Jump to content
Planeta.Ge

nostradamusi

პლანეტელი
  • პოსტები

    251
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი nostradamusi

  1. რატომაც არა როდესაც ვერ იბრუნებს ტერიტორიებს ხომ არ შესწირავს თავის სკამს
  2. ვანო ახლაც ყველას მართავს ისე მიშა რომ უეცრად გავიდეს მარილზე ოკეანისგაღმა (ღმერთმა აცოცხლოს მაგრამ არა პრეზიდენტად) გლოვა არ გამოცხადდება ეს ნაღდია
  3. "ესტონეთის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს მიმართ არამეგობრულია" 2010 წლის 21 01, ხუთშაბათი - 19:23 კონსევატიული პარტიის აზრით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოსი კი არა, პრეზიდენტის მეგობარია და ჩვენი ქვეყნის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება აქვს, - ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა გააკეთა, რომ საქართველომ არ უნდა დახარჯოს ენერგია აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში თავისი იურისდიქციის აღდგენაზე, ვინაიდან ამას მაინც არანაირი შედეგი არ მოყვება. მან ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილთან ტალინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ესტონეთის პრეზიდენტის ეს განცხადება ძალიან კარგად აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ილვესი და მისი ადმინისტრაცია არ არის საქართველოს მოკავშირე. ის არის მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე და მათი ძალისხმევა, როგორც 2008 წლის იანვარში, ისე 2008 წლის აგვისტოში მიმართული იყო არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, არამედ პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის შენარჩუნებისათვის. ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ პრეზიდენტ თომას ჰენდრიკ ილვესის ამ განცხადების გამო და იმედი გვაქვს, რომ ესტონეთის დემოკრატიული ძალები არ იზიარებენ ამ შეხედულებას - ნათქვამია კონსერვატორების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში http://www.fact.ge/news.aspx?i=85c6de42-55...bb-51c218460d77
  4. კი ობიექტიურია მაგრამ რა შედეგი ექნება ? ხელისუფლებას შერცხვება თუ რა იქნება?
  5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ირანული გამოცემის TEHRAN TIMES-ის ინფორმაციას უწყების ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის მიერ თეირანისთვის ბოდიშის მოხდის თაობაზე. როგორც ვაშაძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "თეჰრან თიმეს"-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ირანის მოქალაქის აშშ-ისთვის გადაცემის გამო ბოდიში მოიხადა, სინამდვილეს არ შეესაბამება". შეგახსენებთ, რომ წამყვანი ირანული გამოცემის TEHRAN TIMES-ის ინფორმაციით, ვაშაძემ თეირანს ბოდიში ირანის მოქალაქის აშშ-ისთვის გადაცემის გამო მოუხადა. "ჩემი ქვეყანა ბოდიშს იხდის ირანის მოქალაქის შეერთებულ შტატებში ექსტრადაციისთვის. თავის დროზე მიღებული ეს გადაწყვეტილება საქართველოში იმ დროისთვის შექმნილ არასასურველ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდებოდა~, - განაცხადა, გამოცემის ინფორმაციით, ვაშაძემ. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...53&Itemid=1
  6. ქართველები რომ ვარგოდნენ თარგამაძეს რომ ჩამოეთრევა აქ გაუერთინებენ თავ პირს. ხალხმა (ესეც საკითხავია) მას ნდობა გამოუცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნოს მაგრამ ეს საცოდავი უკრაინაში ჩადის ბოევიკებით.
  7. არ დაგავიწყდეს რომ ოვსები ირანულ ეთნოსს მიეკუთვნებიან.
  8. უკრაინელებმა ერთი მადლიანი საქმე ჰქნან გივი თარგამაძეს გაუერთიანონ თავპირი რადგან ჩვენ არ ვვარგივართ. მარტო იმიტომაა საცემი გივი რომ ვითომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელია და სადღაცას გარბის სხვისი არცევნების გასაყალბებლად
  9. ანუ რეალურად შეუძლიათ ცხინვალიდან ბოევიკების მოტაცება?
  10. ოსმა სეპარატისტებმა ფლიევის "გატაცებაზე" სისხლის სამართლის საქმე აღძრეს თბილისი 17:23 - 05.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე. წ. გენპროკურატურამ გენადი ფლიევის "გატაცების" ფაქტზე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით საქმე აღძრა. ე. წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, გენადი ფლიევი სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო" დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო. ე. წ. გენპროკურატურა ასევე იუწყება, რომ ფლიევი "საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სამსახურში მიდიოდა. ამ დილით სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ფლიევის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი დილის გამაჯანსაღებელ ვარჯიშს ასრულებდა. "გენპროკურატურის მიერ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებისას ფლიევს თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს და ამჟამად იგი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ერ-ერთ საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება", _ იუწყება ოსური მხარე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრი, 35 წლის გენადი ფილიევი დააკავეს. ფლიევის დაკავების საკითხზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მიჯილი. ოსები თუ მართალს ამბობენ გამოდის, რომ მაგარი ჯეიმს ბონდები გვყოლია
  11. მასეთი მონაცემებით და ინგაზე უფრო უკეთესები ვედრა მანეთადაა
  12. პუტინი რომ ნაურუს საგარეო მინისტრზე გავლენიანია იმან ვერაფერი მოუხერხა თუნდაც მოკავშირე ლუკაშენკოს ჩვენი ბელადის თქმისა არ იყოს ნაურუს არსებობა ბევრმა არც იცის, და ნეტავ რა გავლენას ფლობს მისი მინისტრი
  13. შესაძლოა ისე ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებისგან მივიწყებული სახეები მუდმივად ცდილობენ თავის წარმოჩენას. გრიგოლია ჟურნალისტიკაში ვეღარ დაბრუნდება რადგან დამოიკიდებელი ტელევიზია აქ არ არსებობს. ხელისუფლებას კი ტოკ შოუები არ ხიბლავს მაინცდამაინც და მხოლოდ ერორის ბოზიციით კმაყოფილდება.
  14. რა უსაძღვროა მათი მოლოდინი და ჩვენიც ჩვენც ხომ ველით აფხაზებთან შერიგებას
  15. ჯერ ინგა გრიგოლიას ჟურნალისტობა არ გაიშვას და მერე მისი პოლიტიკოსობა
  16. აბა მეეზოვეს ფორმაში გამოწყობილ პოლიციელებს რომ მიანდობ ქუჩების დასუფთავებას მასე იქნებოდა
  17. თავის დროზე ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა ლენინის მიერ მოწყობილ სახალხო ამბოხებას, რის გამოც ლენინმა ბრძოლა გამოუცხადა რელიგიას. საინტერესოა რა მოხდებოდა თუ ეკლესია შეეგუებოდა რეალობას და ლენინის მხარეს დადგებოდა? დღესაც ასეა ეკლესია როდესაც ხელისუფლების ნამოქმედარს აკრიტიკებს, მაშინვე იწყება ეკლესიის მიმართ აგრესია.
  18. კი აკონტროლებს ერთი ტიპი მუშაობს კონტრდაზვერვაში და მთელი მონაცემების ბაზა ჰქონდა სახლში მოტანილი ქართველი სკაიპერების
  19. ეს საცოდავი ტელევიზიები გამოკითხავენ ათ კაცს შედეგებს თვითონვე ადგენენ და მერე თავიანთი ბელადის საამებლად რაღაც სისულელეს ამბობენ.
  20. არ არიან ეროვნულები ისლამი და არაბიზმი მათ სისხლშია გამჯდარი ყველა ეროვნულ დღესასწაულს გადაუარეს და აკრძალეს, სამაგიეროდ ვიღაც არაბი წარმართების დაღუპვას გლოვობენ და ატიერებენ ხალხს. ოპოზიციის ლიდერის დისშვილი მოკლეს პოლიციელებმა
  21. დემოკრატია რომ არსებობდეს ქვეყანაში ხალხი აიტანდა დეგენერატ მმართველს და მერე აღარ აირჩევდა, მაგრამ როდესაც ხელისუფალი სპობს დემოკრატიას და აყალბებს არჩევნებს მასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს ხალხი?
×
×
  • შექმენი...