Jump to content
Planeta.Ge

murTazi

პლანეტელი
  • პოსტები

    197
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი murTazi

  1. kote-1962 მათი გასაგებია. პოლიტიკა ეგაა - მატერიალური და სტრატეგიული ინტერესები და არაფერი სხვა. პოლიტიკა ემოციად და ისტერიად ქართველებმა ვაქციეთ, ხან ამერიკის დროშებით რომ დავრბივართ და ხან სარკოზი-სარკოზის გვაკივლებენ. ეს მთავრობა არის გამყიდველი ყველა მიმართულებით, კი არ იყენებს ვინმე ჩვენს მთავრობას, უბრალოდ გამყიდველია. სადაც ფული დაანახეს, არსად უკან არ დაიხიეს არც რუსეთის გავლენაზე. არსად საკუთარი ხალხი არ დაინდეს.
  2. newstudio არა, მათი ინტერესები ემთხვეოდა ჩვენსას - რუსეთისგან გამოყოფა, რუსეთისთვის პობლემის შექმნა. ამაში დაგვეხმარნენ და შიმშილით რომ არ გავწყვეტილიყავით, მატერიალურადაც კარგად გვაშველებენ დღემდე ხელს. დანარჩენი ისედაც ყველაფერი ჩვენ უნდა გვეკეთებინა. ღარიბ ნათესავს რითი ეხმარები? - ფულით და შეიძლება რჩევაც მიაყოლო არა? ის როგორ წარმართავს ურთიერთობას მეგობართან, მეზობელთან, მტერთან, ამას ვერასდროს შენ ვერ განუკარგავ. თან ჩვენ ნატესავადაც არ ვერგებით არავის
  3. newstudio ვერ იტყვი ერთმნიშვნელოვნად. თქვენი კატეგორიის ამომრჩეველი, ეგრეთწოდებული "გემოვნებიანი ამომრჩეველი" , რომელსაც შინაგანდ სძულს უღირსობა, ისედაც ინსტინქტურად ემხრობა ალასანიას, კულტურული დონის მსგავსების და თანხვედრის გამო, სავარაუდოდ ინგლისურიც იცით და მის ცოლზე სიუჟეტში რას ლაპარაკობენ ამერიკელები, ვინც გააცერეს (საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა) და რა სრულიად სხვა რამეს თარგმნიან, ესეც გესმით და საერთო ჯამში აღიქვამთ ყველაფერს ადეკვატურად. მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ვისზეც გათვლილია, იმ ხალხსაც ასეთივე დასკვნის გაკეთება შეუძლია. ძალიან დაუშვებელი ზღვარი გადალახეს, როგორც სჩვევიათ და ზედმეტად დიდი ტალახის სროლას შეეცადნენ. ისიც საკითხავია, რა რეაქცია ჯობს ამაზე ახლა ალასანიასგან - მაღლა დადგომა და დონაძისთვის ხმის არ გაცემა? გაპროტესტება? მე კი ერთ რამეში ვრწმუნდები, რომ სადაც ასე ირღვევა ყველა წესი და ადამიანის უფლება, ამ ქვეყანაში სასწრაფოდ საჭიროა ცვლილება, თორემ ამ გარემოს მსხვერპლი ყველა ვხდებით უშუალოდ თუ არაპირდაპირ. არაჯანსაღი ენერგეტიკაა ქვეყანაში
  4. Leo_Nafta ამ შემთხვევაში კითხვაში კი არ არის ,,საქმე" - თუთბერიძეშია რათქმაუნდა ჩემო ლეო, პრობლემა ყოველთვის ადამიანებშია. როდესაც შენი კიხვა-პასუხი სცილდება შენი ოჯახის ფარგლებს, მაშინ კითხვების დასმის უფლებას, თანაც ასეთი ინტონაციით, დამსახურება უნდა. მაგრამ როცა შენ უბრალოდ ერთი ქერქეტა, უტიფარი "ვიღაც" ხარ, ყოველი კითხვა, უწყინარიც კი, გამაღიზიანებელი ჩანს. კითხვის დასმას კულტურული დონე სჭირდება. ამასთანავე, დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობა შეუფარდებლად ნაკლებ პრობლემას გრძნობს საპატრიარქოსგან (სრულიად ლოგიკურად) ხელისუფლებასთან შედარებით, რომლისგანც ხცალხმა უდიდესი დარტყმები მიიღო და შენ, მატრაკვეცა თეა, ლეო.... ვინც გინდა, სახელებს არა აქვს მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ აღიზიანებ ხალხს, როცა საპატრიარქოს მღვდლებს უწუნებ, რომლებთანაც უფლება გაქვს არ მიხვიდე, თუ შენთვის შესაფერებად არ მიგაჩნია, აი ბრიყვ მინისტრებს, მათ მოაგილეებს, ბრიყვ პრეზიდენტს რა ვუყოთ უშუალოდ რომ ყველას ბედს განკარგავენ ძალადობით და ქვეყანასაც ანგრევენ? ვინ არის ეკონომიკის მინისტრი, ვინ არის განათლების, ვინ სოფლის მეურნეობის, ვინ კულტურის.............რისიც გინდა. ამ ხალხმა რომ ჩემი ქვეყნის და შესაბამისად ჩემი პირადი ბედი უნდა ანგრიოს, ამის საწინააღმდეგოდ რა ვქნა, მე უბრაო ქართველმა, რომელიც მათგან საფრთხეს ყოველ წამს ვგრძნობ. თორემ მღვდელს მინდა ამოვირჩევ და მინდა სულ არ შევალ ეკლესიაში
  5. Leo_Nafta თქვენო უწმინდესობავ მართალია რომ კაგებეშნიკი იყავი...? ფორმა იყო ისეთი , პასუხი არ მოვიდოდა . ეს იყო თქვენი შეცდომა(სხვა მომენტებზე არაფერს ვიტყვი) კითხვები კი რატომ არ უნდა დაისვას ? მაგრამ ისეთი პასუხი რომ შეიძლებოდეს ფუნდამენტალურ/მართლმადიდებლური განჯსა არ გულისხმობდა ეგ კითხვა მაგასგარკვეული მიზეზების გამო მე ამ თემაში საკუთარი აზრის გამოთქმისაგან თავს ვიკავებ, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ვთქვა, ლ ი ც ი, თუნდაც მასე იყოს და პასუხებიც ჩანდეს მათ კითხვებში, რა, ამით ისინი მიუტევებელ ცოდვას სჩადიან? ტუტუცური ინტონაციით არცერთი კითხვა არ შეიძლება დაისვას. თუთბერიძის კატეგორია არიან ტუტუცები, მათ როგორი შეკითხავაც არ უნდა მოუმზადო და გაახმოვანებინო, აუცილებლად გამოვა უინტელექტო და გულისამრევი. ამაშია აქ დიდწილად საქმე. ირაკლი ძალიან მომეწონა თქვენი პასუხები, ცოცხალი და ხალასი ხედვა მოვლეენბის.
  6. giorgiM არა გენაცვალე არა, ნუ კადრულობთ ყველაფერს, ასე გაგიჭირდებათ ხალხის უკან გადაბირება, ამ ტყუილების გამო დაკარგეთ ხალხი კაცო. პანკისის ოპერაცია ჩატარდა და დასრულდა2002 წელს და ჩატარდა უზადოდ. ალასანია არის ძალიან მაღალი კლასის სამხედრო მოსამსახურე. ამავე დროს არის მაღალი კლასის დიპლომატი, არის წესიერი კაცი. ეს ცოტა არაა ერთი კაცისთვის, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რო მაღალი კლასის პრეზიდენტიც იყოს ადამიანი, რას შეძლებს, ეს მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ ის რაც ფაქტია, ნამდვილად ფაქტია. უზარმაზარი კონტრასტია მის საქციელსა და სხვების საქციელს შორის, რაც ასევე მოწმობს, რომ შინაგანი წყობაც უკეტესი და გამართული აქვს სხვებზე.
  7. Gagi 67 ცემო გაგი, შენ სახელი ჩვენი გოკა, გიგა, გუგუ, გაგასავით ისეთი სვეტური გაქვს, მე ვერ გაგიშარჟებ ასე იოლად, ცხადია, მაგრამ რაც შეეხება ამ ინფორმაციას, რაზეც გინდა გვანერვიულო, რარაცას ვერ ვიგებ, როცა აშკარა მარცხს განიცდის ხელისუფლება, ამბობთ, მსოფლიო საზოგადოების აღშფოთებ-შეშფოთება .....ობაა და სხვა არაფერიო და ზურაბიშვილის ციტატას თუ გამოიყენებენ, ასეთი ტრაგედიაა? ზურაბიშვილის დამცველი არ გეგონო, პირველი ვიყავი, ვინც გავგიჟდი საფრანგეთის მოქალაქე რო ღრიანცელიტ დაგვასვა თავზე ამ კაცმა, მაგრამ ამწუთას ვერ ვხედავ დიდ ტრაგედიას, იმის გამო, რო უკვე ისედაც ყველაფერი წავაგეთ სააკაშვლის არაჯანსაღობის გამო და აწი მაინც ყველაფერი ახალი ფურცლიდანაა დასაწყები. ასე რო ახლა რა ციტატაც არ უნდა გამოიყენონ არ არ გამოიყენონ, ეს საბოლოო დამასრულებელი გაფორმებაა იმ მარცხის, რაც ჩვენთვის უკვე დამდგარი ფაქტია
  8. ამათი მასმედიის არაფერი მჯერა, მაგრამ თუკი ეგრეა, მაშინ ეგეც კიდეც ერთი უცნაურობა - სააკაშვილის სიგიჟის კიდევ ერთი ნაყოფის მომკაა. რატომ აბარებდა პირველი დღიდანვე დღემდე თავისი მეფობისა საქართველოს საგარეო პოლიტიკას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს? სად გაგონილა ასეთი რამე?
  9. ეს რა მაიმუნობა და სპექტაკლია კიდევ, რა სამარცხვინო ხალხის ხელში ვართ
  10. ამ შუაში. სენ რა გითხარი, ერთი პირობა ვიფიქრე მეტი მომივიდა დალევა, ავურიე რაღაცატქო ხო მაგ შუაში იყო რო შენი მონაწილეობის გარეშე მოხდება შენი გადარჩენა-არ გადარჩენა არისმეთქი არასწორი გაგება ქრისტიანობის.
  11. ასე ჩანს, აშკარად ასე ჩანს. მამაძაღლი არაა რაც მთავარია
  12. ყველა უმწიფარი ქრისტიანი შეგიძლიათ აქ ამოიკითხოთ. ქართველს უბრალოდ პატარა მხედველობა აქვს, მეზობლის გარაჟი უნდა რო თუ ვერ მიიტაცა, დაანგრიოს და გაანადგუროს და რუსს უკეთესი მადა აქვს, საზღვრის გაფართოება სიამოვნებს. ქრისტეში სადაა აგრესია კაცო?
  13. კი, მეც მაგ აზრის ვარ, სირცხვილიცაა ამდენი კაი მამის შვილი ვერაფერზე თუ ვერ შეთანხმდნენ. აშკარა როცაა რომ ალასანიას უფრო მრავალმხრივი რესურსი აქვს ახლა ქვეყნის წინ წაწევისთვის, აუცილებლად გვერდში უნდა ედგნენ ეს ბიჭებიც, თუკი მართლა სამშობლოზე შესტკივათ გული. სხვა პარტიებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფორუმი თუ ალასანიას წინაღობად ექცევა, სამარცხვინო ფაქტი იქნება. რაც სეეხება საკრებულოში სუბარის კანდიდატურას, მე ნამდვილად მომწონს სუბარი, გუბაზიც მომწონს, კი ბატონო, მარა გუბაზის ფინანსურ საკითხებში წესიერება არ არის დადასტურებული ფაქტი (არც უარყოფილი თუმცა), სუბარისა კი დადასტურებული ფაქტია. საქმეშიც სუბარი გვინახავს ყველას, გუბაზს სად უმუშავია და რამდენად კარგი მუშაკი ყოფილა, ესეც საჭიროა რომ ვიცოდეთ. მემგონია რომ არ არის ცუდი სუბარი
  14. NXL ასეც ნუ გაცხარდები და დაიმდუღრავ გულს, შე კაცო
  15. არასდროს არ გამიგია, ქართველ ჯარს დასცინოდეს ვინმე, ყველას გული გვაქ დახეტქილი, როგორ გეკადრებათ ცემო ბატონო? დასცინოდნენ და დასცინიან სააკასვილს და პრეტენზია აქვს ყველას მხოლოდ მასთან და მის უგვან გარემოცვასთან, ვინც ეს ახალგაზრდები მოუფიქრებლად და უსინდისოდ გაწირა.
  16. babuagiorgi არა ბაბუაგიორგი, მიშა ლაპარაკობს ბევრს და ყველაფერზე, ალასანია ცოტას და თავსი სიტყვაზე პასუხს აგებს. მიშას თითო გამოსვლიდან მინიმუმ 10 შეუსაბამობას და სახითხითოს აღმოაჩენ, ალასანიაზე ვერ გაერთობი. ჩვენ გვიყვარს აკანკალებული ხმით მოსაუბრე ორატორები, მაგრამ როცა ქვეყანას უჭირს, სწორედ ის კაცი მინდა, ლირიკით რომ არაა გატაცებული. უკვე ვიცი, ვერც სხვა ქვეყნების პოლიტიკოსები ააცურებენ იოლად, როცა ჩვენ ვერ ვიწვევთ ზედმეტად, ვერ ვზემოქმედებთ ვერც მოფერებით, ვერც გინებით, მისი ემოცია მუდამ სტაბილურია.
  17. რა უცნაური პოლი შეგიდგენია კაცო? ამ შემთხვევაში პატრიარქი ყველაზე სოლიდურად გამოიყურება. ყოველთვის ყველაფერში ადამიანს ღმერთსაც უჭირს დაეთანხმოს, ხანადახან მასაც ვეკამათებით "ასე რატომ უნდა მომხდარიყოთქო"
  18. უბრალოდ რომ დარეგისტრირდეს სტუმარი და ამოწუროს თემა არ შეიძლება ეს ფორმა?
  19. მომწონს ალასანიას სტილი, ფეხი არ უცდება იოლად. ჩემს კითხვებს უპასუხა, თუმცა კარგი იქნება, თუ ვთხოვთ, რომ დანარჩენ ყველა კითხვასაც უპასუხოს. საქმიან კითხვაზე მიპასუხა და იმ ნაწილზე, სადაც პირად გრძნობაზე შევეხე (აფხაზებსაც თუ აქვთ სულიერი ძალა პატიების, თქვენ თქვენი ტკივილიდან გამომდინარე შეძელით სხვისი ტკივილის შეგრძნება), გაიარა. მომწონს მისი ეს არასენტიმენტალურობა, გრძნობებით გულის არ აჩვილება. ღირსეული ადამიანია. ესაა ჩემი დასკვნა ყოველთვის, როცა მას თვალს ვადევნებ.
  20. ახალ გერმანელ ელჩს გილოცავთ, ხელოვანი ქალი ყოფილა, აბა...
  21. ლ ი ც ი ვერ აკოპირებს ციტატას, ბოლო პოსტზე ვაკეთებ კომენტარს ჩემო ლიცი, თქვენ გგონიათ ეს მხოლოდ სიმძაფრისთვისაა? სამწუხაროდ დრამატიზირების გამო არ აკეთებენ მგონია ამას, უარესი ეჭვი მაქვს, რუკას ვერ კითხულობენ, ადგილი შესწავლილი არა აქვთ და საერთოდ საქართველოს საზღვრების გონებაზე არ არიან.
  22. სულ რომ არაფერი არ გვავნონ მაგ მხრიდან, უკვე ცხადია, რომ მცდელობაა გაგვაფორმონ ტერორისტებად და ტერორისტების მფარველებად, რის შედეგსაც მერე მოვიმკით. იარლიყების მოშორება იოლი აღარ ხდება. საწინააღმდეგო უნდა დაადასტურებინონ საერთაშორისო მოწმეებს, - იყო ალასანიას ასეთი აზრი. მე ვეთანხმები. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ქვეყანაში როცა სხვა ქვეყნის ჯარია, ეს ჩვეულებრივი ყოფა არ არის. ეს იმას კი არ ნიშნავს, აღარ გავინძრეთ, მაგრამ ამ კუთხით ყურადღების მოდუნების უფლება ჩვენ კი არა, არცერთ ქვეყანას არა აქვს. ისედაც ქართველი ერი უდარდელი ერი ვართ, ვერ აღვიქვამთ პრობლემას ძირეულად, სანამ პირადად ჩვენი ეზო არ აფეთქდება. ერთ მხარეს რომ ბიჭები გვეხოცებიან, მეორეგან ჩვეულებრივად გრძელდება ყავის სმა და ყოფითი ჭორაობა, ახლა მით უმეტეს იმდენი სახალისო ამბავი შექმნეს ჰოლივუდის სახით, რომ ხანდახან მეც კი მავიწყდება, რომ მთლად ნორმაში ჯერ ვერ არის ქვეყანა. უყურადღებოდ არ შეიძლება ამის დატოვება
×
×
  • შექმენი...