Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. შენ ეტყობა არ შეგიმჩნევია, რავარც კომუნისტები 1913 წლის რუსეთს ედრებოდნენ ისე გვიდარებს ედიკას დროს მიხოს დროსთან.
  2. Marta1 ამაზე გამახსენდა:- პომიდორი გიყვარსო? - საჭმელად, თორე იმიდედა ვატირეო.
  3. Saturn, დარწმუნებული ვარ 17 წელში ბოლშევიკებს რომ არ გაემარჯვნათ მამაჩემს და დედაჩემს სულ სხვა ცხოვრების გზა ექნებოდათ და არც მე მოვევლინებოდი ამ ცოდვილ მიწას და რა ვქნა ეხლა, ამის გამო კომუნისტები ვადიდო და მათზე ვილოცო?
  4. lasha1997 მეც. Saturn უშლის, თან მაგრა. სამშობლოს გამოუკიდებელი ღირებულება ოჯახის გარეშე ან ოჯახისაგან განყენებულად არა აქვს. სამშობლო ძლიერთათვის ამა ქვეყნისა არის იგივე რაც ქურუმისთვის ღმერთია, ტო ესწ ერთნი მოითხოვენ სამშობლო დააყენეთო ყველაზე წინ, მეორენი კი ღმერთიო, ორივე შემთხვევაში იგულისხმება დედაზე, მამაზე და შვილზე წინ - ოჯახზე წინ. სამშობლო ოჯახის ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს, მაშინ ექნება მას ფასი. babuagiorgi არა, უფრო დედა უფრო გიყვარს, თუ შენი ქონებისა და სახლის დარაჯიო. Grig ჭეშმარიტი სიტყვებია, შექცეული ფორმულირება აზრს მოკლებულია.
  5. SSDK, გილოცავ და ყველაფერს კარგს გისურვებ! გაიხარე.
  6. Saturn მე ადრე დავწერე.ხოლოდ მცირე ნაწილი და ისიც არა ჩვენი სამართლიანი ბრძოლის გამო, არამედ სიტუაცია ჩავარდა ისეთი, რო იტყვიან 100 წელიწადში ერთხელ ხდებაო.2007-ს 7 ნოემბრის შემდეგ. მიხომ როგორც მოგეხსენებათ საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა და აჭარაში ხალხის გულის მოსაგებად მიწების პრივატიზაცია ჩაატარა, რომელიც ასლანამ არ ჩაატარა და არც ნაცები აპირებდნენ რო არა 7 ნოემბრის ამბები. ჩვენ გვერგო ბაბუაჩემის მიწების მხოლოდ ის ნაწილი რომელშიც არენდები გვქონდა, ცხადია მოდავე იქ არ გვყავდა. აი ამის გამო კი, ეგ რათქმაუნდა შეიძლება და შეიზლება 67 ლარი მეტიცაა საბაზრო ფასზე, მაგრამ ჩვენ მიწის გაყიდვას არ ვაპირებდით უფრო მაღალ ფასადაც კი.ახალი ბულვარის ბოლოს, იქ სადაც უშუალო აღებაში მოხვედრილი ტერიტორიები იწყება, ერთმა რუსის დედაბერმა უფრო მეტი საფასური მოითხოვა, რადგან იქვე ახლოს ვიღაც თურქმა გაცილებით მაღალ ფასში შეიძინა მიწის ნაკვეთი. პასუხად მიიღო ქუჩაში გამოყრილი მწირი ავეჯი და გრეიდერით დანგრეული ერთსართულიანი ძველი სახლი. რას იზამ, სახელმწიფო მნიშვნელობის ყოფილა მეორე, შემოვლითი გზა აეროპორტისაკენ და ექსპოპრიაციის კანონი მიუყენეს.
  7. lasha1997 კი, ნამდვილად. და აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია. ამ ზაფხულში ვერაფრით ვერ ვიზამდით, რადგან აქ ძალიან ცხელოდა, მე კი სამწუხაროდ სახლში კონდეციონერი არა მაქვს. როგორც კი ცოტა აგრილდება დიდი სიამოვნებით, თან მგონი სკაიპის საიტზე ახალი ვერსიის ბეტა ვარიანტია, რომელიც ერთროულად 5 მოსაუბრის (ვიდეოთი) ჩართვას უზრუნველყოფა.
  8. ნდააა Saturn, მართლა ძნელია შენთან საუბარი. არ დავიწყებ რაღაცეების ახსნას, უბრალოდ ჩემს ამბავს მოგიყვები. როგორც ვთქვი ბაბუაჩემი შეძლებული კაცი იყო და საკმაოდ დიდი ქონება წაართვეს ბოლშევიკებმა. როცა კომუნისტები გადავარდნენ ჩვენ ბუნებრივია დავიწყეთ წართმეული ქონების დაბრუნებაზე მოქმედება. ზოგო საბუთი ხელზე გვქონდა ზოგიც არქივიდან ავიღეთ და სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. იცი რა პასუხი მივიღეთ? ჩვენ არა გვჯერაო, რომ თქვენ ეს ქონება უკანონოდ ჩამოგართვესო. შესაძლებელია თქვენ ნებაყოფილობით გადაეცით სახელმწიფოს მიწა, ან კიდე კომპენსაცია გაქვთ აღებულიო. როცა მე ადვოკატს ვკითხე მაგენს ცოტა ხო არ აჟრიალებთ მეთქი, იცი რა მითხრეს? კანონის მიხედვით სწორი არიანო. თუ ის ქონება კომუნისტებმა უკანონოდ წაიღეს ბაბუაშენს უნდა სასამართლოში ეჩივლაო. მე ვუთხარი რა სასამართლო, კაცს სულის გადარჩენაზე ქონდა საქმე და მაინც ვერ გადარჩა მეთქი, მაშინ მამაშენს უნდა ეჩივლაო. მმამაჩემს რო ეჩივლა როგორც რეპრესირებულის შვილს ციმბირს უკან დაატოვებინებდნენ მეთქი. ხოდა მაშინ რაგიყოთ, ასეაო ვერ დაამტკიცებ რომ მიწა ჩამორთმეულიაო. ხო ხვდები რატომ მოგიყევი ეს ამბავი. ჩემს ფასეულობათა სისტემაში ნაცები და ბოლშევიკები ექუალ არიან, რადგან ფორმით ერთნაირად მოქმედებენ და შენ კიდე ამ აზრში მე პირადად მამყარებ. ვისთვის გარეუბანია და ვისთვის სასიცოცხლო სივრცე.შენთან ბოდიში, მაგრამ ვისი რა ტრაკის საქმეა მე როგორ ვაფასებ ჩემს ქონებას. მე ვაჭარი არა ვარ და ნიცაში და ბოდრუმში მიწა რა ღირს სულ მკიდია. ნიცა ჩემთვის მისაბაძი არ არის. გავარტყი ნიცას. სხვათაშორის ადლიისთანა გარეუბნები ცენტრზე ბევრად ძვირი ღირს ფეშენებელურ ევროპულ ქალაქებში.
  9. Saturn დადგენილი ფასი იყო 67 ლარი კვ.მ-ზე. ექსპოპრიაციაში მოხვდა ჩემი 4 ნათესავი (ბიძაშვილი), არცერთს არ სურდა მიწის გაყიდვა, მაგრამ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას დათანხმება არჩიეს. მანამდე კი მიწის მფლობელებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდდებთან მიდიოდა ინტენსიური ზეწოლა საკმაოდ უხეში ფორმებით (ფაქტიურად ემუქრებოდნენ, რომ უარის შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავთო.)
  10. Saturn ეხა წართმევას მე ვეძახი, ექსპროპრიაციის შესახებ კანონს რომ გიყენებენ და მათი დადგენილი ფასით რომ ყიდულობენ შენგან მიწას. და იმასაც გეტყვი არანაირი სახელმწიფოებრივი საჭიროება იქა გზის გასაკეთებლად არ იყო. რაც შეეხება მიწას, მიწა შეძენილი იყო მე-19 საუკუნის ბოლოს ჩემი დიდი ბაბუას მიერ, რომელიც კომუნისტებმა ბაბუაჩემს ჩამოართვეს, 37-ში დახვრიტეს და რომელის მხოლოდ პატარა ნაწილი ჩვენ, მისმა შთამომავლებმა უკან დავიბრუნეთ, რეესტრში რათქმაუნდა გატარებული იყო.
  11. newstudio ჩემს ძმას წაართვეს, ხოლო ჩემი მიწა გზის გადაღმა ვიწრო ზოლში მოხვდა, ტრასასა და აეროპორტს შორის და როგორც გავიგეთ იქ არაფრის აშენების უფლებას არ მომცემენ.
  12. მოვედი lasha1997, გამარჯობა. ყველას მოგესალმებით! გეტყვით, რომ ბათუმში და აჭარის ზღვისპირეთში წელს დამსვენებელთა რეკორდული რიცხვი ჩამოვიდა. ბათუმი გადათხრილია და საკურორტო სეზონისთვის მზად არ არის. როგორც ეს დამსვენებლების გამოხმაურებიდან ჩანს მომსახურება არის 0-ოვან დონეზე, ფასები ძალიან მაღალი. ფასები არა მარტო ჩამოსულ დამსვენებელს კბენს. წყლის მიწოდება ქალაქზე ასლანას დროს უკეთესი იყო ვიდრე ახლაა. უწყლობა დამსვენებელზე, როგორც მოქმედებს კარგად მოგეხსენებათ. პლაჟები, რაც თავი მახსოვს სულ ასეთ დღეშია, ტო ესწ ძალიან ბინძურია მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ არც სუფთაა. ქალაქის კანალიზაცია ზღვას უერთდება მდინარე ჭოროხის შესართავთან. არავითარი გამწმენდი ან გამფილტრავი მოწყობილობა იქ არ არის. ფიკალური მასა ორი დიდი ბასეინის გავლით, რომლებმაც დრენაჟის როლი უნდა შეასრულონ ზღვას უერთდება. დინება შავ ზღვაზე მუდამ ერთი მიმართულებითაა (იშვიათი ფლუქტუაციის გარდა), ესე იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და ამიტომ ეს გაუფილტრავი მასა ქალაქის პლაჟებისაკენ მოაქვს. გარდა ამისა რამდენიმე ლოკალური ჩანაკადი თვითონ ქალაქიდანაც. რაც შეეხება ბულვარს. არის ძველი ბულვარი და არის ახალი ბულვარი. მე პირადად ძველი მომწონს სადაც მწვანე მასაც მეტია და ბუნებრივადაც გამოიყურება. რაც შეეხება ახალს, რაც იმ ადგილზე იყო იმას ჯობია, მაგრამ ძალიან ხელოვნურია და ბუტაფორიულია. მე არ მომწონს, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ. აეროპორტი გზის შესახებ საუბარი არ მსურს, რადგან ობიექტური ვერ ვიქნები. მე მაგ გზამ დამაზარალა.
  13. akkai გილოცავ და გისურვებ ყოველივე კარგს! გაიხარე!
  14. გრიგალი ჯერ ერთი, მე ამ შემთხვევაში არაფერი მეშლება რადგან ფრთიანი გამოთქმის ავტორი სამუელ ჯონსონია და არა მე. მეორე, არც ძია სამუელს ეშლება, რადგან პატრიოტიზმს ბევრი გარეწარია ამოფარებული და და ეს სულ არ ნიშნავს, რომ ყველა პატრიოტი გარეწარია და მესამე, პატრიოტიზმს რეკლამირება არ ჭირდება, უბრალო ობივატელი, რომელიც დაუზოგავად შრომობს თავისი ოჯახისათვის და კანონს არ არღვევს გაცილებით უფრო დიდი პატრიოტია, ვიდრე ის ვინც დღედაღამე სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკობს, სხვებს მორალს უკითხავს და ამისათვის შესაბამის პატივისცემასა და საზღაურს ითხოვს.
  15. გამარჯობა T_A_T. როგორ დაისვენე, სად გაექეცი ამ საშინელ სიცხეებს? მე პირადად არსად არ წავსულვარ, თუმცა სურვილი კი მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მართალია სიცხემ ძალიან შემაწუხა მეც და ჩემი ბიჭებიც, მაგრამ სამაგიეროდ დილით და საღამოთი ზღვაზე დამყავდა და მაგრა დახვეწეს ცურვის ტექნიკა. სახლში კონდეციონერი არა მაქვს და ამიტომ სიცხის გამო ფორუმზეც შემოსვლის ხალისი დაკარგული მქონდა.
  16. ძალიან საინტერესო ლეგენდაა. აბა, ჩვენი ლეგენდა რას ამბობს? ქეიფის და უქნარობის გამო ღმერთი მიწებს რომ არიგებდა დავაგვიანეთ და მერე, თავისთვის შენახული მიწა გვიბოძა ხომ, და იმ მიწასაც ვერ მოვუარეთ. პაზორ ვ ნატურე.
  17. ჩვენსკენ გამოიდარა და ეხლა ბავშვების წაყვანას ვაპირებ ზღვაზე.
  18. ჩემთვის მთავარია ადამიანის უფლებები არ შეილახოს და დაცული იყოს. ამ შემთხვევაში დამშვიდებული ვიქნები, რომ ჩემი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანების უფლებები დაცულია. რაც შეეხება გეიპარადებს, მე ისინი ბოლშევიკების მიერ ჩატარებულ პარადებზე მეტად არ მაღელვებს. არც ის კომუნისტური პარადები მომწონდა და არც ეს პარადები მეხატება გულზე, მაგრამ თუ ბოლშევიკებს აქვთ მიტინგის მოწყობის უფლება ამათაც უნდა ქონდეთ ანალოგიური უფლება. ცნობისათვის, ბოლშევიკურმა რეჟიმმა ათეულობით მილიონი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამათ კი დიდი დიდი ......კხმ, მეტი არაფერი, ისიც მხოლოდ თავისნაირებს ერჩიან.
  19. მეც კოხორას გავლენით დავპოსტე მასტე. ნეტა ყველას გვქონდეს კოხორას კეთილგანწყობილება და ოპტიმიზმი.
  20. babuagiorgi, მხარს გიჭერ 100%-ით. კინკლავი და ჩხუბი გვერდზე გადავდოთ. კამათი, ძალიან ცხარეც მოსულა, მაგრამ მერე პირად შეურაცხყოფებზე გადასვლა არ არის კაი საქმე. პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, მაშინაც კი როცა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ესაა ჩემი კომენტარი.
  21. გრიგალი, ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით და არა მარტო ამასთან დაკავშირებით არის მკვეთრად უარყოფითი. მე ვკაიფობ იმ უნიათო და უტვინო ოპოზიციაზე, რომლიც გამოდიოდა კონსტიტუციის შეცვლის ინიციატივით. იმდენად იდიოტები არიან ვერ ხვდებიან, რომ პრობლემა კონსტიტუციაში კი არა საზოგადოების მენტალიტეტში და კონკრეტულად მათშია. მიხოს ფენომენი ქართველმა ხალხმა შექმნა, რომელშიც ყველაზე ქმედითი როლი სწორედ მათ - დღევანდელმა ოპოზიციამ შეასრულა.
  22. ჰმ, რაზე ვდაობთ, ეს ინსტიტუტი ძველ რომში კარგად მუშაობდა . ცნობილია რომ ციცერონმა, როგორც მონის ადვოკატმა სიცილიის პრეფექტს მოუგო საქმე, რომელსაც მონა უჩიოდა ცემის გამო. გამოდის რომის იმპერიაში მეტი თავისუფლება და სინდის ნამუსი იყო ვიდრე დღევანდელ ქართულ საზოგადოებაშია.
  23. მუსიკა გიყვარს ეტყობა შენ და მუსიკით გინდა შენი განწყობა გამოხატო. ყველაზე მეტყველი და ზუსტი ფორმაა მე რომ მკითხო. დეპრესიაში თუ არა, საცხა დეპრესიასთან ახლოს ხარ. პატარა ბავშვი გყავს და კაეშანს მთლად ნუ დააპყრობინებ თავს.
×
×
  • შექმენი...