-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
ძალიან უაზრო თაობა მოდის, გეთანხმებით. თუმცა უფროსი თაობაც არაა უკეთესი. ახლა გადავავლე თვალი ერთ ერთ ფორუმს (პლანეტას არა, სხვას ). ხოდა 40-50 წლის კაცები ქალებივით ისტერიკებში არიან. ყველა თემაში "რუსეთის აგენტი", "მოღალატე", "პუწინი", "ბურჯანაძე". მე მომიტევეთ, მაგრამ ჯობია იმათ შვილებს ეკიდოთ პოლიტიკა, ვიდრე საკუთარ მშობლებს დაემსგავსონ.
-
დღეს არ ვყოფილვარ, მაგრამ ხვალ აუცილებლად გამოვალ.
-
Saturn ამაში გეთანხმები. მსგავსი საკითხები ბოლომდე უნდა გაირკვეს. თუმცა გარდაცვლილების ახლობლებს არც ფინანსური რესურსი აქვთ საამისო და არც ძალა რომ ხელისუფლების ზეწოლას გაუძლონ. ოპოზიცია კი სამწუხაროდ ამ საკითხებს გულგრილად ეკიდება. მაგრამ ეს არ ამართლებს იმ ადამიანებს ვინც ამ ამბების მიჩქმალვაში მონაწილეობს.
-
Saturn სადაც რეპუბლიკურის ექიმები იქცეოდნენ სააკაშვილის ძაღლებივით, იქ სააკაშვილის ექსპრეტების ჩატარებული ექსპერტიზის ფასიც ნულია. ადამიანს თავი ქონდაო ლამის შუაზე გაპობილი, ახლობლები ამბობენ, და "ექსპრეტიზამ" კიდევ დენით მოკვდაო.
-
kisa ხო, სახელი არ უთქვამთ, უბრალოდ თქვეს რომ ვანის რაიონიდან იყო. და უკვე გადმოასვენეს საკუთარ სახლშიო.
-
FRIDRIX იყო დრო მხედრიონელობაც კაი ტიპობა ეგონათ. აფხაზეთის ომის დროს ზოგიერთი მათ გმირებსაც ეძახდა. და ამ ყაჩაღების მიერ დაზარალებული ადამიანების უბედურებას უმრავლესობა არაფრად აგდებდა. დღეს ყოფილ მხედრიონელებს იმის აღიარების რცხვენიათ რომ ოდესღაც ამ ორგანიზაციაში ირიცხებოდნენ. თუ ვინმე აღიარებს მაგ ორგანიზაციაში ყოფნას, თავს იმართლებს ხოლმე, მე ისეთი არ ვყოფილვარო როგორც მათი უმრავლესობაო. კეთროვანებივით არიან. ზუსტად იგივე მოუვათ სააკაშვილის ძაღლებსაც. და ეს დღე არაა შორს. 2012-ში, 2013-ში თუ ცოტა უფრო გვიან, ეს დღე ნამდვილად დადგება.
-
babuagiorgi ბათიაშვილი სავარაუდოდ დაკავებულია და ამუშავებენ აღიარებითი ჩვენებები რომ მისცეს კამერების წინ. ნუ ეგ ჩემი აზრია...
-
newstudio არავინ არ ითხოვს რომელიმე ელჩისგან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გვერდით დადგომას. არც რაიმე კომენტარს სთხოვდა ვინმე, რომ არა მისი აშკარად მიკერძოებული განცხადება აქციის დარბევამდე. თუ ამჩნევდა რაღაც მითიურ, მოსალოდნელ ძალადობას აქციის მონაწილეებში, რატომ ვერ ამჩნევს ნათლად ხილულ, და უკვე მომხდარ ძალადობას ხელისუფლების მხრიდან. babuagiorgi დაკავებულები არ არიან. შსს-მ სრული სია გამოაქვეყნა, და ამ 49 კაციდან 10 აღმოჩნდა მაგ სიაში. შეიძლება რომელიმე საავადმყოფოს არ გამოუქვეყნებია ბოლომდე დაზარალებულთა სია. ესენიც ძაღლებივით მუშაობენ, მხოლოდ მიშას ბრძანებას ემორჩილებიან. მესამე ვარიანტი, რომ ეს ხალხი იმალება შსს-სგან მოსალოდნელი რეპრესიების გამო.
-
იმ 49 დაკარგული ადამიანიდან 10 დაკავებულთა სიაში აღმოჩნდა. 2-იც სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენ 37-ს ეძებს საერთოდ პოლიცია თუ ფეხებზე კიდიათ ოფიციალურად? ან ის ელჩები აქციაზე ძალადობრივ ელემენტებს რომ ამჩნებვდნენ, ამათაც ფეხებზე კიდიათ ეგ ამბავი? ბელორუსი რომ ბელორუსია, დარბევიდან მეორე დღეს გამოაკრეს დაპატიმრებულთა სიები.
-
Siknadmo საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ კონკრეტული ძალადობის პროტესტის მაგივრად ეს აქცია გადაიქცევა ერთ ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერ აქციად. 6 თვის განმავლობაში ატყუებდა ეს ქალი ხალხს რაღაც მითიური გეგმით. სინამდვილეში კი გუშინ ნათლად გამოჩნდა რაში მდგომარეობდა ეს გეგმა. არ მინდა ამ ქალის შემდგომი გეგმების მონაწილე გავხდე. თუ მეცოდინება რომ ამ აქციის ორგანიზატორებს შორის არ იქნებიან არც სახალხო კრების, და არც ქართული პარტიის ლიდერები, მივალ. სხვა შემთხვევაში - არა. უპრინციპობით უპრინციპობას ვერსადროს დაამარცხებ.
-
Siknadmo შეიძლება ცუდი შედარებაა. მარა ომის მერე ჯაჭვის ცნობილი აქცია რომ იყო, 99%-ით ვიყავი დარწმუნებული რომ სააკაშვილი ამას საკუთარი მხარდამჭერების აქციად შერაცხავდა. და თავი შევიკავე მაგ აქციაში მონაწილეობისგან. ზუსტად ასევე, ბევრი ადამიანი თუ მივა მაგ აქციაზე, ბურჯანაძე უეჭველი გამოვა სიტყვით და დაიწყებს ამ ხალხის დამოძღვრას. newstudio თუ სურვილი ექნება, მოვიდეს. მე ვერ დავუშვილი მოვიდეს სადმე თუ არა. მაგრამ ეგ ხო ამით არ შემოიფარგლება? უეჭველი სიტყვით გამოვა და ჩემ პროტესტს თავისებურ ინტერპრეტაციას მისცემს.
-
არა. იმიტომ რომ დიდი შანსია მაგ აქციაზე ისევ ბურჯანაძე მოვიდეს და თავის მხარდასაჭერ მიტინგად წარმოაჩინოს ყოველივე.
-
fashisti ბურჯანაძე რაცაა და რის მიღწევასაც ცდილობდა ამ ყველაფრით, მგონი არც არავინ არ დავობს. უბრალოდ მითხარი, რა მოხდებოდა აღლუმი რომ ჩატარებულიყო სადმე სხვაგან? ყველაფრის ჯიბრზე და ჯინაზე გაკეთება რა უბედურებაა? ღირდა იმ ადამიანის სიცოცხლე იმად რომ მიშა მაინცდამაინც პარლამენტის წინ მდგარიყო აღლუმის დროს?
-
როგორი ავადმყოფებიც არიან ნაცები, ისეთი ავადმყოფი მხარდამჭერები ყავთ.
-
ჯერ 21-ში ხელისუფლებას ვცვლითო, მერე 21-ში არა და 25-ში ჩამოდისო ოქრუაშვილი და ეს იქნებაო სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეო. საბოლოო ჯამში კი აქციიდ მიზანი აღლუმის ჩაშლამდე დავიდა. ნაციონალების ტყუილები რომ ამოუვიდა ხალხს ყელში, მაგიტომაც უნდათ ამათი გაშვება. ხოდა ახლა თუ ასე ატყუებენ ხალხს ბურჯანაძე-ოქრუაშვილები, ღმერთმა არ ქნას და ოდესმე თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში, მერე რაღას იზავენ? მთავრობას და მის მომხრეებს რაც შეეხება. საკმარისია აღლუმის ადგილის შეცვლა, და ბურჯანაძე ბოლომდე გაფარჩაკდება. ამდენი არ გესმით? თუ მაინცდამაინც აუცილებელია ვინმე ცემონ, დაიჭირონ, გაზით მოწამლონ? თუ მართლა ასე მოხდა, მაინტერეებს, ასეთ ზეიმს როგორ შეირგებთ? ავადმყოფობად მიმაჩნია ასეთი აზროვნება. მე მაპატიეთ თუ ვინმეს გულზე მოგხვდათ.
-
Saturn თუ ავტორიტეტულ ორგანიზაციებზე ვლაპარაკობთ, მაგალითად ეუთოზე, ისინი დებენ დასკვნებს თუ რამდენად შეესაბამებოდა ესა თუ ის არჩევნები დემოკრატიის ამა თუ იმ ნორმებს. ისინი აფიქსირებენ დარღვევებს. მთავრობა გამუდმებით გაიმეორებს, რომ ეს დარღვევები საერთო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა, ოპოზიცია იტყვის საპირისპიროს. მარა რახან საარჩევნო კომისიებში ხელისუფლებას უმრავლესობა ყავს, ყოველთვის ხელისუფლების ვერსია გაიმარჯვებს. რაც შეეხება არჩევნების ცნობა / არ ცნობას, ეგ უშუალოდ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის გადასაწყვეტია. და ახლა რა გამოდის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზეა დამოკიდებული ვინ გვეყოლება მთავრობაში?
-
Saturn ხოდა საქართველო აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს? კაი, თავი დავანებოთ აკმაყოფილებს თუ არა. მაგ მიმართულებით მიდის შენი აზრით ეს ქვეყანა? თუ პირიქით? სიმშვიდის ამ ქვეყანას არაფერი ეტყობა, და გაჭირვება ყოველწლიურად მატულობს და მატულობს. ხოდა რა ვქნათ ახლა? როგორ შემოვაბრუნოთ ეს პროცესი?
-
Saturn ბიულეტენების 23% არასწორად დაითვალესო. ახლა იმას ვერ დაადგენდნენ სწორად რომ დაეთვალათ, რომელი კანდიდატი რამდენ პროცენტს მიიღებდა. ხოდა ზუსტად მაგას გეუბნებოდი, რომ ბურჯანაძისა არ იყოს, არც სააკაშვილი არ აღიარებს არასოდეს თავის დამარცხებას.
-
fashisti არ იქნება უკეთესი. ამიტომაც არ ვდგავარ ამათ მიტინგზე.
-
Saturn ეუთო არასაკმარისად ავტორიტეტული ორგანიზაციაა?
-
Saturn წინა არჩევნებზე სააკაშვილმა აიღო 53%. თან ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის ძალიან ბევრი უბნის ოქმზე დაფიქსირდა 99%-იანი აქტივობა, საიდანაც 99% სააკაშვილის ხმა იყო. გადასატანი ყუთებიდან დათვლილი ხმების 90%-იც სააკაშვილს ეკუთვნოდა. დახურულ უბნებში, სადაც ჯარი და პოლიცია აძლევდა ხმას, სააკაშვილს ყველგან თითქმის 100% ქონდა. დამატებითი სიებით ვინც მისცა ხმა, და უბნების ნაცვლად საოლქო კომისიებში რაც გააგზავნეს დასათვლელად, იქაც 90% სამთავრობო ხმა აღმოჩნდა. ეუთომ პირდაპირ დაწერა თავის დასკვნაში, ბიულეტენების 23% არასწორად იყოო დათვლილი. მაშინდელ სახალხო დამცველს რა ჩანაწერებიც მიაწოდეს, თითქმის ყველგან ოქმზე ამომრჩევლების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა იმ ხალხის რაოდენობას, ვინც საარჩევნო უბანზე იყო შემოსული. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ გვქონდა სააკაშვილის გადაყენების უფლება ყველანაირი გზით?
-
Saturn ბურჯანაძის შემთხვევაში სრულიად გეთანხმები. მაგრამ იქნებ შენც დაიდო ხელი გულზე, და თქვა. წარმოგიდგენია, რომ თუ ოდესმე რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, პარტიათა ჯგუფმა ან ვინმე ოპოზიციურმა ლიდერმა მიიღო სააკაშვილზე და ნაც. მოძრაობაზე მეტი ხმა, მიშა ყოველგვარი შფოთის და უბედურების გარეშე, ხელს მოკიდებს თავის მინისტრებს და დაუთმობს კაბინეტებს არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციას. გჯერა ამისი? Siknadmo ბევრი ვარიანტი არსებობს. თუ დავუშვათ ბურჯანაძეს გამოუვიდა რევოლუცია (არა მგონია გამოუვიდეს, მარა ვთქვათ და გამოვიდა), ეგრევე კიტოვანივით კონსტიტუციის მოქმედებას არ შეაჩერებს. ყველა ვარიანტში დაჭირდება რამე ლეგიტიმურობის იმიტაციის შექმნა. აქ ყველაზე ადვილი პარლამენტის გადმობირება იქნება, რომელშიც ამჟამად 133 უპრინციპო არსება დევს. ესენი დროებით მთავრობასაც დაუმტკიცებენ, არჩევნებსაც დანიშნავენ და რავი რას არ იზამენ თბილი ადგილების შენარჩუნების სანაცვლოდ.
-
გილოცავთ. ამ დღის მადლი გფარავდეთ.
-
გილოცავ. სულ ბედნიერი და გახარებული ყოფილიყავი