-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
newstudio კი ბატონო, მარა შეხვედრას რამე უნდა მოყვეს... ანუ თუ შევიკრიბებით ორგანიზაციის დაარსების მიზნით შევიკრიბოთ...
-
ესეთი უახლოეს მომავალში აზერბაიჯანი იქნება...
-
მოძრაობა რადგან სახალხო უნდა იყოს, ერთ ადამიანის ირგვლივ გაერთიანება არ უნდა მოხდეს.. მინიმუმ გეგმა ესეთია: სიტყვაზე ვამბობ 30 - 100 - 300 პროფესიონალი ადამიანი, რომელიც საკუთარ პროფესიის პრობლემებზე უფიქრია, შეადგენს საკუთარ პროფესიისათვის საჭირო მოთხოვნებს და გამოსავალს. ანუ ეს ორგანიზაცია არ უნდა იყოს იერარქიული ტიპის, ანუ ვიღაც ლიდერი იტყვის ესაა კარგი და აბა დამეთანხმეთო, ყველა დაეთანხმება... არა ამ მოძრაობაში ყველა ლიდერი უნდა იყოს და ყველას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და ვალდებულებნა აღებული. ხოლო საერთო გადაწყვეტას დემოკრატიული მეთოდით დავემორჩილოთ, არჩევნების გზით. დამარცხებულებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული რომ გადაწყვეტილება რომელიც არჩევნების გზით გადაწყდა, უნდა შეასრულონ.. ჩვენ მოძრაობაშივე დავიწყოთ დემოკრატიის მშენებლობა... დემოკრატია ეს არის რეალურად ურთიერთობის ფორმა..
-
გილოცავ........... :flowers: :flowers: :flowers:
-
newstudio შეიკრიბა 15 კაცი, შეთანხმდნენ იდეებზე რისთვისაც იბრძვიან. შექმნიან საიტის, დაიწყო მოძრაობის პოპულარიზაცია. პოპულარიზაცია გამოიწვევს აუცილებლად მეტი ხალხის მოზიდვას. მოზიდული ხალხიდან შეიქმნება "აქტივი" ვინც ძირითადად მიიღებს მონაწილეობას ამ მოძრაობაში. დაპუსტი 50-დან 100-კაცამდე შეიკრიბა რომელმაც აქციები გამართა და გამოჩნდა ტელევიზიაში. დაიწყება ფინანსების ძიება, უკვე რადგან იქცა ძალად, დაინტერესებაც იქნება ვირაცის რომ დააფინანსოს ეს მოძრაობა.. მოძრაობის დაფინანსების პარალელურად იწყება თანამშრომლობა პოლიტ. პარტიებთან. არა ალიანსი არამედ საერრთო საქმის მიღწევისთვის ბრძოლა. ეს ჯკიდე გაზრდის ჩვენს სიძლიერეს. მოძრაობიდან გამოჩნდება რამოდენიმე ადამიანი რომელის პოპულარიზებაც მოხდება, ეს პოპულარიზებული ადამიანები კი მოახდენენ იდეის პოპულარიზებას. ბრძოლის ველი: თვილისი, არცევნები. მთავარი ის არის რომ ჩვენი მოძრაობის წყალობით (და არა მარტო ჩვენი მოძრაობის) ოპოზიციური ლიდერი გახდეს მერი. ეს იმას ნიშნავს რომ ის ჩვენზეა დამოკიდებული ან ჩვენზე-ც არის დამოკიდებული, ამით კიდე უფრო გაიზრდება ჩვენი გავლენა. შემდგეი ეტაპი, იქენბა უცხოელებან, (ამერიკელები და ევროპელები) კონტაქტების დამყარება და ჩვენი თავის დაინტერესება, ისე რომ მათ ჩვენზე დაამყარონ იმედები, ან სხვასთან ერთად ჩვენზე-ც მაინც. პროექტების შექმნა, როგირცაა ინტერნეტ გადაცემები, თუ აქ შეგვიძლია პოლიტიკოსების მოყვანა, იქ მითუმეტეს შევძლებთ. ეს ზედმეტი დამოუკიდებელი შემოსავლის საშვალებას მოგვცემს და მოგვცემს იმის საშვალებას რომ გვქონდეს ურთიერტობა ჩვეულებრივ ქართველებთან.. მე ესე წარმომიდგენია..
-
მაშ ასე მე ჩემ აზრს გამოვთქვავ იდეოლოგიის შესახებ 1) ინდივიდი და სახელმწიფო საქართველოს მოსახლეობის 30% ეთნიკურად არაქართველია და არამართლმადიდებელია. ამიტომ ჩვენი იდეოლოგიის მთავარი ადგილი დაეთმობა, შემწყნარებლობას და მრავალფეროვნებას. უნდა ვაღიაროთ რომ ადამიანს გააჩნია საკუთარი უფლებები. ყველა ადამიანი, ინდივიდი არის განსაკუთრებული ბუნების მქონე რომელიც განსხვავდება მეორე ინდივიდისგან, ამტიომ მას გააჩნია საკუთარი უფლება, ეს უფლებები ჩვენ კონსტიტუციაში, როგორც უამრავ დემოკრატიულ კონსტიტუცებში არის დაფიქსირებული: სიტყვის-თავისუფლება, სინდისის თავისუფლება და ა.შ (აქ საჭორო იქნება უფლებების სრული დაწერა, თუ ეს მოძრაობის წესდებად იქცევა) სახელმწიფო ვალდებული უნდა იყოს, ყველანაირ ორგანიზაციისგან (დიდი კორპორაციისგან, საზოგადოებრივ ორგანიზაციისგან, რელიგიური ორგანიზაციისგან) დაიცვას ინდივიდი თუ ინდივიდის უფლება ირღვევა და ინდივიდისმისი უფლების დაცვა ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საქმედ უნდა აქციოს სახელმწიფომ. (სახელმწიფო უნდა ვამუშაოდ ინდივიდზე) 2) სოციალური თანასწორობა იმის გამო რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ოლიგიარქიული სისტემა, სადაც არსებობს ორი უკიდურესი ფენა ღარიბებისა და მდიდრების, სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ეკონომიკურ ცხოვრებაში და დაასტაბილუროს საზოგადოების სოციალუ-ეკონომიკური ცხოვრება. ის მოტივი რომ ინდივიდს გააჩნია უფრო მეტი ნიჭი ვიდრე სხვა ინდივიდს და ამით იშოვა დიდი ფული, საქართველოს მაგალითზე ნაკლებად მოქმედებს, რადაგნ ფული მოპოვება და გამდიდრება მიოხდა ხშირად არაკანონიერ მეშვეობით. ამიტყომ სამართლიანობა მოითხოვს, რომ სახელმწიფომ ადამიანებს ერთნაირი ან უფრო თანამბარი ანაზღაურება და მატერიალური მდომარეიობ უზრუნველყოს სხვა გვარად ჩვენ მივიღებთ ოლიგარქიულ სისტემას ან ე.წ კორპოროკრატიას. სოციალური თანასწორობა და სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის დაბალანსება, გამოიწვევს იმას რომ უცხო კაპიტალის მსხვერპლი არ გახდება საქართველო. 3) დეპოლიტიზირება უმთავრესი ამოცანა ჩვენ ქვეყანაში არის დეპოლიტიზირება სასამართლოსი, პოლიციის და ჯარის. (ეს საკიტხი უფრო გასაშლელია) 4) რეპუტაციის იდეოლოგია ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეს გააჩნია რეპუტაცია. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დავნერგოთ რეპუტაციის კულტურა, თუ კი ადამიანს აქვს რეპუტაცია შელახული, მას არ მიეცეს მეორე შანსი საზოგადოებრივ და პოლიტკურ ცხოვრებაში აქტიური მოქმედებისა, მაგ: უამრავი ჩვენი პოლიტიკოსი (იგივე კობა დავითაშვილი) არის შემჩნეული ფულის აღებაში და მას რეპუტაცია შელახული აქვს, ამიტომ საზოგადოებამ უნდა მოახერხოს მისი კოლიტიკჯური ცხოვრებიდან "გაძევება", რეპუტაცია უნდა გახდეს მტავარი კრიტერიუმი ადამიანის შეფასებისა და არა ქარიზმა. 5) იდენტობის შენარჩუნება და ტრადიციები ქართველებს გვაშინებს გლობალიზაცია, რადგან პატარა ერი ვართ და გვეშინია რომ გლობალურმა კულტურამ არ გადაგვყლაპოს. ამიტომ საჭიროა საკუტარი ეროვნული კულტურის დაცვა. არა პრივილეგირება, რომ უცხოური კულტურა არ შემოვუშვათ, არამედ უცხოურის გვერძე რომ ყოველთვის ფინანსდებოდეს ადგილობრივი კულტურულ-ტრადიციული ღონისძიებები. (ეს პუნქტიც შესავსებია) 6) საზოგადოება სახელმწიფო როგორც ძალადობის ინსტიტუტი არის ძალიან საშისი, ის კონტოლის გარეშე დიქტატურაში მალევე გადადის, ამიტომ მის დასაბალანსებლად საჭიროა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. რადგან დღეს-დღეობით სუსტია სამოქლაქო საზხოგადოება საქარტველოში, ამისთვის საჭიროა ის გაკეთდეს რაც თავის დროზე რუზველტმა გააკეტა. შექმნა და დაიწყო პროფკავშირების და საზოგადოებრივ მოძXრაობებიუს დაფინასნება და მოახდინა მატი გფაძლიერება. ამიტომ საქართველოში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ დიდი ფული ჩადოს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების შენებაში, ისეთ ორგანიზაციებში როგოერიცაა: პროგფკავშირები, ენჯეოები და ა.შ დანარჩენს მერე დავწერ... ეხლა რაში მეთანხმებიტ და რაში არ მეთანხმებით?
-
ამ ფორუმზე ძალიან ბევრს უნდა მათ შორის მეც მინდა შევქმნათ გარკვეული სახალხო მოძრაობა, რომელიც გარკვეულ გავლენას მოიპოვებს ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეხვედრამდე ჯობია შევთანხმდეთ რა იდეით უნდა გავერთიანდეთ.. შეიძლება ეხლა ისეთ საერთო იდეაზე შევთანხმდეთ რომ ძალიან ბევრს მოეწონოს და ბევრი ქართველისთვის იყოს მომხიბლელი. ასე რომ დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა, თუ გვინდა მოძრაობის შექმნა..
-
რატიომ ვერ იქმნება ძლიერი სახალხო მოძრაობა?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio თემა მქონდა გახსნილი, იმ თემის შედეგად შევიკრიბეთ მაშინ. მაგრამ ეს შეკრება აღმოჩნდა არაორგანიზებული... ლაშასი მე მესმის, ქართული კლუბის აღდგენის ცდელობა აქვს უკეთეს ვარიანტში და სხვა სახელით, მაგრამ არ არის სწორი მგონი ეს ხუთი კაცი რომ თქვი, ხვდები ვისაც გულისხმობდი და მემგონი ნაკლი სწორედაც ესაა. ანუ საბოლოოდ ისე არ მოხდეს რომ ჩვენც ჩაკეტილ წრედ ვიქცეთ. მიმიხვდი ხო რისი თქმაც მინდოდა? -
newstudio რაში ხედავ ეხლა რუსეთის დასუსტებას? აფხაზეთი და სამ. ოსეთი ისევ მათ ხელშია აქ მთავარი პოლიტიკური ძალები მათ ხელშია ედიკამ შეძლო თავის დროზე ამერიკლებით დაებალანსებინა რუსული ძალა. დღეს საქარტველოში ყველაზე ძლიერი ძალაა რუსეთი, დღეს საქართველოში რუსეთი იგებს.
-
newstudio როგორ ვერა, ამ ქაოსის შედეგად დსთ-ში შევედით და ტერიტორიები დავკარგეთ. აქ კი რუსული ძალები გაძლიერდნენ. მეტი მართვა როგორ გინდა კიდე?
-
რატიომ ვერ იქმნება ძლიერი სახალხო მოძრაობა?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio არა არ ვიჭედებით. მოძრაობის დაწყება თუ გვინდა, ელემენტარულად სამი რამე გვინდა 1) იდეა რის გამოც ვიკრიბებით, მემგონი დიდად არ განსხვავდება ჩვენი იდეები, შეხედულებები ერთმანეთისგან, უბრალოდ ეს უნდა გავაფორმოთ, მოძრაობის წესდებაში 2) გვინდა შეკრება, რომ ვნახოთ ვინ აპირებს ამ მოძრაობშაში მონაწილეობის მიღებას, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, არც სქეს და არც რელიგიურ შეხედულებებს. 3) შეხვედრის შემდეგ ორგანიზებულობა. უნდა მოვახერხოთ ორგანიზებულობა ამ ყველაფრისთვის ერთი ორი რამე მოგვეთხოვება ჩვენ 1) ჩვენი ყველას იდეა იყოს თანხვედრი 2) ჩვენი პირადული ნაწილი უნდა დავთმოთ, ისე ორგანიზებულ მოძრაობას არ შევქმნით. თუ მოვალთ შეხვედრაზე სწორედაც იმ გაგებით უნდა მოვიდეთ, რომ ჩვენ თვითოეუ7ლი ჩვენთაგანი გადადებს ბევრ პირადულს გევერძე და წინ წამოწევს მოძრაობის ინტერესს. მე მგონია რომ ჩვენ შეგვიძლია ეს, უბრალოდ ჯერ-ჯერობით ალბათ არ არის საკმარისი რწმენა, ჯერ ესერთი საკუთარი თავის, მეორე კი ერთმანეთის. ერთმანეთის მაინც და მაინც არ გვჯერა, ეს უნდობლობის ფაქტორი გადასალახია. -
ის სისტემა რა სისტემაც არსებობს საქართველოში, თავის კანდიდატურებს თავაზობს, ყიდის საზოგადოებას და საზოგადოება ირჩევს მერე ამ პოლიტიკოსებს. აქ ერთი მომენტია, თვითონ საზოგადოება კი არ აყალიბებს პოლიტიკოსებს, არამედ სისტემა ქმნის (არსებულ სისტემას ვგულისხმობ) ანუ საზოგადოებას არ აქვს უნარი საკუთარი წარმომადგენელი აქციოს პოლიტიკოსად. საზოგადოებას ასევე არ ძალუძს მძლავრი სახალხო მოძრაობის დაწყება, პოლიტიკოსების გარეშე. პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ თვითოეული ჩვენგანი იმდენად სუსტია, რომ არ შეუძლია შექმნას მოძრაობა.. "ქართულ კლუბ"-ში გამოჩნდა ეს სისუსტეები. უუნარობა, შინაგანი სისუსტე და ორგანიზების არ ქონა. როდესაც გამოსავალს ვეძებთ და არ ვითვალისწინებთ საკუთარ სისუსტეს, მაშინ გამოსავლის ძიება მუდამ გაგრძელდება ჩემი დაკვრივებით, იგივე ფორუმის წარმომადგენლები იმდენად არაორგანიზებულნი, ორგანიზაციისთვის, მოძრაობისთვის იმდენად სუსტნი არიან რომ ვერ ქმნიან საკუთარ პოლიტიკოსებს. ისინი ეძებენ ხსნას იმ შემოთავაზებულ პოლიტიკოსებისგან, რომელსაც სისტემა სთავაზობს. ეხლა ეს პოლიტიკოსები რომ არასდროს არ შეასრულებენ დაპირებებს ეს ნათელია, რადგან ისინი ჩვენზე კი არა სისტემაზე იქნებიან დამოკიდებუოლნი. როგორია სისტემა აქედან რომ დავიწყოთ? სისტემა ჩემი აზრით საქარტველოში არის ისეთივე როგორიც იყო კომუნისტების დროს და რა გაგებით. ერთ განზომილებაში არის თავად სისტემა, ის პოლიტიკური ელიტა, მათი საძმაკაცოთი, მათი ნათესავებით, ჩაკეტილი წრე და მეორე მხარეზე დგას საზოგადოება. საზოგადოება როცა ხედავს საკუთარ სისუსტეს, უუნარობა ცდილობს თავი მოაწონოს ამ ჩაკეტილ წრეს და შეაღწიოს რამენაირად ამ წრეში. ხოლო ეს ჩაკეტილი წრე ყოველთვის საზოგადოების განვითარების წინმააღმდეგი იქნება, ესეთ სისტემას არ აწყობს ძლიერი ორგანიზებული საზოგადოება, მაშინ ამ ჩაკეტილი წრტის აღსასრული დაიწყება და ცოტა დალაგდება ქვეყანა. მთავარი ის არის რომ ყველა ჩვენი პოლიტიკოსი ამ წრიდან არ გამოვა, ჩვენ კი თუ ესე განვაგრძეთ მუდამ მათი მსახურნი და სტატისტიკა ვიქნებით, 1000 კაცი მიტინგზე და ა.შ რა მინდოდა მეთქვა ამ თემაში? დავაკვირდეთ საკუტარ მოქმედებებს და ვნახავთ რომ ყველანაირი პრობლემა სწორედ ის არის რომ ერთად ვერაფერს ვაკეთებთ, იმიტომ რომ არ შეგვიძლია, მოძერაობაში ძლიერები ვიყოთ. რაღაც ინდივიდუალურ დონეზე, კი ბევრი ჭკვიანია ამ ფორუმზეც და ზოგადად ფორუმებზე, მაგრამ ერთი კაცი ომში არაფრის მაქნისიაო.. თუ ჭკვიანები ვართ უნდა შევძლოთ ელემენტარული მოძრაობის შექმნა, რომ ამ ჩაკეტილი წრის რაღაც ალტერნატივა შევქმნათ და თუ ვერ ვახერხებთ, მაშIნ აღარ უნდა გვიკვირდეს რომ ჩვენთვის არასასუვრველი მდგომარეობაა, ესეთი უკმაყოფილება სანამ ჩვენ უმოქმედობაში, სანამ ჩვენ ესეთი არაორგანიზებულნი ვართ ყოველთვის იარსებებს, ესე თავისით არაფერი გაბრწყინებულა და მომავალი ისეთი იქნება როგორიც დღესაა, თუ არაფერი გააკეთე იმისთვის რომ რაღაც შეცვალო. მე ვხედავ როგოც ჩემს პირად ასევე უამრავ აქ მყოფ და ზოგადად ფორუმებში მყოფ ადამიანების სისუტეებს, ინდივიდუალურად ისინი ჩანან კი, მაგრამ მათი ჭკუა, ფორუმებში იხარჯება და რეალურ საქმეს არ ხმარდება..
-
lasha_alo დავათვალიერე ეს ფორუმი და მინდა გითხრა რომ ნათელი მხარეც ვნახე. მე იმის თქმა მინდა რომ იქ ქართველების ტონიც არ მომეწონა.. რაღაც უაზრო დაპირისპრიებაზე გადადის ეს თამაში. ამას ჯობია ქართველები არ შევიდნენ სომხურ ფორუმებზე, ეხლა წარმოიდგინეთ სომხები რომ შევიდნენ კარდუ.გე-ზე :DD იგივე პონტია რა
-
Saturn აუ სპასიბა ჯიგარი ხარ.. იცი რამდენ წიგნს ვერ ვკითხულობდი ამის გამო... სპასიბა.....
-
Saturn აუ ამდენი არ ვიცი :DD
-
kisa საინტერესოა ძალიან მაგრამ ამ საიტზე რომ შევდივარ ჩემი კომპი, შრიფტს ვერ კითხულობს მითხარი რა, სახელი გვარი ავტორის და წიგნის დასახელება..
-
პირველ რიგში იმაზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ რას ვაკეთებთ, რას გავაკეთებთ, რისი უნდარი გვაქვს. თვითოეულ ჩვენგანს. შემდეგ თუ კი მივალთ იმ დასკვნამდე რომ გვაქვს შინაგანი უნარი, ნება იმისა რომ შევქმნათ ძალა, უნდა შევქმნათ, ისე რომ ჩვენში ბევრი რამე გადავლახოთ. ახალ ძალას სჭირდება ბევრი პირადულის გადალახვა, მის გარეშე არაფერი გაკეთდება. გამოსავალი კი ის იქნება რომ ძალას შევქმნით, ერტიანობას, ორგანიზებულ საზოგადოებას და არა მასას. ორგანიზებულ საზოგადოებას ყველაფრის უნარი აქვს, რადგან ის თუ ორგანიზებულია მისი დამარცხება შეუძლებელია. პირველ ეტაპზე გაერთიანება და დაწყება ორგანიზებულ საზოგადოების შექმნის. ორგანიზებული საზოგადოება, გარკვეულ მიზნის მიღწევამდე მიოქმედებს როგორც სამხედრო ორგანიზმი, ერთი დიდი სხეული. ერთ დიდ სხეულად ქცევა და არა მასად ქცევისთვის საჭიროა ბევრი რამე მოვთოკოთ, პირადულის დავიწყება..
-
აქ რა ხდება? რა ანტიმოდერატორული გამონათქვამებია? რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი სად მუშაობს და რა პოზიცია აქვს? თუ ადამიანური ურთიერთობები გინდათ, თქვენც ადამიანურად უნდა მოიქცეთ....... მე იმის მიუხედავათ რომ სატურნის ბევრ აზრს არ ვიზიარებ, არ მინახავს რომ ის დევნიდეს განსხვავებულ აზრს და მეტიც, სანამ უკიდურესობამდე არ მიდის საქმე ყოველთვის თავს იკავებს ხოლმე...
-
მანიპულაცია არის ყველაზე ეფექტური საშვალება რათა პოლიტიკაში წარმატებას მიაღწიო მანიპულაციას სჭირდება დიდი ჭკუა და მოხერხება. მოდი ავიღოთ ჩვენი პოლიტიკოსები გაჩეჩილაძე იგივე, თქვენი აზრით ის რაც არ უნდა დარწმუნებული იყოს რომ დამოუკიდებლად მოქმედებს, მისი მანიპულირება ჭკვიან ადამიანს გაუჭირდება? ჩემი აზრით გაჩეჩილაძეს და კიდე სხვა პოლიტიკოსებს არ აქვთ იმდენი უნარი რომ დაინახო, ის რომ მათ მანიპულირებენ და ისინი ისე მოქმედებენ როგორც სხვას აწყობთ. ანუ მათ გონიათ რომ ისინი მოქმედებენ დამოუკიდებლად, სინამდვილეში კი მათ მანიპულირებენ. ჩემი აზრით იყო ორი პოლიტიკოსი ვიზეც ვერ მანიპულირებდნენ, რადგან ჭკვიანები იყვნენ და მოხერხებულები. 1) ედუარდ შევარდნაძე, ეს ის პოლიტიკსოია ვინც მანიპულირებს სხვებით და არა ისეთი ვიზეც მანიპულირებენ 2) ზურაბ ჟვანია, ჩემი აზრით იმიტომ მოკლეს რომ მასზე ვერ მანიპულირებდნენ და პირიქით მას შეეძლო ხალხის მანიპულირება. სააკაშვილი ჩემი აზრით არის სუსტი ფიგურა, რომელზეც მანიპულირებს (ბიძის ან სხვა გარემოცვის საშვალებით) ის კამერების წინ ჩანს დამოუკიდებელ (შეიძლება მას ჰგონია რომ დამოუკიდებელია) პოლიტიკოსად. არ მინდა აქ შეთქმულების თეორიები ავაგო, მაგრამ ძველ დროიდან იყო ცნობილი რომ მეფის უკან ყოველთვის დგას ის ვინც ქვეყანას რეალურად მართავს.. რას იტყვიტ, გვყავს ისეთი პოლიტიკოსი ვიზეც არ მანიპულირებენ?
-
ილუზიაა, ამით გატყუებენ. მითხარი მიშამ რა გააკეთა პროამერიკული და გაშალე ეს თემა, ვნახოთ კრიტიკას როგორ გაუძლებს... რაც შეეხება სხვა თემებს. პატრიარქზე ვიდეო, განსაზღრული იყო იმ ხალხის აგდებისთვის ვისაც პატრიარქი გაღმერთებული ჰყავს, ავარდა ეს ხალხი. შემდეგ საპატრიარქოდან მოთეოკრატულო განცხადებები და მამა ბუასილის დაჭერები (რომელიც არ აღმოჩნდა მამა ბუასილი) და პოლიციის არაადეკვატურობა, რელიგიის გამოკითხვა და ა.შ იყო გათვლილი რომ ავარდნილიყო მეორე არარელიგიური ან ნაკლებრელიგური, სეკულარული ნაწილი, ავარდა ეს ნაწილიც. რა მივიღეთ? მივირეთ დაპირისპირებული საზოგადოება. მივიღეთ ის რომ ერთმანეთს ვლანძრავთ და ორივემ ავიჩიეთ მხარე, ზოგი საპატრიარქოს გვერძე დადგა (არა რელიიგის თვალსაზრისით, არამედ რელიგიურ-პოლიტიკურ თვალსაზრით) ზოგი კი ნებით თუ უნებლიეთ ფსევდოლიბერალების გვერდით დადგა. ასე რომ ამ შემტხვევაში ორივე მხარე მაგარი გაება, ორივე მხარე როგორც სათამაშო, ისე გამოიყენეს, მანიპულაციის მეშვეობით.ლ
-
მერე ეს კანონის დარღვევა სწორედაც იმიტომ მოხდა, რომ შენ რომელიმე მხარეზე დამდგარიყავი, ანუ ვის მხარეზეც არ დადგებოდი, ამ დაპირისპირებულ მხარეებს უკან მაინც ერთი ბატონია. ნეტირალიტეტი არ უდნა ნიშნავდეს უმოქმედობას! მინდა გითხრათ რომ უნდა იყოს საზოგადოება იმდენად ძლიერი რომ არ მიიღოს რუსულ პროვოკაციულ თამაშში მონაწილეობა.. ამ დაპირისპირებას რა მოაქვს 1) ვის მხარეზეც არ დადგები, მაინც საბოლოოდ რუსეთის მხარეზე დგები გინდა ეს თუ არ გინდა 2) ქართველებს ერთმანეთს აპირისპირებენ ესე მოხდა 90-იან წლებში ვის მხარეზეც არ უნდა მდგარივაყვი (ზვიადი თუ ანმნტიზვიადისტების) მაინც ერთი ძალის საქმეს გააკეთებდი, ეს ძალა კი ჩვენსგან ჩრდილოეთში იმყოფება. უვკე 20 წელია ერთი და იგივე მექანიზმით მართავს რუსეთი საქართველოს...
-
newstudio არიე ბუნების კანონი. მაგალითად დიდი ხე როცა ჩრდილავს პატარა ხეს, პატარა ხე ვერ იზრდება. ანუ თუ კი (უცხო ძალა) დაჩრდილავს ადგილობრივ პატიოსან ძალებს, პატიოსანი ძალები ვერ განვითარდებიან. ჩემი აზრით საჭიროა, ამ ძალას ადეკვატურად სხვა ძალა და ძალები დავუპირისპიროთ. მათ დაპირისპირების ფონზე კი როცა არავის აღარ ეცლება არა პრო(რუსული) ძალის განადგურებას, ამ დროს ხელთ უნდა მოხდეს ამ პატიოსან, პატრიოტულ ძალების კონსოლიდაცია. კონსოლიდაციის შემდეგ აქტიურ მოქმედებებზე გადასვლის დროც დადგება. ასე რომ რა უნდა გავაკეთოთ? 1) პრო დასავლურმა ძალებს დიდი ფული უნდა ჩავადებინოთ ქართულ პოლიტიკაში რათა დაბალანსოთ რუსეთის გავლენა 2) უნდა მოვახდინოთ მათი აქტიური დაპირისპირება 3) ამ დაპირისპირების დროს უნდა ჩამოყალიბდეს მათგან დამოუკიდებელი ძალა 4) ორივე ძალა ამ ახალმა ძალამ მოიშოროს თავიდან.. თუ ვერ მოიშორებს, პირველობა მაინც მოიპოვოს. პარლამენტში უმრავლესობა და ა.შ და პრორუსულ და ასევე პროდასავლურ ძალებს თავის თამაში ათამაშოს. დღეს ჩვენ რუსულ თამაშს ვთამაშობთ საპატრიარქოს გვერძე დავდგებით თუ ხელისუფლების გვერძე, არანაირი განსხვავებაა.
-
შენ თოჯინას კაბა შეუკერე
-
აქ ყველამ გამოთქვა თავის აზრი, დღევანდელ მდგომარეობის შესახებ. თავიდან როცა თუთბერიძეს ეს სკანდალი დაიწყო, მე მეგონა უცბადვე დამთავრდებოდა, საპატრიარქო არ მიაქცევდა ყურადღებას, ვიღაცეები შეაგინებდნენ თუთბერიძეს და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. თუმცა ესე არ მოხდა. დაიწყო ისე რომ ოფიციალურად გამოაცხადეს რომ ომი დაიწყო ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ეკლესია არის სახელმწიფოს საფუძველი და ამ ვიდეოს გამკეთებელის დაჭერა მოინდომეს. ამან გამოიწვია საზოგადოების იმ ნაწილის ავარდნა ვინც არ არის ეკლესიური, მათ შორის ჩემიც და გამოიწვია ის რომ მეც აქტიურად დაივწყე ანტისაპატრიარქო აქციაში მონაწილეობა, უნებურად დავდექი იმ ვითომლიბერალების გვერძე ვინც დაიწყო ეს აქცია. მერე გამიარა ამ ემოციებმა და დავრჩი ჩემ თავთან მარტო და დავიწყე ამის გაანალიზება. თუ რეალურად რა მოხდა და რატომ მოხდა. ყოველ შემთხვევაში მე რა დასკვნამდეც მივედი, თქვენ შეგიძლიათ გაიზიაროთ, შეგიძლიათ დაცინოთ, შეგიძლიათ ლანძღოთ ეს თქვენი ნებაა, მაგრამ მე მაინც მინდა გაგაცნოთ ჩემი აზრი ამ ამბების შესახებ. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ატიან ერთი ბატონის ყმები, ასევე ხელისუფლებაც და ეკლესიაც. ამ ორივეს ერთი ბატონი ჰყავს (უცხო ძალზე მაქვს ლაპარაკი) როდესაც ხელისუფლებას და ეკლესიას ერთმანეთს დააპირისპირებ, საზოგადოება ერთვება ამ დაპირისპირებაში და რომელიმე მხარის გვერძე დგება. თუ კი ორივე შენი ყმაა, ვის გვერძეც არ უნდა დადგე შენც ავტომატურად იმ უცხო ძალის ყმა ხდები. ეს არის ჩვეულებრივი მანიპულირება ადამიანების. ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე გათამაშებული სპექტაკლი. ვის მხარეზეც არ უნდა დადგე, ვითომ პროდასავლურ მოლიბერალოების (რომლებიც არც პროდასავლურები არიან და არც ლიბერალები) თუ საპატრიარქოს, მაინც საბოლოო ჯამში ერთი და იგივეს მხარეზე დადგები, იმიტომ რომ ამ ორივეს მართავს ერტი ძალა. ესეა ოპოზიციასა და პოზიციის დაპირისპირება. ორივეს უკან ერთი და იგივე ბატონი დგას და ვის მხარესაც არ უნდა დადგე, მაინც საბოლოოდ ერთი ძალის მხარეზე დადგები (უცო ძალას) ამიტომ მივჩნევ რომ რომელიმე მხარეზე დგომა, ეს არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება. ამ შემტხვევაში პატრიოტიზმი და ჩემი აზრით ჯანსაღი მდგოამრეობა ის იქნება რომ ორივე ძალასგან შორს უნდა იდგესხ ადამიანი. იმიტომ რომ ეს არის პატარა ჩაკეტილი წრე.. ეს არის ჩერმი აზრი და თქვენ სრული უფლება გაქვთ გაიზიაროთ ან არ გაიზიროთ ის, მე უცხო ძალის დადგმულ სპექტაკლში აღარ მივიღებ მონაწილეობას, ბოიკოტს ვუცხადებ ამ სპექტაკლს და ფორუმებზე შეგნებულად არ მივირებ მონაწილეობას დიალოგში სადარც ამ ვითომ დაპირისპირების შესახებ იქნება ტემა გახსნილი.
-
Saturn ვაფშეტა შენ რომ დაგეგმო ის მოვლენები რაც პირველ პოსტში კადრებშია ნაჩვენები შენ ობიექტურობას აჩვენებდა...