-
პოსტები
2.860 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Lo Janko
-
USD 1 აშშ დოლარი 1.8231 http://www.nbg.gov.ge/index.php?m=446 ეროვნული ბანკი გვაბოლებს?
-
lasha_alo, ნახე 22 სთ და 08 წთ-დან
-
lasha_alo, მიშიზმის იდეოლოგები მასე არ ფიქრობენ. ა, ნახე რა წამოცდა ნოდიას, თამ პაიჭაძემ შეამჩნია და ვითომ გაიხუმრეს http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb
-
პირველ არხზე ნოდიას და პაიჭაძის იდილიურ ჟღურტულს თუ უსმენთ?
-
ერთი ამას უსმინეთ http://tv25.ge/videoshow.php?id=FLV/dialogi/2010-05-31.flv 03:58-დან 04:20-მდე, ტიპშა იძახის (ქრ.დემთა წარმომადგენელი)ჩვენ კმაყოფილი ვართო რომ I ადგილი ავიღეთო ოპოოზიციურ პარტიებს შორისო და II ადგილიო სახელისუფლებო პარტიებს შორისო.
-
ისრაელმა იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ ტვირთიან გემებზე
Lo Janko replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds კი ბატონო, არა მარტო შენ ვერ იტან უსამართლობას, მაგრამ მსაჯულის ტვირთს ნუ იტვირთავ ერთპიროვნულად. აი, ხო ხედავ რუსეთი თითქმის თბილისამდე მოვიდა ტანკებით, არც ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას აპირებს და 150 ქართული სოფელიც პირწმინდად დაწმინდა ქართველებისაგან, მაგრამ გაეროს რუსეთისთვის აგრესორის სტატუსი არ მიუნიჭებია და დღემდე მიდის დავა ვინ და რატომ. შენ კიდე ერთი მოსმით -
ისრაელმა იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ ტვირთიან გემებზე
Lo Janko replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds :ravic: -
ისრაელმა იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ ტვირთიან გემებზე
Lo Janko replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn რომ არ გევასებიან ეს არ არის საოცრება, საოცრება ისაა რომ თქვენ სასიკვდილოდ გემეტებათ ის ხალხი, რომლებიც ჩვენგან ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულნი და კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენენ, რომ არსებობს ქვეყანა საქართველო, რომლის მკვიდრთაც უნდათ მათი სიკვდილი პ.ს. ხო მართლა, ვიეტკონგელები კი არა მთლიანად ინდოჩინეთი მკიდია, მაგრამ მათი მოკვდინება არასდროს არ მომდომებია, ალბათ იმიტომ რომ უფრო ახლო პრობლემები მაქვს მრავლად -
Saturn სამაგიეროდ ესენი ხომ არიან სწორად ინფორმირებულნი.
-
მიშისტებს და მძინარე ცხინვალის ფანებს არ ვურჩევ მაინცა და მაინც თავის გამოდებას შევჩუკზე თუნდაც ამის გამო http://www.nr2.ru/moskow/191478.html «НР»: Кто, по вашему мнению, виноват в этой кровопролитной войне? Ю.Ш: В конфликте виноваты все его участники, как Россия, Южная Осетия, так и Грузия. За последние 15 лет можно было придти к согласию, провести переговоры, не доводя дело до убийств. Но этого никто не сделал. В результате ситуации, когда в регионе не было ни мира, ни войны, произошел взрыв: «Бум!» и начались массовые убийства. Однако главная вина за кровь убитых лежит на Михаиле Саакашвили, он главный агрессор, который направил войска на мирных осетин, стал бомбить Цхинвал: невинных бабушек, дедушек и детей. შევჩუკის ფასეულობათა იერარქიაში მიხო და პუტინკა ერთ პოლკაზეა.
-
ისრაელმა იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ ტვირთიან გემებზე
Lo Janko replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn რითი დაიმსახურეს ვიტკონგელმა კომუნისტებმა თქვენი ესოდენ დაუნდობელი რისხვა სატურნ?საოცრებაა პირდაპირ -
ისრაელმა იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ ტვირთიან გემებზე
Lo Janko replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 მეც, ომი და დავიდარაბა მაგ რეგიონში არ აწყობს მხოლოდ ისრაელს და ამიტომაც არ მჯერა რომ მათ უმიზეზოდ შეეძლოთ გაუაზრებელი მოქმედების ჩადენა. მეც მგონია რომ პროვოკაციას აქვს ადგილი. -
ბათუმში მაგარი საკაიფო ამბები მოხდა. დღეს ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ ჩემს ქმარსო ხმის მიცემის საშუალება არ მისცესო. რატომ მეთქი და მიზეზად გვითხრესო, რომ შენ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასულად ითვლებიო. ჩემმა ქმარმა უთხრაო, რაის ფარგლებს გარეთ ვერა მხედავთ აქა ვარო, მაგრამ არ გაჭრა., ჩვენი დოკუმენტებით აქა არა ხარო და ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს. მოკლედ, მოგეხსენებთ ბათუმი მეზღვაურთა ქალაქია და ცხადია როცა მეზღვაური გემზეა ის ქალაქში ვერ იქნება, მაგრამ ვინ არის გემზე და ვინ ხმელეთზე ეს ინფორმაცია ცესკოს საიდან ქონდა ჩემთვის გაურკვეველია. დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ასეთი შემთხვევა გამოვავლინე და ისიც დავადგინე, რომ ყველა ამ შემთხვევაში იყვნენ ის ხალხი, რომლებმაც არჩევნების წინ ნაცების ემისრებს შეკითხვაზე ვის აძლევთ ხმასო უპასუხეს რომ თქვენ არაო. სადაც მე ამდენი შემთხვევა ვნახე ერთ დღEში წარმომიდგენია რა მასშტაბები ექნებოდა ამ ამბავს.
-
მორჩა კინო ჩააქრეთ შუქი, წავედი ნანაში
-
kisa მაგას უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ნაცებმა არ უღალატეს მათ მიერ არჩეული ჟანრის კანონებს. უტიფრად და ნაგლად დადეს არარეალური პროცენტი და თავდაცვიდან გადავიდნენ თავდასხმაში. გაღმით შეედავე გამოღმით შეგრჩებაო არ გაგიგიათ? მაღალი პროცენტის შემოგდება ტაქტიკურად სწორია, მაგრამ მთლად ბოლომდე დარწმუნებულები ამაში ზოგიერტი როგორც ეტყობა მაინც არ არის, ამითაა გამოწვეული ჩემი აზრით ზოგიერთი ნაც ლიდერის მსუბუქი დაბნეულობა.
-
McLaren მერე რა, გამოვა ეგზითპოლი ნაცებს მოყოლებული 2003 წლიდან აქვთ არჩევნების გასაყალბებლად ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ 2003 წლის ავადხსენებული პარლამენტის არჩევნების შედეგები, მიუხედავად ყველა აღრიცხული დარღვევებისა, რეალობასთან უფრო ახლოს იყო ვიდრე მას შემდეგ ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები, დღევანდელის ჩათვლით
-
ბელორუს დამკვირვებელს უთქვამს რომ ბელურუსიამ ბევრი შეიძლება ისწავლოს საქართველოსაგან არჩევნების ჩატარებაშიო, და თურმე გაოგნებული ყოფილა როგორ აამაღლეს ქართველებმა დემოკრატიის ხარისხი საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების შემცირებით http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2 ვაშა მეგობრებო! გუშინ ევროვიზიიდან მოყოლებული ჩვენ ბელორუსიის გურუებად გადავიქეცით ევროპიზაციის დარგში
-
ვინც ამ არჩევნებს გაუყალბებელს უწოდებს და ამავე დროს ირანის არჩევნებზე ენა მოუბრუნდება იმას გავარტყი კარდანი ვალი
-
asds კიპლინგი ალბათ საფლავში გადაბრუნდა
-
vitaminC, აფხაზეთის და სამხ. ოსეთის აღიარება აქ არაფერ შუაშია , მაქ მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთს აქვს აღიარებული და იმანაც 10 ქულა მოგვცა. მე დარწმუნებული ვარ რომ ან ხმების განაწილება თავიდანვე გაიასნებული იყო და ვის შეეძლო ამის გაკეთება არ ვაკონკრეტებ, თავადაც კარგად იცით, ან ნაცსასტსვი გაფრთხილებული იყო ვისთვის უნდა მიეცათ ხმა. სხვაგვარად ამ ფენომენის ახსნა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. რა გვინდა ამ დაწყევლილ ევროკავშირში თუ მუსიკალური გემოვნებაც კი რადიკალურად განსხვავებული გვაქვს? აქედან გამომდინარე მიხომ ნათელი მესიჯი გაუგზავნა ევროკავშირსაც და ბაწკასაც. ეს არავის გაგონებთ?
-
lasha1997ადრე ვფიქრობდი ამაზე მეტი რაღა უნდა გვიქნას მეთქი, მაგრამ თურმე ვცდებოდი, მაგათი სლოგანით გასაკეთებელი კიდე ბევრი ქონიათ
-
სოფოს არ ვერჩი. ჩემი აზრით კარგი მომღერალია და იმედია კარგი კარიერაც ექნება. ევროვიზია საერთოევროპული კონკურსია და სუბიექტურ, პოლიტიკურ და კიდევ სხვა ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს და სოფომ რომ ვერ გაიმარჯვა ამაში საოცარი არაფერია. იმასაც მიჩვეული ვარ, რომ ასეთ პროექტებში მიხო დიდ ფულს ყრის აბსოლუტურად გაუმართლებლად და ანალგინს ყველაფერში ვეთანხმები. მაგრამ ის რაც ჩემი ვარაუდით დღეს მოხდა იყო თავხედობის და ნაგლობის გამოვლინების აპოთეოზი, მხედველობაში მაქვს ის რომ ჩვენგან 12 ქულა წაიღო ბელორუსმა აბსოლუტურად უსახურ და იდიოტურ სიმღერაში. მე ვერ დავიჯერებ რომ ქართველ ხალხს მუსიკალური გემოვნება საბოლოოდ დაუჩლუნგდა და კარგს ცუდისაგან ვერ არჩევს და იმისაც არა მჯერა რომ რუსებმა 1 ქულაც კი ვერ აიღეს ჩვენთან. მოკლედ მე სერიოზული ეჭვი გამიჩნდა რომ საქართველოდან ოსლოში წავიდა არა ის ქულები, რომლებიც მსმენელებმა თავისი სატელეფონო ზარებით დაადგინეს, არამედ ის ქულები რომელიც მიხომ დაუდგინა ევროვიზიას. მისი ჭკუით მან ამით სამაგიერო გადაუხადა ევროპას, ყველასათვის დასანახად გამოაცხადა საითკენაა მისი პოლიტიკური სიმპატიები და თან ბაწკას აგრძნობინა შენსკენ ვარ და შეიძლება შენი თავშესაფარი დამჭირდესო. მოკლედ დეპრესას საყურადღებოდ, რომელსაც კიდევ ჯერა არჩევნებისა მინდა ვთქვა, რომ ესენი ევროვიზიის ხმებსაც კი აყალბებენ და საკუთარ არჩევნებს რას უზავენ ხო წარმოგიდგენიათ?
-
გილოცავ მაკა! მრავალს დაესწარი! სურვილების ასრულებას გისურვებ :036: :lasha1997:
-
გილოცავ irusha დაბადების დღეს! სურვილების ასრულებას გისურვებ :036:
-
analgin ერთი პეიოდი მეც ვიყავი დაინტერესებული შვედურის ან ნორვეგიული ენის სწავლით, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ისე როგორც შვედებმა მითხრეს, ნორვეგიული, დანიური და შვედური ენები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ფაქტიურად ერთი ენის დიალექტებს წარმოადგენენო