Jump to content
Planeta.Ge

nostradamusi

პლანეტელი
  • პოსტები

    251
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი nostradamusi

  1. მიშა ჯადოქარი არა მაგრამ ჯადოა, რომელიც ამერიკამ გაუკეთა საქართველოს. ლელა კაკულია თუ გვიშველის თორემ
  2. kisa არ ვიცი პრესაში რომელი მართალია და რომელი სიცრუე, მაგრამ ერორისა და დაერორებული იმედის სიცრუესთან პრესა მაინც ობიექტურად მეჩვენება. ეს სტატია კვირის პალიტრაში იყო და შესაძლოა წაკითხულიც გქონდეს. 5 სექტემბერს ავღანეთის პროვინცია ჰილმენდში საბრძოლო შეტაკებაში ქართული არმიის ლეიტენანტი მუხრან შუკვანი რომ არ დაღუპულიყო და მხოლოდ დაჭრილიყო, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დიდხანს საიდუმლოდ დარჩებოდა. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ თითქმის ორი თვით ადრე თალიბების თავდასხმის გამო ხუთი ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან ერთი მძიმედ. ეს საჯაროდ არც მთავარ სამხედრო უწყებას განუცხადებია, არც იმ "დამოუკიდებელ" ტელეკომპანიას, რომელიც შევარდნაძის დროს ქართველი ჯარისკაცის ერთ დაცემინებაზეც კი ქვეყანას შეყრიდა, ისეთ სიუჟეტს გაუშვებდა ეთერში. "კვირის პალიტრამ" არაოფიციალური წყაროებით შეიტყო, რომ ამ საბრძოლო ინციდენტის დროს თალიბების ნაღმსატყორცნის ნაღმი ჰილმენდის პროვინციაში დაბანაკებული 31-ე ბატალიონის ერთ-ერთი დანაყოფის მებრძოლებს პირდაპირ კარავში ჩაუვარდა და ხუთი სამხედრო დაიჭრა. მათგან ერთ-ერთმა სახის ძლიერი დამწვრობა მიიღო და ერთი ზედა კიდურიც დაკარგა. ის ახლა გერმანიაში მკურნალობს. სავარაუდოდ, 5 სექტემბერს კაპრალ გითოლენდიას გარდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა მსუბუქად, სხვა ინფორმაციით კიდევ ერთი ჯარისკაცი - მეორე დღეს. ავღანეთიდან მოსულ არაოფიციალურ ინფორმაციას თუ ვენდობით, მას შემდეგ, რაც ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა, დაახლოებით 18 ქართველი სამხედრო დაიჭრა და ერთი დაიღუპა. ჩვენ არ შეგვიძლია ამ შემაშფოთებელი ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა, ეს თავდაცვის სამინისტროს საქმეა, რომ ათასნაირი ჭორ-მართალი არ გავრცელდეს. თუკი თავდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება გააგრძელებენ ავღანეთში მომხდარი ინციდენტების დამალვას, საზოგადოების დიდ ნაწილს უფრო ნეგატიურად განაწყობენ ავღანეთში ქართული სამხედრო მისიისადმი. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ავღანეთში ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედებებია და ამ სასტიკ ომში დაშავება და სამწუხაროდ, დაღუპვაც არ არის გამორიცხული. ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდით კი საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო ზრდის ტრაგიკული შემთხვევების ალბათობას. დავიცავთ თუ არა სამშობლოს ავღანური გამოცდილებით? ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროები ეცნობიან თანამედროვე სამხედრო ტექნიკას და ბრძოლის თანამედროვე ხელოვნებას და ამითაც არის გამართლებული ქართული სამხედრო მისია ავღანეთში. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ერთი მხრივ, მართალია, რადგან ავღანეთში ქართველი სამხედროების შეიარაღება და აღჭურვილობა (განსაკუთრებით ჰილმენდის პროვინციაში მოსამსახურეებისა), ასევე საბრძოლო მოქმედებაში საჭირო მართვის სისტემები მართლაც ულტრათანამედროვეა. მეორე მხრივ, თანამედროვე ტექნიკას ქართულ არმიას ამერიკელები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ აწვდიან (არც მანამდე იკლავდნენ თავს) და ძნელი წარმოსადგენია, ჩვენმა სამხედროებმა თანამედროვე ამერიკული მართვის ელექტრონული სისტემა იგოეთთან ან თბილისის დაცვისას გამოიყენონ. ბრძოლის ტაქტიკაზეც უნდა ითქვას ორიოდ სიტყვა. ავღანეთში ISAF-ის ძალები და ქართული სამხედრო კონტინგენტი იბრძვიან ე. წ. ასიმეტრიულ ომში, სადაც მოწინააღმდეგეს არ გააჩნია არც ავიაცია, არც ჯავშანტექნიკა და არც შორსმსროლელი და მსხვილკალიბრიანი არტილერია. თუკი რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედება ქართულ მიწაზე, თითქმის იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალებიც, რადგან მოწინააღმდეგეს უდიდესი უპირატესობა აქვს ჯავშანტექნიკის რაოდენობით, არტილერიითა და განსაკუთრებით - საბრძოლო ავიაციით (საზღვაო ძალებზე ლაპარაკიც არ ღირს). ავღანეთში თალიბებსა თუ "ალ-ქაიდასთან" ანტიპარტიზანული ბრძოლის გამოცდილება ქართველ სამხედროებს დიდად არ გამოადგებათ, რადგან მათ მხარს არ გაუმაგრებს ამერიკული საფრონტო და სტრატეგიული ავიაცია, კოსმოსური და უპილოტო დაზვერვის საშუალებები. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ავღანეთში ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედებების დროს ქართველ სამხედროებს არავინ ასწავლის მოწინააღმდეგის მოიერიშე თვითმფრინავებისა თუ დამრტყმელი შვეულმფრენების ჩამოგდებას, ისევე როგორც ტანკებისა და ჯავშანმანქანების აფეთქებას, რადგან თალიბებს შეიარაღებაში მსგავსი არაფერი გააჩნიათ. ავღანეთში ნასწავლი დასახლებული პუნქტის გაწმენდის ტაქტიკა ქართულ დანაყოფებს სამშობლოშიც გამოადგებათ, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე ბრძოლაში ჩართავს უამრავ ტანკსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანას და ცაშიც გაბატონდება, საბრძოლო უპირატესობა მთლიანად მის ხელში გადავა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ავღანეთში მიღებული საბრძოლო გამოცდილება (როგორც თავის დროზე ერაყში) პანაცეა არ არის. ის მხოლოდ ნაწილობრივ (ისიც თავდაცვასა და კონტრშეტევების სწორი ორგანიზების შემთხვევაში) თუ გამოადგება ქართველ სამხედროებს მშობლიური მიწის დასაცავად. ირაკლი ალადაშვილი ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა” წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samkhedro/25898-thvrameti-datcrili-qarthveli-avghanethshi.html#ixzz11IXEPHHf
  3. ისე ვარძელაშვილსა და ბაქრაძეს ინგლისურის მასწავლებლები სახლში მიუღიათ საცხოვრებლად. ვარძელაშვილი ამბობდა ჩვენც ვისწავლით ენასო
  4. ღვედის შეკვრას ვინ ჩივის, გვარდიის უფროსი არ დაუნიშნავს დღემდე რითაც კანონი დაარღვია და კაციშვილს ხმა არ ამოუღია.
  5. მიშას ბიჭუნებმა პარლიამენტსა და მთავრობაში) არ იციან რომ ავღანეთში ჩვენი ყოფნა ნატოსთან არ დაგვაახლოებს. ნატოში გაწევრიანებისათვის საჭიროა: თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი სასამართლო, დემოკრატიული ხელისუფლება და ა. შ ეს კი საქართველოში ალბათ უტოპიური ოცნებაა. ამიტომ ნუ ვიტყუებთ თავს რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნა ნატოსთან გვაახლოებს.
  6. ეს ნიუსი ნეტში ყველგანაა და რადგანაც თემა გაიხსნა ე.ი მაქვს უფლება გამოვთქვა ჩემი აზრი, რომელიც ძალიან ქსენოფობიურიც არ არის.
  7. წლების მანძილზე ერთერთი მეზობელი ქვეყნის ტელე-რადიო მაუწყებლობაში ვმუშაობდი. ქუჩაში ინტერვიუების ჩაწერის დროს რესპოდენტებს წინასწარ აფრთხილებდნენ ხვალ ამა და ამ ადგილას მოდითო. ეს რომ ერთ ამჟამინდელ ტელემუშაკს ვუთხარი გაიცინა და მითხრა ეს ნაცადი ხერხია და საქართველოში დღესაც მიმართავენ მასო.
  8. როდესაც მუხრან შუკვანი დაიღუპა, მაშინვე გავრცელდა ხმები ოთხი ქართველის დაღუპვაზე, რომელსაც ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა, ვიდრე რასმუსენმა არ მიუსამძიმრა მათ. მე ვერანაირად გავიზიარებ იმ აზრს, რომ ავღანეთის კამპანიაში მონაწილეობა ნატოს სტანდარტებთან დაგვაახლოებს. ნატოსთან მისასვლელად სამართლიანი აჩევნები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო და დემოკრატიული მთავრობაა რაც საქართველოში სამწუხაროდ არასოდეს იარსებებს. ასე რომ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საზ. აზრი ქართველების ავღანეთის ჯოჯოხეთიდან გამოსაყვანად. ამ თემაზე გიორგი უძილაურს ჰქონდა კარგი ჩანაწერი ფეისბუქზე: გიორგი უძილაური ავღანეთში 4 ქართველი სამხედრო დაიღუპა, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ. საქართველოს სახელისუფლებო მედია შეეცადა სხვა თემებით(რასმუსენის ვიზიტი, დედ ხასანას მტრები, კულტურის მინისტრის ინიციატივა..)გადაეფარათ ეს ამბავი, მაგრამ დამალვა შეუძლებელი იყო. ამიტომაც საჭირო გახდა რამენაირად გამართლებულიყო სხვების ომებში გაღებული მორიგი მსხვერპლი. ოფიციალური მწუხარების გამოხატვა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი აღმოჩნდა, სამძიმრები მოვიდა უცხოეთიდან, ოფიციალურად წუხს პრეზიდენტიც და მთავრობაც. პარალელურად არაოფიციალურმა სახელისუფლებო პროპაგანდამ ვებ-სივრცეში მოკლე შეფასება არჩია _ „ხსოვნა იყოს!“, „ნათელი დაადგეთ!“, „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“. რა მარტივი და ამავდროულად რა ეპიკური და ყველაფრის ამხსნელი სიტყვებია „ხსოვნა იყოს!“ და ყველაფერი მოგვარებულია, თუ საკმარისი არაა, გამოდგება _ „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“ ცეცხლაძის, კოლხიტაშვილის,გოგიაშვილის და კალანდაძის მშობლებმა და ცოლშვილმა არ უნდა იდარდონ, ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში საქართველოსთვის გაწირეს თავი! საინტერესოა, როგორ უნდა მივაბათ საქართველო და ავღანეთი, რომ გამოგვივიდეს სამშობლოსთვის თავის გაწირვა? ტერორიზმთან ბრძოლა უდრის სამშობლოსთვის ბრძოლას? თუ ნატოს მისიაში მონაწილეობა ნიშნავს სამშობლოსთვის თავგანწირვას? ან იქნებ ხელისუფლების კაპრიზის შესრულებაა სამშობლოსთვის თავის გაწირვა? თუ საუბარია გლობალურ ტერორიზმზე, მაშინ ქართული არმია უნდა გადანაწილდეს ყველა იმ ზონაში სადაც ტერორიზმის კერებია. თუ ლოკალურად თალიბანთან ბრძოლაა სამშობლოსთვის თავგანწირვა, მაშინ საკითხავია _ რა გავლენას ახდენს თალიბანის აქტიურობა ავღანეთსა და პაკისტანში საქართველოზე? თუ ნატოს ოპერაციებში მონაწილეობაა სამშობლოსთვის თავგანწირვა, მაშინ ჩნდება ერთი აკრძალული, მაგრამ ლოგიკური კითხვა _ რა სარგებლობა მოაქვს ნატოს საქართველოსთვის. რათქმაუნდა შეიძლება ვიმკითხაოთ მომავალზე, თუ როგორ შეიძლება დაგვეხმაროს მომავალში ნატო, რომელმაც შეიძლება მოგვცეს მაპი, მერე შეიძლება მიგვიღოს წევრად, მერე შეიძლება მოთხოვოს რუსეთს აფხაზეთის გათავისუფლება და მერე შეიძლება საქართველოსთვის იომოს. მაგრამ ამდენი „შეიძლება“ და ალბათობა ვერანარად ვერ გახდება უკვე დაღუპული ადამიანების სიცოცხლეების საპირწონე. ეს მთელი „ხსოვნა იყოს“ და „ მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“ არის არა მარტო ტყუილი და თავისმართლება, არამედ არსებული ხელისუფლების პროპაგანდის ერთი ნაწილი. ხელისუფლებას სურს, რომ მისი კაპრიზები გაუტოლოს სახელმწიფოს ინტერესებს და ამით მოახდინოს საკუთარი სვლების, შეცდომების და დანაშაულებების ლეგალიზაცია ქართულ საზოგადოებაში. ეს პროპაგანდისტული სვლა გამოყენებულ იქნა ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბერში, როცა სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ მათ მიერ მოწყობილ ხავერდოვან გადატრიელებას დაარქვეს „რევოლუცია“, რელურად არანაირ რევოლუციას ადგილი არ ქონია, მაგრამ მედიის ძალამ დაამკვიდრა აზრი, რომ იმ პერიოდში რევოლუციად მონათლული გადატრიალება მოაწყო არა იმ ტრიუმვირატმა, ფულმა და ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერამ, არამედ ქართველმა ხალხმა, მთელმა ერმა. ერი გახადეს დანაშაულის თანამონაწილე. აბა ვინ იტყვის ქმედებაზე _ ეს დანაშაულიაო, თუ თავად ახდენს საკუთარი პერსონის იდენტიფიცერბას მომხდართან? იგივე პროპაგანდა იყო გამოყენებული დღეს საგულდაგულოდ მიჩქმალულ 2004 წლის ზაფხულის სამხედრო ავანტიურაში, როცა ხელისუფლებამ სცადა ძალისმიერი მეთოდებით და სწრაფად მოეგვარებინა ცხინვალის რეგიონის პრობლემა, მაგრამ ოპერაცია ჩავარდა, საქართველომ იმ არაფრისმომცემ ავანტიურაში რამდენიმე ათეული ადამიანი დაკარგა. მაშინაც ითქვა „ხსოვნა იყოს!“ და „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“. თუ სამშობლოსთვის თავი გაწირეს, ესეიგი გრეც უნდა ყოფილიყო _ სამშობლო ხომ სიცოცხლეზე მაღლა დგას! იგივე სიმარტივით გამართლდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების დანაკლისი, იგივე მეთოდებით მართლდება ავღანეთში გაღებული მსხვერპლიც. კი მაგრამ, რა მიიღო საქართველომ ამ მსხვერპლით? რა მივიღეთ 2004 წელში მოწყობილი ავანტიურით? ან საერთოდ რამდენს გახსოვთ ის ბრძოლები? რამდენს შეუძლია ჩამოთვალოს მაშინ დაღუპულთა სახელები?... ამის შემდეგ ცოტა რთულია მოიყვანო თუნდაც ერთი მიზეზი, რისთვისაც ჩაითვლებოდა გამართლებულად ის მსხვერპლი? 2008 წლის ომის დასრულება რომ არ იყო ქართველ სამხედროთა გაღებული მსხვერპლის შედეგი ესეც გასაგებია, რადგან ხელისუფლება თავად ამბობდა, რომ ომი დაასრულა სარკოზი მედვედევის ხელშეკრულებამ. რა შედეგი მოიტანა საქართველოსთვის ქართველი სამხედროების სიკვდილმა? გამარჯვება? ტერიტორიების შენარჩუნება? ტერიტორიების დაბრუნება?... ერთადერთი, რაც იმ ომში იყო თავად ქართველი სამხედროების თავგანწირვა თანამებრძოლების და მშვიდობიანი ადამიანების გადასარჩენად, იმათ გადასარჩენად, ვიზეც არ იზრუნა ხელისუფლებამ და გენერალიტეტმა, რომლის ნაწილი მოღალატე და რუსეთის აგენტი აღმოჩნდა. საბოლოოდ გამოდის, რომ 2004-შიც და 2008-შიც ქართველმა სამხედროებმა თავი გაწირეს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისთვის და არა სამშობლოსთვის. ახლა შევხედოთ რა სარგებლობა მოაქვს ჩვენი სამხედროების სიკვდილს ავღანეთში. რას გვაძლევს ავღანეთი ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს? როგორ მოქმედებს ეს მსხვერპლი დანარჩენების ცხოვრებაზე? იქნებ სამხედრო გამოცდილების მიღებას ეწირება? ვითომ ავღანური ლანდშაფტი, კლიმატი, კულტურა, იარაღი და ბრძოლის ტაქტიკა გავს რუსულს ან ქართულს? ისევ არ ჯდება ლოგიკაში. ერთადერთი, რაც ლოგიკურია, არის ოფიციალური თბილისის დაინტერესება. ავღანეთში ჩვენი ჯარის ბრძოლა არის ხელისუფლების კაპრიზი და ინტერესი. ზოგს გაეცინება, რა ინტერესი შეიძლება ქონდეს ვინმეს ავღანეთში, მაგრამ ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა პირველ რიგში ფულის საშოვნელად. სულ რამდენიმე დღის წინ, ერთ ერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ შეწყვიტა თავისი რეისები ბათუმში მათი წამგებიანობის გამო და გადაერთო ავღანეთზე. რატომ? ლოგიკურია, რომ მოგებისთვის. მანამდე სხვა ავიაკომპანია, რომელიც ფლობს ვერტმფრენებს ასევე გადაერთო საქართველოს ბაზრიდან ავღანეთზე, რატომ? იმიტომ რომ იქ მოგებაა. საიდან შემოდის საქართველოში ნარკოტიკი? ავღანეთიდან. მართალია, აქ რჩება ნარკოტიკის მხოლოდ მიზერული ნაწილი, დანარჩენი კი ტრანზიტისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ფაქტია, გეროინი იწარმოება მხოლოდ ავღანეთში. სხვათაშორის, ტრიალებს აზრი, რომ უბრალო ქართველი სამხედროებიც კი ფინანსური დაინტერესებით მიდიან ავღანეთში, იქ მაღალი ხელფასებია. სხვა ინფორმაციით კი, სწორედ თავდაცვის სამინისტრო აიძულებს სამხედროებს წავიდნენ ავღანეთში. და აქაც დაინტერესებაა, მაგრამ არა იმდენად გაჭირვებული სამხედროების, რამდენადაც მაღალჩინოსნების. ამერიკელი სამხედროების საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 6300 დოლარია, მაშინ როცა ქართველი სამხედროების საშუალო ხელფასი 2200-2500 ლარი. დაღუპული ამერიკელი სამხედროს ოჯახს აშშ მთავრობა 100 000 დოლარს უხდის, საქართველოს მთავრობა ათჯერ ნაკლებს, სამაგიეროდ არის მორალური კომპენსაცია - „მათ სამშობლოსათვის გაწირეს თავი!“. ეს ფრაზა განკუთვნილია არა იმდენად დაღუპულთა ოჯახებისადმი, რამდენადაც დანარცენი საზოგადოებისადმი _ ხალხნო, ის ხალხი უნდა მომკვდარიყო, იმიტომ რომ სამშობლოსთვის ვიღაცამ მსხვერპლი უნდა გაიღოს! სამშობლოსთვის სიკვდილი საპატიოა! ავღანეთში სიკვდილი საპატიოა! ხოლო თუ სიკვდილი საპატიოა, მაშინ რაღა პრეტენზია უნდა გქონდეტ ხალხს ხელისუფლებისამი, რომელმაც უზრუნველყო ეს საპატიო სიკვდილი?!.. მოკლედ, ხელისუფლება არაფერშუაშია, უმაღლესმა იდეალმა _ სამშობლომ მოითხოვა წმინდა მსხვერპლი! საინტერესოა, რას წარმოადგენს ეს სამშობლო, რომლისთვისაც თავი გაწირეს ჩვენმა სამხედროებმა? ეს არის ქართველი ხალხი? ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა რომ ქვეყნის ბედი წყდება ავღანეთში და იქ გარებული მსხვერპლი გამართლებული და მისაღებია? ან იქნებ ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ კითხა საზოგადოებას _ აი ჩვენ ასე ვფიქრობთ, და თქვენ, ამომრჩევლები თუ დაგვეთანხმებით, გავგზავნით 1000 კაცს ავღანეთში, სადაც ისინი შეიძლება დაიხოცონო? რაღაც არ მახსოვს ასეთი რეფერენდუმი ან სოციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩატარებულიყოს. მაშინ გამოდის, რომ სააკაშვილმა, ახალაიამ და ბოკერიამ თქვეს _ ასე უნდა იყოსო და ასეც არის. სააკაშვილს საქართველოსთვის არ უკითხავს, გვჭირდებოდა თუ არა ომობანა ავღანეთსა და ერაყში, როცა საკუთარი ტერიტორიებისთვის ვერ მიგვიხედავს, ან გვიღირდა თუ არა ისლამისტ ტერორისტებთან არაფრისმომცემი ბრძოლები, მაშინ როცა ჩვენი ცეროდენა ქვეყანა ალყაშემორტყმულია ნაირნაირი ტერორისტული ორგანიზაციებით. ეს ყველაფერი ერთპიროვნულად, ხალხის ნაცვლად გადაწყვიტა ქვეყნის პრეზიდენტმა. ჰოდა ვისთვის გაწირეს თავი იმ სამხედროებმა?... ტოტალიტარულ რუსეთში არსებობენ ავღანეთსა და ჩეჩნეთში დაღუპულ ჯარისკაცთა დედების კომიტეტები, რომლებიც იბრძვიან ომის წინააღმდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩეჩნეთში დაღუპულ დედათა ორგანიზაციების არსებობა, რადგან ჩეჩნეთი რუსეთის ნაწილად ითვლება, საუბარი აღარაა ავღანეთზე. და ის დედები იბრძვიან, მოქმედებენ და სჯერათ, რომ მათი შვილები შეეწირნენ არა მაღალ იდიალებს, არამედ მაღალ ეშელონებს და მათ გამდიდრებას. სად არიან ქართველი დედები და მეუღლეები? რამდენი ქართველი სამხედრო უნდა მოკლან ავღანეთში, რომ ქართულმა საზოგადოებამ აიძულოს ხელისუფლება _ გამოიყვანოს ჯარი ავღანეთიდან? არ არის გამორიცხული, ზოგიერთს არ აწყობდეს ამ მისიის შეწყვეტა, რადგან ავღანეთში მსახურით მიღებულ ხელფასზე დამოკიდებულია მისი ოჯახის ფიზიკური არსებობა. შესაძლოა იმ სამხედროს უღირს გაწიროს თავი მაღალანაზღაურებადი ხელფასისა და შესაბამისად ოჯახის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა. ეს უკვე რისკიანი ბიზნესია და ნაკლები კავშირი აქვს როგორც პოლიტიკასთან, ასევე სამშობლოსთვის თავგანწირვასთან, რაც საბოლოოდ ისევ ქვეყნის უთავმოყვარეო, უნიათო და მკვლელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
  9. როდესაც მუხრან შუკვანი დაიღუპა, მაშინვე გავრცელდა ხმები ოთხი ქართველის დაღუპვაზე, რომელსაც ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა, ვიდრე რასმუსენმა არ მიუსამძიმრა მათ. მე ვერანაირად გავიზიარებ იმ აზრს, რომ ავღანეთის კამპანიაში მონაწილეობა ნატოს სტანდარტებთან დაგვაახლოებს. ნატოსთან მისასვლელად სამართლიანი აჩევნები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო და დემოკრატიული მთავრობაა რაც საქართველოში სამწუხაროდ არასოდეს იარსებებს. ასე რომ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საზ. აზრი ქართველების ავღანეთის ჯოჯოხეთიდან გამოსაყვანად. ამ თემაზე გიორგი უძილაურს ჰქონდა კარგი ჩანაწერი ფეისბუქზე: გიორგი უძილაური ავღანეთში 4 ქართველი სამხედრო დაიღუპა, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ. საქართველოს სახელისუფლებო მედია შეეცადა სხვა თემებით(რასმუსენის ვიზიტი, დედ ხასანას მტრები, კულტურის მინისტრის ინიციატივა..)გადაეფარათ ეს ამბავი, მაგრამ დამალვა შეუძლებელი იყო. ამიტომაც საჭირო გახდა რამენაირად გამართლებულიყო სხვების ომებში გაღებული მორიგი მსხვერპლი. ოფიციალური მწუხარების გამოხატვა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი აღმოჩნდა, სამძიმრები მოვიდა უცხოეთიდან, ოფიციალურად წუხს პრეზიდენტიც და მთავრობაც. პარალელურად არაოფიციალურმა სახელისუფლებო პროპაგანდამ ვებ-სივრცეში მოკლე შეფასება არჩია _ „ხსოვნა იყოს!“, „ნათელი დაადგეთ!“, „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“. რა მარტივი და ამავდროულად რა ეპიკური და ყველაფრის ამხსნელი სიტყვებია „ხსოვნა იყოს!“ და ყველაფერი მოგვარებულია, თუ საკმარისი არაა, გამოდგება _ „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“ ცეცხლაძის, კოლხიტაშვილის,გოგიაშვილის და კალანდაძის მშობლებმა და ცოლშვილმა არ უნდა იდარდონ, ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში საქართველოსთვის გაწირეს თავი! საინტერესოა, როგორ უნდა მივაბათ საქართველო და ავღანეთი, რომ გამოგვივიდეს სამშობლოსთვის თავის გაწირვა? ტერორიზმთან ბრძოლა უდრის სამშობლოსთვის ბრძოლას? თუ ნატოს მისიაში მონაწილეობა ნიშნავს სამშობლოსთვის თავგანწირვას? ან იქნებ ხელისუფლების კაპრიზის შესრულებაა სამშობლოსთვის თავის გაწირვა? თუ საუბარია გლობალურ ტერორიზმზე, მაშინ ქართული არმია უნდა გადანაწილდეს ყველა იმ ზონაში სადაც ტერორიზმის კერებია. თუ ლოკალურად თალიბანთან ბრძოლაა სამშობლოსთვის თავგანწირვა, მაშინ საკითხავია _ რა გავლენას ახდენს თალიბანის აქტიურობა ავღანეთსა და პაკისტანში საქართველოზე? თუ ნატოს ოპერაციებში მონაწილეობაა სამშობლოსთვის თავგანწირვა, მაშინ ჩნდება ერთი აკრძალული, მაგრამ ლოგიკური კითხვა _ რა სარგებლობა მოაქვს ნატოს საქართველოსთვის. რათქმაუნდა შეიძლება ვიმკითხაოთ მომავალზე, თუ როგორ შეიძლება დაგვეხმაროს მომავალში ნატო, რომელმაც შეიძლება მოგვცეს მაპი, მერე შეიძლება მიგვიღოს წევრად, მერე შეიძლება მოთხოვოს რუსეთს აფხაზეთის გათავისუფლება და მერე შეიძლება საქართველოსთვის იომოს. მაგრამ ამდენი „შეიძლება“ და ალბათობა ვერანარად ვერ გახდება უკვე დაღუპული ადამიანების სიცოცხლეების საპირწონე. ეს მთელი „ხსოვნა იყოს“ და „ მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“ არის არა მარტო ტყუილი და თავისმართლება, არამედ არსებული ხელისუფლების პროპაგანდის ერთი ნაწილი. ხელისუფლებას სურს, რომ მისი კაპრიზები გაუტოლოს სახელმწიფოს ინტერესებს და ამით მოახდინოს საკუთარი სვლების, შეცდომების და დანაშაულებების ლეგალიზაცია ქართულ საზოგადოებაში. ეს პროპაგანდისტული სვლა გამოყენებულ იქნა ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბერში, როცა სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ მათ მიერ მოწყობილ ხავერდოვან გადატრიელებას დაარქვეს „რევოლუცია“, რელურად არანაირ რევოლუციას ადგილი არ ქონია, მაგრამ მედიის ძალამ დაამკვიდრა აზრი, რომ იმ პერიოდში რევოლუციად მონათლული გადატრიალება მოაწყო არა იმ ტრიუმვირატმა, ფულმა და ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერამ, არამედ ქართველმა ხალხმა, მთელმა ერმა. ერი გახადეს დანაშაულის თანამონაწილე. აბა ვინ იტყვის ქმედებაზე _ ეს დანაშაულიაო, თუ თავად ახდენს საკუთარი პერსონის იდენტიფიცერბას მომხდართან? იგივე პროპაგანდა იყო გამოყენებული დღეს საგულდაგულოდ მიჩქმალულ 2004 წლის ზაფხულის სამხედრო ავანტიურაში, როცა ხელისუფლებამ სცადა ძალისმიერი მეთოდებით და სწრაფად მოეგვარებინა ცხინვალის რეგიონის პრობლემა, მაგრამ ოპერაცია ჩავარდა, საქართველომ იმ არაფრისმომცემ ავანტიურაში რამდენიმე ათეული ადამიანი დაკარგა. მაშინაც ითქვა „ხსოვნა იყოს!“ და „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“. თუ სამშობლოსთვის თავი გაწირეს, ესეიგი გრეც უნდა ყოფილიყო _ სამშობლო ხომ სიცოცხლეზე მაღლა დგას! იგივე სიმარტივით გამართლდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების დანაკლისი, იგივე მეთოდებით მართლდება ავღანეთში გაღებული მსხვერპლიც. კი მაგრამ, რა მიიღო საქართველომ ამ მსხვერპლით? რა მივიღეთ 2004 წელში მოწყობილი ავანტიურით? ან საერთოდ რამდენს გახსოვთ ის ბრძოლები? რამდენს შეუძლია ჩამოთვალოს მაშინ დაღუპულთა სახელები?... ამის შემდეგ ცოტა რთულია მოიყვანო თუნდაც ერთი მიზეზი, რისთვისაც ჩაითვლებოდა გამართლებულად ის მსხვერპლი? 2008 წლის ომის დასრულება რომ არ იყო ქართველ სამხედროთა გაღებული მსხვერპლის შედეგი ესეც გასაგებია, რადგან ხელისუფლება თავად ამბობდა, რომ ომი დაასრულა სარკოზი მედვედევის ხელშეკრულებამ. რა შედეგი მოიტანა საქართველოსთვის ქართველი სამხედროების სიკვდილმა? გამარჯვება? ტერიტორიების შენარჩუნება? ტერიტორიების დაბრუნება?... ერთადერთი, რაც იმ ომში იყო თავად ქართველი სამხედროების თავგანწირვა თანამებრძოლების და მშვიდობიანი ადამიანების გადასარჩენად, იმათ გადასარჩენად, ვიზეც არ იზრუნა ხელისუფლებამ და გენერალიტეტმა, რომლის ნაწილი მოღალატე და რუსეთის აგენტი აღმოჩნდა. საბოლოოდ გამოდის, რომ 2004-შიც და 2008-შიც ქართველმა სამხედროებმა თავი გაწირეს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისთვის და არა სამშობლოსთვის. ახლა შევხედოთ რა სარგებლობა მოაქვს ჩვენი სამხედროების სიკვდილს ავღანეთში. რას გვაძლევს ავღანეთი ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს? როგორ მოქმედებს ეს მსხვერპლი დანარჩენების ცხოვრებაზე? იქნებ სამხედრო გამოცდილების მიღებას ეწირება? ვითომ ავღანური ლანდშაფტი, კლიმატი, კულტურა, იარაღი და ბრძოლის ტაქტიკა გავს რუსულს ან ქართულს? ისევ არ ჯდება ლოგიკაში. ერთადერთი, რაც ლოგიკურია, არის ოფიციალური თბილისის დაინტერესება. ავღანეთში ჩვენი ჯარის ბრძოლა არის ხელისუფლების კაპრიზი და ინტერესი. ზოგს გაეცინება, რა ინტერესი შეიძლება ქონდეს ვინმეს ავღანეთში, მაგრამ ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა პირველ რიგში ფულის საშოვნელად. სულ რამდენიმე დღის წინ, ერთ ერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ შეწყვიტა თავისი რეისები ბათუმში მათი წამგებიანობის გამო და გადაერთო ავღანეთზე. რატომ? ლოგიკურია, რომ მოგებისთვის. მანამდე სხვა ავიაკომპანია, რომელიც ფლობს ვერტმფრენებს ასევე გადაერთო საქართველოს ბაზრიდან ავღანეთზე, რატომ? იმიტომ რომ იქ მოგებაა. საიდან შემოდის საქართველოში ნარკოტიკი? ავღანეთიდან. მართალია, აქ რჩება ნარკოტიკის მხოლოდ მიზერული ნაწილი, დანარჩენი კი ტრანზიტისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ფაქტია, გეროინი იწარმოება მხოლოდ ავღანეთში. სხვათაშორის, ტრიალებს აზრი, რომ უბრალო ქართველი სამხედროებიც კი ფინანსური დაინტერესებით მიდიან ავღანეთში, იქ მაღალი ხელფასებია. სხვა ინფორმაციით კი, სწორედ თავდაცვის სამინისტრო აიძულებს სამხედროებს წავიდნენ ავღანეთში. და აქაც დაინტერესებაა, მაგრამ არა იმდენად გაჭირვებული სამხედროების, რამდენადაც მაღალჩინოსნების. ამერიკელი სამხედროების საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 6300 დოლარია, მაშინ როცა ქართველი სამხედროების საშუალო ხელფასი 2200-2500 ლარი. დაღუპული ამერიკელი სამხედროს ოჯახს აშშ მთავრობა 100 000 დოლარს უხდის, საქართველოს მთავრობა ათჯერ ნაკლებს, სამაგიეროდ არის მორალური კომპენსაცია - „მათ სამშობლოსათვის გაწირეს თავი!“. ეს ფრაზა განკუთვნილია არა იმდენად დაღუპულთა ოჯახებისადმი, რამდენადაც დანარცენი საზოგადოებისადმი _ ხალხნო, ის ხალხი უნდა მომკვდარიყო, იმიტომ რომ სამშობლოსთვის ვიღაცამ მსხვერპლი უნდა გაიღოს! სამშობლოსთვის სიკვდილი საპატიოა! ავღანეთში სიკვდილი საპატიოა! ხოლო თუ სიკვდილი საპატიოა, მაშინ რაღა პრეტენზია უნდა გქონდეტ ხალხს ხელისუფლებისამი, რომელმაც უზრუნველყო ეს საპატიო სიკვდილი?!.. მოკლედ, ხელისუფლება არაფერშუაშია, უმაღლესმა იდეალმა _ სამშობლომ მოითხოვა წმინდა მსხვერპლი! საინტერესოა, რას წარმოადგენს ეს სამშობლო, რომლისთვისაც თავი გაწირეს ჩვენმა სამხედროებმა? ეს არის ქართველი ხალხი? ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა რომ ქვეყნის ბედი წყდება ავღანეთში და იქ გარებული მსხვერპლი გამართლებული და მისაღებია? ან იქნებ ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ კითხა საზოგადოებას _ აი ჩვენ ასე ვფიქრობთ, და თქვენ, ამომრჩევლები თუ დაგვეთანხმებით, გავგზავნით 1000 კაცს ავღანეთში, სადაც ისინი შეიძლება დაიხოცონო? რაღაც არ მახსოვს ასეთი რეფერენდუმი ან სოციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩატარებულიყოს. მაშინ გამოდის, რომ სააკაშვილმა, ახალაიამ და ბოკერიამ თქვეს _ ასე უნდა იყოსო და ასეც არის. სააკაშვილს საქართველოსთვის არ უკითხავს, გვჭირდებოდა თუ არა ომობანა ავღანეთსა და ერაყში, როცა საკუთარი ტერიტორიებისთვის ვერ მიგვიხედავს, ან გვიღირდა თუ არა ისლამისტ ტერორისტებთან არაფრისმომცემი ბრძოლები, მაშინ როცა ჩვენი ცეროდენა ქვეყანა ალყაშემორტყმულია ნაირნაირი ტერორისტული ორგანიზაციებით. ეს ყველაფერი ერთპიროვნულად, ხალხის ნაცვლად გადაწყვიტა ქვეყნის პრეზიდენტმა. ჰოდა ვისთვის გაწირეს თავი იმ სამხედროებმა?... ტოტალიტარულ რუსეთში არსებობენ ავღანეთსა და ჩეჩნეთში დაღუპულ ჯარისკაცთა დედების კომიტეტები, რომლებიც იბრძვიან ომის წინააღმდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩეჩნეთში დაღუპულ დედათა ორგანიზაციების არსებობა, რადგან ჩეჩნეთი რუსეთის ნაწილად ითვლება, საუბარი აღარაა ავღანეთზე. და ის დედები იბრძვიან, მოქმედებენ და სჯერათ, რომ მათი შვილები შეეწირნენ არა მაღალ იდიალებს, არამედ მაღალ ეშელონებს და მათ გამდიდრებას. სად არიან ქართველი დედები და მეუღლეები? რამდენი ქართველი სამხედრო უნდა მოკლან ავღანეთში, რომ ქართულმა საზოგადოებამ აიძულოს ხელისუფლება _ გამოიყვანოს ჯარი ავღანეთიდან? არ არის გამორიცხული, ზოგიერთს არ აწყობდეს ამ მისიის შეწყვეტა, რადგან ავღანეთში მსახურით მიღებულ ხელფასზე დამოკიდებულია მისი ოჯახის ფიზიკური არსებობა. შესაძლოა იმ სამხედროს უღირს გაწიროს თავი მაღალანაზღაურებადი ხელფასისა და შესაბამისად ოჯახის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა. ეს უკვე რისკიანი ბიზნესია და ნაკლები კავშირი აქვს როგორც პოლიტიკასთან, ასევე სამშობლოსთვის თავგანწირვასთან, რაც საბოლოოდ ისევ ქვეყნის უთავმოყვარეო, უნიათო და მკვლელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
  10. მოღალატე და საქართველოზე გადამტერებული ერი. ჩვენ კი..... მოძმე ხალხიო ეს ხალხი სრულ იზოლაციაში უნდა ამყოფო და ამოხადო სული
  11. მაპატიეთ თუ შეურაცხყოფას გაყენებთ, მაგრამ თქვენი გამკვირვებია. რატომ შედიხართ იმ ფორუმზე? თუ იცით რომ თქვენს ნააზრევს წაშლიან ან გაგლანძღავენ. მიატოვეთ ეგ ბოროტების კერა. დაე მეხოტბეებმა და ვაზელინებმა ერთ ხმაში 24 საათი ადიდონ თავიანთი ბელადი.
  12. ძალიანაც სჭირდება მასეთი კვერის დამკვრელი და კიდე სხვანაირი ხალხი. აგვისტოს ომის წლისთავი ახლოვდება და კოლუმბიაში ვიღაცის ინაუგურაციაზე გარბის. კვერის დამკვრელები და კიდევ სხვანაირები (იაკობაშვილი, ბარამიძე სია გრძელია) მნიშვნელოვან ვიზიტად აფასებენ კოლუმბიურ ვოიაჟს.
  13. [„პირველი“] ამის შესახებ პირWელს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი ქლინტონთან თბილისში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა. მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით ამერიკული მხრიდან წინააღმდეგობა არ არსებობს. ხაზს ვუსვამ, რომ მაგისტრალის სრული პრივატიზება არ იგეგმება. საუბარია აქციების მხოლოდ რამდენიმე პროცენტზე, შესაბამისად, ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის ამ საკითხში გაუგებრობა არ არსებობს, - აცხადებს ტყეშელაშვილი და აქვე დასძენს, რომ მაგისტრალის პრივატიზაცია საქართველოს სუვერენული უფლებაა. ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი მაგისტრალის პრივატიზებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების კონტექსტში გამოთქმულ პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური თბილისი მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებას აპირებს. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება გაზსადენის აქციების მხოლოდ 10-15%-ის გაყიდვას გეგმავს. ქართული მხარის ვარაუდით, აღნიშნული აქციები შეიძლება, გაიყიდოს მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების გზით და ისიც ორ-სამ წელიწადში. აღსანიშნავია, რომ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით თავის დროზე, ამერიკულ მხარეს მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ჰქონდა. -- მოკლედ ამერიკის ნებართვის გარეშე მიშა და მისი საძმაკაცო ცხვირსაც ვერ მოიწმენდს. ამერიკამ რადგან მწვანე აუნთო აწი მიჰყიდიან რუსებს გაზსადენს და გვარიან ფულებსაც გადაქაჩავენ ევროპულ ანგარიშებზე
  14. ТБИЛИСИ-МЭРИЯ-ФОНД-КОМЕДИ ТБИЛИССКАЯ МЭРИЯ ИЗ СВОЕГО РЕЗЕРВНОГО ФОНДА ВЫДЕЛИЛА «КОМЕДИ ГРУПП» 62 ТЫСЯЧИ ЛАРИ ТБИЛИСИ. 19.Июль.10. /КАВКАЗ-ПРЕСС/. Тбилисская мэрия из своего резервного фонда в первом квартале выделила «Комеди групп» 62 тысячи лари. По данным, размещенным на сайте мэрии, 12 000 лари было выделено «Комеди групп» на проведение 14 февраля концерта группы «Кензо» и звезд грузинской эстрады во Дворце спорта. 50 000 лари «Комеди групп» было выделено на проведение конферта в Большом концертном зале. მაპატიეთ რომ რუსულად დავდე ეს ინფორმაცია. უბრალოდ მიკვირს რა დამსახურება აქვს ამ ჯგუფს და რატომ იწვევენ ჯგუფის ტაკიმასხარა წევრებს სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებებზე. ამასწინათ რუსთავის N 1 ციხის გახსნაზე ვანო ჯავახიშვილიც იყო მისულიო-ახლობელი ჟურნალისტი მეუბნებოდა
  15. უცხოურ არხებზე მინახავს ხალხის მასა რომელიც ლოცულობს და ვიღაც პასტორები თითქოს ხალხს კურნავენ იესოს სახელით. ასეთი ღონისძიება სურდა ჰეთვეისაც, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობს. თუმცა ვერაფერი გამოუვიდა რადგან სპორტის სასახლეში ხალხი რწმენით კი არ მივიდა არამედ დავალებით და ვიღაც ვიღაცეების ორგანიზებით. ადამიანი კი თუ რწმენაში ძლიერი იქნება ჰეთვეის მსგავსი პასტორების გარეშეც შესძლებს უფალთან მიახლოებას. ისე ადრე ჩვენი პროტესტანტები ჯვარს და ანაფორას დასცინოდნენ წარმართულიაო. ბოლოს მაგათმა მეთაურმაც კი ჩაიცვა ანაფორა წვერები გაუშვა და უზარმაზარი ჯვარი ჩამოიკიდა, რათა ამ გზით გადაებირა ხალხი მართლმადიდებლობიდან. ისე მართლმადიდებლობა დიდი პასუხისმგებლობაა და ბევრი იმიტომ ხდება სხვა სექტის მიმდევარი , რომ ამ პასუხისმგებლობას გაექცეს. ეს პასუხისმგებლობაა თუნდაც ის რომ მართლმადიდებლობა მავალებს შევიწყნარო ყველა პროტესტანტი. მაგრამ როდესაც მე გინებით ვარკვევ მათთან ურთიერთობას ამით მართლმადიდებლობას ვაყენებ შეურაცხყოფას.
  16. analgin ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც ირანთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა აქვს... თურქეთია მასეთი ქვეყანა, რომელიც ნატოს ნამდვილი წევრია და ამასთან ირანთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა აქვს თუ არ ვცდები 1985 წლიდან. გადახედე ასევე ირან-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობებს.
  17. ხოოო ასეც იყო მოსალოდნელი. მას შემდეგ რაც საფრანგეთის სასამართლოში ფული ტყუილად გადაიყარა, ტელევიზია ბერეზოვსკის გადასცეს. ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოში და უგანდაში ფირმებს რომ ისე არ არეგისტრირებენ ცხადია.
  18. ამ ვიზიტებს არაფერი შედეგი არ ექნება. ჩამოვლენ და წავლენ. აი ჩვენი ლომები კი ისევ იზოლაციაში იქნებიან და აქეთ იქით მხოლოდ დაუპატიჟებლად თუ გაინავარდებენ.
  19. მაგალითად პუტინი რომ სადმე ჩავიდეს დაუპატიჟებლად რა რეაქცია ექნებათ ჩვენ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ტელეარხებს ანუ ერორს და იმედს? ვფიქრობ ერთკვირიანი სალაყბო თემა ექნებათ მაგრამ მიშას უკრაინული ტურნე სადაც ის დაუპატიჟებლად ჩავიდა დიდ მოვლენად შეფასდა (არადა ეჭვები არსებობს, რომ იქ ის რუსეთის ლიდერებთან საიდუმლო აუდიენციის გასამართად იყო ჩასული) ასეთ ვითარებაში მიშა ხვდება ლუკაშენკოს, რომელიც ევროპელთა მოსაზრებით დიქტატორია და დემოკრატიის მტერი. ნეტავ რა გეგმები აქვს მიშას?
  20. სავარაუდოდ მიშა ახლო მომავალში ჰონდურასსაც ეწვევა დღეს, ჰონდურასის რესპუბლიკის დელეგაცია ჰონდურასის სოციალური ინვესტიციების მინისტრის ნასრი ალფურას ხელმძღვანელობით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე და საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ახმედ აივეიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ. მგფ-ის დაფინანსებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ბაისუბნის და სოფელ კართუბნის დამაკავშირებელი, აგრეთვე ყოველსაკვირაო ბაზრის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო და 2010 წლის 12 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხორციელდება ჭაბურღილების მოწყობის და ქალაქ ლაგოდეხში წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროექტი. სამუშაოები 2009 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო და 2010 წლის 15 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცოდნისკარსა და ნინიგორში წყალსადენის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია ხორციელდება; სოფლებში ვარდისუბანში, კართუბანში, გიორგეთში, აფენში, არეშფერანში, გუჯარეთსა და გიორგეთში ხორციელდება თითო სადაზვერვო - საექსპლუატაციო ჭაბურღილების მოწყობა, სოფელ ჭიაურში კი არსებული წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია. 2010 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში 12 ახალ პროექტს განახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტები რეგიონში მუნიციპალური გზების, ასევე წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
  21. ერთი შლეგის შეცვლა მეორე შლეგით.......ეჰ ჩვენი საშველი არაა
  22. დარწმუნებული ხარ რომ არ ფლობს? ქვეყანას რომელსაც შესწევს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრების უნარი დროთა მანძილზე 90 პროცენტამდე აიყვანს. ამერიკა არის დამნასავე. თავიდან ირანზე რომ განეხორციელებინა თავდასხმა ერაყის პრობლემა ავტომატურ რეჟიმში გადაიჭრებოდა და ამით ერთს კი არა უამრავ კურდღელს დაიჭერდა.
×
×
  • შექმენი...