ჭანო როგორც ვიცი საქართველოშიც მკურნალობდა, კერძოდ თოდუას ცენტრში. და სწორედ ქართველი ექიმების რჩევით გაემგზავრა გერმანიაში მკურნალობის გასაგრძელებლად. პატრიარქმაც იცის რომ მის მოწოდებაზე უცებ ყველა არ დაბრუნდება. მთავარია პროცესი დაიწყოს. ადამიანურად მეც მესმის, რომ ვისაც საზღვარგარეთ აწყობილი აქვს ცხოვრება, გაუჭირდება აქ დაბრუნება და მორალური უფლებაც არ მაქვს ვინმეს დაბრუნებისკენ მოვუწოდო. მაგრამ პატრიარქი ერის სულიერი მამაა, და ის პირველ რიგში ერის გადარჩენაზე ფიქრობს.