-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
გენ შტაბზე იყო გახსნილი თემა და იქ მიმტკიცებდნენ... ეხლა იუზერები არ მახსოვს, მარა გინებას რა აზრი აქვს რო? ახალი წელია მაინც :DD
-
საინტერესო ცნებაა ქართული იმპერიალიზმი.. ვითომ რუსების მიერ არის გამოგონილი თუ დევს ჩვენში იმპერიალიზმის ნიშნები? კავკასიის იმპერიის მოდელი, ე.წ კავკასიური სახლი, დომინანტი საქართველოთი.. ამ იმპერიალისტურ ცნობიერების ნაწილი იყო აფხაზეთის ომი და იგივე 2008 წლის აგვისტოს ომი? 2008 წლამდე ჩვენი ჯარის აღლუმები და პროპაგანდა ისეთი იყო, რომ მითი იქმნებოდა იმპერიალურ ჯარის, რომელიც მთელ მსოფლიოს დამარცხებას შეძლებს. ფორუმ.გე-ზე მქონდა ომამდე დიდი კამათი, ბევრი მიმტკიცებდა რომ ქართული ჯარი დღეს ისეთი ძლიერია რომ რუსეთს ადვილად დაამარცხებსო.. იმპერიალიზმის ცენტრალიზებული ფორმა, ანუ ბრძანება-მორჩილებაზე აგებული ურთიერთობები, უნდოდათ შეექმნათ 90-იან წლებში, თბილის უნდა ებრძანა და სოხუმს და ცხინვალს უსიტყოდ შეესრულებინა, არანაირი ავტონომიის და თვითმართველობის გაგებაც კი არ გვსურდა.. 2008 წლის აგვისტოში ორი იმპერიალიზმი შეეჯახა ერთმანეთს ქართული და რუსული. მე კარგად მახსოვს საქართველოს არხზე როგორ განიხილავდნენ რომ როდესაც აფხაზეთ-სამაჩაბლოს პრობმებს მოაგვარებდნენ, შემდეგ შესაძლებელი ინქებოდ საქართველოს ჩრდილო კავკასიის პრობლემებიც მოეგვარებინა (ანუ რუსეთისთვის წაერთმია და საქართველოსადმი ვასალური სახელმწიფოები ჩამოყალიბებულიყო) რეალურად ამ იმპერიალიზმით რუსულ იმპერიალიზმს ვერ დაამარცხებს საქართველო, რადგან რუსული იმპერიალიზმი ყოველთვის უფრო მძლავრი იქნება ვიდრე ქარტული იმპერიალიზმი. რუსულ იმპერიალიზს მხოლოდ კავკასიური დემოკრატიული მოდელი შეუძლია რომ დაუპირისპირდეს. ძველად ბერძნულ-სპარსული ომის დროს, სპარსულ იმპერიალიზმს, ბერძნული დემოკრატია დაუპირისპირდა და მასზე აღმეტებული იმპერიალისტური ძალები დაამარცხა. P.S არაა უცილებელი იმპერია იყო რომ იმპერიალიზმი გახასიათებდეს, იმპერიალიზმი არაიმპერიებსაც ახასიათებს, ჩემთვის საქარტველოში იმპერიალისტურ აზროვნებას ვხედავ..
-
მის ფილმებს, იდეოლოგიას გადახედე და ადვილად გამოჩნდება ეს მესიანისტური იმპერიის იდეები..
-
მესამე რომის იმპერია პირველად გესმის?
-
ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ მოვლენას უკავშირებ ერთმანეთს...
-
შეთქმულების თეორიას ჰგავს... არ არსებობს ფაქტი, შესაბამისად ჭორიც უსაფუძვლოა..
-
მე ვიცნობდი ადამიანს ვინც იყო ამირეჯიბთან ერთად გაციმბირებული და იმისგან ვიცი რომ იქ დაუწერია ამირეჯიბს დათა თუთაშხია, იქ პატიმრებს აკითხებდა... ასე რომ დათა თუთაშხია ამირეჯიბისაა ნამდვილად ამაში 100% ვარ დარწმუნებული..
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
სუსტი არგუმენტია.. ჯერ ესერთი რა ფაქქტებით ამბობს რომ ინტუიციური აზროვნება სინამდვილეს ეხება? დანარჩენი მისტიკა იყო, მისტიკა კი ბურუსია და არანაირი სანდო წყარო მისტიკა არ შეიძლება იყოს. იღებ რა ერთ მოდელს, მისტიკურ-რელიგიურ მოდელს და მერე ყველაფერს ურგებ ამ მოდელს და ყველაფერს ამ მოდელის მიხედვით ხსნი.. სუსტი არგუმენტებია.. -
ვალერი ძუცევი, მოდერნიზებული, დემოკრატიული პროექტის შეთავაზებით საქართველოს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს რუსულ იმპერიულ პოლიტიკას კავკასიაში. ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი როდესაც სიტყვა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ჩამოვარდება, პირველ რიგში იგულისხმება შეურიგებელი ანტაგონისტები, ბრძოლა საერთაშორისო თუ შიდა საზოგადოებრივი აზრისთვის. მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, კავკასიაში, შესაძლოა, გაჩნდეს პოზიტიური კონკურენცია რუსულ იმპერიულ პოლიტიკასა და ქართულ ანუ ქართულ-დასავლურ რეგიონულ დემოკრატიულ პროექტს შორის. კავკასიაში რუსეთი რომ იმპერიულ პროექტს ახორციელებს, ამის დასტურად 2008 წლის მოვლენები გამოდგება: აგვისტოს ომი, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და, რაც მთავარია, მოსკოვსა და ამ ორ ტერიტორიას შორის ვასალური კავშირი. ბოლო დროს გაჩნდა იმის ნიშნები, რომ საკუთარი ალტერნატიული პროექტით რეგიონში შესვლას საქართველოც აპირებს. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ადასტურებს ისიც, რომ იანვრიდან მაუწყებლობას დაიწყებს ახალი ქართული რუსულენოვანი ტელეარხი, რომელიც თანამგზავრის მეშვეობით მთელ კავკასიას დაფარავს. განვითარებად ქვეყნებში, სადაც მედია ჯერჯერობით მომგებიან ბიზნესად ვერ იქცა, ტელევიზიებს ტყუილად არავინ ქმნის. გავიხსენოთ იგივე ქართული პროექტი - ტელეკომპანია "ალანია", რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები ჰქონდა. ახალი ტელევიზიის გახსნის სურვილი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მზარდი ინტერესი აქვს კავკასიის რეგიონის, მათ შორის, მისი ჩრდილოეთ ნაწილის მიმართ. რუსეთის იმპერიული ინტეგრაციული პროექტი, პირველ რიგში, გულისხმობს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში სამხედრო ძალისთვის არაპროპორციულად დიდი მნიშვნელობის მინიჭებას, მცირე პარტნიორებთან ურთიერთობაში მკაცრ დიქტატსა და მათგან უსიტყვო მორჩილებას. ასევე, ურთიერთობათა მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ვერტიკალის აგებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო პარტნიორებთანაც. დამოკიდებული ტერიტორიების თვითმყოფად, წარმატებულ განვითარებას ეს პროექტი არ ითვალისწინებს. ინტეგრაციის ქართულ ვარიანტში, რომელსაც თბილისი აგვისტოს ომამდე გვთავაზობდა, რუსულთან ბევრი მსგავსების მოძებნა შეიძლებოდა. ცხადია, კავკასიის იმპერიული მოწყობის რუსული გეგმა გაცილებით ფართომასშტაბიანი იყო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების პროექტი სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამორჩილებასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში ორი იმპერიული გეგმა ერთმანეთს შეეჯახა და თბილისის გეგმამ მოსალოდნელი მარცხი იწვნია. დღეს საქართველოს, განვითარების ალტერნატიული მოდელის შეთავაზების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩა. კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება უნიკალურია თავისი ჩიხურობითა და ამავდროულად პოლიტიკური პლურალიზმით. რუსეთი ორი ასწლეულის მანძილზე ასე თუ ისე სრულად აკონტროლებდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას. ხოლო უკანასკნელ წლებში რეგიონში გაჩნდა ერთადერთი ქვეყანა - საქართველო, რომელმაც რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვა რუსეთისგან. ის გახდა ტერიტორია, რომელზეც რუსეთს უპრეცედენტოდ მწირი გავლენა აქვს, განსაკუთრებით კი - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წართმევის შემდეგ. კავკასიის ისტორიაში მანამდეც ყოფილა პერიოდები, როცა რეგიონის ნაწილი ან მთლიანად რეგიონი ერთდროულად რამდენიმე იმპერიის გავლენის ქვეშ არსებობდა. თუმცა, აქამდე კავკასიაში არასოდეს შემოსულა მოთამაშე, როგორიცაა აშშ ან ევროკავშირი, რომლებიც თავიანთ კავკასიელ მოკავშირეებს არა მხოლოდ გაუგონარ საგარეო და შიდაპოლიტიკურ თავისუფლებას აძლევენ, არამედ მოითხოვენ და მოელიან კიდეც მათგან მათივე მოქალაქეების უფლებების გაზრდას. მოვლენათა ამგვარ განვითარებას კავკასიაში დემოკრატიული და იმპერიული ინტეგრაციული პროექტების გარდაუვალი კონკურენცია უნდა მოჰყვეს. რატომ ინტეგრაციული? რადგან დღეს უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა, რომ მცირერიცხოვან კავკასიელ ხალხებს დამოუკიდებელი ეკონომიკური არსებობა არ შეუძლიათ და თვით მრავალრიცხოვანი კავკასიელი ხალხებიც ერთმნიშვნელოვნად მეტს მოიგებენ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით. გარდა ამისა, პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძნელად წარმოსადგენია კავკასიელი ერებისთვის მშვიდობიანი თანაარსებობა ამა თუ იმ ინტეგრაციული ინსტიტუტების გარეშე. კავკასია, განსაკუთრებით კი მისი ჩრდილოეთი ნაწილი, სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან, მათ შორის - გარკვეულწილად რუსეთის ფედერაციისგანაც. ამდენად, სხვადასხვა ინტეგრაციული პროექტი კავკასიაში ბევრ სიახლეს მოიტანს. კავკასია უმნიშვნელოდაა ჩართული შრომის განაწილების საერთაშორისო სისტემაში, ასევე ნაკლებად განვითარებულია რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციაც. ეს საკითხები დიდხანს ვერ დარჩება გადაუჭრელი. მოსკოვსაც კი, რომელიც შეგნებულად ცდილობს, იზოლაციაში ამყოფოს ჩრდილოეთი კავკასია, ამ მხრივ რაღაცის გაკეთება მოუწევს. პერმანენტული არასტაბილურობა სამოქალაქო ომის ელემენტებით - ასე შეიძლება დავახასიათოთ სიტუაცია, რომელიც დღეს ჩრდილოეთ კავკასიაშია შექმნილი. ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პოლიტიკური თავისუფლება დაახლოებით იმ პერიოდს შეესაბამება, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ტოტალიტარიზმი ყვაოდა. თანაც ხელისუფლების მხრიდან გაუთვალისწინებელი ქმედებების ალბათობა მაშინდელზე გაცილებით მაღალია. თუ საბჭოთა ეპოქაში დისიდენტების ბედს კანონი წყვეტდა - მათ ციხეებში სვამდნენ ან ქვეყნიდან ასახლებდნენ, დღევანდელ რუსეთში, კანონმდებლობის დონეზე განსხვავებული აზრის ქონა და პოლიტიკური პლურალიზმი დაშვებულია. თუმცა, ამავე დროს, ჩრდილოეთ კავკასიაში მოღვაწე ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებსა და არატრადიციული ისლამის მიმდევრებს უბრალოდ კლავენ. მკვლელობები რეგულარულია და მათ არავინ იძიებს. ასეთ ვითარებაში, საქართველო რეალურად შეიძლება გახდეს რეგიონის დემოკრატიული ძალებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. ოღონდ იმ პირობით, თუ საქართველოს მთავრობა შეგნებულად და ღიად იტყვის უარს იმპერიულ პროექტზე და არჩევანს დემოკრატიული რეგიონული განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს. თანაც, არა მარტო დეკლარაციულად, არამედ მთელ რიგ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც გადადგამს. პირველ რიგში, საქართველო თავად უნდა გახდეს უახლოესი მეზობლებისთვის პროგრესული განვითარების მისაბაძი მაგალითი. პოტენციურ კონკურენტებს - რუსეთს და საქართველოს სრულიად განსხვავებული და ძალზე არათანაბარი საწყისი პირობები აქვთ. რუსული იმპერიული პროექტი კავკასიაში ასწლეულების მანძილზე დამკვიდრებული ცხოვრების წესია, სუზერენსა და ვასალებს შორის მკაფიოდ გაწერილი ქცევის ნორმებით. რაც შეეხება წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და ღია სამოქალაქო საზოგადოების იდეებს, ეს ყველაფერი რეგიონის ელიტისთვისაც კი სრულიად უცხო ხილია. მართალია, საქართველოსა და რუსეთის კონკურენციაზე საუბარი ვინმეს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს, მათი ძალზე არათანაბარი რესურსების შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ თუ დავაკვირდებით, თბილისს მაინც აქვს შანსი, გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს; კერძოდ, რუსეთს დღეს ჩრდილოეთ კავკასიის მოდერნიზაციის არავითარი პროექტი არ გააჩნია; საქართველოს კი აქვს ქვეყნის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ავად თუ კარგად ხორციელდება და შედეგებიც მოაქვს. ცხადია, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოშიც ჯერ კიდევ ძალიან სუსტადაა განვითარებული, მაგრამ თუკი ის ამ მიმართულებით კავკასიელთა მხარდაჭერასა და სწავლებას ითავებდა, იქნებ თვითონაც უკეთ აეთვისებინა "დემოკრატიის გაკვეთილები". საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც არ აკეთებს რუსეთი - მაგალითად, გახსნას თავისი საზღვრები რუსეთის მოქალაქეების უვიზო გადაადგილებისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის საინფორმაციო ნაკადის გაფართოებას, ჩრდილოეთ კავკასიაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რასაც მოსკოვი შეგნებულად თრგუნავს. საქართველოს მართლაც აქვს შანსი ალტერნატივა შესთავაზოს ჩრდილოეთ კავკასიას და რეგიონისთვის ერთგვარ "დემოკრატიის უნივერსიტეტად" იქცეს. ამ შანსის გამოყენება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ქართული პროექტი, რომელიც ჯერ არც კი დაწყებულა, ერთ ან ორ წელიწადში გაუგონარ შედეგებს მოიტანს. ცხადია, თუ ამ პროექტმა იმუშავა, იგი მხოლოდ გრძელვადიან შედეგებზე უნდა იყოს გათვლილი. არც იმის მოლოდინი აქვს ვინმეს, რომ ზემოთ აღწერილი კონკურენტული პროექტი მოსკოვს თვალში მოუვა. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთის მხრიდან თითოეული ხელისშემშლელი ნაბიჯი შეიძლება მისსავე საწინააღმდეგოდ გამოდგეს. რუსეთსა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს შორის ასეთი თუნდაც არათანაბარი კონკურენცია შეიძლება თანდათანობით კავკასიის დემოკრატიული ევოლუციის საფუძველი გახდეს. აშკარაა, რომ ასეთი ევოლუცია არა მარტო საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების გადაჭრას გააიოლებდა, არამედ - რეგიონის სხვა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებასაც. სწორედ ამიტომ, საბოლოოდ ყველა მხარე დაინტერესებული უნდა იყოს კავკასიის რეგიონის არაძალადობრივი, მოდერნიზაციული ტრანსფორმაციით. http://liberali.ge/node/1003
-
ბედნიერება არის ძალა რომ გაქვს ის გააკეთო რაზეც ოცნებობ და რაც გინდა უბედურება ის არის როცა არ გაქვს ძალა... http://s49.radikal.ru/i125/0912/c6/fcf74bf43cab.jpg
-
ვისაც არ უნდა მეგრულის და სვანურის სწავლა, იმას საქართველო არ უყვარს?
-
ჩოხა - ანტიჯინსისტი, არ უყვარს თანამედროვე ტანისამოსი, მხოლოდ ჩოხა და ხანჯალი ამშვენებს მას.. პოლიტიკური შეხედულება ჩოხიზმი..
-
newstudio აფრიკა დღემდე არ არის დამოუკიდებელი.. იმის მიუხედავათ რომ დამოუკიდებელი სტატუსი აქვთ და დამოუკიდებელი სიმბოლიკები გააჩნიათ..
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ეს იგივეა რომ თქვა რომ ციყვის არსებობის იმის დასტურია რომ ჯუმბერი არსებობს.. -
აშშ-ს სახელმწიფოს იდეაა დემოკრატია და დემოკრატიული ფასეულობები, გარკვეულ წილად მესიანისტური იდეა, რომ მთელ მსოფლიოში დანერგოს დემოკრატია.. რუსული სახელმწიფოს იდეაა მართლმადიდებლური იმპერია, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს.. ყველა ქვეყანას აქვს რაღაც იდეა, რომლითაც ის არსებობს.. აი საქართველოს სახელმწიფო იდეა რა არის? თუ საქართველოს სახელმწიფოს როდესმე ჰქონდა რამე იდეა, ეს იდეა იყო რუსეთთან დაპირისპირება. ეს დაპირისპირება არის ერთადერთი იდეა რომელზეც დგას სახელმწიფო. ჩვენი პოლიტიკოსები ამ დაპირისპირებით იქაჩებიან, ვითომ არაფერი არ გვინდა რუსეთთან დაპირისპირების გარდა.. უმთავრესი აზრი ჩვენი სახელმწიფოსი არის რუსეთთან დაპირისპირება, ამიტომ სხვა მხრივ ყველაფერი უგულვებელყოფილია, რა დროს დემოკრატიაა, რუსეთი გვყავს ამხელა მტერი, მსგავსი გამონათქვამები პოპულარული იყო 90-იან წლებში, დღესაც კი დღე არ გავა რომ რუსეთთან დაპირისპირების მისიაზე არ შეგვახსენოს ტელევიზებმა და პოლიტიკოსებმა.. როგორ გგონიათ ესეთი სახელმწიფოებრივი იდეა რამე სასარგებლოს მოგვიტანს?
-
T_A_T სისტემის ცვლილებაში გამოიხატება რევოლუცია.. ერთი ავტორიტარული სისტემა თუ მეორე ავტორიტარული სისტემით შეიცვლება ეს არ არის რევოლუცია.. სისტემა თავის არსი შევარდნაძის სისტემის გაგრძელებაა, უფრო მკაცრი ფორმით..
-
ჩვენ ჯერ არ ვართ დამოუკიდებლები, რადგან ჩვენი ხელისუფლება ქართულ ხალხის ინტერესების კი არ ემსახურება, არამედ საკუთარ ვიწრო ინტერესს და უცხო ხალხსი ინტერესს.. დამოუკიდებლობა იმას ნიშნავს, რომ შენ შენ თავს ემსახურები..
-
T_A_T პრობლემა ის არის რომ არ იყო ეს რევოლუცია.. რევოლუციის იმიტაცია იყო.. ამიტომაც დიდი არაფერი მოუტანა ამ ე.წ რევოლუციამ ქვეყანას..
-
newstudio გაკონტროლების მექანიზმი მითხარი? აი გადაცდომა მოხდა, მერე რას აკეთებ? ერთი სუსტი საზოგადოების ნაწილი ვართ, რომელსაც საკუთარი პოლიტიკოსების კონტროლი არ შეუძლია, გადაცდმოა მოხდება და თან როგორი...
-
Kracaxnadukla რა რა და ლიცთან ისეთი კამათი მქონდა, რელიგიის შესახებ, რომ მისი ანტიმართლმადიდებლობა არ დაიჯერება.. არც იმას ამბობს რომ ყველა მამოს მიმართ.. თემა იხურება..........
-
kisa პოლიტიკურ ელიტად, ხელისუფლება-ოპოზიციას. პოლიტიკურ ლიდერებს და ა.შ ელიტა ქმნის პოლიტიკას.. ეს სხვა რამეა...
-
ლ ი ც ი მამენტ და რელიგიას არ ეხება ეს თემა.. მღვდელი თავისთავად არ ნიშნავს ეკლესიას, მღვდელს შეუძლია დაარღვიოს კანონი და ამისთვის უნდა დაისაჯოს, მისი არასწორი საქციელი რელიგიურ მოძღვრებაზე არ აისახება.. ესეთია ოფიციალური პოზიცია ეკლესიისა. ასე რომ ლიც, მგონი ჯობია დაიხუროს ეს თემა, სანამ კიდე სხვა ფორუმელებს დაუბრალებია შენთვის ანტიმართლმადიდებლობა.. რას იტყვი?
-
newstudio ილუზიებიდან გამოდით და ყალბ იმედებს ნუ დაამყარებთ ვიღაც ჩინოვნიკებზე..