lasha_alo ტიპიური ნიჰილისტია, აზროვნების ავტორიტარული სტილით. დემოკრატია მისთვის მხოლოდ მომგებიანი აბრაა და მეტი არაფერი. როცა ეს აბრა მოძველდება და არაეფექტური გახდება ის უნდა შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ 2008 წლის ცხინვალის ოპერაცია რუსებთან შეთანხმებული იყო, მაგრამ რუსებმა როგორც ეს მათ ჩვევიათ გადააგდეს. ამჟამად მის გონება შეპყრობილია ორი დაუძლეველი სურვილით, ერთი, რადაც არ უნდა დაუჯდეს სამაგიერო გადაუხადოს რუსებს ღალატისა და ორპირობისათვის და მეორე, დასაჯოს დასავლეთი იმისათვის რომ ბოლომდე არ გაიზიარეს ომის მის მიერ შეთავაზებული სცენარი და საბოლოოდ მოაქციეს დიპლომატიურ იზოლაციაში, ეს დემოკრატიის შუქურასათვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. უკრაინის არჩევნებმა დაარწნმუნა რომ საათის მექანიზმი ჩართულია და მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება ახლო პერსპექტივაა. ის განცხადებები, რომელიც მან ალჯაზირასთან გააკეთა არადიპლომატიური და საშიშია ზესახელმწიფოს ლიდერისთვისაც კი. სამწუხაროდ, მიხო ლოკალური (მხოლოდ საქართველოსათვის) საშიშროების მატარებელი "ლიდერიდან", თანდათან ტრანსფორმირდება პოლიტიკურ ავანტურისტად, რომელსაც შეუძლია გლობალური მასშტაბის დეტონაცია მოახდინოს რეგიონში.