Nukriko კარიერისტები და დაახლოებული პირები ყოველთვის იქნებიან და ვერავითარი რეფორმა ვერ განდევნთ მათ. ჩემთვის ხელი ამას არ შეუძლია, რომ კარგი იურისტი გავმხდარიყავი, სხვა რამ შემიშალა, ზუსტად იმან, რასაც წესით რეფორმა უნდა ეხებოდეს. ფაქტიურად, 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ყველაზე პრესტიჟულ ფაკულტეტზე, ყველაზე პრესტიჟულ სპეციალობაზე იმას მასწავლიდნენ და იმ ფორმებით, რისი სწავლაც სახლში, ოტახში გამოკეტილიც მშვენივრად შევძლებდი არა მხოლოდ მე, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანი. კანონებისა და შემდეგ უვარგისი ლექტორების მიერ შეთხზული კანონების ვითომკომენტარების დაზეპირება რომ იურისტად აყალიბებდეს სტუდენტს, რაღა საჭირო იქნებოდა აბა უნივერსიტეტი. დავიზეპირებ ამ კანონებს, ჩავაბარებ სასერთიფიკაციო გამოცდებს და ვსო, იურისტი ვარ. ასეთი სპეცები რომ იწოდებიან დღეს პროფესიონალებად და ასეთები არიან ხელისუფლებაში, იმიტომ ვიზრდებით და იმიტომ ვვითარდებით ასტრონომიული სისწრაფით... განთლება მკვდარია საქართველოში და მას რეფორმა კი არა, ხელახლა ჩამოყალიბება სჭირდება. რეფორმამ რაღაც უნდა შეცვალოს, მაგრამ რაც არ გვაქვს, რა უნდა შეიცვალოს?