soxumski +157854 რა სეპარატიზმი, რის სეპარატიზმი და ტერორიზმი. ერთი ციდა მიწაზე ორი (სულ სამი) მსოფლიოში უძველესი, უძვირფასესი ენა გვაქვს და სახელმწიფოს სულ სამინისტროებზე ჰკიდია ეგ ამბავი. სირცხვილია უბრალოდ. სირცხვილია დიალექტის ხსენებაც. მეგრულიც და სვანურიც არის ორი სრულყოფილი, დამოუკიდებელი და უმდიდრესი ენა. ჩემის აზრით სამეგრელოში - მეგრული და სვანეთში - სვანური სავალდებულო საგანი უნდა იყოს სკოლებში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში კი - შესაძლებელი და ხელმისაწვდომი.