Jump to content
Planeta.Ge

nostradamusi

პლანეტელი
  • პოსტები

    251
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი nostradamusi

  1. აკაკი მინაშვილი დარწმუნებულია, რომ უკანასკნელ წლებში ემიგრაციიდან მოქალაქეების დაბრუნების მაღალი ინტესივობაა. ეჰ მინაშვილო როგორ ვერ ხარ საღ ჭკუაზე
  2. კანონში სწერია ასე: მუხლი 17. პაემნის უფლება 1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი, აგრეთვე ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება. ამის მერე იგივე კანონში ვკითხულობთ: მუხლი 123. ბრალდებულის პაემანი 2014 წლის 1 იანვრამდე ბრალდებული 2014 წლის 1 იანვრამდე სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე. ერთ კონკრეტულ საქმეზე ბრალდებულს არ აძლევენ დედასთან შეხვედრის უფლებას.ბრალდებული უცხოელი მანდილოსანია. ნორჩი ლენინელი პროკურორი, რომელიც 20 წლისაც არ არის მიმტკიცებს რომ კანონით ბრალდებულს პაემნის უფლება არ ქვს. არადა ეს კანონი მიშას მიერ არის ხელმოწერილი 2010 წლის 9 მარტს. ჰამარბერგის ყურამდე მიიტანეთ ეს ამბავი რა
  3. ყირგიზ დეპუტატებს პარლამენტიდან ბოროტი სულების განდევნა 15–15 დოლარი დაუჯდათ 21/04/2011 12:21 http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2498&Itemid=1 21 აპრილის დილას ყირგიზმა დეპუტატებმა ბოროტი სულების გასადევნი რიტუალი ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას 24.kg.org ავრცელებს. მსხვერპლშეწირვის მსგავს რიტუალს შვიდი ცხვრის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად სად დაკლეს ეს ცხოველები. პარლამენტის სპიკერის, კელდიბეკოვის განცხადებით, რიტუალის დროს დახარჯული ფინანსების ასანაზღაურებლად თითოეულ დეპუტატს 700 სომი (ყირგიზული ვალუტა), ანუ 15 აშშ დოლარი, ხელფასიდან ჩამოეჭრება. პოლიტიკოსების განცხადებით, ძირითადად თანხები ცხვრების ყიდვაში დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი ქველმოქმედებას მოხმარდება. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, რა გახდა რიტუალის ჩატარების საბაბი და რიტუალის შემდეგ, გაიწმინდა თუ არა აურა პარლამენტის შენობაში. ისე კარგი იქნება ჩვენ პარლამენტსაც თუ გავწმენდთ ბოროტი სულებისგან. 150 ბოროტი სული ზის იქ და ბოროტებას აკანონებენ
  4. ვაა რა ბედი მაქვს მაინცდმაინც მე რომ ვარ მიწვეული ირანში მაშინ იწყება ეს ამბავი
  5. მიშამ დემოკრატიის დიდ გაკვეთილზე ხალხის კითხვებს რომ პასუხობდა ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით, რომლებიც სომალიში არიან დატყვევებულნი ბევრ საუბარს თავი აარიდა და თქვა ხხელისუფლება რა ზომებსაც მიმართავს თავისი მოქალაქეების დასახმარებლად ყველაფერი არ ითქმისო ხოდა შუქურებმა მორიგი დიდი საქმე გააკეთეს. მიშა კი ამას გვიმალავდა საქართველომ და სომალის რესპუბლიკამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 12:13 27-01-2011 საქართველომ და სომალიმ დღეს ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ . ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ სუვერენული თანასწორობის, მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპებით. სომალის მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-სთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ელმი აჰმედ დუალემ, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-სთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ. ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა გაეროს გენერალურ მდივანს, ბენ კი მუნს აცნობეს. გაერო-ს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 147-თან აკავშირებს. როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე თვეა, 13 ქართველი მეზღვაური სომალელი მოკობრეების ტყვეობაში იმყოფება. მეკობრეები გამოსასყიდის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ითხოვენ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/157631-saqarthvelom-da-somalis-respublikam-diplomatiuri-urthierthobebi-daamyares.html
  6. http://1tv.ge/News-View.aspx?Location=15681&LangID=1 სამტავრობო ტელეკანტორებშიც რომ ეკაიფებიან მიშას TKEVNO UDIDIDEBULESOBAV, SRULIAD SAKARTVELOS PREZIDENTO!MOGESALMEBIT TKVENI MONA-MORCHILI SURIKA! GTXOVT, ROM TKVENI DAPIREBISDA MIXEDVIT,GAGVINATOT ARA MXOLOD MWVERVALI ,,USHBA,, ARAMEND MSHOBLIURI ,,ARARATIS,, MWVERVALI!TKVEN ES SHEGIDZLIAT!ME ISEVE,ROGORW MTELI SOMEXI ERI,DARWMUNEBULEBI VAR TKVENS ZEBUNEBRIV NICHSA DA SHESADZLEBLOBEBSHI! GPARAVDET MAGALI GMERTI DA MESROP MASHTOWIS MADLI!
  7. აგარის ქრხანა რაგაც შპს-დ გადაკეთდა და ქუალიტი შუგარ დაერქვა
  8. http://medianews.ge/index.php/ka/content/58445/ პაატა კოღუაშვილი: ბურები ინვესტიციის ჩადებას კი არა, ახლა დასათვალიერებლად ჩამოსულებს ბინის ქირასაც საქართველო უხდის საბეჭდი ვერსია საქართველოს მთავრობის პროექტი, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ჰოლანდიელი ფერმერების, ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა. ხელისუფლების განცხადებით, ბურები ქართულ აგრარულ სექტორში ინვესტიციების ჩადებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა დანერგავს და თავიანთი გამოცდილების გადმოტანას აპირებენ, რაც ქართული სოფლის მეურნოების აღორძინებას შეუწყობს ხელს. რას მოუტანს აღნიშნული პროექტი ქვეყანას და რა რისკები ახლავს თან? _ ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ ექსპერტს სოფლის მეურნეობის დარგში, პაატა კოღუაშვილს ესაუბრა. _ ბატონო პაატა, ბურები თავიანთი გამოცდილებით და ინვესტიციებით, რამდენად შეძლებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებას? _ არავითარი გამოცდილების გადმოტანა მათ არ შეუძლიათ. იმიტომ, რომ ბურებმა არ იციან ქართველ გლეხზე მეტი. უკანასკნელი 20 წელია ქართველ გლეხს არ მივეცით საშუალება, თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. ის, პრაქტიკულად, გაღატაკებული და თითივით გალოკილია. მას არ დავხმარებივართ არაფერში, გარდა იმისა, რომ გადავუგდეთ ერთი ჰექტარი მიწა და ქვეყნის გამოკვების მთელი პასუხისმგებლობა ავკიდეთ. ახლა კი ვაცხადებთ, რომ ქართველი გლეხი უმაქნისია და სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად ბურების ჩამოსახლება და მათი გამოცდილების გადმოტანაა საჭირო. _ როგორც ამბობენ, ბურები ქართულ აგარარულ სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავენ. _ თანამედროვე ტექნოლოგიები ქართველ გლეხსაც რომ მივცეთ, ის ნებისმიერი მაღალი რანგის ევროპელ გლეხზე და ფერმერზე მეტს გააკეთებს. ჩვენ არ ვაძლევთ ქართველ გლეხს არც ინვესტიციას და არც არაფრით ვეხმარებით. საერთოდ, ასეთი საკითხის გადწყვეტა ასე უბრალოდ არ ხდება. პრობლემა ისაა, რომ ერთ დილით გაიღვიძა მთავრობამ და ასეთი აზრი მოუვიდა თავში. ჩავიდა სახელმწიფო მინისტრი აფრიკაში და უთხრა ამ ბურებს, ჩამოდით ჩვენთანო. ასეთი გადაწყვეტილბების მიღებისას მთავრობა ვალდებულია საკუთარ ერს მინიმუმ აზრი მაინც დაეკითხოს. უნდა ეკითხათ, სურს თუ არა ქართველ ხალხს, მიიღოს სხვა ტრადიციის, სხვა ხასიათის უცხო ტომელი 40 000 ოჯახი? ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს, როგორც წესი, დემოკრატიული მთავრობები რეფერენდუმს ატარებენ ხოლმე. _ ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ხალხი საქართველოში ინვესტიციების ჩადებას აპირებს. ისეთ მნიშვნელოვან დარგში, როგორიც სოფლის მეურნეობაა. ინვესტიციების ჩადება ცუდი რატომ უნდა იყოს? _ არავითარი ინვესტიციების ჩადებას ისინი არ აპირებენ. ტყუილია ეს. ინვესტიცია კი არა, ახლა დასათვალიერებლად ჩამოსულები რომ არიან, ბინის ქირასაც საქართველოს მთვარობა უხდის. _ აბა, რა საჭირო იყო მათი ჩამოსახლება, რა სარგებელს მოუტანს ეს ინიციატივა ჩვენს ხელისუფლებას? _ ჩვენ გვაქვს აღებული უზარმაზარი პასუხისმგებლობა დასავლეთის წინაშე, ევროკავშირის წინაშე. სხვათაშორის, ამ პასუხისმგებლობას ხელი მოაწერა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 100 000 ე.წ. თურქი მესხი კარზეა მომდგარი. _ ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ ბურების ჩამოსახლების ინიციატივით მხოლოდდამხოლოდ დასავლეთს ასიამოვნეს? _ არავითარი დასავლეთი! ეს კიდევ ერთი კაპრიზია. დავით აღმაშენებლის მიმბაძველობით აკეთებენ ყველაფერს. აკვიატებად აქვთ ქცეული, მაგრამ არ უფიქრდებიან, ეს რას მოუტონს ქვეყანას, რადგან საქართველოში ყველაფერი დიდებული და აღმშენებლური დაკავშირებულია დავით აღმაშენებელთან, ჰგონიათ, რომ ყველა მისი გადაწყვეტილება სასიკეთო იყო. ეს არის სიმბოლური, 40 000 ყივჩაღი და 40 000 ბური. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყივჩაღების უდიდესი ნაწილი საქართველოდან გაძევებულ იქნენ, რადგან მათ დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ, ორჯერ მოაწყეს შეთქმულება. ისინი ვერ შეეწყვნენ საქართველოს იმიტომ, რომ ვერ გაიგეს ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური და კულტურული მაჩვენებლები. ვერც ბურები გაიგებენ. ასე არ ხდება, გაიღვიძო და მოგივდეს აზრი თავში, რომ ქართველი გლეხი უვიცია, გაუნათლებელია, ტლუა და ამიტომ აფრიკიდან უნდა ჩამოვუყვანო ფერმერები, რომ რამე ასწავლონ. ნურას უკაცრავად! ქართველი _ ეს არის ბურჯი და რეზერვი ქვეყნის შენებისა, ეს არის იმედი ქართული სახელმწიფოებრიობისა. ეს უნდა გაიგოს ყველამ! ბურები ვერ იცხოვრებენ ქართველების გვერდით. წარმოუდგენელია ამხელა მასის მიღება. სად გინდა, რომ ჩაასახლო და როგორ? _ ამ პროცესს, სერიოზული პრობლემები და დაპირისპირებები მოჰყვება.
  9. აფხაზეთს ნამდვილად დავემშვიდობოთ უნდა საქართველოს ზველმა და ახალმა მთავრობებმა აფხაზეთის დამოუკიდევბლობისათვის ყველაფერი გააკეთეს და აწი რაა..... სამაგიეროდ რეინტეგრაციის მინისტრი მიიღბს პრემიას და მიშისტები დაგვიმტკიცებენ რომ გავმთლიანდითო
  10. ევროპის ცხრა ქვეყნის ლიდერები ლონდონში ჩრდილოეთის მინი-ნატოს შექმნის შესახებ იმსჯელებენ . ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტპორტალი "ნიუსრუ" ავრცელებს. ინტერნეტგამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პირველი პირები 19-20 იანვარს ლონდონში შეიკრიბებიან და ჩრდილოევროპულ სამიტზე თანამშრომლობის გაღრმავებას, ჩრდილოეთის მინი-ნატოს შექმნის იდეას განიხილავენ. სკანდალური Wikileaks-ის მასალის თანახმად, ნორვეგიაში აშშ-ს ყოფილი ელჩი მსგავს პროექტს "პოლარული დათვებისა და რუსებისთვის ყურადღების მისაქცევად" სასარგებლოდ მიიჩნევს. მოსალოდნელია, რომ მინი-ნატოს შექმნის იდეას სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი შესთავაზებს. ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება აპრილში, ჰელსინკში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება მიღებული. სკანდინავიაში გაერთიანებაზე დიდი ხანია ფიქრობენ. United Nordic Federation-ის შექმნის იდეა ცნობილ შვედ ისტორიკოსს, პროფესორ გუნარ ვეტებერგს ეკუთვნის. 2009 წელს მან წიგნი გამოსცა, სადაც ახსნილია, რომ ახალი გაერთიანება შესაძლოა, შვეიცარიის სკანდინავიური ანალოგი ან სკანდინავიური შეერთებული შტატები გახდეს: ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით, ფედერალურ ორგანოებში სახელმწიფო სუვერენიტეტის ხაზგასმით, საერთო საგარეო, თავდაცვითი და ეკონომიკური პოლიტიკით. წიგნი ნორდული საბჭოს ოფიციალურ დოკუმენტად აღიარეს _ საბჭო რელიგიურ-პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოა ყველა ნორდული სახელმწიფოსა და კუნძულისთვის. http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/156823-ckhra-qveynis-liderebi-londonshi-mini-natos-sheqmnis-shesakheb-imsjeleben.html
  11. აბა იმდენი ოფლი ღვარა პირველი თვიდანვე რომ ...... ვინმე ღვთისნიერმა იქნებ მიაწვდინოს მიშას ხმა გაუზარდონ პრემია ამ ქალს
  12. ფული თუ არ გვაქვს კონცერტებში და მიშას გართობაში რატომ იფლანგება კოლოსალური თანხები? კულტურის სამინისტრომ უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ ბოლ კონცერტების ხარჯებსო
  13. ცუდია რომ ამდენი თანხა შემოდის უცხოეთიდან, რადგან მიშას შუქურ კომპანია გადმორიცხულ ფულს უკანასკნელ თეთრამდე ამოიღებს მოსახლეობიდან. სხვა თუ არაფერი ებრაელების საქმეზე 100 მილიოის გადახდას არ ასცდება.
  14. მასე ერთმა ნაცმოელმა,რომელმაც ყური მოჰკრა ნაცმოელთა მისამართით ნათქვამ სიტყვა მანქურთს, განაცხადა: ბ.ზ შვილი ვიყო ქურთის სისხლი ნამდვილად არ მირევიაო
  15. საპროცესო გარიგება კორუფციის მიშურ-რევოლუციური გამოვლინებაა. საპროცესო გარიგების სქემა იგივეა რაც ადრე არსებობდა ედიკას დროს.
  16. გია თორთლაძემ მწვერვალ აკონკაკუაზე საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით ბუკლეტები დატოვა 11:21 17-01-2011 დეპუტატმა და ალპინისტმა გია თორთლაძემ, პოლიტიკური მიზნით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვარვალები ქართული ხუთჯვრიანი დროშით დალაშქრა . თორთლაძემ თავდაპირველად აკლიმატიზაცია მწვერვალ მერსედარიოზე გაიარა, რის შემდეგადაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უმაღლეს ადგილზე, აკონკაკუაზე მარტო ავიდა. დეპუტატი ამჟამად მესამე მწვერვალის დასალაშქრად ემზადება. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, თორთლაძემ შემდეგი ვიზიტორებისთვის ადგილზე საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით სპეციალური ბუკლეტები დატოვა. ბუკლეტების დევიზია: "საქართველო ოკუპანტების გარეშე, რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო". თორთლაძსი თქმით, ამ ფორმით შეეცდება, მსოფლიოს გააგებინოს, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.
  17. საქართველოში დემოკრატიაზე ოცნებაც არ შეიძლება. ამიტომ სულ მუდამ ვიქნებით ერთ ადგილში
  18. Saturn ინიციატივა რომ გაკეთდეს ფერმა რომელიც მრევლის იქნება და არა ეკლესიის არნიშნავს ბიზნესის კეთებას. მასე რომ მივუდგეთ საკითხს ვანოს კანტორამ ლტოლვილთა ქოხების მშენებლობა განახორციელა.
  19. ისე კი რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვის სცემა.
  20. ბოროტად იყენებენ და მასხარადაც იგდებენ. თუნდაც ამ თემის ავტორი ავიღოთ, რომელმაც ასეთი სახელი შეურჩია თემას.
  21. ეგ სლოგანი არაა ისეთი მნიშვნელობის, რომ უსაქმურ კუბლაშვილებს და ა.შ თავიანთი წინაპრების პრესა ეკითხათ.
  22. ჭამს, მაგრამ არაპირდაპირი გაგებით.
  23. ხალხი დაშინებულია. დაშინებულ და ბეჩავ ხალხს კი კუბლაშვილისნაირი ქვეშაფსია კაცუნებით გაგულადებული მშიშარა მიშა ადვილად უსწორდება.
×
×
  • შექმენი...