Jump to content
Planeta.Ge

murTazi

პლანეტელი
  • პოსტები

    197
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი murTazi

  1. ყველაზე ცუდი პონტია მტრის რო გცხვენია
  2. ავიტანოთ, ესეც უნდა ავიტანოთ, ჩვენ ხომ ამტანები ვართ. დავდებილდებით მალე სულ მთლად და აღარც ვიწუხებთ. მცხვენია რუსეთის, როგორც გინდათ ისე გაიგეთ
  3. ყველაფერს ასეც ვერ გადავთარგმნით. მეორე მხრივ, იქ სადაც საზოგადოებაა, ოპოზიციაც რომ არ მივიდეს რა გამოვა? რომ მათ არანაირი პროტესტი არა აქვთ და ნორმალურად მიაჩნიათ?
  4. დაგვცინეს სევ? ვიმსახურებთ ალბათ, თორემ ამდენს ხომ ვერ გავიბედავდნენ?
  5. ციტატა(murTazi @ 23rd January 2010 - 02:54 AM) ეროვნული იდეოლოგია მიზნად უნდა ისახავდეს, თუნდაც ხაჭაპურის და თონის პურის პიცისმაგვარ პოპულარიზაციას და ამ ბანალური პოპულარობიდან თანდათან უნდა შექმნა კიდევ უფრო სერიოზული შენი სახე, რომლითაც იოლად საცნობი ხარ. ძალიან კარგი, მემგონი ეს ისედაც ხდება, მარა ამას რამდენად იდეოლოგიას დავარქმმევთ ცოტა არ იყოს საეჭცოა. იდეოლოგია იდეათა ერთობლიობაა რომელიც სისტემას ქმნის. აქ უბრალოდ რაღაც ფასეულობებია წინ წამოწეული, რომლის საწინააღმდეგოც არავის არაფერი აქვს. მოხდეს პოპულარიაცია ქართული კერძეულის, ცეკვა-სიმღერის, ეს ძალიან კარგია, მარა ამით ხო როგორც ასეთი სახელმწიფო არ აშენდება? ხოდა აქ უნდა შეგეკამათო, - არ ხდება! არადა კუჭი ყველაზე მარტივი გზაა ფართო პოპულარობისთვის. იაპონური სუში ბარებით, იტალიური პიცერიებით და ამერიკული ჰამბურგერებით მოფენილია პლანეტა, ჩვენ რუსეთში გვივარგა მარტო რესტორნები. ვინ იცის ქართული საჭმელი? არადა ინდურიც იციან, ტაილანდურიც, ჩინურიც და რავიცი მე
  6. თუნდაც ქრისტიანულ მორალზე რომ დაამყარო იდეოლოგია, რომ პიროვნება (სული) თანასწორია თავისი უფლებებით და მოვალეობებით (ლენინმაც კი ქრისტეს იდეები გამოიყენა), ეს უნივერსალური რამეა ქრისტიანულ სამყაროში. მაგრამ მე უფრო კონკრეტულ წვრილმანებამდე დავედი. ის რომ მე ქართველი ვარ, ნიშნავს, რომ საუკეთესო ღვინით, საუკეთესო ყველით და საოცარი პურით გიმასპინძლდები - აი ეს მინდა თქვას ყოველმა ქართველმა და არა ფრანგმა. ჩვენ ხომ გვაქვს ამის რეალური პოტენციალი?
  7. Nukriko ჩვენ მარტო საბჭოთა კავშირის გამო არ დავზარალდით, უნდა ვაღიაროთ, რომ ბალტიისპირელებიც და სლავებიც ყოფითად ჩვენზე კულტურულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც საბჭოთა დამღით არიან. ჩვენ დაგვემატა აზიურობა, რაც ითვალისწინებდა მოხუცის პატივისცემას, დედის კულტს... მაგრამ იყო კოლექტიური კულტურული აზროვნების, აგრესიულად ერთმანეთის ცხოვრებაში სეჭრით და ასე შემდეგ. ახლა კი აღარც ის ძველი ყაიდის კულტურა გვაქვს, რაც დადებითი იყო და უარყოფითი, აგრესიული კი დარჩა, ავტორიტეტი მარტო მე უნდა ვიყოო სააკაშვილმა თქვა და ვანოო და ახალი კი ამათ რა უნდა შემოგვთავაზონ, ჭაობის ბინადრები არიან. პიროვნების უფლებების დაცვა უმთავრესია და ამის დანერგვაც არაა ძნელი. როგორც უცებ გაუზნეოვდა ერი, ისე უცებ გადაკეთდება კულტურულ ერად. მე ხაჭაპურებზე იმიტომ გადავედი, რომ ადამიანს თუ საამაყოდ არ გაუხადე არაფერი, მაშინ ცრუ იქნება მისი თვითშეფასება და ყოველთვის თავს დახრის ფრანგის წინაშე და ჩაქოლავს იმას, ვინც თავისზე ნაკლები გონია. კარგად და სწორად განვითარებული პიროვნება კი არც სხვას უხრის თავს უსაფუძვლოდ და არც ვინმეს ქოლავს უსაფუძვლოდ.
  8. თქვენს გვერდით მიგულეთ dire ეროვნული მოძრაობის სიმბოლო ბადრი ბატონო ალასანიას მხარდამჭერები ( თვაის რესპუბლიკელებიანად ) , ნაციონალების მხარდამჭეები,ხვლიკის მხარდამჭერები... ესენი ასეთ ადამიანებს არ სწყალობენ ეს ფორუმი კი მაგათია შესაბამისად აქ მოდაში " ვაიმე გეები ლა საკალელები და დაუცველები არიან" " აუ ეს ეკლესია დაგვღუპავს" " რას ქვია ეროვნულობა რა გოიმობაა" იდეებია მოდაში მეტს ნუ ელოდებით... რას გვერჩი კაცო, ალასანიას მხარდამჭერებითაა სავსე პლანეტა.გე რატო არ მოგწონვართ?
  9. Nukriko ეროვნული იდეოლოგია არის თვითშეგრძნების გაღრმავება რეალურ საფუზველზე დაყრდნობით, რომ შენი ერი სრულყოფილია თავისი სულიერი აღნაგობით და უფლება აქვს არსებობდეს საკუთარი სახით ამქვეყნად. საინტერესოა. ანუ შენი აზრით რაციონალიზმით ვერ გაუგებ ეროვნულ იდეოლოგიას, მხოლოდ ემოციურად შეოძლება მისი აღქმა? სრულიად რაციონალურია, როცა დაფძნებულია რაციონალურ საფუძველზე. უნდა კულტის დონემდე აიყვანო რაიმე შენი ერის თვისება, რომელიც სავიზიტო ბარათად, ღირსების ნიშნად უნდა იქცეს მსოფლიოში წარსადგენად, რის საფუძველზეც რაციონალური სიამაყით იტყვი: მე ქართველი ვარ. არსებობს გერმანული პუნქტუალურობა, კეთილსინდისიერება, ხარისხი...... არსებობს "ამერიკული ოცნება", ებრაული ჭკუა, ფრანგული ღვინო, ყველი, მოდა, გემოვნება, ბრაზილიური ფეხბურთი, ქალები, სამბა, მოკლედ ამდენი ფიქრი და ჩამონათვალის გაკეთება მეზარება, უხეშ მაგალითებად ჩამოვწერე ზერელედ. ეროვნული იდეოლოგია მიზნად უნდა ისახავდეს, თუნდაც ხაჭაპურის და თონის პურის პიცისმაგვარ პოპულარიზაციას და ამ ბანალური პოპულარობიდან თანდათან უნდა შექმნა კიდევ უფრო სერიოზული შენი სახე, რომლითაც იოლად საცნობი ხარ. ადამიანი სად გრძნობს თავს უკეთ? - თავის უბანში, სადაც სცნობენ. ხოდა პლანეტა უნდა აქციო უბნად. ეს არც რომანტიკაა და არც უტოპია. შენს კულტურას ისეთი რასკრუტკა უნდა გაუკეთო, რომ ტურისტი ჩამოვიდეს ვარძიის სანახავად, როგორც პიზის კოშკის სანახავად მიდის. ეროვნული იდეოლოგია უნდ ზრდიდეს სრულფასოვან ქართველს და არა კარიკატურულ ევროპელს, ზუსტად ისე, როგორც საკუტარ შვილში გინდა გაზარდო გამოკვეთილი, ინდივიდუალური პიროვნება და არა მეზობლის ბავშვის მსგავსი.
  10. ეროვნული იდეოლოგია არის თვითშეგრძნების გაღრმავება რეალურ საფუზველზე დაყრდნობით, რომ შენი ერი სრულყოფილია თავისი სულიერი აღნაგობით და უფლება აქვს არსებობდეს საკუთარი სახით ამქვეყნად.
  11. Jonathan Livingston გაიღვიძა მემგონი მემგონია დაკვირვების პროცესში იყო, აცადა კორდებალეტის ცეკვა ყველას და ახლა გამოდის სოლოზე
  12. აგერ ნახავთ ახალ "პროვოკაციას" თუ არ "წამოეგოს", თუ არადა მაშინ გააგრძელებს კურსს "არ გვინდა ნატო", მიავლენს ხან უგულავას, რო რამე "წამოცდეს", ხან ნოღაიდელს და რუსეთიდან დაფინანსდება
  13. საუკეთესო ბიჭები, სამი თაობა თუ მეტი არა დაიხოცნენ და გაქრნენ და მაინც ვფორთხავთ და გვიდგია სული. სააკაშვილი და ვანო რა მოსატანია
  14. MR:RAZIEL ბაქრაძე გახდება დროებირ შემსრულებელი და დაინიშნება არჩევნები. სიკვდილს ვერ ვუსურვებ, მაგრამ საქართველ ნამდვილად ამოისუნთქავს
  15. ფული შემოაკლდათ, აუცილებლად ისევ დაიწყებს ომს
  16. lasha_alo გამარჯობა ლაშა პატივისცემას მტელი ცხოვრება დაჩვეულები არიან და ახლა ალბათ იდარდებენ, რომ არარ იმსახურებენ ეჰ, მაგ კატეგორიის ადამიანებზე რამე მოქმედებს? დონაძეს რომ თავმოყვარეობა ქონდეს, გადაკარგული უნდა იყოს საერთოდ და ცოდვებს ინანიებდეს, მაგრამ მაშინ ხომ დონაზე არ იქნებოდა?
  17. http://www.tavisupleba.org/content/article/1932806.html ძალიან კარგი აუდიო ინტერვიუა. 10 წუთის პირობაზე იდეალური. ეთერი ჭირდება ამ ხალხს
  18. ჯანსაღად მოაზროვნე როგორ არა ვართ კაცო? აგერ ვინც ვართ არა ვართ? ბევრია ძალიან, მაგრამ ჯანსაღი და პატიოსანი კაცი სანამ ამათი უნამუსობისგან პირდაფჩენილი "ნტუ ნტუ ნტუს" გაიძახის, ამათ ტვინში ამასობაში უარესი რამე მწიფდება ია ანთაძის პასუხები სად წავიდა ბიჭებო? ვეღარ ვიპოვე, რომ ბოლომდე ჩავიკითხო ვიპოვე, ვიპოვე
  19. Malina მსახიობი გენიალურია უდაოდ. სულელი ბერიკაცი ეგა dire ეს დანაპირები მეც არ მომწონს სიმართლე რო გითხრა. აბა ამათ ისე რა მოდრიკავს? ყურები უნდა დააჭრა სათითაოდ
  20. ვერაფერს ვხედავ აღსაშფოთებელს უბრალოდ ნათელია რომ მთავრობის არხია მზგავსი რამ ხელისუფლებაზე რო გაეკეთებინათ არამგონია მაგაზე თემა გახსნილიყო თუ რა აღმაშფოთებელი რამე უქნიათ ჟურნალისტებს.. მადლობა ღმერთს, იმ ოპოზიციას კი არა, რომელსაც მე ვუჭერ მხარს (ალასანიას), არამედ იმათაც კი, ვისაც საერთოდ არ ვუჭერ მხარს (ბურჯანაძე, ნოღაიდელი,................................) იმდენად მაღლა დგანან იგივე გაფრთხილება რაც თემის ავტორს: პოსტი რედაქტირდება რადგან შეიცავს დიდი ოდენობით არანორმატიულ ლექსიკას. იგივეს განმეორების შემთხვევაში შეგეზღუდება პოსტვის უფლება.
  21. Saturn მოსპობა არ ნიშნავს ფიზიკურ განადგურებას, პირველ რიგში მორალურია ეგ მოსპობა ანუ ახალგაზრდობის აბსოლუტურ უმრავლესობას აღარ აინტერესებს შავი გაგება და არანაირ პატივს აღარ სცემს იმ ნაძირლებს. ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, -ქურდების მიმართ პატივისცემა შევარდნაძის პერიოდში უკვე თავისთავად დამსხვრეული იყო, ქურდული "წესრიგი" ქუჩის სამყაროში ჩაანაცვლეს მაფიოზურ-სადისტურმა საძმოებმა. ახლა კი ეს საძმოეი ჩაანაცვლა ნაცბანდამ არცერთი სახელმწიფოს მიღწევა არ არსებობს სახელმწიფო დონეზე წინსვლა და წარმატება არ არის არაფერში, არცერთ სფეროში. რაღაცეები ბუნებრივად კარგა ხანია ვიტარდება, კაფე და რესტორანი მაგალიტად
  22. ისე მაგარი საინტერესოა,რატომ გაახმოვანა ეს უგულავამ? ეს ძალიან ლოგიკურია, უგულავას გამარჯვებაა ახლა მათტვის მტავარი, თორემ თუ მოვიდა ალასანია, პრაქტიკულად ქვეყნის ბედი შეცვლილია მართლა მშვიდობით და ეგაა. უგულავას მნიშვნელოვნებას უსვამენ ხაზს მნიშვნელოვანი სათქმელის გახმოვანების უფლებით. ადრე ბოკერია ყავდათ ფავორში. არც გამოვრიცხავ, რუსეთმა რომ პატარა ძვრა გააკეთოს მოსაჩვენებლად ახლა და ამით ილუზია შექმნან, რომ ვითომ აგვარებს საკიტხევბს ნაცბანდა. რუსებისთვი სააკაშვილზე და მის გუნდზე ხელსაყრელი ვერავინ ვერ მოვა საქართველოში
  23. არა სცხვენიათ ამ ნაგვებს ამათ? სამომავლო შანსებს დღევანდელი ვიტარებიდან გამომდინარე რატომ უხშობენ ქვეყანას? ან ამისთვის გააუბედურეს საქართველო რომ ასე მალე გაეხსნათ ლარსიც, აღედგინათ ფრენაც, (სტრატეგიული ენერგო-ობიექტები ისედაც რუსეთისთვის ქონდათ მიცემული, ), ახლა ამ პირობასაც სთავაზობენ, ისე რომ მათ არც კი უთხოვიათ? ამდენი გორში მუცელზე ფორთხვის მერე. ტფუი, დამიფურთხებია ამათი გამზრდელებისთვის და შთამომავლობისთვისაც კიდევ. უნამოსოთა ჯოგი. თუკი რუსეთთან ამის მოგვარება ამ ფორმით შეეძლოთ, მანამდე გაეკეთებინათ ეს, თანაც ხმამაღალი განცხადებების გარეშე, არაფორმალური შეთანხმებიტ (გაეთვალათ რომ ნატო ჯერ მაინც არ გვეჭყანება და გვესარგებლა, მიგვეცა რუსეთისთვის ეს დათმობა თავის დროზე) და ამასობაში საქართველოს საქმე კარგად იქნებოდა, აფხაზებტან ყინული დაძრული იყო, დევნილებიც დაბრუნდებოდნენ. ფუი ამათი უნამუსო, ყველაფრის მკადრებელი ჯიში............. ეს რა ჭირი დაგვემართა ამათი სახით ქართველებს?
×
×
  • შექმენი...