Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. Saturn, გავაკეთე ყველაფერი ისე როგორც აქ წერია, შემდეგ დესკტოპზე დავკლიკე ChessJam-ი, შევავსე სარეგისტრაციო ბარათი, მაგრამ მაილზე წერილს ვერ ვღებულობ და არც რეგისტრაციას მიდასტურებს. რას არ ვაკეთებ სწორად?
  2. Saturn ჯანდაბას დილეტანტი ვარ, მაგრამ ჩამწერე, მეცა ვცდი ბედს და ცოტას გავერთობი. :viking: ცოტა დროსთან დაკავშირებით მაქვს პრობლემები, მაგრამ იმედია რამენაირად მოვრიგდებით.
  3. ეგ კია მასე lasha1997, მაგრამ ამათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მე ვფიქრობ მიხო ჯერ მოვლენების განვითარებას ელოდება და მერე მიიღებს გადაწყვეტილებას. ალბათ ეხლა ამის პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არის. ლ ი ც ი, მიხოს ნაღაიდელის საახლობლოდან (და არა პარტიიდან) ისეთი კაცი ყავს ციხეში გაშვებული (მისჯილი აქვს 6 წელი), რომელიც შეიძლება ითქვას პატიოსნების ეტალონია. ასე რომ, ან ჯერ არ უნდათ მისი აყვანა პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ან მართლა ერთად აჩალიჩებენ საქმეებს, როგორც ამას დიტო ამბობს. giauridia, კი ეს გასაგებია, მაგრამ ბუნებაში ბოროტება ბოროტებისათვის ძალიან იშვიათია, ასეთი რამ მარტო ზღაპრებში და საპნის ოპერებშია. ყველაზე გავრცელებული სიკეთის მანტიაში გახვეული ბოროტებაა. ამ დროს თვით ბოროტის მქმნელმაც კი შეიძლება არ უწყოდეს რასა იქმს. როგორც იტყვიან "პრაზრენიე" მაშინ მოდის, როცა უკვა ძალიან გვიანია, ანაც სულ არ მოდის. giauridia, ზნეობაამაღლებულ საზოგადოებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ვიგინდარები ბლომადა გვყამს და შეცდომებს სათვალავი აღარა აქვს, იმდენია. Private Nodari, როგორ ფიქრობ ამჟამად არ ჭირდება ქვეყანას? გმირების ძებნას აჯობებს, ანტიგმირებს არ მივცეთ დიდი გასაქანი ხელისუფლებაში მოსასვლელად. ზუსტად გმირების ძებნის გამოა ეს ქვეყანა ამ დღეში. გვგონია ვიპოვეთ და საბოლოოდ ხელში რაც გვრჩება ყველამ კარგად ვიცით.
  4. Jonathan Livingston, როცა ვიქტორას ვწერდი ვლადიმერს ვგულისხმობდი რათქმაუნდა.
  5. Saturn მაშინ გვირჩიე საიტი და ინფო როგორ მოვიქცეთ, ეგება მეც გავრისკო.
  6. მართალი ხარ, მეც მასე ვფიქრობ, ადამიანი რწმენას ხელთათმანებივით არ უნდა იცვლიდეს, მაგრამ ჰომო სოვიეტიკუსს რელიგიის შეცვლა არ უჭირს, ეს დაახლოებით აბრის გამოცვლის პონტშია, მითუმეტეს თუ ეს მოდაშია ან კიდევ მომგებიანია.IMHO ამაში ვერ დაგეთანხმები, ეგ არაა საჭირო, საკმარისია მთქმელს აგრძნობინო, რომ რასაც ის ასე თავგამოდებით გახარბებს დიდ ღირსებას არ წარმოადგენს. IMHO
  7. საქმე უკვე გაკეთებულია, იულკას რეპუტაცია საგრძნობლად შელახულია. ასე რომ შინისაკენ ჰერი ჰერი. აი ვიქტორა თუ დაგვიფასებს ამაგს ესაა საკითხავი, მაგრამ პრეზიდენტის ოპტიმიზმი მაფიქრებინებს ყველაფერი რიგზე იქნება.
  8. Saturn, რა დონეა? მოყვარულების მონაწილეობა ძაან პაზორნი იქნება თუ ყველა დონის მოთამაშეებია მაქა?
  9. asds სულ არ გეცოდება კაცო? მაინც რას უპირებ ამ ხალხს, კედელთან აყენებ? ერთი ასლანა იყო გაბუტული აჭარლებზე, არიქა მიღალატესო და მეორე შენა ხარ ოღონდ უფრო ფართო მასშტაბით. კიდევ ვის წინაშეა ქართველი ხალხი დამნაშავე ხომ ვერ გვეტყვი? არა, მე წინააღმდეგი ვარ. მოღალატე სამშობლო სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. შენ მაქედან დაიწყე და ჩვენ აქედან აგყვებით. ხოდა მაქა ხარ და მაქედან დარტყმა მოულოდნელი იქნება ოკუპანტებისათვის. შიგ გულში ჩავცეთ მახვილი პირსისხლიან ოკუპანტს. პ.ს. ეჰ, არ უნდა წასულიყავი შენ მოსკოვში. მაქაური წყალი არაფრად არ ვარგა, ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.
  10. დღეს გავხსენი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდი, სადაც განთავსებულია ასეთი ცნობა: 3 თებერვალს, 12 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავისუფლების უნივერსიტეტს ეწვევა. უნივერსიტეტის ახალ პროექტთან დაკავშირებით ”ისწავლე და ასწავლე სხვას” მინისტრი დიმიტრი შაშკინი და თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. http://www.mes.gov.ge/ მე მგონი ასეთი შეცდომები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე არ უნდა იპარებოდეს, მაშინ როცა საქმე ეხება მინისტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.
  11. Nukriko შენ თუ დაგიჯერეს დარჩენილა ეს ქვეყანა ხელისუფლების გარეშე და ეგაა. შენს საქციელს ბოიკოტი ქვია.
  12. shamili ამის - "ჩემთვის მიუღებელ" - ჩაწერა აღარ იყო საჭირო, ეფექტს არ აძლიერებს.
  13. newstudio, ბავშვებს რა ვერჩით, ეგება მათგან მაინც გამოვიდეს რამე ხეირიანი.
  14. :puke: ნაგავთა ომი ლ ი ც ი :maladec: ამის მთქმელის სიტყვას წონა რომ ქონოდა, გორის ბუჩქების ძირში არ უნდა ეფორთხიალა და კამერების წინ ჰალსტუხი არ უნდა ეღეჭა.
  15. ლ ი ც ი იგივე მდგომარეობაში არიან სომხებიც. კაკოზე დატაკება ადვილი საქმე არ არის ლ ი ც ი, მითუმეტეს დაუსაბუთებელს და უაზროს კაკო არასდროს ამბობდა. მე დავეთანხმებოდი კაკოს იმაში, რომ თუ საქართველოს რომელიმე ეთნოსის აღმნიშვნელი სახელი არ (და)ერქმეოდა, ეს ე.წ. აბორიგენი, მაგრამ ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის მხრიდან სეპარატისტულ მისწრაფებებს ცოტათი მაინც შეანელებდა და ამავე დროს ასეთ შემთხვევაში ერთიანი სახელმწიფოს არაწინააღმდეგობრივი იდეოლოგიის ჩამოყალიბებაც უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. ამიტომ მე ვთვლი ჩვენს ქვეყანაზე გეოგრია-ს დარქმევა შიდა მოხმარებისთვისაც მგონი უფრო მომგებიანი იქნებოდა. როცა მე ეს ერთ ადგილზე ნეხევრადღიად ვთქვი კინაღამ ჯვარს მაცვეს, ზოგმა რუსეთის აგენტი მეძახა და ზოგმაც უპრინციპო სოროსელი ლიბერალი, რომელსაც საქართველოს გადაშენება უნდა. მათ არ იცოდნენ, რომ მე აჭარელი ვიყავი, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ კიდევ რა ეპითეტებით შემამკობდნენ. შენ ამაში დარწმუნებული ხარ?მე არ. და ზუსტად ვიცი, რომ ძალით არ მომხდარა. ის რაც დღეს აჭარაში ხდება თუ მართლმადიდებლიზაცია ქვია, მაშინ მე პას და ილაპარაკოს მეუფეებმა გიორგიმ და სპირიდონმა. Siknadmo, ეს როდის, ეკლესიის ეზოში წვერით რო ათრიეს მერე?
  16. lasha1997 შენ ეგა თქვი, ჯერ არჩევნები ქვს მოსაგები უკრაინაში. აბა, ვიქტორას შუა გზაზე ხომ არ მიატოვებს, საწყალი თურმე ისე ნერვიულობს ქალებს დარევია რადაში.
  17. kisaეს ბულავკა ვის საროჩკას დიეკარგა? რაცხა, ყროლის სუნი დატრიალდა სალხინეთში. ცუდია, ცუდია. ვესენნაია ხანდრა დაიწყო უკვე?
  18. და რა არის ამაში გასაკვირი newstudio? კომუნისტების დროს განათლება იმდენად დაბალ დონეზე იყო, რომ თვლას მხოლოდ 2 მილიონ 850 ათასამდე ასწავლიდნენ, ეხლა სტანდარტები შეცვლილია, ხალხი 4 მილიონამდე ითვლის კაად.
  19. გამოდის თვლა ქალთა კონსულტაციებიდან დაუწყიათ და სასაფლაოებზე დაუმთავრებიათ, თორემ ამდენი მოსახლეობა არაა დღევანდელ საქართველოში. მგონი ამათზე ეს თეზა არ ვრცელდება, ზემოთთქმულიდან გამომდინარე. გამარჯობა ლ ი ც ი ბატონო!
  20. ამათი მიზანი თუ ისაა რაც დასახელებაში უწერიათ, მაშინ უკვე არღვევენ კონსტიტუციას. :TAT:
  21. ძუკუ, აგენს სამსახურისათვის კი მაინც კარგად უხდიან და ...... :TAT:
  22. machkatela ქართული საზოგადოების შეცვლის სამი გზაა IMHO: :sorry: 1. გავასახლოთ ქართველები რუსეთში (რადგან მენტალურად ყველაზე ახლოს რუსებთან ვდგავართ და თან რუსებს საკმარისი ტერიტორია აქვთ რეპატრიანტების მისაღებად) და მათ ნაცვლად ჩამოვასახლოთ კანონმორჩილი და "შეგნებული" გერმანელები და სკანდინაველები. აქ პრობლემა იქნება მხოლოდ ის რომ ეს ხალხი საჭირო რაოდენობით შეიძლება არ დაგვთანხმდეს ჩამოსახლებაზე და უარი თქვას მართლმადიდებლობის მიღებაზე; 2. დაველოდოთ სანამ დღევანდელი საზოგადოების (ჰომო სოვეტიკუსების) ყველა წევრი არ მოკვდება, თუ სამშობლოს სტრატეგიული მიზნები ითხოვს შეიძლება ცოტათი წავეხმაროთ კიდე ამ საქმეში და მერე ახალი უბიწო თაობის მეშვეობით წინ ნატოსაკენ. აქ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სიკვდილიანობა არ არის საკმარისად მაღალი რათა ნათელი მომავალი მალე დადგეს. 3. დაველოდოთ სანამ ხალხის ტვინში მოხდება გარდაქმნა ჰომო სოვიეტიკუსიდან ჰომო პოლიტშეგნებულამდე (პოლიტშეგნებული ეს ის პირია ვინც უკანმოუხედავად დედას აგინებს რუსეთს და რუსეთუმეებს და აღიარებს მხსნელის არსებობას საქართველოში). აქ პრობლემა ის, რომ ჰომო სოვიეტიკუსების ტვინი არ ექვემდებარება გარდაქმნას. ამიტომ ეს გზა უპერსპექტივოა. ასე რომ, აწი თვითონ განსაზღვრეთ აქვს თუ არა არჩევნებს ან მის ბოიკოტს აზრი.
  23. akkai ურუს დევლეთ ბაშ ბაქან შაჰ ნარინ დიმითრი მედვედ ზადე იბნ ვოვა
×
×
  • შექმენი...