Jump to content
Planeta.Ge

nostradamusi

პლანეტელი
  • პოსტები

    251
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი nostradamusi

  1. ევროკავშირმა შესაძლოა სამხრეთ კავკასიიდან და მოლდოვადან წარმომადგენლები გაიწვიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების პოსტების სავარაუდო გაუქმების შესახებ განცხადება ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკის საკითხების ხელმძღვანელმა კატრინ აშტონმა გააკეთა. ექსპერტებისა და დიპლომატების შეფასებით, კატრინ აშტონის მიერ გაკეთებული განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც ევროკავშირში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლების, ასევე, უშუალოდ სპეციალური წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც მისიის შეჩერებას უპირებენ. გარდა ამისა, ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული განცხადება პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ სამხრეთ კავკასია და მოლდოვა ევროკავშირისთვის პრიორიტეტულ რეგიონებს აღარ წარმოადგენს. http://new.interpressnews.ge/ge/politika/136213-evrokavshirma-shesadzloa-samkhreth-kavkasiidan-da-moldovadan-tsarmomadgenlebi-gaitsvios.html გამოდის, რომ ამერიკასთან ერთად ევროკავშირმაც უარი თქვა საქართველოზე და რუსეთს გადაულოცა.
  2. Ana Sulhufat მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენთან პროპაგანდა არ მიდის. მისას რომ პროპაგანდა აქვს....... დიდი ლეიბორისტის ნათქვამს მოვიშველიებ " ჰიტლერს ერორი რომ ჰქონოდა მეორე მსოფლიო ომი მოგებული ეგონებოდაო"
  3. მედია დემოკრატიულ ქვეყნებშია ძლიერი ჩვენთან კი დამონებული და დასუსტებული დამონებული და დასუსტებული ვერანაირ იდეოლოგიას ვერ შექმნის არც რამიშვილი და არც არავინ არაა იდეოლოგი ისინი მხოლოდ დირექტივებს იღებენ უცხოეთიდან და ერორების საშუალებით საკუთარ ნააზრევად ასაღებენ.
  4. მე ვფიქრობ, რომ ნაცებს იდეოლოგია საერთოდ არ გააჩნიათ. ისინი უბრალოდ ამერიკული მოდელის კოპირებას ახდენენ და ვსიო. ერთადერთი რაც მათ გააჩნიათ ეს არის პოლიტიზირებული პოლიცია და მარიონეტული ჯარისკაცებით დაკომპლექტებული შენაერთი ანუ არმია. ძალა კი აღმართს ხნავსოოოო
  5. ნეტავი, ისეთი დღე გათენდებოდეს, როცა ქართული საზოგადოება ადგება, ცოცხს აიღებს, ყველას, ვინც ოპოზიციაში მოვიაზრებით, გვეტყვის _ წადით აქედან, ერთი, თქვენი დედაც ვატირეო და გაგვყრის. ოღონდ რომ მოტრიალდება, მერე სულ კომბლებით გამოისროლოს სააკაშვილი, მერაბიშვილი და ყველა დანარჩენი, სახელისუფლებო შენობებიდან. ოღონდ ეგენი გაყარონ და მერე, ჩვენც ზედ მიგვაყოლონ, მაინც მეტის ღირსები ვართ, თუ იმის უნარი არ გვაქვს, ერთმა მუჭა ხალხმა ერთმანეთი არ დავჭამოთ. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, თუ ასეთი პრეზიდენტი უნდათ. ჰყავდეთ მაშინ _ სააკაშვილი პრეზიდენტად, უგულავა მერად, მერაბიშვილი _ ხერხემლად, ახალაია _ უკანალად...@ხაინდრავა
  6. ნაცების აქტივისტმა მეუღლეს დაურეკა ძალიან გთხოვ მოდი არჩევნებზე ხმები გვჭირდებაო. მე რომ მომცეს ბიულეტენები ვიღაც ტიპი ფეხდაფეხ მომყვებოდა. ისე შევხედე რომ აგიტაციის ხალისიც დაეკარგა.
  7. ვიზა და მისი ჯანი newstudio ეჰ ვიზის აღება ადვილი რომ იყოს ......
  8. უამრავი კეთილი სურვილით ვუერთდები მილოცვებს
  9. რაღას უნდა დაველოდოთ, დასავლეთიც გაუპრავებს ამ არჩევნებს რეჟიმს და მორჩა. ისე თოპაძემ კარგად თქვა თუ ხალხმა მართლა უგულავა აირჩია ღმერთმა შეარგოთ. ერთი აზერი თანამშრომელი მყავს ვეძისელი. მოხუცებს წერა კითხვასათან მწყრალად რომ არიან ხელზე ხუთიანი ეწერათ და ისე აძლევდნენ ხმებსო. თან მანამდე რეჟიმმა დააშინა მაგრა აზერები. უგულავამ თუ ვერ გაიმარჯვა ახალი მერი თბილისიდან გაგასახლებთო
  10. http://presa.ge/index.php?text=news&i=10952 [საიმონ შუსტერი; “the huffington post”] მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის ოფისამდე მისასვლელად, ის ოთახი უნდა გაიარო, რომელიც ასობით ფოტოსურათით არის მოფენილი. აქ ბილ კლინტონიცაა და ჯონ მაკკეინიც, კონდოლიზა რაისიც და რიჩარდ გირიც, რომლის სურათიც მაშინვე გეცემათ თვალში. კართან, ცენტრალურ ადგილას იმ სურათს ნახავთ, რომელშიც ჯორჯ ბუში სააკაშვილს შესცქერის, ის კი თეთრი სახლის მდელოზე დამდგარა და მის ტერიერს, ბარნის ეფერება. ერთიანად კი ოთახი იმ უბის წიგნაკს წააგავს, რომელიც ყველას დასანახად გადაუშლიათ, იმის სიმბოლოდ, თუ სად იღებს სათავეს სააკაშვილის თვითდაჯერებულობის წყარო. მაგრამ ამ კედლებზე ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების სურათებს ვერ აღმოაჩენთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ ჩემთვის გასაოცარი აღარაა. 10 მაისს კონგრესისადმი მიმართულ განცხადებაში ობამამ ცხადყო, რომ მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო, ის საქართველოს ემიჯნება. იმ დღეს მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ ”სიტუაცია საქართველოში აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისათვის”. 2008 წელს ბუშმა იგივე ხელშეკრულება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო შეაჩერა. ის, რომ ობამას განცხადებით, ვითარება განხილვას აღარ მოითხოვს, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ქართველებისთვის ვითარება მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რადგან რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ერთ მეხუთედის ოკუპაცია კიდევ უფრო განამტკიცა. როგორც ჩანს ობამამ ჩათვალა, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს: საქართველოს გაცვლა რუსეთზე თეთრი სახლის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა. იმის გავითვალისწინებთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ღალატს ნიშნავს, ობამას სასტიკი საპასუხო რეაქცია უნდა მიეღო და შაბათს პროცესი დაიწყო კიდეც. TheWashington Post-მა ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკის, ევროპასა და ევრაზიის საქმეების განმგებლის, დევიდ კრამერის წერილი გამოაქვეყნა. ეს ის ბიჭია, რომელმაც ბუშის მმართველობისას სააკაშვილი თეთრი სახლის პროექტად აქცია. 15 მაისს კრამერი წერდა: ”ადმინისტრაციამ არსებითად მიატოვა ქართველები და რუსეთს მათი საზღვრების გასწვრივ შემდგომი პროვოკაციული ქმედებებისთვის მწვანე შუქი აუნთო”. ეს ალბათ მართლაც ასეა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს, მის მრჩევლებსა და ოპონენტებს ინტერვიუ ჩამოვართვი, ის, თუ რატომ გადაწყვიტა ობამამ, ზურგი შეექცია საქართველოს პრეზიდენტისთვის, ჩემთვის სავსებით გასაგები გახდა. თბილისში უპირველეს ყოვლისა იმისთვის ჩამოვედი, რომ ერთი რამ გამერკვია – რა როლი ითამაშა სააკაშვილმა 13 მარტის სკანდალში. ეს ის დღე იყო, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ბევრ დასავლელ ლიდერს მოთმინება ამოეწურა. საღამოს 7 საათზე, ტელეკომპანია „იმედმა“, რომელსაც სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, საინფორმაციო პრგრამის მეშვეობით მთელს ქვეყანას ამცნო, რომ რუსეთი საქართველოში ისევ შემოიჭრა, რომ სააკაშვილი მოკლულია, ხოლო ქართული არმიის დიდი ნაწილი მტრის მხარეს გადავიდა. აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო გამოშვება ინსცენირებულია და ომის სიმულირებას ახდენს, რაც დიქტორმა ნახევარსაათიანი გადაცემის დასაწყისში და ბოლოს მოკლედ აღნიშნა. მაგრამ გაფრთხილება ათასობით მაყურებელს გამორჩა და ისინი რუსული ტანკებისგან თავის დასაღწევის მიზნით, პანიკაში ქუჩაში გამოცვივდნენ. თბილისში ქაოსმა დაისადგურა. (მე ერთ ქალს ველაპარაკე, არმიის რეზერვისტის ცოლს, რომელსაც ამ გამოშვების შემდეგ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო). დროთა განმავლობაში მოქალაქეთა უმეტესობამ გააცნობიერა, რომ ტანკები არსად ჩანს, რომ მთელი ამბავი გამოგონილია და „იმედის“ შენობასთან არეულობა დაიწყო. მეორე დღეს ბრალი სააკაშვილს დასდეს და ევროპის ლიდერებმა მისი დაგმობა იწყეს – გამანადგურებელი ომიდან ჯერ ორი წელიც კი არ გასულა, მან კი ეს ყველაფერი დაუშვა. ორი კვირის შემდეგ, თავის ოფისში სააკაშვილმა დუნედ უარყო თავისი მონაწილეობა ამ ისტორიაში. მან მითხრა „იმედის“ ამ გადაცემამ თავი მოაბეზრა. მაგრამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ქართველებს ეს უნდა ენახათ, რათა რუსეთის საფრთხე არ დავიწყებოდათ. „ხალხი ჩიოდა გადაცემაზე, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო დრამატულია, ვიდრე გადაცემა“, – განაცხადა მან. როგორც ჩანს, უფრო დრამატული ვიდრე მისი სიკვდილი და მისი არმიის გახლეჩა. წინა დღეს, თბილისის ცენტრში, კაფეში სახელწოდებით „პურ-პური“ მისმა უახლოესმა მრჩეველმა საგარეო საქმეებსა და მედიის დარგში, რაფაელ გლუკსმანმა, ვითარების რამდენადმე უფრო სრული სურათი დამიხატა. მან მითხრა, რომ გადაცემამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, იმედის მაუწყებლობაზე ტელეკომპანიის დირექტორთან იმსჯელა. გლუკსმანს უთქვამს, რომ ისინი: „უფრო პროვოკაციულები უნდა იყვნენ, უფრო სექსუალურები, ამერიკული ტელევიზიებივით… მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია, რომ ეს უნდა გაეკეთებინა“. კომენტარი ზედმეტია
  11. არიქა ერდოღანმა ირანის ბირთვული საფრთხისაგან იხსნა მსოფლიო@ მიშა
  12. ორივე ვიდეომ გამამხიარულა
  13. რას ერჩით მიშას. პროტოკოლის წესებიდან გამომდინარე მოიპატიჟა ალბათ ნეჟადი. არც მაჰმუდაა აქ ჩამომსვლელი
  14. თამაზ ვაშაძე - პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა“ ისე პირველად მესმის მაგის სახელი
  15. გაყალბების ნიშნები უკვე არის. სიებში გაურკვეველი ამომრჩევლები, ადმ.რესურსებით სარგებლობა ეს ყველაფერი გაყალბების მცდელობაა
  16. ნაცების დიდი ნაწილი ვერ იტანს ობამას. ობამისტის იარლიყს ნეტა როგორი დატვირთვა ექნება? მოღალატის თუ მხარდამჭერის
  17. ჩემთანაც ვიღაც ქალბატონია ჩაწერილი. კომისიამ უარი თქვა სიიდან ამოღებაზე. რეესტრს მიმართეთო
  18. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰარვარდში კენედის პოლიტიკურ სკოლაში მოხსენებით გამოვიდა. გამოსვლის მთავარი თემა საქართველო და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო და მას ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენლები, ექსპერტები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზედასწრების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ დარბაზში მოსახვედრად, ლატარია გათამაშდა. გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, აგვისტოს ომზე, რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, ქვეყნის სწრაფვას ნატოსკენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. მან პოლონეთის პრეზიდენტიც გაიხსენა და მისი, როგორც გმირის, დამსახურებების შესახებ ილაპარაკა. საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელ ხალხს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. http://www.president.gov.ge/?l=G&m=0&a...m=1&id=3290
  19. გია თორთლაძე-ერთადერთი ეროვნული ძალა ოპოზიციაში, საქართველოს დემოკრატიული პარტია პადოშას ეროვნულობა არ გაიშვას
  20. ობამას შუქურებმა შავი ჩებურაშკაც შეარქვეს. ქართულ ფორუმებზე ობამას გინება და შეჩვენება ერთერთი მიზეზიც კი შეიძლება იყოს, რომ ამერიკის ლიდერი ერთ ადგილას იკიდებს მიხეილას იანკებს რაც კარგად ეხერხებათ საზ. აზრის შესწავლაა სხვადასხვა ქვეყნებში. სხვა საკითხია რამდენად ადექვატურად მოქმედებენ შემდეგ ეტაპზე
×
×
  • შექმენი...