Jump to content
Planeta.Ge

murTazi

პლანეტელი
  • პოსტები

    197
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი murTazi

  1. Nukriko ესე მართულ ან უფუნქციო მასად იქცევა ადამიანები არანაირად, ადამიანის საბრძოლველს რა დალევს, ვებრძოლოთ კოსმოსს, დაავადებებს, სტიქიას. გვეყოლება მტერი და იმას ვებრძოლოთ და ასე
  2. ოო, ფილოსოფია გვიყვარს ქართველებს ამიტომაც დავიწყე მსჯელობა მარტივი ჩამონათვალით, რაც ადამიანს თავისუფლად ასუნთქებს, სიტყვების ბრახაბრუხის გარეშე: სავსე მაცივარი, დაცულობის შეგრძნება, გარემო, სადაც შესაძებელია განვითარება....................... ათეიზმი, თეიზმი, შინაგანი წინააღმდეგობები და კონფლიქტები, აღარავის თავისუფალ გარემოში არ ადარდებს თქვენი ფილოსოფია, ყველას თავისი ქონდეს... რელიგიაც შეიძლება ადამიანმა აქციოს ძალადობად და ატეიზმიც ძალადობაა, აგრესია მორწმუნეტა მიმართ. ნუ გაართულეთ საქმე, ძირს ძალადობა, გაუმარჯოს ნათელ გარემოს, ასპარეზს, სადაც ადამიანის აზრი კოსმოსს მიწვდება, განვიტარების საშუალება ექნება და არა იმაზე დარდის, რას დაუშავებს სააკაშვილი და ასე შემდეგ
  3. გეთანხმები და მართლა მაგარი ფილმია ერთერთი სამეცადინო ფილმი მოზარდებისთვის.
  4. lasha1997 უფრო მაღალი გადმოსახედიდან კი, თავისუფალი ვარ მაშინ, როცა მაქვს მორალი, რწმენები, რომლის დაცვაც შემიძლია და გარემოების მიხედვით არ გავუწვები არავის, მუდმივად სიმართლის მხარეს შემიძლია ვიყო. ჯიგარი ხარ.ეს არის მთავარი. ამ მთავარიდან გამოდის მერე იმ ათასი "არამთავარი" ყოფითისთვის ბრძოლა. ის არამთავარიც იმსითვის მჭირდება, რომ სრულყოფილ პიროვნებად გავზარდო შვილი, თავისუფალ ადამიანად, ტრავმატულ გარემოში ნაკლები იდეალისტი იზრდება (ჯანსაღი იდეალისტი, არა ფანატიკოსი).
  5. lasha1997 დასტი ჰოჰმანის ფილმი „პეპელა“ ნანახი გაქვთ? ვისაც არა გაქვთ ნანახი,ნახეთ აუცილებლად. ძველი ფილმია და ჰოფმანზე მტავარი მაკქუინია, გენიალური მსახიობი. ასჯერ მაქვს ნანახი. ეგ სუფთა სახით სულის თავისუფლებაა, რომელიც გაუძალიანდა გარემოს, სადაც მოქმედების თავისუფლება და არცევანის თავისუფლება არ ქონდა და უცებ გაიაზრა, რომ ფუჭად გაუვლია დრო, იდეალების გარეშე მოდუნებულ ყოფაში ფუწად გაფლანგა მაშინ, როცა თავისუფალი იყო
  6. ეს კი,დანარჩენი არა.lasha1997 რატომ არა? ეს გარემო პირობებია, რომლისთვისაც ვიბრძვით, რომ თავისუფლება მოვიპოვოთ ჯანმრთელ გარემოში. თქვენც შემოგვთავაზეტ თქვენი დეფინიცია
  7. უფრო მაღალი გადმოსახედიდან კი, თავისუფალი ვარ მაშინ, როცა მაქვს მორალი, რწმენები, რომლის დაცვაც შემიძლია და გარემოების მიხედვით არ გავუწვები არავის, მუდმივად სიმართლის მხარეს შემიძლია ვიყო. მგონი ამ საკითხში (რაც მხოლოდ მე მეხება) თავისუფალი ვარ
  8. Siknadmo ომარ ხაიამი წაკითხული გაქვს? კი, მაგრამ ამ სემთხევვაში არ ვიცი რას გულისხმობ, ხაიამი რამ გაგახსენა
  9. ამას რა კავშირი აქვს პიროვნულ თავისუფლებასთან? კუჭიდან იწყება მორალამდე და იდეალებამდე აღმასვლა. მაცივარს თუ მამა გივსებს 40 წლის ასაკშიც, თავისუფალი არც მამისგან ხარ და არც საერთოდ არ ხარ თავისუფალი, შემდგარი პიროვნება
  10. ციტატა(murTazi @ 15th January 2010 - 12:00 PM) როცა ჩემს ქვეყანას თავის სამყოფი მოსავალი ექნება (უმეტესი პროდუქცია) და სხვისი ბაზრის იმედად არ გვექნება კვების საქმე ეგ არ შედის თავისუფლებაში. ქვეყნის თავისუფლებაში შედის, როცა მე მშიერი არ ვრჩები, როცა სხვა არ მომაწვდის პროდუქტს, პიროვნებსი თავისუფლებაში კი შედის, როცა მე ჩემი თავის გამოკვება შემიძლია და ჩემი შვილისთვის განათლების მიცემა შემიძლია, როცა დაცული ვარ თუკი დანაშაული არ ჩავიდინე და დაცული ვარ დამნაშავისგან, რომელსაც აუცილებლად ადეკვატურად დასჯიან
  11. როცა ჩემს ქვეყანას თავის სამყოფი მოსავალი ექნება (უმეტესი პროდუქცია) და სხვისი ბაზრის იმედად არ გვექნება კვების საქმე
  12. და როცა უცხო ქვეყნის ვიზას უპრობლემოდ მივიღებ, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა აბეზარ ქვეყანათა რიცხვში აღარ იქნება და არავის ეჭვი არ სეეპარება, რომ მხოლოდ დასათვალიერებლად მჭირდება მათ ქვეყანაში გასეირნება
  13. როცა ვიცი, რომ უდანაშაულოდ არ დამსჯიან, როცა ვიცი, რომ ჩემი კერძო საკუთრება ხელშეუხებელია, როცა ვიცი, რომ ჩემი შვილი არსად არ უნდა გადავხვეწო, ჩემს კულტურულ საფუძველზე შეძლებს თანამედროვე სტანდარტის განათლების მიღებას, როცა მეცოდინება, რომ არსებობს ჩემთვის ქვეყანაში ადგილი, სამუსაო, რომელსაც თუ არ შევასრულებ, ჩემი ბრალი იქნება რომ მშიერი ვარ და არა იმის, რო საქმე დაგეგმილი და გაანწილებული არაა მოქალაქეებისთვის მათი კომპეტენციის მიხედვით, როცა უშიშროების სამსახური მტერს დაზვერავს და მე არ მომისმენს, როცა ექიმის დანიშნულ წამალს ვენდობი, როცა განსხვავებულ აზრს მტრულად არ ჩამითვლიან და ხელისუფლება ქვეყნის სამსახურში იქნება, როცა ხელისუფლება (ქვეყნის სახე) იაფფასიანი ოხუნჯობებით კი არ შეებრძოლება მტრულად განწყობილ ქვეყანას, არამედ ღირსეული არგუმენტებით და ღირსეული თავდაჭერით....................
  14. კარგი და ჭკვიანი გოგო. გამიხარდა ისე მომწონს ია, მგონი კითხვაც კი არ მაქვს მასთან, მხოლოდ კომპლიმენტები მას და რადიო თავისუფლებას მთლიანად
  15. განსაკუთრებული სიმპათია მაქვს ალასანიას მიმართ და ძალიან ვენდობი მას, მაგრამ მე წავალ ალასანიას წინააღმდეგ, თუკი არჩევნებში ხელისუფლებას რაიმე ტყუილი გაუვა. რევოლუციაც უნდა მოხდეს ბატონო ირაკლი მაშინ და რაც გნებავთ კიდევ. თუ არადა შევეგუოთ, რომ 20 წელი ტყუილად ვიხოცებოდით, ვიბრძოდით რაღაც იდეალებისთვის, ვუშვებდით შეცდომებს, ისევ ფეხზე ვდგებოდით, ვნადგურდებოდით - რისთვის? ისევ საბჭოთა საქართველო (თანაც გაუარესებული ფორმით) თუ დაგვიბრუნდებოდა. ერთი პარტია, ტელევიზიაში არნახული ხელისუფლების ცენზურა, კაგებეს დევნა და ტერორი სრულიად მოსახლეობის მიმართ, ხმამაღალი და ყალბი პროპაგანდა.................... არ დაგღლით, თავადაც იცით ყველაფერი
  16. რელიგიებიც იცვლება, სექტების მეშვეობით... მართალია, მაგრამ უფრო მყარ საფუძველზეა დაფუძნებული -ადამიანის მოთხოვნილებაზე იწამოს ღმერთი და გახდეს ღმერთი ამიტომ აგერ ქრისტიანობა 2010 წელს ითვლის
  17. ადრე თუ გვიან ყალბი პროპაგანდის შ.ედეგი იმსხვრევა, როგორც დაიმსხვრა კომუნისტური იდეები. საუკუნეებს მხოლოდ რელიგიებმა გაუძლო
  18. dire მეც უგულავას უფრო ვამსგავსებ, მაგრამ სად სცალია ამდენი, სულ ტელევიზორშია და. ალბათ ტელეფონიდან პოსტავს
  19. შეპყრობილია ეს ბავშვი, უშველეთ!!! ეს რა აიჩემე კაცო, გამოულოცეთ ვინმემ!
  20. FRIDRIX და გამოსავალი არ აქვთ უგულავა ჩათვალე რო უკვე მერია დღეს ხო არის მერი არჩევნები ტყუილა ტარდება მაინც უგულავა იქბება ორად-ორი ვერსია მაქვს, - ან უგულავა ხარ და მაშინ გაგიგე, ან ახალგაზრდა კაცი ასე რამ შეგაგუა ამ უბედურებას, რომ ნეო-კომუნიზმით ტკბებოდე მთელი ცხოვრება ნებაყოფლობით შეიძლება 2013=ში პრეზიდენტიც გახდეს მერ ენახე წყევლა ფუი ეშმაკს, რას მაშინებ კაცო, შენ ღადაობ მემგონი ღმერთო შენ გვიშველე
  21. FRIDRIX მერი არის უგულავა ამას ვერ შეცვლის ვერაფერი ეგაა ესეიგი ჩვენი წყევლა და ბედისწერა?
  22. კარგი სურვილია ჩემო ლაშა, მაგრამ ამდენ ფუჭ ამბიციას რა ვუყოთ? ამჟამად აშკარად ყველაზე მეტ და მრავალმხრივ პოტენციალს ალასანია ფლობს, ეს ხომ ყველა ოპოზიციონერისთვის ძალიან იოლი დასანახია? ამ კაცს ყველა კომპონენტი ყველაზე სიმპატიურად აქვს თავმოყრილი: განათლება, ფსიქიკური ჯანმრთელობა, კონტაქტები, პატრიოტიზმი, წესიერება, თანაც საკმაოდ ცივილიზებული ადამიანია საიმისოდ, რომ მის გვერდით ყველამ იპოვოს ნორმალურმა ადგილი. რატომ ექაჩება სკამს მაინც ყველა თავის მხარეს? ესეიგი ვერც საქართველოს საკეთილდღეო იდეისთვის (საფუძველი სიყვარული) ვერ ახერხებენ გაერთიანებას და ვერც სააკაშვილის გადევნისთვის (საფუძველი სიძულვილი). ასეთ ხლხს რა ქვია, ან რა ეკუთვნის? ესეიგი არანაირი ჯანსაღი განცდა არა აქვთ არაფრის და ბრიყვული პრინციპით მოქმედებენ, - მე ვერ გავიმარჯვებ, მაგრამ ამის გამო ისე ვბრაზობ, რომ არც შენ მოგეხმარები, რომ შენ მაინც გაიმარჯვო, რომ საბოლოოდ ქვეყანამ გადადგას ერტი ნაბიჯი მაინც წინ.
  23. ერთი უბრალო და ერთი შეხედვით ხმამაღალი, არადა წესით ორგანული რამე - პატრიოტიზმი
  24. ჭანო ამერიკასაც საშინელი ისტორია აქვს, ადამიანები დამონების, მაფიოზური ხოცვა-ჟლეტების, ადამიანები ყველგან ერთმანეთს გვანან. მაგრამ ამერიკაში ერთხელაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ააწყვეს სისტემა სწორ დამოკიდებულებებზე და ფასეულობებზე და ამის მერე ბორბალი წაღმა ტრიალებს. რომ არა ძლიერი ზნეობრივი ჯგუფის შექმნილი ქვეყნის მოდელი, ამერიკასაც ქონდა შანსი კოლუმბიასავიტ ბანდიტური ქვეყანა ყოფილიყო ამიტომ ერთხელ საქართველოსაც სულ ცოტათი უნდა გაუმართლოს, მოვიდეს ვინმე კეთილგონიერი, არა მტარვალი და ჩვენთან ყველაფერი გაცილებით სწრაფად წავა წინ, იმიტომ რომ ზოგიერთი მოდელი, რაც უკვე ნაფიქრი და გამოცდილია სხვაგან, შეგვიძლია ავამუშაოთ აქ ისე, რომ სულ მალე ამოისუნთქოს ყველამ ნაბიჯ-ნაბიჯ. მაგრამ ამისთვის მტავარი სულიერი სიჯანსარეა, ჩვენ ჯერ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ გვყოლია, რომელიც ჯანმრთელ 20 კაცს მოიყვანდა სატავეში, ერთს პარანოია ქონდა, მეორეს კომუნისტური დამრა ესვა, მესამეს ქე ხედავ რამდენი დიაგნოზი აქვს ერტად
×
×
  • შექმენი...