Saturn 2006 წლის მოდელს რა პრობლემა უნდა შეჰქმნოდა ჯერ, მაგაზე არაა ლაპარაკი, აგერ კია მაგალითად 7 წლიან ქარხნულ გარანტიას აკეთებს, როცა ბმწ და მერსედესსაც კი 3 წელზე მეტი არ აქვთ. ევროა, მაგრამ იარისი ამ კლასის მანქანა არაა, თანაც ეგეც 14000 ევროდან იწყება. პრინციპში არც ერთი არაა ამ კლასის მანქანა. იარისი საერთოდ კლიოს კლასია და კლიო ათიდან იწყება. სიტროენი ც3 - ეგეც ათიდან იწყება და მაგ ვითომ HIთEჩH ტოიოტას არც შევადარებ. იაპონურ მანქანებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ საოჯახო და ქალაქის მანქანებში არაფერი ესაქმებათ სპორტი და ოფროუდი, ეგაა მაგათი რეალური ნიშა. ინტერიერის ხარისხი აქვთ ძალიან დაბალი. ლექსუსი კიდევ მესმის, მაგრამ ეგ ოთუს ბირი ღირს.