Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. giauridia დემოკრატიული არჩევნები იძლევა თუ არა სასურველ შედეგს ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ არადემოკრატიული რა შედეგს იძლევა უკვე ვიცით და ეს არ არის სახარბიელო შედეგი. არსებობს საზოგადოების სხვადასხვა ტიპი, როგორც ეტყობა ქართული საზოგადოება ქალური ტიპისაა, ამიტომ სულ არაა გასაკვირი, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ გარეგნობის მიხედვით. მერე კი ვკრუტუნებთ, როცა ეს პრეზიდენტი მოძალადე გამოდგება და გვაუპატიურებს. და ყველაფერს ამას ვუძლებთ მანამ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი სატრფო თურმე ყარამან ყანთელი არ ყოფილა, მაგრამ საუბედუროდ ამასობაში უკვე ძალიან დაგვიანებულია. პ.ს. საინტერესოდ წერ, მაგრამ ცოტა მოკლე პოსტებს თუ დადებ უფრო მეტი ეფექტი ექნება.
  2. ნაღდად chegesto. giauridia, ძალიან მოხდენილად და გონებამახვილურად გაქვს ჩამოყალიბებული, დასკვნა ალბათ ასეთია: ან არასწორად ვცდილობთ, ან ჩვენ თვითონ ვართ არასწორები. ვინი პუხში როა ისე: неправилпные пчелы производят неправильный мед. მაგიც ვცადეთ და "მიშა მაგარია!"ს ძახილზე დავედით. giauridia, კეთილი იყოს თქვენი მაუსი ჩვენს ფორუმზე.
  3. ეუუუუუ, ამან მე უკვე დამკარგა. მაინც ვის ჩუქნი ჩემს თავს asds? კიდევ კარგი დარწმუნებული ვარ არც შენ გჯერა ამ ზღაპრების. მეც არა ვთქვი, რატომაა ასეჩაჩუმებული მთელი საქართველო მეთქი? biggrin.gif ამას კი ნაღდად არ ველოდი შენგან lasha1997, მეც მაგ აზრზე ვარ დიდი ხანია და არაფერზე მიგანიშნებს asdsს პოსტი-ანალიზი?
  4. ეჭვი არ შეგეპაროს იზამენ კიდეც, უბრალოდ ვერ გადაუწყვეტიათ შოჩიკები როგორ დაგვაბან Faradavle შენი აზრით ქვეყნიდან ემიგრაციის ტალღა რომ იზრდება ამაში ხელისუფლება არაფერ შუაშია? machkatela, კი ჯობია მარა რა ხდება ლ ი ც ი? მეც იშვიათად ვიხედები მაქა და გამომრჩა რამე თუ? babuagiorgi, ჩემი ნება რომ იყოს კი ვიცი რასაც ვიზამ, მაგრამ სამწუხაროდ მე არავინ მეკითხება. , ვაააააიიიმე მაგარი ხარ babuagiorgi, ესეც საიდან მოგაფიქრდა.
  5. nikusha_marx, გეთანხმები, სერიოზული მსჯელობისათვის მეტი ინფოა საჭირო ვიდრე მე ვფლობ. ამ შემთხვევაში ჩემს დასკვნებზე იმოქმედა სტერეოტიპმა, რომელიც შემექმნა რუსეთში ცხოვრების პერიოდში გარკვეული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად და ჩემმა რწმენამ:
  6. nikusha_marx, მართალი ხარ არ წამიკითხავს. ამ ქვეყანაზე იმდენი რამეა ძალიან საინტერესო, რომლის წაკითხვა მსურს და ვერ ვახერხებ, რომ მათთან შედარებით ვიღაც სისხლს მოწყურებული, დაუკმაყოფილებელი, ვაი რევოლუციონერით დაინტერესება დიდი ფუფუნებაა. ბოდიშს გიხდით თუ თქვენი იდეალია და ცუდი თვალით შევხედე. მეც ადამიანი ვარ და მეც გარკვეული სტერეოტიპების მსხვერპლი ვარ. თემა შემეშალა. ერთ რამეში კი სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რევოლუცია არის ბოროტება და რევოლუციონერები კიდე შესაბამისად.
  7. newstudio პოსტსაბჭოთა საზოგადოება უძლურია ხელისუფლების თავნებობის (პრაიზვოლის) წინაშე.
  8. Siknadmo, შენ ეტყობა რუსეთში არ სწავლობდი, თორემ მასე არ იტყოდი. რუსეთში ჩე ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო, მაიოვკების მთავარი გმირიც ჩე იყო. ხომ გითხარით სუსურკუს მაო ძედუნიც აკრიტიკებდა, მაგრამ იგივენაირი ნეხვი იყო, რაც პოლიტბიურო იყო. პარტიზანობა და თან სხვა ქვეყანაში ღირსება არ არის, უფრო პირიქით. კაცს მინისტრობა მისცეს და ტყეში გარბოდა საბრძოლველად. ვისთან საბრძოლველად ვის წინააღმდეგ, მისთვის პრინციპში მნიშვნელობა არ ქონდა? იმ პერიოდში ტყეში სანდინისტები იყვნენ და ესეც მათთან იყო. რითი იყვნენ სანდინისტები და ორტეგა სხვაზე უკეთესი? არაფრით, ეს მაშინაც ცხადი იყო და მერე ხომ ვნახეთ, რა მთხლეცაა ორტეგა და ცენტრალური ამერიკის სოციალისტები.IMHO არ ვიცი, შეიძლება სწორ მომართვას არ ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვიტყვი - ჩემი მტრის მტერი ყოველთვის ჩემი მოყვარე არ არის.
  9. http://1.bp.blogspot.com/_1E0UrQfdsGo/SDun7Lr3N4I/AAAAAAAAA9Q/Oy1nioLMHXk/s320/hgjhg.jpg ვორი წელი მაცალეთ და განახებთ ვინცა ვარ http://www.factnews.ge/files/2_5091_940835_Saakashvili.jpg 2013-ის მერე
  10. nikusha_marx, საბჭოთა კავშირს მაო ძედუნიც აკრიტიკებდა. ვაღიარებ, არ წამიკითხავს მისი ნაშრომები, მაგრამ ბევრი წამიკითხავს მასზე და ისიც ვიცი ფიდელამ ფინანსთა მინისტრად თუ რაღაც მინისტრად რომ დანიშნა მასტი იმასაც ვერ მიხვდა რა ევალებოდა. გაბერილი, ხელოვნური გმირია.
  11. nikusha_marx, არ ვიცი რეალურად როგორ იყო, მაგრამ მგონია, რომ ჩე ხელოვნურად შექმნილი გმირია, ბოლშევიკების შექმნილი ლეგენდაა, რომელიც სუსურუკუს ბოსებს ესაჭიროებოდათ სამხრეთ ამერიკის ასარევად. ლეგენდა წარმატებით შექმნეს და მერე ხელებში შემოეხარჯათ, ალბათ ლეგენდისათვის ასე იყო საჭირო. ჩეს ანალოგს ჩრდილო ამერიკაშიც ქმნიდნენ დინ რიდის სახით მაგრამ ვერ გაქაჩა. აბა , ჩე რა წასაკითხია თუ ძმა ხარ რა? არასდროს ვგოლშემატკივრობდი ბუნტარებს და რევოლუციონერებს მათ შორის ვარდებისაც.
  12. nikusha_marx სოციალური სამართლიანობისა და თანადგომის იდეა ყველა ასაკის ადამიანშია. ბისმარკი გულისხმობდა იმ სოციალისტებს, რომლებსაც ჯეროდათ რომ ძველი საძოგადოების დანგრავის გზით უფრო სამართლიან საზოგადოებას შექმნიდნენ. სხვათა შორის ბისმარკს ახალგაზრდა მარქსზეც აქვს ნათქვამი - ამ ბუღალტრის გამო ევროპა მწარედ იტირებსო და აუხდა კიდევაც. არანაირი ლიბერალები მაგენი არ არიან, უბრალოდ მაგ ადგილი ვაკანტური იყო, რადგან საქართველოში ნამდვილი ლიბერალიზმი დაცინვის ობიექტია და სანამ ნამდვილი ლიბერალები დადგებოდნენ მაგ ადგილი ნეობოლშევიკებმა დაიჭირეს. დიდი პატივს გცემ nikusha_marx, როგორც მოაზროვნე და ჭკვიან კაცს, მაგრამ ჩე გევარაზე ჩანახატის წაკითხვის შემდეგ დიდი ბოდიში წაკითხვის გაგრძელების სურვილი გამიქრა. არ გეკადრება შენ პრიმიტიული მკვლელისა და თავგადასავლების მაძებარი ვაი რევოლუციონერის ”ჩე გევარა ”ს თაყვანისმცემლობა.IMHO
  13. newstudio, რუსები მიხოსგან ელოდებიან, როდის უგანებს დასავლეთს. აქ თემაც იყო ობამას გალანძღვას აპირებდაო და ბოკერიამ შეაჩერაო. ეს მე ძალიან სიმპტომატურად მეჩვენა.
  14. newstudio ესაა ყველაფრის თავიც და ბოლოც და არანაირი არ იქმნება. მიხო ცდილობს თავის გადარჩენას ნებისმიერ ფასად. ბოლოს ეს ტენდენცია რუსეთტან მიიყვანს.IMHO
  15. newstudio, ის იგავი ხო გახსოვს მეფე რო გადასახადებს ზრდიდა და გადასახადის ამკრეფავებს თან ეკითხებოდა ხალხს რა რეაქცია აქვსო. ხოდა მგონი ისეთი სიმშვიდე ჩამოვარდა ხალხი უკვე იღიმება, მაგრამ ხელისუფლება ამას ვერ ხედავს. ძალიან სწრაფად მოხდება ყველაფერი, მოულოდნელად. IMHO
  16. newstudio უნდა გამოიყენონ, მე მაგის წინააღმდეგი კი არა ვარ, მაგრამ ხშირად ხდება ასე
  17. newstudio მაგაზე ვერაფერს გეტყვი, ალბათ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა შეეცდება ეს ამბავი თავის სასიკეთოდ გამოიყენოს და როგორც ხშირად ხდება - "ხაწელი კაკ ლუჩშე ა პალუჩილი კაკ ვსეგდა".
  18. დღეს ბათუმის საკრებულომ დაადგინა ექსპროპრიაციას დაქვემებარებული ტერიტორიების საბაზრო ფასი - 61 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე. საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ბულვარს და წარმოადგენს ბულვარის გაგრძელებას. რატომღაც საკრებულომ ამ ტერიტორიას მიანიჭა პერიფერიის სტატუსი და ფასებიც შესაბამისად განისაზღვრა. ხალხმა ჯერ არ იცის. ვნახოთ რა მოხდება როცა გაიგებს.
  19. kisa, ქვეყნებს შორის განსხვავება ისაა, რომ ღუსეთი დიდია და ჩვენ პატარა, მაგრამ მმართველობის სტილში კი
  20. : რაზე ვიცინი იცით? აი, როცა არ ხდება ფაქტის კომენტირება და ოფიციალური ვერსიის გაჟღერება ასეთი სიტუაციები აჭარაში ასლან ბაბუს დროს ხშირად იყო, განსაკუთრებით მაშინ როცა ასლანი ან ადგილზე არ იყო ან გუნებაზე არ იყო. მიზეზი? მიზეზი ძალიან მარტივი იყო - ვერავინ ვერ ბედავდა საკუთარ თავზე აეღო ამა თუ იმ მოვლენის ინტერპრეტაცია, არავინ იცოდა როგორ რეაგირებას გააკეთებდა ამაზე ხაზეინი, ამიტომ ელოდნენ რას იტყოდა ასლანი. დღეს საქართველოში ერთი ერთზეა ის სიტუაცია როგორიც იყო ასლანის დროს.
  21. Achiko1972, როგორ ფიქრობ, ვითომ ბიუჟეტს დაზგის ამუშავებით ავსებენ? ისე არაფერია გამორიცხული.
  22. მაგ ადგილიდან მე საკმაოდ შორსა ვარ და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ისე დღეს ამბობდნენ ჩაჩუტულიაო, რადგან მაგის კედლები ჰაერითაა დაბერილი და სიცივისაგან წნევა დაეცაო.
×
×
  • შექმენი...