Nukriko შვედეთი არაფერი არაა ბასკურ სოციალიზმთან შედარებით. რომელიღაც თემაში ჩამოთვლილი მქონდა აქაური სიკეთეები. ეხმარებიან ყველას, მათ შორის არალეგალებსაც. არიან მრავლად არაბები, ბოშები და აღმოსავლეთ ევროპის ხალხი, იხარჯება უამრავი ფული, მაგრამ სამაგიეროდ მინიმუმადეა დაყვანილი კრიმინალი. ქუჩის ძარცვა, ქურდობა, მარადიორობა და ეგეთი რამე თითქმის არ არსებობს. მედიცინა საერთოდ 100%-ით ფინანსდება. მაგრამ აქ უფრო გონივრულად უდგებიან საკითხს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ფაქტიურად გაიძულებენ ყველა ქმედუნარიან ადამიანს რომ იმუშავო, გიქმნიან ყველა პირობას ამისთვის - უფასო პროფ-კურსები, ენა, მარტივი ლეგალიზაცია და ა.შ. აქ იღებ უმუშევრობის დახმარებას, მაგრამ უმუშევრად დიდხანს არავინ გაგაჩერებს. Siknadmo ჩემის აზრით ბასკური ვარიანტი იდეალურთან ყველაზე მიახლოებულია. გაერთიანებულია ნაციონალური და სოციალური აზრები. არამგონია ბასკებზე ნაციონალები ევროპის რომელიმე ქვეყანა იყოს.