მოგესალმებით ხალხნო! lasha_alo, კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს. გუშინ, როცა ჭანო გამოჩნდა ფორუმზე მისი პოსტებიდან გამოიკვეთა, რომ მას უნდოდა მის გარშემო მომხდარი სიტუაციის "გაიასნება". მე არ ვიცოდი რაზე იყო საუბარი, მაგრამ იგრძნობოდა რომ სიტუაცია არ იყო სახუმარო და ამიტომ მე ვურჩიე, რომ არ იყო საჭირო წარსულის ქექვა http://planeta.ge/www/index.php?s=&sho...st&p=232011, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და როგორც მოსალოდნელი იყო უარყოფითმა ენერგიამ სხვებსაც გადასწვდა. ეს ალბათ დღევანდელი დღის ცუდი აურის ბრალიცაა, მოგეხსენებათ დღეს ცხრა აპრილია. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მაინც ყველას მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ერთმანეთის გაკილვისაგან. რომელიღაც თემაში, თუ არ ვცდები მეზობელ ფორუმზე დღევანდელი იუბილარი ამბობდა, რომ ჩემს თავს პირობა მიეციო არ დავპოსტო ანერვიულებულ მდგომარეობაშიო. ოქროს სიტყვებია და ყველას ვინც თვლის რომ აღელვებულია დღეს ამ თემაზე ნუ დაპოსტავს. :ihihi: რაც შეეხება ფორუმზე დემოკრატიული ატმოსფეროს დეგრადაციის პერსპექტივებს, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ მე ამ ფორუმზე ვარ ორი მიზეზით, ერთი, იუზერები ხართ ყველა ჩემთვის საინტერესო, მისაღები და ყველას დიდ პატივს გცემთ და მეორე, ფორუმზე იგრძნობა თავისუფლების ატმოსფერო, რაც სამწუხაროდ სხვაგან არ არის. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ შევწყვიტოთ არასასურველი გარჩევები და ადმინისტრაციას ვთხოვ ერთეული კონფლიქტის გამო არ მოახდინოს ფორუმის ტოტალიზირება. ყველას