Jump to content
Planeta.Ge

Anima Libera

პლანეტელი
  • პოსტები

    8.140
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Anima Libera

  1. მეორე უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი ნაკლი და გარღვევა ჩვენთვის...
  2. ყველაზე დიდი და დასანანი მინუსი საქართველოს სამხედრო საქმეში... თავის დროზე პიარის გარა სხვა დატვირთვაც რო ჰქონოდა რეზერვს, ახლა გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვინებოდით...
  3. newstudio კონკრეტულ ბრძოლებში გამარჯვების კი... აი საბოლოო ომის რა გითხრა... თუმცა უიმედობა დამარცხების პირველი ვიტამინია...
  4. ლევანი ვინა? ე ბიჯო თამარ მეფის საფლავი უპოვიათ მგონი... უკან მიმაქვს 50 წელი!
  5. ეს წლები ჩემის ღრმა რწმენით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმპერიის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. არ მჯერა მე კრიზისის მიერ დანგრეული იმპერიის, არ მჯერა კომპრომისებზე წამსვლელი იმპერიის, არ მჯერა მისი კეთილგანწყობის, არ მჯერა შეშინებული და ზურგზე დაცემული რუსეთის იმპერიის უახლოეს 50 წელიწადში და რა ვქნა??? ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება იმპერია აღგავოს მიწისაგგან პირისა ყოველგვარი პროგნოზებისა და ვადების გარეშე ესაა მსოფლიო ომი... მსოფლიო ომს კი რა გასაკვირია და ყველა უფრთხის... ერთადერთი სწორი გზა, რომელიც შეიძლება საქაართველომ აირჩიოს ესაა უწყვეტი განვითარების, განათლების, გაზრდის, გამდიდრების, გაძლიერებისა, გონიერი პოლიტიკისა და მოთმენის გზაა... რთულია, მაგრამ ერთადერთია... ამ ხელისუფლების პირობებში კი ეს გზაც მეტად ბუდოვანია სამწუხაროდ!
  6. Saturn აგერ გავა ეგ 50 წელიწადიც, რომელიც რატომღაც 21-ე საუკუნეში უზარმაზარ დროის მონაკვეთად მიგვაჩნია და ვნახავთ....
  7. მოგეხენებათ დაკარგულის დასაბრუნებლად 2 გზას განიხილავს პატივცემული ვირტუალური და რეალური საზოგადოება - ომით ან სხვადასხვა დიპლომატიური ხერხებითა და ოინებით ამერო-ევროპული ინტერესების გამოყენებით... ჩემის მოკრძალებული აზრით უახლოეს 50 წელიწადში ერთიც უშედეგო იქნება და მეორეც... მშვიდობიანი გზით, ანუ დიპლომატიის გამოყენებით დაკარგული (მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უკვე დაკარგულად ვთვლი) ტერიტორიების დაბრუნების იმედი სრულ აბსურდად და მარაზმად მიმაჩნია შემდეგი გარემოებებიის გამო: დასავლეთისგან დამოუკიდებლად საქართველოს ნათელია რომ არ ძალუძს ამის გაკეთება (თუ რა თქმა უნდა მთლიანად რუსეთის ინტერესების გამტარებელი არ გახდება რეგიონში), ხოლო დასავლეთი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტრატეგიული ღირებულებანი გაგვაჩნია, უბრალოდ არ გააკეთებს ამას... იქნება ჩვენი დამცველი ყოველთვის, ყოველთვის შეშფოთდება, დაგვაფინანსებს, დაგვეხმარება, გაგვაძლიერებს კიდეც, ნატოსა და ევროკავშირსაც შემოგვთავაზებს, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამებსაც, იარაღსაც მოგვაწვდის, მაგრამ უშუალოდ კონფლიქტში არასდროს ჩაერევა როგორც მხარე... ვერც ნაბუკო და ვერც ერთი საქართველოში ამჟამად არსებული თუ მომავალი პროექტი ვერ აიძულებს დასავლეთს უხეშად ჩაერიოს საქართველოს და შესაბამისად რუსეთის საქმეებში, მით უმეტეს არც ერთი დაკარგული ტერიტორია რეალურად რაიმე ღირებულებას ევროპისთვის არ წარმოადგენს... ბატონმა მიხეილ სააკაშვილმაც ვფიქრობ დიდი ხანია იცის ეს (მაგას მოვუდღან სუყველაფერი, მიშისტი არ გეგონოთ) და სრულიად წარმატებით აბოლებს ჩვენს საზოგადებას გაურკვეველი და აბსტრაქტული ერთიანი საქართველოს მითებით, თუმცა ამაში ვერ გავამტყუნებ - პირდაპირ ვერ იტყვის მორჩა, დავკარგეთო.... ამერიკა და ევროპა ყოველთვის იქნებიან ჩვენი პარტნიორები, მეტიც, რეალური შესაძლებლობებიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე ვფიქრობ მაქსიმუმს აკეთებენ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა... ომი... ომი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანისა და ადამიანთა თანაცხოვრების თანამგზავრი მთელი მისი არსებობის მანძილზე... ომი ყოველთვის აქტუალური იქნება მიუხედავად კაცობრიობის განვითარებისა ნებისმიერ სფოროში და ნებისმიერ ეტაპზე. აქტუალური იყო წარსულში, აქტუალურია დღესაც და აქტუალური იქნება 3078 წელსაც... ასე რომ ომის სპარსელებთან და გერმანელებთან გაიგივება არასწორი მგონია. მაგრამ... ომის წარმოება ამ ეტაპზე (უახლოესი 50 წელი) საქართველოსთვის რუსეთის მიმართ შეუძლებელი და დამაცხებისთვის განწირული მგონია დასავლეთის პირდაპირი დახმარების გარეშე (ეს დახმარება უკვე გამოვრიცხე პირველ ნაწილში) რაოდენ ძნელი და მტკივნეული დასაჯერებელიც არ უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის (ჩემთვისაც კი). შესაძლებელია მრავალრიცხოვანი ბრძოლების მოგება, შესაძლებელია 58 არმიის განადგურებაც, შესაძლებელია გარკვეული ტერიტორიების დროებით დაბრუნება, შესაძლებელი გაჩნდეს გამარჯვების სავსებით რეალური ილუზია, მაგრამ საბოლოო ომში რუსეთთან განწირულები ვართ (კიდევ ვიმეორებ უახლოესი 50 წლის განმავლობაში)... მე მაპატიეთ თუ ცოტა დაულაგებელი და გაუმართავი ტექსტი მოგახვიეთ თავს, ამდენი მისაღები გამოცდების მერე არ მიწერია... რას ფიქრობთ თანაპლანეტელებო??? ჰო, მართლა... ლიცემერმა მაგ ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა იცის, რომელიც მე გავანდე ღრმა იატაკქვეშეთში მოღვაწეობისას, მაგრამ ნუ იტყვის, იმიტომ რომ მეტად სასაცილო და არარეალურია...
  8. გარდა ამისა ყურმოკვრით ვიცი, რომ თთთთთთ რუსული მაფიაა... ქართულ ენა შესანიშნავად ახერხებს თ-ს გარეშე მიმართვას ზრდილობიანად... მობრძანდი, მიბრძანდი, შებრძანდი, დაბრძანდი, მიირთვი...
  9. მიშა მოგიდღან შევარდნაძეზე უკეთესი ხელისუფლება... ფულს ჯიბეში ჩაიდებენ თუ ჰაერში გაისვრიან სახელმწიფოსთვის რა მნიშვნელობა აქვს (კიდევ საკითხავია იდებენ თუ არა)??? მოგიდღან გონებაჩლუნგი მმართველობა, კადრები, რეფორმები... გაიშნიკებზე გადატეხეს მთელი კორუფცია... მოგიდღანთ ღორობა და იდიოტობა მოგიდღანთ სახელმწიფო აზროვნება! ტფუუ...
  10. კარგია... ე.ი პლანეტა.გე-ს კითხულობენ! ა შტირლიცი!
  11. არაუშავს ბაღანეა ჯერ... გაიზრდება გავირდება! მართალია...
  12. აბლავაში კი არა შესანიშნავი რეკლამა გასწია ბატონმა ჯადოქარმა... ვისთვის ღადაობა, ვისთვის კლიკი.. ისე საშუალება თუ არის რომ ამ 2 დღეში დარეგისტრირებულების რაოდენობა გაიზომოს და შეედაროს სხვა დღეებს?
  13. გმადლობთ, მაგრამ არ გვაწყობს... სნაჩალა დენგი, პატომ სტულია!
  14. ომი იქნება თუ არ იქნება საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ემზადოს თავდაცვისთვის, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება სამოქალაქო თადაცვას უნდა დაეთმოს... გასაგებია, რომ ყოველი მეორე ჯაველინით ვერ შეიარაღდება, მაგრამ ასე პირდაფჩენილები როდემდე უნდა ვიყოთ... ღრუეთს თუ ომი მოუნდება ჩვენს ჩაურევლადაც ძალიან გემრიელ პროვოკაციას მოიწყობს, ასე რომ პროვოკაციაზე არ წამოგების მცდელობა კედელს ცერცვია და მეტი არაფერი...
  15. ჰამარჩოფათ... ესეც ჩემი პირველი პოსტი! http://pic.ipicture.ru/uploads/090801/F6C3bMO4m2.jpg
×
×
  • შექმენი...