Jump to content
Planeta.Ge

Grig

პლანეტელი
  • პოსტები

    2.268
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი Grig

  1. ტრაიანეს მაგრად მიუჩმორებია პართები მეორე საუკუნეში.
  2. Nukriko ისე, ეს ალბათ ერთადერთი ძალა იყო, რომელიც რომაელებს პერმანენტულად სჯაბნიდა ღია შეტაკებებში. სამაგიეროდ ციხეების აღება და დაცვა არ შეეძლოთ, რასაც კარგად აკეთებენ რომაელები. ეს პართია, სხვათაშორის ნახევრად-ელინური სახელმწიფო ყოფილა.1
  3. ესეც იყო, მაგრამ მთავარი ფაქტორი (იმხო) ისაა, რომ ბარბაროსებმა გადაიღეს და გაიზიარეს რომაული და ბერძნული ტექნილოგიები, იგივე შეიარაღებასა და სამხედრო ტაქტიკის თვალსაზრისით. სხვა - მშვიდობიანი - ტექნოლოგიებიც. რომის არსებობის ბოლო საუკუნეებში ძალიან შეიცვალა დემოგრაფიული ბალანსიც 'ბარბაროსული' პერიფერიის სასარგებლოდ.
  4. არა, სომხები ამბობენ, სინგაპური ავაშენეთო. თქვენ კაიფობთ და, სადღაც წავიკითხე, აფხაზ-ადიღეელი ისტორიკოსები ამტკიცებენ, ჩვენაო - ნუ, ამერიკა აღმოვაჩინეთო. ჩერქეზ-იროკეზ - კაკ ზვუჩიტ?
  5. Nukriko 3 'სასტავი' იყო: 1. გერმანული წარმოშობის: მთავარი ძალა - ვიზი- და ოსტ გოთები; ვანდალები; ფრანკები; საქსები; ალემანები და ა.შ. 2. ირანული წარმოშობის: ძირითადად, ალანები; ასევე, სარმატების კოალიციის სხვა წევრები - როხსოლანები, იასიგები, სავრომატები. (ახლა ინგლისში პოპულარულია ჰიპოთეზა, რომ მეფე არტური და მისი რაინდები სარმატები /ალანები/ იყვნენ. ამაზე ჰოლივუდის ფილმიცაა გადაღებული.) 3. გაურკვეველი წარმოშობის: ჰუნები. რომს ყველაზე დიდი დარტყმები გერმანელებმა მიაყენეს.
  6. machkatela ის წესები, რაც ჟურნალისტებს იცავს, არ ვრცელდება პროპაგანდისტებზე - ჟურნალისტიკა სხვაა, პროპაგანდა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი... მაგ. ნიურნბერგში გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს იულიუს შტრაიხერი (თუ გვარი არ მეშლება) რომელიც იყო ნაცისტური პროპაგანდის მთავარი იარაღის - გაზეთ 'დერ შტურმერის' - მთ. რედაქტორი. როგორ ფიქრობ, შტრაიხერი ჟურნალისტი იყო? ან 'ერორის' სასტავი ჟურნალისტები არიან?
  7. ამ 'ხალხის' დასჯას კი არ მინდა - ასე ვთქვათ, მორალური შეფასება. რაც, პრინციპში, გაკეთდა კიდეც. პირადად მე სამივე ნიკ-თან კამათს სამუდამოდ ვასრულებ.
  8. Siknadmo მერე? ტიპოლოგიურიო, კაცო, ტიპოლოგიური, ა ნე გენეტიჩესკი როდსტვო-ვო. ვოტ ტაკ.
  9. Siknadmo ჰოო, ამრევია - ბიმოსთან კამათში. დიდგორზე წყაროები - იოხ!!! ფასიანია და დახურული. მე პაროლი არა მაქვს. თუმცა, თუ შენ თვლი, რომ მანასკეტზე 13-ჯერ (!!!) და ჰატინზე 12-ჯერ (!!!) უფრო დიდი ბრძოლა იყო დიდგორი - ნება შენია. პ.ს. წყაროებზე რაღაცის თქმა გინდოდა, როგორც მახსოვს.
  10. Siknadmo ინგლისურად დაგუგლე. და, მოვრჩეთ. (ამ საკითხზე პოლიტიკაში არ მსურს დისკურსი.)
  11. Siknadmo 'მითებში დაკარგულები' წაგიკითხამს? არ ვიკამათოთ - დაგუგლე, რა და გაიგებ, რომ, უკაცრავად და, ლინგვისტურად ჩამორჩენილი ხარ. :yes2:
  12. Siknadmo გეტყობა, შენც ანცობის ხასიათზე ხარ. აკი, დავდე მეთქი, კაცოოო :rolleyes: კიდევ ერთხელ გიმეორებ - შენ აურიე ორი ცნება - 'ისტორიული წყარო' და უბრალოდ 'წყარო', და ახლაც ხითხითებ ამაზე, რაც მე უადგილოდ მეჩვენება.
  13. Siknadmo ნუ გვატყუებ, იბერიულ-კავკასიური ენათა ჯგუფი არ არსებობს ბუნებაში არ დაგვავიწყდება.
  14. კარგი იდეაა, მაგრამ უპერსპექტივო. იმხო გლობალიზაცია, რასაც ვერც უარყოფ და ვერც შეეწინააღმდეგები, ენებს კლავს. ზოგიერთი ლინგვისტი იმაზეც წუხს, ინგლისური ენა საფრთხის ქვეშ არისო. :help:
  15. Nukriko იმპერიალიზმზე ვერაფერს მოგახსენებ, მაგრამ ეს ომები ე.წ. ექსკლუზური ნაციონალიზმის ბრალი იყო ('საქართველო ქართველებისთვის' - ეს ლოზუნგი ძველი ლიდერების მიერ არაერთხელ გაჟღერებულა, და არა მარტო გამსხურდიას მიერ). იმხო სხვათაშორის, პოლიტიკურ მეცნიერებაში ამის საპირისპირო ცნებაა 'ინკლუზიური ნაციონალიზმი' ('საქართველო მისი ყველა მოქალაქისთვის').
  16. Saturn ღრმადპატივცემულო, უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს პოლიტიკური მოტივითა მსდევნი. იქნებ ისიც მითხრა, რომ ვტყუივარ? (ნიკებთან დაკავშირებით ვამბობ.)
  17. Siknadmo შევეცდები აგიხსნა სიტყვა 'წყაროს' მნიშვნელობა - ეს არის ნაწერი, აუდიო-, ვიდეო-, ან სხვა სახის მასალა, საიდანაც იგებ ინფორმაციას. მე რაც წყაროები მოვიყვანე, ესენი არიან საკმაოდ რესპექტაბელური თანამედროვე ბიზანტიოლოგები. მე ინფორმაცია მათგან მივიღე. ახლა მაინტერესებს, შენ საიდან გაქვს საპირისპირო ინფორმაცია. ისე, როგორც ვხედავ, სხვა მნიშვნელობით გაქვს 'წყარო' გაგებული და თუ ხორხოცს შეწყვეტ, ძალიან დამავალებ. bimo შენ (და შავლეგოს - ანუ, იგივე შენ) თუ ამ ზღაპრების გინდა გჯეროდეს, შენი ნებაა. ჩემი ნებაა, ამას შევეწინააღმდეგო. სიცილით დავიხოცე, იუმორის დედოფალო ისე, როცა ერთი ნიკით პოსტავ, და მეორე ნიკით შენივე დაპოსტილს ეთანხმები, ცოტა არ იყოს უხერხული უნდა იყოს. არა?
  18. Siknadmo ეს ის ერთეული შემთხვეაა, როცა ერორი უფრო ახლოსაა სიმართლესთან (თუ მართლა თქვეს ასეთი - მე არ მომისმენია). ეს არის შუა საუკუნეების მითოლოგია. მე მოვიყვანე თანამედროვე წყაროები, მათ წინააღმდეგაც თანაფარდ წყაროებს ვითხოვ, და არა 'ძველთაძველ რუსთავი 2-ებს.' ისე, ცნობისთვის - შარშანდელი (უკვე - შარშანწინდელი) ომის მერე ლომაიამ თქვა 80 000 რუსი მარტო როკიდან შემოვიდაო - ეს რაც ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი - და ახლა ვინმე გოტიესა თუ მათეს ზღაპრები რა გიკვირთ? პირადად მე თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, როცა ამნაირ სისულელეებს, უკაცრავად და, გვტენიან. ეს, პირველ რიგში, იმ ხალხის ხსოვნის უპატივცემლობაა, ვინც დიდგორი მოიგო და მოუგო მართლაც თავისზე უმეტეს და საკმაოდ ძლიერ მტერს - სელჯუკებს მაშინ გარკვეულწილად სამხედრო ჰეგემონია ჰქონდათ რეგიონში. პ.ს. ბიმოსგან (ან, მისი 2 "ნიკის მეგობრისგან') კვლავ ველოდები მანასკერტში 300 000 ბიზანტიელის შესახებ წყაროებს.
  19. bimo ეი, ექსპერტ - შენი ნიკებით (!) დაპოსტილი სისულელეები უკვე, ცოტა არ იყოს, დამამცირებელია აქაური ფორუმელებისთვის. მანასკერტთან ბიზანტიელების რაოდენობა იყო 40 ათასი. მათგან ბრძოლაში უშუალოდ მონაწილეობდა დაახლ. ნახევარ - 20 000. თურქების რიცხოვნობა იყო - 20-30 000. წყარო: Haldon, John (2001), The Byzantine Wars: Battles and Campaigns of the Byzantine Era, Stroud: Tempus, p. 173. Markham, Paul, Battle of Manzikert: Military Disaster or Political Failure? ეს ღია რესურსია - http://www.deremilitari.org/resources/articles/markham.htm. ახლა შენი წყარო მაიყვა - 300 000 ბიზანტიელ მეომარზე.
×
×
  • შექმენი...