Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
  2. ვაჟას და ასათიანის კუთხე
  3. Saturn კოდორის ხეობაში არც 2008 - ში იყვნენ მასშტაბურად წარმოდგელნილნი. და იქ რომ კვიციანი ყოფილიყო, დაიკიდებდა სარკოზი-მედვედევს სააკაშვილიანად, და ამ ხეობას დაიცავდა. რამდენად გამოუვიდოდა არ ვიცი. 13 წლის მანძილზე გამოსდიოდა ყოველ შემთხვევაში.
  4. Saturn იაკობაშვილმა თქვა აქ, ონლაინ კონფერენციაზე. ხოდა შენ ნათქვამზე მძიმე ბრძოლებზე, გამახსენდა.
  5. Saturn 11000 ადამიანი ცხოვრობდა 89 წლის აღწერით მთელ ცხინვალის რაიონში (დიდი ლიახვის და პატარა ლიახვის ხეობების სოფლების დიდ ნაწილში). და 7000-მდე თვითონ ქალაქ ცხინვალში. Saturn არაფერი არ მინდა რომ ვთქვა. შეიძლება იმენა 11 აგვისტოს არც იყო სხვა გამოსავალი. უბრალოდ ახლა იმასაც ნუ იგონებთ შენ და იაკობაშვილი, რომ უმძიმესი ბრძოლები იყო მანდ და 500 რუსი და 200 აფხაზი ჯარისკაცი მოკლეს ჩვენებმა. ერთადერთი რა პრეტენზიაც მაქვს, ისაა რომ დროშები მაინც უნდა მოეხსნათ და მტრისთვის არ უნდა დაეტოვებინათ.
  6. Saturn ტალიავინმა 1 წელი იმუშავა დასკვნის დასაწერად. წაიკითხე ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე. სხვათაშორის 93-ში 11 დღე იბომბებოდა სოხუმი. მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ ვიღაცა იქ უნდა დარჩენილიყო. მე არ ვიყავი მაშინ კოდორის ხეობაში და სხვას როგორ მოვუწოდო. მაგრამ ტყუილ ლეგენდებსაც ნუ ქმნით.
  7. Saturn კარგი რა. ეგ იაკობაშვილის ონლაინ პრესკონფერენციიდან გაიგე? 92-93 წლების ომის დროს, როცა ტექნიკა არ იყო ასე წინ წასული, უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა დარჩა თუ როგორ დაიკარგა კოლხიდა, გაგრა, ლესელიძე, სოხუმი. და 21-ე საუკუნეში რატომ ვერც ერთი კადრი ვერ დარჩა თუ როგორ იკარგებოდა კოდორის ხეობის ან ცხინვალის რეგიონის რომელიმე სოფელი?
  8. Private Nodari უნდა დაბრუნებოდნენ, მაგრამ რუსებმა აქაც მოგვატყუეს. აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" აღიარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. და პირდაპირი ხელშეკრულებები დადეს სეპარატისტებთან რუსული ჯარის იქ ყოფნაზე. ამას ისინი "ახალ რეალობას" ეძახიან. შევიდოდნენ თუ ვერ შევიდოდნენ არ ვიცი, მაგრამ იქაურები რომ ბოლომდე იბრძოლებდნენ ნაღდად ვიცი. სარკოზი-მედვედევის 5 პუნქტიან გეგმას ###ზე დაიკიდებდნენ.
  9. Private Nodari არა. აგვისტოში რუსებმა აიღეს თანაც უბრძოლველად. ჯვარის მხრიდან შემოუარეს ხეობას და სააკაშვილი დაგებული ახალი გზით შევიდნენ ხეობაში. ჩვენებმა დაჟე ისიც ვერ მოახერხეს, რომ სამთავრობო შენობებიდან დროშები მოეხსნათ. მთელმა მსოფლიომ დაინახა როგორ თელავდნენ აფხაზები და ოსები ქართულ სამთავრობო დროშებს
  10. Private Nodari ზემო აფხაზეთი ამ ხელისუფლებამ დაარქვა კოდორის ხეობას, უფრო სწორედ კოდორის ხეობის ზემო ნაწილს. 93-ში კოდორის ხეობის ზედა ნაწილი ემზარ კვიციანის კონტროლ ქვეშ დარჩა. კვიციანს ქონდა თავისი შეიარაღებული დაჯგუფება "მონადირე" (მხედრიონის პონტში). 94-95 წლებში, როცა დაიწყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება, შევარდნაძის მთავრობამ ხელი არ ახლო კვიციანს, იმიტომ რომ ეს ხალხი კოდორის ხეობას იცავდა სეპარატისტებისგან. ერთი პერიოდი კვიციანი პრეზიდენტის რწმუნებულიც იყო კოდორის ხეობაში. 2001-ში კვიციანმა ჩეჩენ ბოევიკებთან ერთად მოინდომა კოდორის ხეობის ქვედა ნაწილის შტურმი და შემდეგ სოხუმზე გასვლა. მაშინაც რუსები ჩაერთვნენ და კვიციანი ისევ ხეობის ზედა ნაწილში გადავიდა. კვიციანს ტერორისტებთან თანამშრომლობა დაბრალდა და შევარდნაძის ხელისუფლებამ ოფიციალური კავშირი გაწყვიტა მასთან. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოქრუაშვილმა გასცა კვიციანის დაჯგუფების განიარაღების ბრძანება. კვიციანმა ამაზე უარი თქვა, და ამას მოყვა სპეც ოპერაცია. იქაურმა მებრძოლეებმა უარი თქვეს ქართველებთან ბრძოლაზე და კოდორის ხეობის ზედა ნაწილი ქართულმა ჯარმა დაიკავა. ამ დროს გადაარქვეს ამ ნაწილს ზემო აფხაზეთი. Private Nodari ხო. სეპარატისტებს შემოვლითი გზა ქონდათ გაკეთებული (ე.წ. ძარის გზა). რომლითაც შედიოდნენ ცხინვალში. ეს გზაც კარგი სამიზნე იყო ქართველებისთვის. ანუ დიდი ლიახვის ხეობის მხრიდან ადვილად იცხრილებოდა. ამიტომ ვერ ახერხებდნენ რუსები ამდენ ხანს ცხინვალში შეღწევას. სანამ დიდი ლიახვის ხეობა არ აიღეს, წესიერად ცხინვალში ვერც შევიდნენ.
  11. Siknadmo 25 000 ძალიან გაბერილი რიცხვია. 91 წლის კონფლიქტამდე ცხოვრობდა მანდ 26 000 ქართველი. ოფიციალური მონაცემებით პირველი ომის დროს თუ არ ვცდები 12 000-მა ქართველმა დატოვა საკუთარი სახლკარი. (ძირითადად ცხინვალიდან და ზნაურიდან). აგვისტოს ომამდე მაქსიმიმუმ 15 000 ქართველი იქნებოდა მანდ. Private Nodari http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/d1/SO2.jpg მუქად რაცაა შეფერადებული, ესაა ის ტერიტორიები რაც აგვისტოში დავკარგეთ. (+ კოდორის ხეობა და სოფელი პერევი, რაც ამ რუკაზე არ ჩანს).
  12. Private Nodari აგვისტოს ომამდე ახალგორს და ახალგორის რაიონის დიდ ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით. ასევე თითქმის სრულად ვაკონტროლებდით პატარა ლიახვის ხეობას, ნაწილობრივ ვაკონტროლებდით დიდი ლიახვის და ფრონეს ხეობას. სადღაც ინტერნეტში იდო რუკა. თუ ვიპოვე, დავდებ.
  13. asesino_141 ე.ი. სატურნმა გადამარჩინა დაჭერას. ან ყველაფერი კიდევ წინ მაქვს
  14. asesino_141 სატურნიც რომ არ ჩანს. დავიჯერო ეგეც დაიჭირეს?
  15. რა ხდება? ბოიკოტი გამოუცხადა ხალხმა პლანეტას?
  16. ჩემი ძილის დროც მოვიდა. აბა ჰე და აბა ჰო
×
×
  • შექმენი...