Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. რაცხა არა მგონია მასეთი რამ შესაძლებელი იყოს lasha1997, ფანტასტიკას უფრო გავს. თუმცა ერთ დროს წყალქვეშა ნავიც ფანტასტიკა იყო.
  2. newstudio, არც ერთ ოპოზიციურ ძალას კონკრეტულად მე მხარს არ ვუჭერ, იმიტომ კი არა, რომ ვთვლი ყველას ფარჩაგებად ან მე ვარ ძალიან მაგარი ტიპი, არა, მე უბრალოდ არ ვარ პოლიტიკურად აქტიური და ჩემს თავისუფლებას ვერ შევზღუდავ ვიღაცისტობით. ბევრს ვიცნობ, რომლებსაც ვიცი ეხლა მიშიკო დასანახად ეზარებათ, მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევთ საშუალებას ეს განაცხადონ საჯაროდ, რადგან თავის დროზე ხმის იოგები ქონდათ ჩახრეწილი მიშა, მიშას ძახილში. ასეთია ჩემი კომენტარი :buchti:
  3. თქვენ გგონიათ ამას ვერ ხვდებიან babuagiorgi? ხვდებიან, მაგრამ ისე აწყობთ, რადგან სხვაგვარად მიშიკოს ხელისუფლებაში შენარჩუნება არ ხერხდება. მტრის ხატია ყველაზე ეფექტური ხერხი, რომლითაც ხდება საკუთარი უუნარობიდან და კიდევ ბევრი რამიდან ყურადღების გადატანა სხვა რამეზე.
  4. სახელმწიფოზე საყვედური რომ ვთქვი არ ვგულისხმობდი რაც თქვენ დაწერეთ choxa, მე ვიცი რომ მეწყერით დაზარალებულ ხალხს ზემო აჭარიდან შეპირდნენ ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლებს შევისყიდით და თქვენ გადმოგცემთ საკუთრებაშიო. სამწუხაროდ მოატყუეს. ბევრს სახლის პატრონი დაადგა თავზე და სახლის დაცლა მოსთხოვა, რადგან მათზე თანხა არ იყო გადახდილი. ამ გაწამაწიამ ბევრი დაძაბულობა შექმნა მანდ სამწუხაროდ. ბევრმა მათგანმა სახლები შემდეგ თავისი სახსრებით შეიძინეს. გეთანხმები liliko, ამ თემაში asds-ის ვეთანხმები თითქმის ყველაფერში. ჩემთვის ნებისმიერი სახის ქსენოფობია მიუღებელია, გინდ ეს ეთნიკურ ნიადაგზე იყოს გინდ სხვა რამეზე. ის, რომ არც სხვა ქვეყნები არიან ამ მხრივ ანგელოზები არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის მწვანე შუქია ანთებული. დღეს ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ადვილია ქვენა გრძნობებზე თამაში და განტევების ვაცად ეთნიკური უმცირესობების გამოყვანა. იმედი მაქვს ეს არ მოხდება და ვეთანხმები asds-ს ამაზე გაჩუმება და მიყრუება კი არა, მსჯელობაა საჭირო და საფრთხის ნათლად გაცნობიერება. რუსეთში ქსენოფობია რომ ყვავის ზუსტად ესაა რაც ადრე თუ გვიან დაანგრევს მაგ ბოროტების იმპერიას.
  5. მართალი ხარ choxa, იყო მასეთი ამბებიც, მაგრამ იქედან დაბრუნებულები იმასაც ამბობდნენ, რომ იქ მყოფი ქართველებისგან და განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან საკმარისი ხელშეწყობა არ იყო.
  6. მე ხშირად შევდივარ რუსულ ფორუმებზე licemer, გეთანხმები ნაციზმი და ქსენოფობია ბევრ ფორუმზე (არა ყველაზე) ყვავის, მაგრამ დამეთანხმე ეს არ არის ჩვენი ქსენოფობიის გამართლება. მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენ საკმაოდ ნარცისული ერი ვართ დღეს და ქსენოფობიის ტალღის აგორება დღევანდელ საქართველოში არ არის რთული საქმე.
  7. არ დაიჯერო newstudio, ატომიც აქვთ, უბრალოდ ჭკვიანები არიან და არ აბაზრებენ ამერიკელების კეთილგანწყობა რომ არ დაკარგონ.
  8. სკოლაში სსრკ-ს ისტორიას ხომ სწავლობდით licemer? იგივე მეთოდებს იყენებდნენ ბოლშევიკებიც ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ. ლენინმა ჯერ ნაროდნიკები მოიძულა, მერე რსდრპ ჯერ ბოლშევი-მენშევიკებად დაყო, მერე მენშევიკებს გაუსწორდა. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ესერებს გაუსწორდა, მერე ესტაფეტა ჩვენმა ზემლიაკმა იბუ სტალინმა გადაიბარა და ყველამ კარგად ვიცით როგორ ჩამოიშორა მეტოქეები. მოკლედ ძუკუ რომ ეძახის ნაცებს ნეობოლშევიკებს მე ამაში სრულად ვეთანხმები. newstudio, 2007 წლის კი არა 2003 წლის 23 ნოემბრის მერე ერთიდაიგივე ღნავილია ხელისუფლებისგან.
  9. ამას დავუმატოთ მედვედევის დღევანდელი ვიდეომიმართვა და განცხადება ელჩის კიევში არ გაგზავნის შესახებ.
  10. მეც მაგას მივაქციე ყურადღება lasha1997, კაცი შპიონაჟში იყო შემჩნეული და ომში საგანგებო დავალებებს ასრულებდა. ეგ ბაიკა გივიმ ნაცებს ჩამოკიდოს ყურებზე. licemer ეს არის სასაცილო თავისმართლება (იგულისხმება ხელისუფლება) ე.წ. გრუზინული, კაცური ანგარიშწორების გასაპრავებლად. ბიჭებს ცხელ გულზე შემოაკვდათ მოღალატეო ამასაც ამბობდნენ. სოზარი აბსოლუტურად მართალია, მაგრამ რას იზამ ამ ქვეყანაში სიმართლისტობა რადიკალურობის სინონიმია.
  11. არა მარტო რუსებს lasha1997, ეს არის ყველა ტოტალიტარული, ზევიდან მართული ქვეყნის საზოგადოების მენტალიტეტის გამსაზღვრელი თვისება.
  12. ნამდვილად გვჭირს lasha1997, ამ ავადმყოფობას ინფანტილიზმი ქვია. ჩვენ მუდმივად ველოდებით მხსნელს და გმირს, რომელიც გვიპატრონებს და ყველა ჩვენს სადარდებელს თავისთავზე აიღებს, ჩვენ კი უდარდელად ვიცხოვრებთ. ვინც ამას შეგვპირდება, მას ბელედად გახდომის დიდი შანსები აქვს საქართველოში.
  13. ინდურ მითოლოგიაში თუ ინდუიზმში არ მახსოვს, ხელშეუხებელს შუდრას ეძახიან მხონი ხო? ხო და თუ ასეა, მაშინ ახალაია, მერაბიშვილი, ადეიშვილი და კიდევ ზოგიერთნი შუდრები ყოფილან არა? მშენებლობაში (რემონტს ვგულისხმობ) ხელშეუხებელია საძირკველი და შენობის საყრდენი ჩონჩხი და როცა საძირკველი ლპება ის შენობა ექვემდებარება დანგრევას. ჭკვიანურის დაწერა მინდოდა ალეგორიულად , მაგრამ რაცხა დებილობა გამომივიდა, მოკლედ ამათ არაფერი ეშველებათ მეთქი მინდოდა მეთქვა.:husein:
  14. კი newstudio მასეა, მაგრამ გვამი ყარს და ამ სიმყრალეში ბევრი გაიგუდება ისე ვატყობ.
  15. გეთანხმები licemer, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული გაცნობიერებული პიროვნებების მიმართ და არა ზოგადად რუსი ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. რაც შეეხება მათი ვინც დღევანდელი რუსეთის სახეს წარმოადგენს დდშვც. :ux:
  16. კი newstudio, აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩია, მაგრამ როგორც ეტყობა კავკასიის განაბის პოსტსაც ითავსებს.
  17. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ნარკოარხებს აღდგენა უნდა? და ვინმემ ოდესღაც ისინი დახურა?
  18. მართალია Saturn და საკვირველი ამაში არაფერია. მე კიდე ვფიქრობ, რომ როსულმა ეკლესიამ ამისათვის საკმაოდ დიპლომატიური და გამოხატვის მსუბუქი ფორმები მოძებნა. მე ველოდი უფრო სწორხაზოვან და მძაფრ გამოხმაურებას.
  19. ვახ, ეს რა ამბებს გამოვაკლდი კაცო, ე.ი. ჩატარდა ტრილერი ხო? ალბათ სიუჟეტი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ტრიალებდა და ბოლოს სინათლის ტრიუმფალური გამარჯვება - ჭანტტურია საზმაუს გენ დირექტორია! ვაშა! *******ნთ თავისუფალი მედია. :husein:
  20. licemer, შევარდნაძის შნირები მაგდენს ვერ ბედავდნენ. ხალხზე თვალებში ნაცარის ყრა პირდაპირი ეთერით.
  21. აქ ჩამოთვლილებს შორის ყოველ შემთხვევაში.
  22. თან საკაიფო ის არის mogzauri, რომ სიუჟეტი ჰოლივუდურ სტილშია გადაწყვეტილი, მეორე ტურში გასასვლელად ფარულ კენჭისყრაზე ჭანტურიას ქორიძემაც აჯობა და კაჭარავამაც, მაგრამ ჟანრის ყველა კანონის დაცვით ბოლო მომენტში გაიმარჯვებს ჭანტურია და მისთვის ეს რათქმაუნდა მოულოდნელი იქნება. :ravic:
  23. liliko, მეც მასე მგონია და საკმაოდ აგრესიული ქილიკის ობიექტიც გავხდი ერთ ფორუმზე, როცა ანალოგიური ამოსაზრება გამოვთქვი, მაგრამ რა ინტერესი ამოძრავებთ ძლიერი სქესის წარმომადგენელებს, რომლებიც არანაკლები გააფრთებული და ფანატიკური ერთგულებით გამოირჩევიან იგივე ზვიადისადმი და მიშიკოსადმიც. p.s. წყენა აქ არაფერ შუაშია, არ მიწყინოთ მეთქი ვახსენე Goddess-ის სიგნიჩაში პიკანტურ სიტყვაზე მინიშნების გამო.
  24. ნდაა, როგორც კი ქალზე იწყება ლაპარაკი, მძიმე ათლეტიკის კონტექსტში იქნება, თუ პოლიტიკის კონტექსტში არ აქვს მნიშვნელობა, ეგრევე ამოძვრება სექსის თემა. რას იზამ ჩვენი ცივილიზაცია პატრიარქალური ცივილიზაცია, რომელიც ქალს პირველ რიგში განიხილავს, როგორც სექსუალური ლტოლვის ობიექტს. მე პირადად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ საქართველო მართოს ჭკვიანმა და გაწონასწორებულმა ქალბატონმა. Goddess, არ მიწყინოთ ქართველი კაცების დიდი ნაწილი ქორწილს სწორედ ასე უდგება და როგორი იქნება ასეთი ხალხის დამოკიდებულება ქალ პრეზიდენტისადმი ძნელი მისახვედრი არ არის.
×
×
  • შექმენი...