მე აღარაფრის იმედი აღარ მაქვს, გადახედეთ მცხეთის, ხაშურის ან ბათუმის უბნების მონაცემებს. 700 ამომრჩევლიდან 550 ნაცებს რომ აძლევს ხმას, აგვისტოს ომის მერე, რისი იმედი უნდა მქონდეს. იმ დანარჩენი 150 კაცისა? რაც არ უნდა მოხდეს, აწი ეს პროცესი შეუქცევადია. მხოლოდ რუსების შემოსვლა თუ შეცვლის რამეს. რაც ნაციონალებზე გაცილებით დიდი უბედურება იქნება. ასე რომ რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი. რა თქმა უნდა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ეს ბრძოლა არსებული რეალობის გათვალისწინებით უნდა წარმართო კაცმა. იგივე თბილისი აიღეთ. დაიწყება ახლა გაბერილ სიებზე ლაპარაკი (რაც მართალია). მაგრამ ნებისმიერი კარუსელის მაქსიმუმი, თითო უბანზე 50 ხმაა. ისიც ძალიან მასშტაბური კარუსელის შემთხვევაში. და ახლა გადახედეთ რა სხვაობით იგებენ ნაცები უბნებს. მოსყიდვაზე და დაშანტაჟებაზე დაგეთანხმებით. ასეთი მართლა ძალიან, ძალიან ბევრია. მაგრამ თუ მართლა ამდენნი არიან მოსყიდულები და დაშანტაჟებულები, ე.ი. ხალხის ნება ყოფილა შანტაჟი და მოსყიდვა. ხოდა ამ რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი.