Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. მომხმარებლურ საზოგადოებაში, მომხმარებელს ნივთებს, რეკლემის საშვალებით "ტენიან", ისე რომ ამას მომხმარებელი ვერც კი ამჩნევს და თავისუფალი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ჰგონია, ის რასაც მას რეკლამით თავაზობენ.. ესეა სწორედაც პოლიტიკაც და ყველაფერი, ჩვენს მომხმარებლურ საზოგადოებაში ;)
  2. საზოგადოების დამახინჯებულ ცნობიერებაზე აქვს მას ნაშრომი, რაც წავიკითხე ამაზე ეწერა + ეწერა, როგორ უნდა მოქცეულიყო საზოგადოება და როგორ არა.. ასევე სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ მე იმას კი არ ვამბობ, რომ მარმარდაშვილიზმი ვაქციოთ პოლიტიკურ მოძღვრებათ, არამედ ესეთმა ხალხმა უნდა აღზარდოს მეთქი საზოგადოება...
  3. როდესაც ისტორიას,თუნდაც მცდარად გაგებულს და არასწორად ინტერპრეტირებულს,სწავლობენ,ცდილობენ ისეთები იყვნენ, როგორადაც თავი წარმოუდგენიათ:ყველა დროის ყველაზე მამაცები, ჭკვიანები,ლმობიერები.ამ მეთოდმა თითქოს უნდა გაამართლოს.იდეალს ბაძავ,მაგრამ მოჩვენებითია მიბაძვა,როცა საჭიროა სწორედ მაშინ ვერ ვიყენებთ,ექსტრემალურ ვითარებაში ბუნებრივ ინსტიქტს ვემორჩილებით ანუ ვხდებით ისეთები,როგორებიც სინამდვილეში ვართ– საშუალო შეძლების და ნიჭის(ალბათ ზუსტად ისეთები როგორებიც ჩვენი წინაპრები იყვნენ),აქა-იქ ბედნიერი გამონაკლისებით და საკუთარ თავზე გადაჭარბებული შეხედულების გამო ამ აშუალოსაც ვაუფასურებთ.დრო კი მიდის.პრობლემები გროვდება, საიდან თავის დაღწევასაც ისევ გაიდეალებაში ვეძებთ.უფრო რთულდება სინამდვილისათვის თვალის გასწორება და სწორ გზაზე დაყენების ნებისმიერი მცდელობა დასაწყისშივე იღუპება.
  4. მარქსი გაიხსენე და მიხვდები მის როლს პოლიტიკურ ცნობიერებაზე მარქსამდე, რუსო, დიდრო და ფრანგი განმანათლებლები გაიხსენე.. ინგლისში ჯონ ლოკი, ადამ სმიტი და ა.შ მათ აღზარდეს ხალხი, მარა თავად არ გარდაუქმნიათ პოლიტიკური სისტემა (ჯონ ლოკის გარდა), ასეთივე აღზრდა უნდა ჩვენს საზოგადოებასც.. საერთოდ უიდეოლოგოიო რომ არის საზოგადოება, ეს სწორედ ამ მასმედიის საშვალების დამსახურებაა, ადამიანმა არ იცის ელემენტარული რამ პოლიტიკაში. პრესა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ საბაზისო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას... ამიტომაც მისი არასწორი გადაწყვეტილებები აქედან არის განპირობებული
  5. აფხაზეთის დამოუკიდებლობას კვლავ ზეიმობ?
  6. 80-იან წლებიდან დღემდე ერთადერთი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც გვყოლია, ეს იყო მერაბ მამარდაშვილი.. სხვა დანარჩენი პოლიტიკოსები ერთმანეთზე ტუპაგალოვები აღმოჩნდენ.. ამიტომაც არანაირ პროგრეს არ უნდა ველოდოთ, პოლიტიკოსებისგან... ამიტომაც არის რეგრესი..
  7. მეცნიერს მოუსმენს თუ კი მასზე ყურადღებას გაამახვილებს პრესა.. თავი და თავი ამის, არის პრესა.. ;)
  8. ჩემ პასუხს, ამაზე ესეთია. ამერიკელები მიხვდნე რომ სააკაშვილით ჭამეს, ეგონათ პროდასავლური ლდიერი, მაგრამ რუსეთუმე აღმოჩნდა, მეორე ისეთივე შეცდომა არ დაუშვეს და აღარ დაუჭირეს რუსეთის მეორე პროექტს მხარი, ანუ ალასანაის, იყოს როგორც არისო, ჯერ თქვენთვის არ გვცალიაოო, როცა მოიცლიან გააქტიურდებიან..
  9. ჯერ ესთი ამაში არის სიმართლე რაღაც დოზინთ, მარა არა აბსოლიტური სიმართლე.. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ იცოდე რა ხდება სინამდვილეში, რომ იცოდე რა ხდება სინამდვილეში, ეს ინფორმაცია ვიღაცამ უნდა მოგაწოდოს, ხოლო როცა სიმართლე იცი, ადეკვატურად რეაგირებ, როცა არ იცის სიმართლე, არაადეკვატური ხდება. ქართველები არაადეკვატურობა, ჩემი აზრით, სწორედ მცდარ ინფორმაციების დამსახურებაა და არა შიანგან ფსიქოლოგიურ არაადეკვატურობაში, როგორც ამას ვიღაცეები ამტკიცებენ. პ.ს შენი წამოაყენე საკითხი, რომელიც პირდაპირ არ ეხება თემას.. (თემას დავუბრუნდეთ)
  10. აქ ამ განათლებაზე საუბარი არ არის, აქ პირველ რიგში პოლიტიკურ განათლებაზეა საუბარი. ხოლო პოლიტიკურ განათლებას საზოგადოებას აძლევს, პრესა, პოლიტიკოსები, მეცნიერებები (სტატიებით) შენ მითხარი დღეს რომელი ზემოთ დასახელებული ფენა, "ანათლებს" ხალხს, გამონაკლისი ერთი ორ ჭკვიან მაგრამ მარგინალ მეცნიერისა, რომელიც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არც კი იცის მისი არსებობის შესახებ.
  11. Siknadmo თუ კლასიფიკაციით დავყოფთ კი, რა თქმა უნდა პირველ რიგში სტაბილურობა სჭირდება.. მაგრამ, ამდენ თანხებს ტყვილ უბრალო არ გაძლევს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩამოაყალიბო. ამერიკას პინოჩეტის ნაირი დახმარებაც შეუძლია, პინოჩეტის ფულს უგზავნკდა და შეიარაღებას, დანარჩენი ეკიდა.. საქართველოში იგივე არ ხდეაბ.. პ.ს განსხვავება რუსეთსა და აშშ-ს შორის საქართველოში ესაცაა, რუსეთს სურს აქ ქაოსის მუდმივი კერები, ამერიკას სტაბილურობა..
  12. შენ თუ მეტყვი ძალას, რომელიც საქართველოში დემოკრატიას უზრუნველყოფს, მაშინ შეიძლება საუბარი. მაგრამ როცა ყველა პარტია ერთნაირია, ყველა პოლიტიკოსი ერთნაირი ნაგავია, იქ პოზიციების რადიკალიზაცია ძნელია, თან მაშინ, როცა არანაირი სურვილი არ გაქვს აშკარა დაპირისპირებაზე წახვიდე.. არჩევნები გაყალბება, კი ამერიკელებს არ უნდა ვაბრალოთ.. ბუში იდიოტი არის თუ ბრძენი, ეს სულ არ მაინტერესებს, ეს თავად ამერიკელებმა განსაზღვრონ და რა შუაშია ამ საუბარში, ბუშის სიჭკვიანე და იდიოტიზმი?
  13. ჰო ჰიმნი ამაღელვებელია, მაგრამ საინტერესო ისტორია ქონია. საომარი პატრიოტული ჰიმნია, რომელიც საფრანგეთის რევოლუცის დროსი დაიწერა რეინის არომიისათვის ავსტრიის კონტრრევოლუციურ არმიას რო ებრძოდა საფრანგეტში შემოჭრის დროს. ვინც ეს სიმღერა იმღერა ...პირველად შემდეგ ბონაპარტის არმიის ჯარიკაცად გარდაიცვალა აფრიკაში. ეს ის ბონაპარტია, რომელმაც მარსელიოზ გააუქმა, როგორც ჰიმნი. მხოლოდ საფრანგეთის კომუნის მერე, 100 წლით მოგვიანეით, მარსელიოზა დაუბრუნდა საფრანგეთს ჰიმნად. მე იმის თქმა მინდა, რომ ღირს კი ამათი დახოცვა ესენი უნდა დაიჭირო და პაულიუსივით ლექციები უნდა წააკითხო უნივერსიტეტბში თუ როგორ უნდა შპიონობა და სამშობლოს ღალატი, მერე რო მომავლმა თაობებმა არ ტქვან ყელაფერი გამონაგონი იყო, ეს ხალხი უსმართლოდ დაისაჯაო, და შეცდომები ერმა არ გაიმეოროს.. გონებიტ ტუ შეხედავ, და არ გულით მხოლოდ, რევოლუცია საუკეთესო გზად არ მოგეჩვნება. საფრანგეთის რევოლუციამ კი გააჟღერა ჭეშმარიტებები, მაგრამ მოიყვანა ბონაბარტიც და 100 წლით გადადო რელაურად დემოკრატიის დამკვიდრება. მასინ როცა 100 წლიტ ადრე სრული...ად უსისხლოდ ნიდერნლანდების რესპუბლიკა დაარსდა და არსებეობდა მანამ სანამ ნაპოლეონმა ბოლო არ მოუღო. სხვათა შორის ნაპოლეონმა 10 საუკუნის უწყვეტი დემოკრატია დაასმარა ვენეციაშიც. აქედან მე იმ დასკვნას კი არ ვაკეთებ, რომ საფრანგეთის რევოლუცია ცუდი იყო. ცუდი ის იყო, რომ საფრანგეთს დასჭირდა რევოლუცია. რევოლცია აუცილებელი გახადა გარყვნილმა ელიტამ, რომელმაც თავისივე გამოგონებულ გილიოტინაზე დაასრულა არსებობა. მაგრამ რაშია ჩვენი ამოცანა: ვაცადოთ ამათ სანამ ხალხს ისეთნარად შეავიწროებენ, რო მერე დასახოცი გახდებიან, თუ განათლებით და გნებს ძლით ვეცადოთ ხალხი დავარწმუნოთ ისეთი ქმედების აუცილებლობაში, რაც საბოლოო გარატაკებას და რევოლუციას ააცილებს ქვეყანას? საფრანგეთის რევოლუცია ხალხის რეაქცია იყო უკიდეურეს ჩაგვრაზე. მაგამ ყველა კარგი იდეის დასამკვიდრებლად ძალადობის გამართლება სისულელეა. ამიტომაც არ ვამართლებთ სტალინის იმპერიალიზმს და ბუშის ომს ერაყში. მაგრამ მე მეორე ასპექტი მაინტერესებს. კი მართალი იყო ფრანგი ხალხი, მაგრამ რევოლუციამ რა შედეგი მოიტანა? რა შედეგი მოაქვს სუსტი ადამიანისთვის, მოძლადის მოკვლას? რა შედეგი მოიტანა ამერიკის სამოქალაქო ომმა? ჩემის აზრით შედეგები ძალიან ცუდია იმასთან შედარებით რაც იქნებოდა ტუ ძალადობამდე არ მიიყვანდა საქმეს ტუნდაც ის მხარე, რომელიც მართალი იყო. არ უნდა იყო ისეთი სუსტი, რომ ზალადობის გარეშე ჩაგრას თავი ვერ დააღწიო. საყოფაცხოვრებო სიტუაციაში შენ ხო არ ზლევ ნებას ვიღაც ტიპს, შეურაცხოფა მოგაყენოს. არა დ ტუ ასეთ ნებას მისცემ და უბრალოდ დაიბოღმები მერე ეს სამართლიან ძალადობაში შეიზლება გადაიზარდოს და ერთ მშვენიერ დღეს შეურაცხმყოფელი მოკლა. მაგრამ რას მოგიტანს ეს საქციელი? უკეთესი არ არის დროზე ღონე იძიო? მაგიტომ ვამბობ – დაველოდოთ ამათ სანამ ქვეყანას გადაჭამენ და მერე დავხოცოთ თუ მანამდე ვქნათ რამე მეთქი ხალხი მანამ არ აჯანყდება, სნამ ამის უკიდეურესი მიზეზი არ ექნება, ან არ მოატყუებენ, რომ ასეტი მიზეზი არის. ანუ ხალი პრინციპში ბრძენია, მაგრამ დაყოვნებული რეაქცია აქვს. პოლიტიკოსები ამიტომაც ხალხს ადვილად ატყუებენ. ტუ ხალხის მოტყუება არ გინდა ...შენ ვერ დაარწმუნებ ხალხს, რომ უნდა აჯანყდეს. იმიტომ , რომ უკიდურეს გაწირვებას არ განიცდის. მიუხედავად იმისა, რო მიშას ხელით რუსები გვართმევენ სახელმწიფოს, ეკონომიკას, ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლებლობას, ღირსებას და თანასწორობას, გვაძლევენ ფულს იმ უცხოური ინვესტიციების სახით, რომლითაც მიშა ამაყობს. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რო არ ქონდეს ხალხს აჟანყების მიზეზი. ამიტომაც, სანამ ხალხს არ გააგებინებ თუ რა ხდება, არ აჯანყდებიან. მაგრამ თუ გააგებინებ, მერე დაგჭირდება კი აჯანყება? შენ გგონია ეს მთავრობა ერთი დღე მაინც გაზლებს ხალხმა რო სიმართლე იცოდეს და ალტერნატივას ხედავდეს?
  14. კი საქართველოში ყოველ შემთხვევაში, ესეა..
  15. ანუ ამ 6 კაცთან შემიძლია რამე საერთო ენის გამონახვა, როცა პოლიტიკაზე წავა საუბარი.. სამწუხაროდ დანარჩენ 3-თან, იმდენად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს, რომ აბსოლიტურად ყველა პოლიტიკური მოვლენას სხვანაირად შევაფასებ..
  16. ყველა დროის საუკეთესო სტრატეგიებიდან ძველი სტრატეგიებიდან 1) civilization II 2) age of empire II 3) heroes of magic and might III 4) cossacks ახალი სტრატეგიები 1) total war 2) Command And Conquer 3) heroes V 4) Warhammer 40K 5) Warcraft III - Reign of Chaos საუკეთესო გლობალური სტრატეგია არის 1)Europe Universalis III
  17. მარტო ომი კმარა იმისთვის რომ დავინახოთ მიშას რუსეთუმობა, რუსები კვლავ დაბრუნდნენ ამიერკავკასიაში და დიდი გეოპოლიტიკურიგ ამარჯვება მოიპოვეს..
  18. ხო და ძალიან კარგი თუ შეურაცხყოფილად არ იგრძნობ თავს გეცოდინება შენ, რომ ამ ფორუმს აქვს იგნორი, ანუ მე შენ პოსტებს აღარ მაჩვენებს ფორუმი, შესაბამისად ვერ წავიკითხავ შენს ნაწერს და სწორედ იგნორთა სიაში ვაპირებ შენს დამატებას, მე შენგან ამ ფორუმზე ერთი ისეთი ინფორმაცია არ მიმიღია, რომელიც უბრალოდ გამომადგებოდა რამე სახით მაინც. ერთადერთი რაც მივიღე ეს იყო უაზრო კინკლაობა და ამ კინკლაობისგან და სისულელებისგან დავიღალე. ამიტომ იგნორი, მეც დამასვენებს და შენც.. ასე რომ ეს არის ჩემი ბოლო პოსტი შენდამი და ამით დაგემშვიდობები კარგად ბრძანდებოდე პ.ს მოდერატორებს მგონი ამ თემაში ძინავთ
  19. babuagiorgi მოდი ერთ შეკითხვას დაგისვამ ყველა თემაში, რომ დაგაიგნორო და საერთოდ პასუხი არაფერზე გაგცე, არც შემოვიდე ხოლმე შენთან საუბარში, ამას გამარჯვებად აღიქვავ თუ შეურაცხყოფად?
  20. შენ ნამდვილად არ გაწვალებ, შენ საკუთარ თავს, შენ თვითონვე იწვალებ, ამ თემის გაოფების მეტი და ჯინაზე კეთების მეტი, რომ არაფრის მუღამი დაგრჩენია ;)
  21. ბიჭოს, მე მინუსებს არავის არ ვუწერ და არ დამიწერია (ერთი იუზერის გარდა და ის შენ არ ხარ) თემა იმაზეა, რომ ე.წ ლიბერალებსა და ე.წ ტრადიციონალისტებს (ანუ მმკ და მსგავს ორგანიზაციები) შორის დაპირისპირება არის ხელოვნური და რეალურად არანაირი ფასეულობათა და იდეოლოგიათა დაპირისპირება არ ხდება, უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში იყენებს ამას ხელისუფლება. ეს დაპირისპირებები, რომ იყო იმ დროს ეკონომიკა რუსებზე იყიდებოდა, ხოლო საზოგადოების ყურადღება ამ ხელოვნურ კონფლიქტზე იყო გადასული. აჰა შენ მოკლე შინაარსი ეხლა გეიგეე??
  22. "ჩორტს" აგდებ? ამას დასკვნა არ უნდა, საერთო ღირებულებები, რომ გვაქვს ეს ისედაც ჩანს...
  23. კამათს აქვს აზრი ორ შემთხვევაში, როცა ორივე მხარეს აქვს ძირითადი, ფუნდამენტალური საერთო ღირებულებები და კამათს აქვს აზრი ამ ღირებულებების ირგვლივ რომ კამათობ და მეორე შემთხვევა, არის ის როცა საერთო საქმეს აკეთებ და ამ საქმეზე კამათობ. როცა რადიკალურად განსხვავებულია ღირებულებები, კამათ ყოველგვარი აზრი ეკარგება და დროის კარგვის მეტს არაფერს მოუტანს ადამიანს..
  24. შენ ეხლა თითოეული ადამიანისგან ნუ მოითხოვ, ყოველთვის გამოჩნდებიან ჯგუფები რომლებისთვისაც ადამაინის უფლებები არ არის არაფასეული, ხო და მე სწორედაც იმას ვიძახი, რომ ძირითად მასისთვის ადამიანის უფლებები ფასეული უნდა იყოს და საქართველოში ესეა. კი, იმიტომ, რომ რეალურად ხელისუფლება ტოტალიტარულად, ყველა სფეროში სახელმწიფოა ჩართული და ყველგან ჰყავს თავისი ხალხი დანიშნული. ანუ ჩვენ გვაქვს რეალურად, მინი ტოტალიტარულ სისტემასთან საქმე.. შენ ვერ მეტყვი ისეთ საზოგადოებრივ სფეროს სადაც სახელმწიფო არ არის ჩარეული, ყველგან არის, დაწყებული თეატრიდან დამთავრებული უნივერსიტეტამდე.
  25. შენ ეხლა გინდა ყველაფერი უცბად. იგივე აიღე გერმანია, რამდენი ხანი დაჭირდათ დემოკრატიული ღირებულებები გაეთავისებინათ? საკმაოდ დიდი ხანი, არა და 1930-იან წლებში გერმანია საკმაოდ განვითარებული იყო და განათლების დონით ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანა იყო, მარა ჰა მოვიდა ფაშიზმი და რაც ქნა ეს კარგად იცი. ჩვენთან იგივე არ მოხდება, რა თქმა უნდა ისეთ უფლებების დაცვას არ უნდა ველოდოთ კიდე როგორიც ევროპაშია, მაგრამ საქართველოში ელემენტარულად, ადამიანის სიცოცხლის უფლება დგას კითხვის ქვეშ და ეს აჩვენა გირგვლიანისა და რობაქიძეს ამბავმაც. ჩვენთან ეხლა ამ ეტაპზე, ელემენტარულ უფლებებისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და ეგრევე უფრო მაღალ დონეზე ვერ გადახვა, თუ ეს საფეხური არ გაიარე...
×
×
  • შექმენი...