-
პოსტები
335 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი paolo
-
Die Taube ნეტავ არ იღებავენ? :
-
ბატონო ირაკლი თვლით თუ არა, რომ გამსახურდიას მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება საბედისწერო შეცდომა იყო, რამაც სათავე დაუდო საქართველოს დაშლა-დაქუცმაცებას?
-
lasha1997 გზამკვლევში შეიტანეს შესწორება, რომ შესწორებების შეტანა აღარ შეიძლება :rolleyes:
-
Nukriko არა, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები ვართ :rolleyes:
-
newstudio არა. მე არც გული მაქვს და არც სული.
-
ოკეი. გადავასწორებ
-
ქართველი "ტრადიციონალისტის"(კონსერვასტის) გზამკვლევი 1. ქართველი ხალხი ყველაზე მაგარია მსოფლიოში; 2. დემოკრატიას ნუ გვასწავლიან, მაგათი ისტორიის ხნის თუთის ხეები გვიდგას ეზოებში; 3. დემოკრატია საერთოდაც არაა საჭირო, ეს ხალხის სატყუარა და ბლეფია; 4. მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, სხვა ყველას კუპრში მოელის ქშენა. რატომ?- ღმერთო შეუნდე. 5. შესაბამისად იბერია გაბრწყინდება, მაგრამ როდის, ეს არავინ იცის; 6. ქართულ ტრადიციებს ებრძვის მსოფლიო სატანურ-მასონური ორგანიზაცია; 7. ქართული სუფრა აკადემიაა, მას ებრძვიან, რესტორნები სულ ცარიელია, ხალხს სადღეგრძელოები დაავიწყდა; 8. ჩვენ სამიათასწლოვანი ისტორია გვაქვს, ვინ რა უნდა გვასწავლოს, აქეთ ისწავლონ ჩვენგან; 9. ტრადიციონალისტს არ უნდა მოსწონდეს არანაირი ახალი ხელოვნების ნიმუში; 10. ვისაც ეს მოსწონს პრანჭია და მატრაკვეცაა; 11. ადამიანის უფლებები მეასეხარისხოვანია, ესეც პრანჭიობაა... ნუ, სანამ მე არ შემეხება უსამართლობა... 12.ჩავქოლოთ ჰომოსექსუალები და ნარკომანები; 13.სახელმწიფომ აკონტროლოს სექსუალური პოზები; 14. არ შეიძლება უცხო სიტყვების შემოტანა, ქართულიც საკმარისია საბჟუტუროდ; 15. ვაჟკაცობა და სიმართლე მხოლოდ ჩვენი პრეროგატივაა...
-
მაგრამ 21 საუკუნე საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ერთი და იგივე უაზრობა აღარ ვიმეოროთ.
-
ნაციონალისტური (ეროვნული) ორდენი - კარდუ
paolo replied to Partisan Hideaway's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნაციონალიზმს ჯერ უბედურების მეტი არაფერი მოუტანია...მაგრამ მაინც წარმატებებს გისურვებთ. იქნებ ამჯერად გაამართლოს :rolleyes: -
არ არის მითი. პრორუსულებით და საბჭოთა კავშირზე მეოცნებეებით სავსეა საზოგადოება და გარკვეულ ხელშემწყობ პირობებში ბევრი წამოყოფს თავს. მაგრამ ეს არაფრით ამართლებს პრესის შეზღუდვას.
-
ნუკრიკო ამბობს მონათმფლობელი მინდა ვიყოო და რა ვქნა. :lolz: მე არ მინდა
-
საპატრიარქოს განცხადება ჰელოუინის შესახებ
paolo replied to Ivan Grozny's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იქნებ თეოლოგიაში უკეთ გარკვეულებმა მიპასუხონ: საპატრიარქოშიც თვლიან, რომ ჰელოუინის სულელური რიტუალებით მართლა შეიძლება რაღაც სატანურ ძალებთან კავშირის დამყარება? თუ არა - მაშინ იარონ და გაერთონ, რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი. თუ კი - მაშინ წარმართობასაც ჰქონია ჭეშმარიტებასთან კავშირი. -
ერეკლე მეორის საზოგადოება ჰელოუვინის დღესასწაულის
paolo replied to erekle2's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბავშვობიდან ვოცნებობდი ნუდისტურ პლაჟზე -
Goddess იხუმრეს ალბათ. რა პრობლემას უნდა ხედავდნენ.
-
ერეკლე მეორის საზოგადოება ჰელოუვინის დღესასწაულის
paolo replied to erekle2's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ადრე რომ დარბევა მოაწყვეს, მგონი იმით გაამართლეს, რომ ომი ახალი დამთავრებული იყო, ჯარისკაცები დაუმარხავი, ჩვენ მათი ბედი გვაღელვებდა, ესენი კი ტაშ-ფანდურს აწყობდნენო. მართალია ამ უბედურებას ეხლაც არ გადაუვლია, მაგრამ ამაზე აპელირება აღარ ისმის. ეს ორგანიზაცია დაუფარავად აჩვენებს საკუთარ გონებაშეზღუდულობას, ობსკურანტიზმს და ქსენოფობიას. -
დიახ. მაგრამ გარდა ისტორიის მიზანმიმართული გაყალბებისა, არის კიდევ ერთი მომენტი: შიშს და კატასტროფას დიდი თვალები აქვს. 9 აპრილის შემდეგ ყველა იძახდა, რის ოცი, ასი კაცი მაინც იქნება მკვდარიო. შემდეგ მთელი კომისია მუშაობდა იმაზე, რომ როგორმე გაეზარდათ ეს ციფრი თუ არ ვცდები ოცდაცამეტამდე რატომღაც (ამ რაოდენობის მოკლული ერის გენოციდად ითვლებაო ვიღაცამ მოიგონა და იმეორებდნენ), მაგრამ ვერავინ იპოვეს.
-
მერე ხომ ვთქვით უარი ამ მონათმფლობელობაზე. ნუთუ ადამიანის აზროვნება და მორალური ნორმები ცვლილებას არ განიცდის? არ ვიცი... მე არასდროს გამჩენია სურვილი ვინმე დამეჩაგრა.
-
ადამიანების ნაკლებობას განიცდის პლანეტა ვითომ? მთავარია რა გამოვა ეს შვილი. იქნებ მკვლელი, გარეწარი? მოკლედ სამსახურიც და შვილებიც... ან თქვენ რად გინდათ სამზარეულოში ჩასახლებული ქალი?
-
რატომ დრო არა? წინასწარმეტყველება ალბათ უნდა გულისხმობდეს დროსაც და ადგილსაც. თუ მეტყვით, რომ დრო ობიექტურად არ არსებობს, მაშინ ასეთივე წარმატებით დაგიმტკიცებთ სივრცის არარსებობასაც, მაგრამ ეს სხვა თემაა. მგონი ყველა თანხმდება (ეკლესიაც მათ შორის), რომ ადამიანის ნება თავისუფალია. ამ შემთხვევაში სიკვდილის წინასწარმეტყველება შეუძლებელი მგონია.
-
Nukriko აბსოლუტურად გეთანხმები. კიდევ ძალიან ბევრი რამაა ისტორიაში, რაც ეჭვს იწვევს ანდა საგულდაგულოდაა მიჩუმათებული. თუ დრო გამოვნახე აუცილებლად განვავრცობ ამ თემას.
-
მე მაინც ვფიქრობ, რომ კანონი უნდა მაქსიმალურად დეტალურად განმარტავდეს იმას, თუ რა არის აკრძალული, რას ნიშნავს შეურაცხყოფა და სხვა. მაშინ აღარ წარმოიშვება მსგავსი გაუგებრობები, თუ რა არის მისაღები და რა არა.
-
ეს რაიმე რეალურს ეყრდნობა, თუ მხოლოდ იაკობაშვილის ფანტაზიის ნაყოფია ნეტავ? მგონი გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ ამ კაცის გამონათქვამები სერიოზულად არ მივიღოთ. ნატოს შეუძლია შექმნას ახალი პრეცედენტი, მაგრამ ამისათვის საბოლოო ჯამში მაინც საჭირო იქნება მისი ყველა წევრის თანხმობა. ასეთი თანხმობა თუ მაპთან დაკავშირებით არ არსებობს, მაშინ მითუმეტეს რატომ იარსებებს ნატოში პირდაპირ მიღებასთან დაკავშირებით? რაღაც არ მესმის აქ.