დაავადების - დესტრუქციულობა. გვერდით კი უმეცრების ბრბო ახვევია, რომელიც არტაცებულია მისი ყველა პოქონდრიით. ამერიკას არაფერში არ აწყობდა რუსეთისთვის თითის უაზრო ქნევა, რაიმე ქმედების გარეშე - კარგად გამოიკვეთა, რომ მსოფლიო ლიდერი პუტინია, რომელსაც ფეხებს ვერ მოჭამენ. აი ამის ხაზგასმა არავის არ აწყობდა მსოფლიოში და ჩვენმა პაციენტმა უხერხულობა გამოიწვია მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე. "რუსეთის ნამდვილი სახე დავანახე ყველასო" - მადლობას რომ გვთხოვს მთავარსარდალი, ნაწილობრივ მართალია, - რუსეთს დაეხმარა უპირობო, თავაშვებული ლიდერობის დემონსტრაციაში და არა "ცუდი ბიჭის" სახელის მიკერებაში.
  23. lasha_alo არავითარ შემთხვევაში გინება კი არა, ხმაური არ უნდა გადიოდეს მეზობლებში ჩვენგან, არც ახლოს და არც შორს. სახმაუროდ გამოფენებზე გაგზავნი მხატვარს, მოცეკვავეებს, მომღერლებს... ლამაზი ხმაურით უნდა გააბრუო მსოფლიო მხოლოდ და დანარჩენი გველივით გატრუნულმა უნდა მოაგვარო ისე, როგორც შენს ქვეყანას აწყობს. შეუძლებელი ამაში არაფერია.
×
×
  • შექმენი...