აი ვფიქრობ ვფიქრობ და ესეთი აზრი მებადება, რომ ქართული საზოგადოება არის ძალიან არაკომპეტენტური პოლიტიკის საკითხში, ამიტომაც ტყუვდება ადვილად და მართავენ ადვილად.. მაშინ შეკითხვა მიჩნდება, არაკომპეტენტურმა საზოგადოებამ როგორ უნდა მოახერხოს პოლიტიკუტად სწორი ნაბიჯების გადადგმა? აი მაინტერესებს, გულახდილად მითხარით, თვლით თუ არა, რომ ამ ფორუმზე, ჩვენ, პლანეტელები კომპეტენტურნი ვართ პოლიტიკის საკითხებში? აი რეალურად რა გვინდა, ამაზე ვერ შევთანხმებულვართ, რაღაც ზოგად ფრაზებს კი ვამბობთ რომ საქართველოს გაბრწყინება გვინდა და ა.შ მარა არ გვაქვს როგორც საზოგადოებას კონკრეტული ჩამოყალიბებული ინტერესების (ინდივიდუალურად რა თქმა უნდა ეს ინტერესები გვაქვს) მარა საზოგადოებას სჭირდება საერთო ინტერესი, რომ მან შეძლოს ამ ინტერესიდან გამომდინარე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მე ამ კონკრეტულ ინტერესებს ვერ ვხედავ, ზოგადად მიშასს გადადგომის ლოზუნგს და საქართველოს გაუმარჯოს ლოზუნგს ვხედავ (ასევე მიშა მაგარიას ლოზუნგიც პოპულარულია) ეს კი იმას ნიშნავს რომ როგორც საზოგადოება არაკომპეტენტურები ვართ პოლიტიკის მხრივ