-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
აღიარება ჰქვია იმას, რომ იდეურად არავინ არ გმობს და პირიქით იდეურად ყველა აღიარებს ადამიანის უფლებებს ხოლო რეალურად კიდე სამოქალაქო საზოგადოების არ არსებობის პირობებში, რეალურ ძალას, ამ ფასეულობებისა ვერ ვხედავთ. აი ნახე ადამიანის უფლებებს არღვევს ხელისუფლება, გამოხვედი ამ უფლებების დასაცავად, დაგიჭირეს, გირტყეს, ციხეში წაგიყვანეს და ა.შ ანუ გაგტეხეს რა. შენ მართალია აღაირებ ამ ფასეულობებს, მარა საზოგადოება გატეხეს და ჯერ მას არ შეუძლია, რომ ეს ფასეულობა რეალობაში გამოავლინოს.
-
ანტიპატიაა არ დავასება აბა რა არის?! ;) ფანტასტიკა რა ნახე ერთი, დააკონკრეტე ;) მირჩევნია ჩაიძიროს,ვიდრე ესთ უაზრო კამათში დავკარგო დრო ;)
-
ხო და ხო ხედავ არ გეკამათები ვიცი რომ ჩემდამი ანტიპატია უფრო დიდია, ვიდრე იმის სურვილი რომ თემაზე ისაუბრო, ამიტომ არ გეკამათები. ზემოთ ნახე, კამათის ნატამალიც არ ჰქონდა იმ პოსტებს. უბრალოდ შეგეკითხე რას გადამეკიდე მეთქი და მითხარი რომ არ გევასები და ეს ვიცოდი, არც იყო ჩემთვის ახალი, მაგრამ არ დავასება ერთია და გადაკიდება მეროე ;) კონკრეტიზაცია თუ შეიძლება, რაზე საუბრობთ, უფრო კონკრეტული თუ იქნება, უფრო გასაგებიც იქნება და პასუხს აზრი ექნება.
-
babuagiorgi არ მევასები ესეც ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ გადაკიდებულის რომ გყავარ, სიმპატიებს ნამდვილად არ იმსახურებ ჩემგან.. ხოლო პოსტვას რაც შეეხება, გადახედე შენ პოსტებს და ნახავ, რომ შენ პირადულზე გადადიხარ და თემას არ ეხები, ასე რომ რა თემაც არ უნდა გავხდნა, პირადულზე როცა გადახვალ, შენთან კამათ ყოველთვის დაეკარგება აზრი ;) SSDK მე ვხცედავ რომ ორივე მხარე თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. აბა მიტხარი მმკ-ელებს, ბაძერშკა რომ არ ჰქონოდათ, ვინ გააბედინებდა ამდენს? მერე ბოლოს თვითონვე გამოიყენეს მმკ-ელები და გადააგდეს, რასაც ჰქვია, ზატო ეს პროცესები რომ ხდებოდა, ეკონომიკა რუსეთზე იყიდებოდა და ხალხს იმის მაგივრად რომ ამაზე ეფიქრა რაღაც სისულელეებზე ფიქრობდა.. მეორე მხარეა ეს ლიბერალები, კარგად გადახედე მაგათ ძირითღად სასტავს, ეს სტუდენტები და რამოდენიმე კაცს ჯერა ლიბერალიზმის და ა.შ მაგრამ ისი უბრალოდ მსხვერპლი იყვნენ, მთავარი იყო ის ვინც გამოიწვია ეს არეულობა, ანუ ე.წ ელიტარული ლიბერალები Siknadmo მე სიმართლეს გეტყვი, იყო პერიოდი რომ სულ სხვანაირად ვფიქრობდი ეკლესიაზე და მიმაჩნდა ის რაღაც ფუნდამენტალურ ძალად, ეხლა რა ინფორმაციასაც ვფლობ, ისეთ წყაროებისგან (ძირითადად ნათესავებისგან შინაგან საქმეთა სამინისტროში ვინც მუშაობს) ზუსტად ვიცი, რომ არა თუ ფუნდამენტალიზმი, არამედ სულ სხვა პროცესებია და არა თუ ეკლესია ვერ მართავს ქვეყანას, არამედ პირიქით სახელმწიფო მართავს ეკლესიას. შენი აზრით რატომ გადაცა ამ ხელისუფლებამ ეკლესიას ამდენი ქონება და შენი აზრით ამ ქონებას მთლიანად ეკლესია განაგებს? ზუსტად ვიცი, რომ საპატრიარქოს ძირითად ქონებას განაგებს შინაგან საქმეთა სამინისტრო + რადგან საპატრიარქოს მოხსნილი აქვს გადასახადები და იქ თეტრდება დიდი ფული. პატრიარქს რაც შეეხება, პატრიარქი რეალურად ვერ აკონტროლებს სიტუაციას, უამრავ მიზეზის გამო. ჯერ ესერთი ბებრია, მეორე კიდე ძირიტადი მაღალი სასულიერო პირები, პირდაპირ მართულნი არიან შსს-ს მიერ. შეგიძლია პატრიარქის პონტროლზე თუ გაინტერესებს, გაიგო რა მოხდა საპატრიარქოს რომ უნივერსიტეტი აქვს, იმის რექტორობასთან დაკავშირებულ საკიტხზე და პატრიარქთან რომ მივიდნიენ აღშფოთებულნი, პატრიარქმა რა თქვა, ეს შენით შეგიძლია მოიძიო.ზუსტად ვიცი, რომ რამოდენიმე მაღალ სასულიერო პირის გარდა, რომელიც ცალკე დგანან, ძირითად ამინდს, საპატრიარქოში ქმნის შსს. ილიას კიდე რომც მოუნდეს, უბრალოდ არ აქვს იმდენი რესურსი და ბერქეტი, რომ ეკლესიის შიგნიტ დაუპირისპირდეს შსს-ს მე ამ ინფორმაციას ვფლობ და შენ შეიძლება სხვა ინფორმაციას ვფლობ. სხვათა შორის, ეს ჩემი აზრით გაცილებით საშიშია, ვიდრე ის რომ მართლა ფუნდამენტალისტებით სავსე ყოფილიყო ეკლესია.
-
ბატონო ჩემო, არც ჩვენ (ანუ მე) არ გვევასებით, მარა ხო ხედავ გადაკიდებული არ ვარ მითუმეტეს ზვიადისტები არც არასდროს მევასებოდნენ, მარა გადაკიდებით ვერანაირ მუღამს ვერ ვიჭერ
-
რას გადამეკიდა ეს კაცი, ვინმემ იცის?
-
კაი ტო, რას დამცინი
-
აქედან ვხვდები რომ ბოლომდე თემა არ წაიკითხე და უკვე დიადი დასკვნები გამოიტანე და მეორე, ვინ გითხრა, რომ ლიბერალი ვარ? როდესმე გითხარი ან შენ ან ამ ფორუმის რომელიმე იუზერს, რომ ლიბერალი ვარ თქო?
-
აბა ვინ არ არის კონტროლირებადი? მოვი ავიღოთ ის ვინც იწყებს ამ დაპირისპირებებს, ვინ არიან და ამით ყველაფერი ნათელი გახდება...
-
საქართველოში თითქოს რაღაც ფასეულობების დაპირისპირებაა, ერთი მხრივ ლიბერალები, მეორე მხრივი ე.წ ტრადიციონისტები მოდი დავაკვირდეთ ამ ორ ფენომენს და ვნახოთ მართლა რაშია საქმე დავიწყოთ ლიბერალიზმიდან ქართველი ლიბერალები უნდა დავყოთ სამ ნაწილად 1) სახელისუფლო ლიბერალები ანუ ის ხალხი ვინც ფორმალურად აღიარებს ლიბერალიზმს და მიიჩნევს, რომ საქართველოში ლიბერალიზმის მესია არის მიხეილ სააკაშვილი 2) ოპოზიციური ლიბერალიზმი რესპუბლიკერები ძირიტადად, რომლებიც არც ისე ბევრნი არიან 3) არასამთავრობო ლიბერალები რამიშვილები, არასამთავრობო ფონდები და ა.შ საერთოდ ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეა ევროპაში და ამერიკაში იყო ის რომ სახელმწიფოს არ უნდა ესწავლა, მოსახლეობისთვის, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ანუ მორალს არ უნდა ასწავლიდეს. სულ სხვა სურათი გვხვდება, ქართველ ლიბერალებთან, ისინი გვასწავლიან, თუ რა არის სიბრძნე და ნათელი და რა არის გოიმობა და სიბნელე ლიბერალთა ამ კლასისათვის დამახასიათებელია, საკუთარი კარგი ცხოვრების გამოჩენა და ვერა-ვაკე-საბურთალოს იქით ქართველი ლიბერალები არ ცდილობენ რომ გავიდნენ, რადგან დანარჩენ საქართველოში ბნელა. ანუ ქართული ლიბერალები არიან ის ხალხი ვინც კოიმუნისტების დროს ე.წ ელიტას წარმოადგენდა "ინწელიგენცია" და მათი მემკვიდრეები. ისინი სხვა დანარჩენ საქართველოსგან ლიბერალობით გამოირჩევიან, მათი მთავარი მიზანია "გოიმებისგან" მაქსიმალურად გამოირჩეოდნენ, ანუ აქ გვხვდება კლასობრივი ცნობიერებაა (ელიტური) და ლიბერალიზმი ემსახურება სწორედ იმას, რომ ეს კლასობრივი განსხვავება კიდე უფრო მკაფიოდ გამოაჩინოს. ანუ თავისთავად აქ არა ზოგადად ლიბერალიზმზეა საუბარი, როგორც იდეოლოგიაზე, არამედ იმაზე რაც საქართველოს რეალობაში გვხვდება. ეხლა გადავიდეთ ტრადიციონისტებზე ეს კატეგორიაც დავყოთ რამოდენიმე ნაწილად 1) ოპოზიციის ტრადიციანულობა ძიძიგური,გუბაზა და .შ 2) სასულიერო ხელისუფლება 3) დაბალი სოც. ფენა აქ თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ქართველ ტრადიცონალისტებში არის მკვეთრი განსხვავება და რა თქმა უნდა საერთოდ, თუმცა ჩამოყალიბებული იდეოლოგია ქართველ ტრადიციონალიოსტებს არ გააძჩნიათ, რადგან, მათ არ შეუძლიათ წარმოაჩინონ ის ტრადიციები, რომლებსაც ყველა იცავს, აქაც გვხდება ისეთ ქცევების და ეთიკურ-ნორმების მიწერა ტრადიციებზე, რომლებიც რეალურად ტრადიცია არ არის. 1. ისტორიულად ჩამოყალიბებჯლი, თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები. თუ ეს არის ტრადიცია, მაშინ ჩვენ დიდი და სერიოზული ჩავარდნები გვაქვს თავად ტრადიციებში, რადგან ჯერ კიდევ ტრადიციების გაქრობა მოხდა ბოლშევიზმის დროს. ქალაქში, ყარაჩოღლელებისა და კინტოების ტრაცია განადგურდა, ჩამოყალიბდა უამრავი ახალი სოციალური ფენა, რომლებსაც საერთო არ ჰქონდათ საკუთარ წინათაობის ადათ-წესებთან, საერთოდ მოიშალა ის სოციალური და ეთიკური ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა, თავად საბჭოთა კავშირში დროს თავად მისი შექმნილი სოციალური ურთიერთობები იცვლებოდა (სულ სხვა იყო სტალინის დროს ურთიერთობები და სულ სხვა იყო იგივე ბრეჟნევის დროს) ჩემი წინა თაობა, უბრალოდ ვერ მოიტანდა იმ ტრადიციებს რა ტრადიციებიც არსებობდა იგივე ოკუპაციამდე ან სტალინის პერიოდის ტრადიციებს... ერთი სიტყვით ტრადიციის არა ერთაზროვნებამ გამოიწვია ყველაფრის მიწერა ტრადიციად, თუმცა ეს არ არის ჩემი მთავარი სათქმელი. ტრადიციონალისტები ღიზიანდებიან ქართველი ლიბერალების ქედმაღლური დამოკიდებულებით და ქვეყნის უბედურებაში მათ სდებენ ბრალს, ასევე საკუთარ სიღარიბეშიც. ქართველი ლიბერალები არიან მათი აზრით, ის ხალხი ვინც საქართველოს ბოლოს მოუღებს.. მოდი ეხლა ვნახოთ რა არის პრინციპული თემები, რომლებითაც ეს ორი ძალა ვერ თანხმდება 1) მახსოვს ბასილ მკალავიშვილმა რომ დაიწყო თავის ჯვაროსნული ლაშქრობა, საზოგდოებაშI არაერთაზროვანი იყო, ამი მიმართ დამოკიდებულება. ზოგი იცავდა იეჰოვას მოწმეებს და ზოგი ამართლებდა მას. როგორც წესი, ვინც იცავდა, ისინი საკუთარ თავს ლიბერალებს უწოდებდნენ, ხოლო ვინც ამართლებდა ისინი ტრადიციონალისტები იყვნენ. 2) ეს იყო თეა თუთბერიძის ამბავი.. ნუ ამაზე ყველამ ყველაფერი ვიცით და არ ახალია 3) ეს იყო "საიდუმლო სირობა" და მასთან მომხდარი ამბვები 4) მმკ-ს ამბები 5) ბოლო დროს "ჰომოსექსუალიზმის" თემა იდეოლოგიური საუბრები როგორ წესი არ მიდის, მიდის რაღაც უაზრო რადიკალიზაცია და მერე უკვე ვერავინ ვერაფერს ვერ იგებს და ბოლოსკენ ძნელია გაიგო. მოდი ვნახოთ საზოგადოება როგორია 1) ყველა აღიარებს ადამიანებს უფლებებს, არავინ არ ამბობს რომ ადამიანის უფლებები არ არის მნიშნველოვანი (როგორც რუსეთში ხდება) 2) ყველა აღიარებს, რომ დემოკრატია ფასეულია და მასობრივად დემოკრატიულ ღირებულებებს, არავინ გმობს ანუ საზოგადოება არ არის "ბნელი", როგორც ამას ქართველი ლიბერალები ამბობენ და არ არის ისეთი ექსტრემალები, როგორც ამას რამოდენიმე მმკ-ელი და ტრადიციონალისტები ამბობენ, პირიქით ძირიტადი მასა, ამ დაპირისპირებიდან გარდედ დგას და არც ერთ მხარეს არ უჭერს მხარს. ეხლა ჩემი აზრიტ ერთ მხარეზეც ანუ ქართველ ლიბერალებშიც და ქართველ ტრადიციონალისტებშიც, ვინც ამინდს ჰქმნიან არიან პირდაპირ კონტროლირებადი ხელისუფლების მიერ და ყბვეაფრის რადიკალიზაციის შემდეგ, როგორც ვიცით რადიკალიზმი გადამდებია და ეს რადიკალიზმი გადაედება ხოლმე სვა დანარჩენ მოსახლეობასაც. ქმნიან ხელოვნურ ქაოს და მერე ამ ქაოს თYვითონვე აკონტროლებენ.. ესაა მთელი დაპირისპირების დედა არსი..
-
იდეოლოგიური ქიმერა ყველა იდეოლოგია ნაკლოვანია თავისი ბუნებით, თუმცა ყველა იდეოლოგიაში დევს ჭეშმარიტების მარცვალი მაინც. ძიების პროცესში, ხან ნაციონალიზმით ვიყავი გატაცებული, (ძირითადად თინეიჯერობის ასაკში ვიყავი მოხიბლული ნაციონალიზმით) ხან ლიბერალიზმით, ხან სოციალიზმით და ხან ანარქიზმითაც. თუმცა ბოლომდე ვერც ერთი ამ იდეოლოგიათაგანი ვერ აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს და მუდამ ვცდილობდი მომეძებნა ის იდეალი, რომელიც ჩემთვის იქნებოდა მისაღები. თუმცა ჯერ-ჯერობითაც ესეთი იდეალი არ მომიძებნია, ამის მიუხედავად მაქვს გარკვეული ხედვა ზოგადად სამყაროზე, ადამიანზე და იდეოლოგიებზე. ჩემი დაკვირვებით ადამიანები იყოფიან თავიანთი ბუნებით უმრავ ტიპად, თითოეულ ტიპს გააჩნია, მისთვის დამახასიათებელი ბუნება, ქცევის ნორმები და მენტალობა. მე ისინი ცხოველების დამახასიათებელ ბუნების მიხედვით დავყავი ადამიანი-მგელი, ეს არის ადამიანის ტიპი, რომელიც გამოირჩევა მტაცებლურ ხასიათით. ისინი დაუნდობლები არიან, არ გააჩნიათ სიბრალულის გრძნობა. ისინი ძირითადად ამართლებენ ძალადობას და თვლიან, რომ ძალადობა სამყაროს კანოზომიერებაა და ჯობია მათ იძალადონ ვიდრე სხვამ. ისინი ორგანიზებული არიან, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ჰყავდეთ ლიდერი, ჯოგის ბელადი, რადგან მის გარეშე მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება. (ესეთ ტიპად ფორუმზე მეგულება ფრიდრიხი) ადამიანი-ცხვარი, ეს არის ადამიანთა ძირითადი მასა, რომელსაც მიდრეკილება აქვს იყოს გამუდმებით მსხვერპლის როლში (ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა), გამოირჩევიან სუსტი ბუნებით და არაორგანიზებულობით, ასევე ადვილად დამყოლები და არამებრძოლი ტიპები არიან, ისინი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადადიან ძალადობაზე. ისინი ძალას აიდეალებენ, ანუ მათ სურთ, რომ ძლიერმა მართოს ისინი, რადან ისინი ძლიერ ბელადში, წინამძღოლში ხედავენ საკუთარი დაცვის და საკუთარი კომპლექსების მოშორების საშვალებას. (მათი ბელადი არასდროს არ იქნება ადამიანი-ცხვარი) ადამიანი-ლომი, ეს არის ადამიანთა ბელადთა ტიპი, რომელიც გამოირჩევა ქარიზმით და ძალის დემონსტრირებით, მათ შეუძლიათ ყველა ფენაში ძლიერები იყვნენ, თუმცა არ გამოირჩევიან წინდახედულობითა და ჭკუით. ისინი ვერ ეგუებიან სხვა ლომებს და მათში პოტენციალურ მოწინააღმდეგეს ხედავენ, მათი ბუნებრივი ინსტინქტია მუდამ მტრული დამოკიდებულება ჰქონდეთ მეორე ადამიან-ლომის მიმართ. ისინი აყვარებენ თავს ადამიან-ცხვრებს და ადამიან-მგლებს და მათი ფავორიტი ხდება იქამდე სანამ, მას შეუძლია საკუთარი ძალის დემონსტირება, როგორც კი ის სისუსტეს გამოაჩენს, პირველები მას დაუპირისპირდებიან ადამიანი-მგლები და შემდგომ სხვა დანარჩენნი. ადამიანი-იმიტატორი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანური ტიპი, მას აქვს დიდი ნიჭი, მას შეუძლია განასახიეროს ყველა ადამიანური ტიპი, ძირითადად მათთვის დამახასიათებელია ის რომ სხვა ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შედიან და ნდობას ადვილად მოიპოვებენ. ისინი ხშირად განასახიერებენ ადამიან-ლომებს (ე.შევარდნაძის მაგალითი საკმარისია), ისინი ძალიან მოქნილები არიან, მაგრამ ერიდებიან პირდაპირ ძალის დემონსტრირებას, რადგან იციან, რომ მათი ძალა მოჩვენებითია და რაც უფრო ნაკლებ გამოაჩენენ საქმეში ძალას, მათთვის უკეთესი იქნება. ეს არის ადამიანის ტიპი, რომელიც ძირითადად მანიპულაციით არის დაკავებული. და სხვები არიან უკვე მარტოხელები, ანუ ეს არის მარტოხელა-მტაცებელი, მარტოხელა-მოაზროვნეები და მარტოხელურ ტიპის სხვა სახეობები, ანუ ნაკლებად ჯოგზე მიბულნი.. ასევ ადამიანი-ამბოხებული, ეს არის ის ტიპი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გაწიროს იდეების გამო, ის როგორც წესი, შინაგად დისკომფორტს განიცდის, როცა არავის არ ებრძვის, მისთვის მთავარია ეს ბრძოლა, ამბოხი და რაც უფრო ძლიერი იქნება მისი მოწინააღმდეგე, მით უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს, გარკევული აზრით ეს ტიპი არის მაზოხისტური ტიპი. ეხლა ავიღოთ სიკეთე და ბოროტების აღქმა. სიკეთის იდეალიზირება მოახდინეს ადამიანმა-ცხვარის ტიპმა, ადამიან-მგელისთვის სიკეთე არის მითი, რომელმიც მოგონილია ადამიან-ცხვარის მიერ და რომელიც რეალობაში არ არსებობს. ადამიანი-ლომის სწამს სიკეთის, მაგრამ დასაშვებათ მიაჩნია ბოროტების ჩადენაც. ხოლო ადამიანი-იმიტატორს როგორც წესი რეალურად არაფრის წამს, ფასეულობები მისთვის იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ეს ფასეულობები მას გამოადგება, ანუ თუ ჭირდება სიკეთის წამს და თუ დაჭირდება ბოროტებისაც. (რა თქმა უნდა აქ ზოგადი საუბარია სიკეთეზე და ბოროტებაზე) ადამიან-ამბოხებულს წამს სიკეთის ან ბოროტების (გააჩნია) და ეს რწმენა არის ხშირად ფანატიურიც კი. ეხლა გადავიდეთ იდეოლოგიაზე რა იდეების მწამს მე. მე დავწერე ადამიანის ბუნება, როგორად აღვიქვავ, ამიტომ მე უნდა გამოვიდე ამ შეხედულებებიდან და ავაგო ამ ადამიანურ ბუნებებზე ის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს , ყველა ტიპის მეტ-ნაკლება ნორმალურად არსებობაში. მე მჯერა, რომ სისტემა თუ კი იქნება დახვეწილი და იმუშავებს, ერთ სუფრაზე მგელსაც და კრავსაც შეეძლება ქეიფი. დავიწყოთ ადამიანის თავისუფლება. ყველას გვესმის, რომ თავისუფლება არის ყველაზე ფასეული, მაგრამ თავისუფლება საშიში ხდება როცა ადამიან-მგელს მიცემ თავისუფალ მოქმედებას, ანუ როცა მას მისცემ საკუთარ ველური, აგრესიული ბუნების გამოვლინების საშვალებას, ასევე ბევრს ეშინია ადამიანი-ამბოხებულის, რადგან ეს ტიპი მოითხოვს მუდმივ ანარქიას, ამ ტიპის ადამიანს მხოლოდ ანარქიაში შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები. ამიტომ რა თქმა უნდა ქცევა იზღუდება. თუმცა ეს შეზღუდვა, როგორია ეს არის მთავარი და ვისგან მოდის. ადამიან-ცხვრისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი შეზღუდოს, თითეული დეტალი, რადგან ის საკუთარ თავის დაცვის გარანტიას ხედავს ამ შეზღუდულობით, მას არ უნდა თავისუფლება, მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა იყოს მართული და ის სხვებისგანაც მოითხოვს მართვას, ეს არიას გარკვეული პარანოია, ყველაფრის შიში. ამიტომ უნდა გამოვიდეს ისე, რომ გარკვეულად დაბალანსდეს ეს სიტუცია, არ უნდა იყოს პარანოიული დამოკიდებულება, მაგრამ არც მტაცებლურ და ველურ ბუნებას უნდა მიეცეს გასაქანი. სხვას მერე დავწერ, მეზარება ამდენი წერა ერთბაშათ
-
ფორუმელები ნაფიც მსაჯულებად, ნახევრად იმიტირებული პროცესი
Nukriko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნტუ მე ვარ ნუკრისტი წესიერება არაფერ შუაშია... მე ზოგადად ამ სისტემის წინააღმდეგი ვარ, რასაც სასამართლო ჰქვია. ეს არის ის სისტემა რომელთანაც შეხება საერთოდ არ მინდა მქონდეს.. -
ფორუმელები ნაფიც მსაჯულებად, ნახევრად იმიტირებული პროცესი
Nukriko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არასდროს არ მქონია სურვილი მოსამართლის პოზიციები მქონოდა.. ნაფიცი მსაჯული რომ ხარ, სხვისი ბედი უნდა განაგო, ამაზე კი უარს ვამბობ.. მე არ ვიქნები ნაფიცი მსაჯული, არასოდეს... -
gruzian_ka არ ვოცო მე შენი ინტერპრეტაცია, მარა მე დამაინტერესა nika1995მოყვანილმა მაგალითმა, ანუ რელიგიური კანონები იცვლება და ესეგი რელიგიურია ყოველთვის საბოლოოდ იღებს იმ მორალურ-ეთიკურ ნორმებს, რა ნორმებიც იმ დროის საზოგადოებას შეესაბამება.. ხოლო თუ ესე ძალიან გინდა რომ ვიღაცამ დაგიდასტუროს შენ რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტია, ეს მოთხოვე მართლმადიდებლებს და დაგიდასტურებენ, ათეისტისგან იგივეს ნუ მოითხოვ ;)
-
gruzian_ka ჯერ ესერთი, იმიტომ რომ გავიგო.. ხოლო პროვოკაცია სად დაინახე? ეს შენი ინტერპერატციაა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და გინდ გითხრა რატომ? იმიტომ რომ მაგალითები არ გმოყავს.. ესე ჰაერზე ლაპარაკი ძალიან ადვილია. მე ცოდვის არა იმდენად რელიგიური არამედ მორალურ-ეთიკური კუთხე მაინტერესებს.. ეხლა გაიგე?
-
ყველა რელიგია ანტისექსუალიზმით რატომ გამოირჩევა (სექსისადმი მტრობით)
-
ისე დაანაგვიანეს ეს თემა, რომ სურდათ, რომ ამ თემის მთავარი დანიშნულება, რამენაირად გადაეტანათ სულ სხვა რელსებზე.. ამიტომ ეხლა ვინც შემოვა და ბოლო პოსტებს ნახავს, მინდა ვუთხრა რაში მდგომარეობს ახალი პროგრამა
-
მარქსიდან დარვინის ჩათვლით, უდიდეს არამორწმუნეებს ნაკლებად აინტერესებდათ რელიგიასთან ბრძოლა, ან მათ ლიდერთა დემონიზირება. ისინი დარწმუნებული იყვნენ დარვინის სიტყვებში - "არაფერი ისე არ ავითარებს აზრის თავისუფლებას, როგორც ადამიანის თანმიმდევრული განათლება"
-
თბილისში ხართ ჭამა-სმის მოყვარული აქტივი ?
Nukriko replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გადადებულა, მაშინ ეს საქმე 1 თვით აბა, ძუკუს გარეშე, მე ფორუმზე ქეიფი არ ვიცი -
ყველა ფორუმელს ვთხოვ ვინც აქ შემოვა, არ მიაქციოს ამ ბოღმიან ადამიანის პოსტებს ყურადღება და პირდაპირ ჩემთან თუ გექნებათ, რამე საკითხი გასარკვევი და კითხვები თუ გექნებათ, მომართეთ და აუცილებლად მიიღებთ პასუხებს
-
3 არჩევნები მაქვს ნანახი ამ ფორუმზე არც ერთ არჩევნებში, მოდერატორების მსურველები, მოწინააღმდეგის წინასაარჩევნო თემებში არ შედიოდნენ და ისეთ უზნეობებს არ ჩადიოდნენ როგორც აქ "ზოგიერთი" ჩადის. პირიქით საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამას აცნობდნენ ფორუმელებს და ეს იყო დაპირისპირება, წინასაარჩევნო პროგრამების და არა იუზერების. თუმცა რას ვიზავ, მათ შეხვდათ ღირსეული მოწინააღმდეგეები, მე კიდე უღირსი და ეს ცუდია, რადგან უღირსის დამარცხებაში, დიდი არაფერი არ არის, საამაყო..
-
ვიღაცა "ტრაკით კაკალს" ტეხავს, ისეა პანიკაში ჩავარდნილი
-
თუ საჭირო გახდა, განყოფილებისთვის ყველა მხარის დასაკმაყოფილებლად, მოდერატორის რაოდენობა გაიზრდება 3-მდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახავთ საქმეში, როგორი ვარგისია 2 მოდერატორი. 3 მოდერატორის შემთხვევაში, გადაწყვეტილებები, მოდერატორთა უმრავლეობით გადაწყდება.. მოდერატორები არიჩევნია 3 ნიშნით 1) პირველი მოდერატორი მართლმადიდებელი უნდა იყოს (და მისი პრიორიტეტი მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული თემები უნდა იყოს) 2) მეორე მოდერატორი რელიგიურ უმცირესობიდან უნდა იყოს, მაგალითად კათოლიკე ან სხვა (მისი პრიორიტეტი, რელიგიური უმცირესობების საკითხი იქნება) 3) მესამე მოდერატორი ათეისტი ან აგნოსტიკოსი იქნება (მისი პრიორიტეტი, ათეისტური და აგნოსიტიკური თემები იქნება) პრობლემატური საკითხი გადაწყდება მოდერატორთა ხმათა უმრავლესობით ვეტოს - უფლება ექნება მხოლოდ ადმინისტრაციას თუმცაღა კვალვ ვიმეორებ, ეს მოხდება მას შემდეგ, თუ კი დავრწმუნდით, რომ 2 მდოერატორი არაეფექტურია, საცდელი ვადა 2 მოდერატორს, ექნება 2 თვის განმავლობაში.. თუ კი კარგად გაართვეს თავი, მაშინ მესამემოდერატრორი საჭირო არ იქნება, თუ კი ვერ გაართვეს თავი, მაშინ მესამე მოდერატორი დაემატება.
-
მომიყვანე ციტატა
-
nika1995 ანუ ცოდვის აღქმაც და შინაარსიც იცვლება? და რატომ იცვლება?